17 თებერვალი 2024, 17:38 / სანდო წყარო

თეა წულუკიანმა ლატვიის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრა გამართა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში მინისტრ თეა წულუკიანსა ლატვიის რესპუბლიკის საეიმას (პარლამენტის) დელეგაციას შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია და სამინისტროს შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი თამარ წულუკიძე.

ინფორმაციისთვის: ლატვიის რესპუბლიკის საეიმას (პარლამენტის) დელეგაცია საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის მოწვევით იმყოფება საქართველოში.

დელეგაციას ხელმძღვანელობდა ლატვიის რესპუბლიკის საეიმას (პარლამენტის) განათლების, კულტურისა და მეცნიერებისა კომიტეტის თავმჯდომარე აგიტე ზარინა სტურე. შეხვედრას ესწრებოდა ლატვიის რესპუბლიკის საეიმას (პარლამენტის) განათლების, კულტურისა და მეცნიერებისა კომიტეტის წევრი, ლატვიის რესპუბლიკის კულტურის ყოფილი მინისტრი ნაურის პუნტულისი და ვიტა ბიჭერნი - განათლების საკითხში კონსულტანტი ლატვიის რესპუბლიკის საეიმას (პარლამენტის) განათლების, კულტურისა და მეცნიერებისა კომიტეტში.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ედიტე მედნე.

კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სახელოვნებო განათლების რეფორმასა და ამ მიმართულებით ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის საქართველოსთან თანამშრომლობაზე.

თეა წულუკიანმა საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ რეფორმა, რომელიც საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ პარლამენტის კულტურის კომიტეტთან თანამშრომლობით შექმნილი კანონპროექტის საფუძველზე გატარდება, იქნება ეროვნული სახელოვნებო განათლების რეფორმა და აღნიშნული რეფორმა არ იქნება რომელიმე ქვეყნის სახელოვნებო განათლების რეფორმის მოდელის ასლი. ამასთან, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ლატვიის სახელოვნებო განათლების რეფორმის შესახებ ლატვიელი სტუმრების გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.

მინისტრმა სახელოვნებო განათლების შესახებ კანონპროექტის სამინისტროდან პარლამენტამდე გასავლელ გზაზე ორი გამოწვევა გამოკვეთა: პროექტის ხარჯთეფექტიანობის საკითხი და სახელოვნებო განათლების სისტემის კონცეპტუალური განსხვავების აუცილებლობა ზოგადი განათლების სისტემისგან.

თეა წულუკიანმა ისაუბრა უწყვეტი სამუსიკო განათლების სისტემის აღდგენის შესახებაც, რომელიც 2006 წლის შემდეგ უდიდესი გამოწვევაა ქვეყნის კულტურისთვის.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა დელეგაციის წევრებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე განუხრელი მხარდაჭერისთვის.

ყველა სიახლე

10 აპრილი 2026, 09:40

სპორტი

წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვედფინალში დღეს თურქეთის ნაკრებს შეხვდება

წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვედფინალში თურქეთის ნაკრებს შეხვდება. მერვედფინალური მატჩი დღეს თბილისის დროით 12:00 საათზე გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული მეოთხედფინალში კანადისა და უკრაინის ნაკრებებს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

10 აპრილი 2026, 09:33

კულტურა

სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 14 აპრილს ერევნის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას

სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 14 აპრილს მონაწილეობას მიიღებს ერევნის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში. ფესტივალი გაიხსნება ახმეტელის თეატრის სპექტაკლით „აღსარება – მე, სერგო ფარაჯანოვი.’’ სპექტაკლი ფარაჯანოვის უკანასკნელი კინოსცენარის მიხედვითაა დადგმული.

დონალდ ტრამპი

10 აპრილი 2026, 09:20

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: The Wall Street Journal-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი და არაზუსტი „სარედაქციო საბჭოა“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში გამოცემა The Wall Street Journal-ი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი და არაზუსტი „სარედაქციო საბჭოა“.

