ვახტანგ კახიძე: „რეკვიემი“ ჩემს მშობლებს მივუძღვენი და შემიძლია ვთქვა, რომ დღეიდან იგი მხოლოდ ჩემს მშობლებს არ ეკუთვნის - ბედნიერი ვარ, როგორც კომპოზიტორი, როგორც დირიჟორი
ვახტანგ კახიძე
ფოტო: ვიდეო/კადრი
ყოველთვის გაორებული გრძნობა მაქვს-ხოლმე.წარმატება ევროპის სხვადასხვა ქალაქში ჩემთვის სიახლე არ არის, როგორც დირიჟორისთვის. ბევრი ორკესტრისთვის მიდირიჟორია და ჩვეულებრივი მომენტივითაა. ბოდიში, რომ ამას ვამბობ. უმნიშვნელოვანესია ნაწარმოების წარმატება და ამიტომ, როგორც კომპოზიტორი, ვარ ბედნიერი და კმაყოფილი, - ამის შესახებ „ქრონიკას“ „ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, ვახტანგ კახიძემ ანტვერპენში განუცხადა, სადაც „ევროპალიის ფესტივალის“ ფარგლებში გამართულ კონცერტზე მისი „რეკვიემი“ შესრულდა.
მისი თქმით, „რეკვიემი“ მშობლებს მიუძღვნა, თუმცა დღეიდან მიაჩნია, რომ იგი მხოლოდ მის მშობლებს არ ეკუთვნის.
„რეკვიემი 3-ჯერ შესრულდა თბილისში, სადაც ძალიან ძნელია ობიექტური აზრი გამოიტანო, რადგან დარბაზში უამრავი ახლობელია, ნათესავები შემსრულებლების, მტრებიც არიან, მაგრამ ობიექტური მსმენელი ნაკლებადაა. აქ იყო აბსოლუტურად ნეიტრალური მსმენელი, რომელმაც პირველად მოისმინა. ის შეფასება, რაც მოჰყვა და დაიმსახურა ნაწარმოებმა, მჯერა ის შეფასებაა, რაც შეიძლება ყველა სხვა ევროპულ ქალაქში მოჰყვეს. ძალიან ბევრი დისკი იყიდეს.
კომპოზიტორი როდესაც რეკვიემს წერს, ეს ნიშნავს რომ მისთვის გამოუვალი მდგომარეობაა, მისი სულიერი მდგომარეობა ისეთია, რომ რეკვიემის დაწერის მოთხოვნილებაა. მე რეკვიემი ჩემს მშობლებს მივუძღვენი და შემიძლია ვთქვა, რომ დღეიდან რეკვიემი მხოლოდ ჩემს მშობლებს არ ეკუთვნის. ერთი ქალბატონი მოვიდა და მითხრა ყოველდღე ვისმენ თქვენს რეკვიემსო და დისკს ვყიდულობ იმისთვის, რომ ქმარს დავუბარო, ლაკრიმუზათი დამასაფლავეთო.
ძალიან ბევრი ბოდიში მოვუხადე ამ ქალბატონს, მაგრამ მეორე კუთხით, ეს არის უდიდესი ბედნიერება და კომპლიმენტია. ბრწყინვალედ იმღერა გუნდმა, ორკესტრზე აღარაფერს ვამბობ. სოლისტები იყვნენ შეუდარებლები. არ დაუშვიათ შეცდომა.
ამ დარბაზს აქვს საოცარი აკუსტიკური შესაძლებლობები და ბოლომდე ყველამ ეს შესაძლებლობა. უმაღლეს დონეზე იყო გაბრიელ ჩომახაშვილი. რამდენიმე წელიწადში მას ხმა დაუბოხდება და ეს შეგრძნება და წარმატება გაჰყვება მუდამ. ბედნიერი ვარ, როგორც კომპოზიტორი, როგორც დირიჟორი. ბედნიერი ვარ და ბედნიერი ვარ, როგორც ამ ჯგუფის ხელმძღვანელი. უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა კულტურის სამინისტროს. ჩვენი ქვეყნის ინვესტიცია ამ ფესტივალზე არის განუზომელი მნიშვნელობის“, - განაცხადა ვახტანგ კახიძემ „ქრონიკასთან“.
