„ბერლინალეზე“ ქართული დელეგაციის წევრები აქტიურ შეხვედრებს მართავენ
ფოტო: Facebook
ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კობა ხუბუნაიამ ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლებთან, ქართველ რეჟისორებსა და პროდიუსერებთან ერთად საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე დოჰას კინოინსტიტუტის ფონდის ხელმძღვანელთან, ხალილ ბენკირანისთან, შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს კინოს დაფინანსების სქემებსა და ქართველი პროდიუსერებისა და რეჟისორებისთვის დოჰას კინოინსტიტუტის ფონდიდან დაფინანსების მიღების შესაძლებლობებზე.
დოკუმენტური კინომარკეტის „Sunny side of the doc“ წარმომადგენელთან, კლიმონს მიშალონისთან, გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს აღნიშნულ კინომარკეტზე ქართული სტენდის მოწყობის შესაძლებლობებსა და ღონისძიებაზე ქართველი პროდიუსერებისა და რეჟისორების წარმოჩენაზე.
ასევე, ქართული დელეგაცია შეხვდა სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის შესარჩევი კომისიის ხელმძღვანელს, რობერტო კუეტო ლერას, შეხვედრაზე დასრულებული ქართული ფილმების შესახებ ისაუბრეს და განიხილეს მიმდინარე პროექტები ფესტივალზე წარსადგენად.
შეხვედრა გაიმართა ცნობილ პროდიუსერ ფრანჩესკო მელზი დ'ერილისთანაც. საუბრისას ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა და ფრანჩესკო მელზი დ'ერილიმ განიხილეს საქართველოს კინოცენტრთან თანამშრომლობის პერსპექტივები კოპროდუქციის მიმართულებით. შეხვედრები კინოინდუსტრიისა და კინოს სფეროს წარმომადგენლებთან ფესტივალის მიმდინარეობისას აქტიურად გაგრძელდება.
15-25 თებერვალს ბერლინში იმართება 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის ფარგლებში 15-21 თებერვალს ტარდება ევროპული კინოს ბაზრობა (EFM). ბაზრობაზე ეროვნული კინოცენტრი, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და „ჯორჯიან ეარვეისის“ მხარდაჭერით, ტრადიციულად, საქართველოს სტენდით არის წარმოდგენილი, რომელიც წარმოაჩენს ქართული კინოს უმდიდრეს მემკვიდრეობას, წარადგენს ახალ პროექტებს, პოპულარიზაციას უწევს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში კინოგადაღებებისთვის უმნიშვნელოვანეს ქვეყანას.
ქართული კინოს სათანადოდ წარდგენისა და პოპულარიზაციის მიზნით დელეგაციაში არაერთი რეჟისორი და პროდიუსერია, რომლებიც შეძლებენ სხვადასხვა საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლების გაცნობას და დასახავენ გეგმებს, როგორც ერთობლივი პროდუქციის შესაქმნელად, ასევე ქვეყნის კინოწარმოების განვითარების კუთხით. ეს ხელს შეუწყობს ქართველი კინოხელოვანების საერთაშორისო კავშირების განმტკიცებასა და მათი მიმდინარე პროექტების წარმატებას. კინორეჟისორებითა და პროდიუსერებით დაკომპლექტებულ დელეგაციას შეუძლია საკუთარი შემოქმედებით თუ სამომავლო პროექტებით დააინტერესოს ევროპული ბაზარი და ხელი შეუწყოს ქართული კინოს პოპულარიზაციას.
ევროპულ კინობაზრობაზე საქართველოს დელეგაცია, რომელსაც დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაია ხელმძღვანელობს, კიდევ არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს პროდიუსერებთან, კომპანიების, კინოთეატრების, ონლაინპორტალებისა თუ საერთაშორისო კინოფესტივალების წარმომადგენლებთან. ასევე, დაიგეგმება პროექტები, რომლებიც საქართველოში უცხოურ ინვესტიციებს მოიზიდავს. ფესტივალის მსვლელობისას დაგეგმილია საქართველოს, როგორც კინოწარმოებისთვის მიმზიდველი ქვეყნის, რეკლამირება/პოპულარიზაცია. ამასთან დაკავშირებით საქართველოს სტენდზე ეროვნული კინოცენტრის გუნდთან ერთად მუშაობენ პროგრამის - „გადაიღე საქართველოში“ - წარმომადგენლები.
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოქმედებს „ევროპული კინოს ხელშეწყობის“ (EFP - European Film Promotion) ერთ-ერთი საკონკურსო პროგრამა „European Shooting Stars“-ი.
კონკურსისთვის კინოინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტების ჟიურიმ 2023 წლის ათ ევროპელ ტალანტს შორის გამოარჩია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ წარდგენილი მსახიობი სალომე დემურია, რომელიც რუსუდან გლურჯიძის ფილმში „ანტიკვარიატი“ შესრულებული როლისთვის ევროპული კინოს „ამომავალ ვარსკვლავებს“ შორის დასახელდა. მას ჯილდოს 19 თებერვალს გადასცემენ. კინოფესტივალის მსვლელობისას მსახიობს, უცხოელ კოლეგებთან ერთად, შესაძლებლობა ექნება პირისპირ შეხვდეს კინოინდუსტრიის ცნობილ წარმომადგენლებს.
საგულისხმოა, რომ „EFP“-ი საერთაშორისო ქსელია, რომელიც 37 ქვეყნის კინოორგანიზაციას აერთიანებს. მათ შორის არის საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.
ქართულ და ევროპულ კინოს ათწლეულების მანძილზე მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს. სწორედ ამ ურთიერთობის გაღრმავებისა და ახალი თანამშრომლობის პერსპექტივების წარმოსაჩენად იმყოფება წლევანდელ „ბერლინალეზე“ საქართველოს კინოცენტრის წარმომადგენლობითი დელეგაცია.
ყველა სიახლე
10 აპრილი 2026, 11:06
ეკონომიკა
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 5.5%-მდე გააუმჯობესა
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 5.5%-მდე გააუმჯობესა. ზრდას ხელს უწყობს მომსახურების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგებში ძლიერი მაჩვენებლები, რაც ინფორმაციული ტექნოლოგიების მაღალ პროდუქტიულობას ასახავს.
10 აპრილი 2026, 11:02
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: მართალია მსოფლიო არაპროგნოზირებადია, მაგრამ აშკარად ჩანს ტენდენცია, რომ საზოგადოებას, არამხოლოდ საქართველოში, არამედ თავად ევროპაშიც უკვე ყელში ამოუვიდა ფსევდო ღირებულებები და ცვლილებების ჟინმა მთლიანად ევროპა მოიცვა
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე 9 აპრილის მემორიალთან რადიკალების პროვოკაციებს მედიასთან საუბარში გამოეხმაურა.
10 აპრილი 2026, 10:39
მსოფლიო
ჯონ კერი: ნეთანიაჰუ ობამას ირანზე თავდასხმას სთხოვდა, მაგრამ უარი მიიღო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ჯერ კიდევ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს შეერთებულ შტატებს ირანზე თავდასხმას სთხოვდა, თუმცა მაშინ მან უარი მიიღო.
10 აპრილი 2026, 10:12
მსოფლიო
ტრამპი უნგრელებს არჩევნებში ვიქტორ ორბანისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებს, - „ის დაუღალავად იბრძვის და მას უყვარს თავისი დიდებული ქვეყანა და ხალხი, როგორ მე მიყვარს ამერიკის შეერთებული შტატები“
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უნგრელებს საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებს.
10 აპრილი 2026, 09:40
სპორტი
წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვედფინალში დღეს თურქეთის ნაკრებს შეხვდება
წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვედფინალში თურქეთის ნაკრებს შეხვდება. მერვედფინალური მატჩი დღეს თბილისის დროით 12:00 საათზე გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული მეოთხედფინალში კანადისა და უკრაინის ნაკრებებს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.
10 აპრილი 2026, 09:33
კულტურა
სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 14 აპრილს ერევნის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას
სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 14 აპრილს მონაწილეობას მიიღებს ერევნის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში. ფესტივალი გაიხსნება ახმეტელის თეატრის სპექტაკლით „აღსარება – მე, სერგო ფარაჯანოვი.’’ სპექტაკლი ფარაჯანოვის უკანასკნელი კინოსცენარის მიხედვითაა დადგმული.
10 აპრილი 2026, 09:20
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: The Wall Street Journal-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი და არაზუსტი „სარედაქციო საბჭოა“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში გამოცემა The Wall Street Journal-ი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი და არაზუსტი „სარედაქციო საბჭოა“.
10 აპრილი 2026, 09:18
რეგიონი
ნაქერალას უღელტეხილსა და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
10 აპრილი 2026, 09:09
რეგიონი
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
10 აპრილი 2026, 09:00
მსოფლიო
ტრამპის მტკიცებით, ირანი ჰორმუზის სრუტის გახსნის ვალდებულებას არ ასრულებს, - „ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულვართ!“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში ირანის ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ თეირანი შეთანხმების მიუხედავად, ჰორმუზის სრუტეში თავისუფალ და უსაფრთხო ნაოსნობას არ უზრუნველყოფს.