ევროპელი მსმენელის ხანგრძლივი აპლოდისმენტები ისმოდა ანტვერპენში, სადაც ევროპალიის ფესტივალის ფარგლებში გამართულ კონცერტს, ვახტანგ კახიძის კიდევ ერთი აღიარება მოჰყვა.
ყველა სიახლე
24 მარტი 2026, 10:41
ეკონომიკა
ფილადელფიაში „ქართული ღვინის ფორუმი“ გაიმართა
პენსილვანიის უნივერსიტეტში გამართული ორდღიანი ღონისძიება მოიცავდა სამეცნიერო კონფერენციას და ქართული ღვინის სემინარ-პრეზენტაციას, მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ მიეღოთ ინფორმაცია საქართველოსა და ქართული ღვინის კულტურის შესახებ, ასევე, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინოები.
24 მარტი 2026, 10:35
ტექნოლოგიები
საფრანგეთში არქიმედეს ტრაქტატის უძველესი ასლი აღმოაჩინეს
საფრანგეთის ქალაქ ბლუას მუზეუმში, რომელიც ლუარას ხეობაში მდებარეობს, ანტიკური ხანის ყველაზე ცნობილი მათემატიკოსის, ბერძენი მეცნიერის - არქიმედეს ტრაქტატის „სფეროსა და ცილინდრის შესახებ“ უძველესი ასლი აღმოაჩინეს. ეს ნაშრომი არქიმედემ ძვ. წ. III საუკუნის შუა წლებში დაწერა. X საუკუნეში საფრანგეთში შესრულებული ეს ასლი მანამდე დაკარგულად ითვლებოდა.
24 მარტი 2026, 10:32
სამართალი
სამართალდამცველებმა სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 5 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის, ასევე, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
24 მარტი 2026, 10:31
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
24 მარტი 2026, 10:30
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 2007 წელს დაბადებული ა.ი. და 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.მ. რუსთავის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დროს დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
24 მარტი 2026, 10:30
სამართალი
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოჯახის ორი წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
24 მარტი 2026, 10:29
სამართალი
სამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 6 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ზუგდიდისა და ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 6 პირი დააკავეს.
24 მარტი 2026, 10:29
სამართალი
პოლიციამ აჭარაში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1998 წელს დაბადებული დ.შ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
24 მარტი 2026, 10:24
საზოგადოება
ლაშა დოლიძე: ქვეყნის პროგრამული ჩარჩო სრულ შესაბამისობაშია სამინისტროს პრიორიტეტებთან და ქმნის სამომავლო ეფექტიანი თანამშრომლობის მყარ საფუძველს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ საქართველოს მთავრობის უწყებებთან ორგანიზებულ საკონსულტაციო შეხვედრას დაესწრო.
24 მარტი 2026, 10:24
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წარსულში სხვადასხვა დანაშაულებისთვის ნასამართლევი, 2000 წელს დაბადებული ბ.მ. დააკავეს.
24 მარტი 2026, 10:18
საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დელეგაციების წარმომადგენლები ეწვივნენ
სტუმრები თბილისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის პატივის მისაგებად ჩამოვიდნენ და საქართველოს ეკლესიის მეთაურის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრნენ. სტუმრები გამგზავრებამდე კი საპატრიარქო რეზიდენციას ესტუმრნენ.
24 მარტი 2026, 10:17
საზოგადოება
მეუფე შიომ საპატრიარქო რეზიდენციაში უწმინდესის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა, სადაც სოციალურად დაუცველებს ტრაპეზზე უმასპინძლა
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ სინოდის წევრებთან ერთად საპატრიარქო რეზიდენციაში გადაიხადა პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს სულის საოხად, რომელსაც საპატრიარქოს თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდნენ სოციალურად დაუცველნი.