10 აპრილი 2026, 08:53
მსოფლიო
კაია კალასი: ევროპაში ჩვენ გვაქვს რუსეთის ომი და არ გვინახავს სპარსეთის ყურის ქვეყნების დახმარება იქ, არ შეიძლება ეს იყოს მხოლოდ ცალმხრივი ქუჩა
ტრამპის ადმინისტრაციისა და სპარსეთის ყურის ზოგიერთი ოფიციალური პირის კრიტიკა იმის შესახებ, რომ ევროპამ საკმარისი არ გააკეთა ირანთან ომის დროს მათ მხარდასაჭერად, უსამართლოა, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა.
10 აპრილი 2026, 08:41
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი: ჯეი დი ვენსი და სხვა თანამდებობის პირები მოლაპარაკებებში რომ მონაწილეობდნენ, ალბათ, უფრო ღრმად გაერკვეოდნენ, რა არის „მიწის ნაკუწი” და რა არის უკრაინის ტერიტორია
უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებას უპასუხა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, ჯეი დი ვენსი მოლაპარაკებებში თავად რომ მონაწილეობდეს, უფრო ღრმად გაერკვეოდა, რა არის მიწის ნაკუწი და რა არის უკრაინის ტერიტორია.
10 აპრილი 2026, 08:33
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცი: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ნატოს ერთიანობა შენარჩუნდეს და შეერთებულმა შტატებმა ალიანსი არ დატოვოს
ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ნატოს ერთიანობა შენარჩუნდეს და შეერთებულმა შტატებმა ალიანსი არ დატოვოს, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა.
10 აპრილი 2026, 08:23
საზოგადოება
აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება
აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მეტრო 12 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს და 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება.
10 აპრილი 2026, 08:15
საზოგადოება
არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: ამ დღეს ტაძრებში ტარდება დილაობით დიდი ჟამნობა, 14:00 საათზე იქნება მწუხრის ჟამნი, რის შემდეგაც გამობრძანდება გარდამოხსნა და შესრულდება მსახურება
ამ დღეს ტაძრებში ტარდება დილაობით დიდი ჟამნობა, 14:00 საათზე იქნება მწუხრის ჟამნი, რის შემდეგაც გამობრძანდება გარდამოხსნა, - განაცხადა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა. მან დღევანდელი დღის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
10 აპრილი 2026, 08:10
საზოგადოება
სამების საკათედრო ტაძარში 12 ვნების სახარება წაიკითხეს
სამების საკათედრო ტაძარში 12 ვნების სახარება წაიკითხეს. ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღასრულა. 12 ვნების სახარება ტრადიციულად დიდი ხუთშაბათის საღამოს იკითხება.
10 აპრილი 2026, 08:03
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
10 აპრილს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +15 და ღამით +6 გრადუსია მოსალოდნელი.
10 აპრილი 2026, 01:53
მსოფლიო
ზელენსკიმ განაცხადა სარკისებური ნაბიჯების შესახებ კრემლის მიერ სააღდგომო ზავის გამოცხადების საპასუხოდ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა სარკისებური ნაბიჯების შესახებ კრემლის მიერ სააღდგომო ზავის გამოცხადების საპასუხოდ.
10 აპრილი 2026, 01:36
მსოფლიო
The New York Times: გზა ომისკენ - როგორ მიიღო დონალდ ტრამპმა ირანზე თავდასხმის გადაწყვეტილება
ამერიკული გამოცემა The New York Times-ი აქვეყნებს ვრცელ საგამოძიებო სტატიას სათაურით „როგორ მიიყვანა ტრამპმა აშშ ირანთან ომამდე“, რომელიც დეტალურად აღწერს თეთრ სახლში მიღებულ იმ გადაწყვეტილებებს, რამაც რეგიონი უმძიმეს სამხედრო კონფლიქტში ჩაითრია. მასალა ეფუძნება შიდა წყაროებსა და სიტუაციური ოთახიდან გამოჟონილ ინფორმაციას.
10 აპრილი 2026, 00:19
პოლიტიკა
სტეფანო ახოკე: ამერიკის პოზიციაა, რომ უნგრეთი არის მეგობარი და მოკავშირე. ეს ცვლის თამაშის წესებს. ეს მაგალითად ქმნის უნგრეთს სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც ტრადიციულ მმართველობას უჭერენ მხარს
ამერიკის პოზიციაა, რომ უნგრეთი არის მეგობარი და მოკავშირე. ეს ცვლის თამაშის წესებს. ეს მაგალითად ქმნის უნგრეთს სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც ტრადიციულ მმართველობას უჭერენ მხარს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” დუნაის უნივერსიტეტის ევროპული პოლიტიკის მკვლევარმა სტეფანო ახოკემ უნგრეთში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაზე საუბრისას.