24 მარტი 2026, 10:11
საზოგადოება
საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის განათლების სამინისტროების თანამშრომლობით თელავში ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა
ერთკვირიანი ბანაკი ქართველ და სომეხ ახალგაზრდებს მრავალფეროვან და ინტერაქციულ აქტივობებს სთავაზობს, მათ შორის თემატურ დისკუსიებს, საგანმანათლებლო სესიებს, გუნდურ სამუშაოებს, კულტურულ ღონისძიებებსა და შემეცნებით ექსკურსიებს.
24 მარტი 2026, 10:05
მსოფლიო
რუსეთმა პოლტავისა და ზაპოროჟიეს ოლქები დაბომბა. არიან დაღუპულები და დაშავებულები
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა რაკეტებითა და დრონებით უკრაინის რეგიონებზე კომბინირებული თავდასხმა განახორციელა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
24 მარტი 2026, 09:43
საზოგადოება
პრემიერი: ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს მოგვიანებით, თუმცა გულითადად გილოცავთ რამადან ბაირამს და ნოვრუზ ბაირამს! განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავ მუსლიმი თემის მიმართ ჩვენი საერთო მწუხარების გაზიარებისთვის
ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს მოგვიანებით, თუმცა გულითადად გილოცავთ რამადან ბაირამს და გაზაფხულის შემოსვლის დღესასწაულს - ნოვრუზ ბაირამს!, - ნათქვამია ირაკლი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაში.
24 მარტი 2026, 09:28
მსოფლიო
„ჩვენ შეგვიძლია, ერთად მივაღწიოთ რეალურ ცვლილებებს ევროპაში“ - ვიქტორ ორბანმა მარინ ლე პენს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
ჩვენ შეგვიძლია, ერთად მივაღწიოთ რეალურ ცვლილებებს ევროპაში, ამ სიტყვებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა მარინ ლე პენს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
24 მარტი 2026, 09:28
მსოფლიო
კოლუმბიაში სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა
კოლუმბიაში სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე სულ 114 სამხედრო და ეკიპაჟის 11 წევრი იმყოფებოდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია ერთი ჯარისკაცი, 77 დაშავებული უკვე ევაკუირებულია, დანარჩენებს ამ დრომდე ეძებენ.
24 მარტი 2026, 09:22
საზოგადოება
ცხოვრების დონის შეფასების ხანგრძლივი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა
ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრმა გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელთან და საერთაშორისო შემფასებელ კვლევით ორგანიზაცია Gullup-თან პარტნიორობით მსოფლიო ბედნიერების 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
24 მარტი 2026, 09:12
საზოგადოება
პრეზიდენტი: მოგვიანებით ვულოცავ რამაზან ბაირამსა და ნოვრუზ ბაირამს მუსლიმ თანამოქალაქეებს. მადლობას გიხდით იმ უდიდესი თანადგომისათვის, რომელიც პატრიარქის, გარდაცვალების გამო მგლოვიარე ქართველი ქრისტიანების მიმართ გამოავლინეთ
მოგვიანებით ვულოცავ რამაზან ბაირამსა და ნოვრუზ ბაირამს ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს. გულწრფელ მადლობას გიხდით იმ უდიდესი თანადგომისათვის, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების გამო მგლოვიარე ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანების მიმართ გამოავლინეთ, - წერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.
24 მარტი 2026, 09:05
მსოფლიო
ანტისემიტური აქტების გახშირების ფონზე, ბელგია ებრაული თემის უსაფრთხოებას ამკაცრებს
ბელგია ებრაული თემის უსაფრთხოებას ამკაცრებს. ქვეყნის დიდ ქალაქებში, ებრაულ ობიექტებთან, მათ შორის სინაგოგებთან და სკოლებთან სამხედროები განალაგეს.