10 აპრილი 2026, 09:18

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილსა და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

10 აპრილი 2026, 09:09

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დონალდ ტრამპი

10 აპრილი 2026, 09:00

მსოფლიო

ტრამპის მტკიცებით, ირანი ჰორმუზის სრუტის გახსნის ვალდებულებას არ ასრულებს, - „ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულვართ!“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში ირანის ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ თეირანი შეთანხმების მიუხედავად, ჰორმუზის სრუტეში თავისუფალ და უსაფრთხო ნაოსნობას არ უზრუნველყოფს.

კაია კალასი

10 აპრილი 2026, 08:53

მსოფლიო

კაია კალასი: ევროპაში ჩვენ გვაქვს რუსეთის ომი და არ გვინახავს სპარსეთის ყურის ქვეყნების დახმარება იქ, არ შეიძლება ეს იყოს მხოლოდ ცალმხრივი ქუჩა

ტრამპის ადმინისტრაციისა და სპარსეთის ყურის ზოგიერთი ოფიციალური პირის კრიტიკა იმის შესახებ, რომ ევროპამ საკმარისი არ გააკეთა ირანთან ომის დროს მათ მხარდასაჭერად, უსამართლოა, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

10 აპრილი 2026, 08:41

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ჯეი დი ვენსი და სხვა თანამდებობის პირები მოლაპარაკებებში რომ მონაწილეობდნენ, ალბათ, უფრო ღრმად გაერკვეოდნენ, რა არის „მიწის ნაკუწი” და რა არის უკრაინის ტერიტორია

უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებას უპასუხა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, ჯეი დი ვენსი მოლაპარაკებებში თავად რომ მონაწილეობდეს, უფრო ღრმად გაერკვეოდა, რა არის მიწის ნაკუწი და რა არის უკრაინის ტერიტორია.

ფრიდრიხ მერცი

10 აპრილი 2026, 08:33

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ნატოს ერთიანობა შენარჩუნდეს და შეერთებულმა შტატებმა ალიანსი არ დატოვოს

ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ნატოს ერთიანობა შენარჩუნდეს და შეერთებულმა შტატებმა ალიანსი არ დატოვოს, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა.

10 აპრილი 2026, 08:23

საზოგადოება

აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება

აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მეტრო 12 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს და 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება.

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი

10 აპრილი 2026, 08:15

საზოგადოება

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: ამ დღეს ტაძრებში ტარდება დილაობით დიდი ჟამნობა, 14:00 საათზე იქნება მწუხრის ჟამნი, რის შემდეგაც გამობრძანდება გარდამოხსნა და შესრულდება მსახურება

ამ დღეს ტაძრებში ტარდება დილაობით დიდი ჟამნობა, 14:00 საათზე იქნება მწუხრის ჟამნი, რის შემდეგაც გამობრძანდება გარდამოხსნა, - განაცხადა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა. მან დღევანდელი დღის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

10 აპრილი 2026, 08:10

საზოგადოება

სამების საკათედრო ტაძარში 12 ვნების სახარება წაიკითხეს

სამების საკათედრო ტაძარში 12 ვნების სახარება წაიკითხეს. ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღასრულა. 12 ვნების სახარება ტრადიციულად დიდი ხუთშაბათის საღამოს იკითხება.

10 აპრილი 2026, 08:03

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

10 აპრილს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +15 და ღამით +6 გრადუსია მოსალოდნელი.

ვოლოდიმირ ზელენსკი

10 აპრილი 2026, 01:53

მსოფლიო

ზელენსკიმ განაცხადა სარკისებური ნაბიჯების შესახებ კრემლის მიერ სააღდგომო ზავის გამოცხადების საპასუხოდ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა სარკისებური ნაბიჯების შესახებ კრემლის მიერ სააღდგომო ზავის გამოცხადების საპასუხოდ.

დონალდ ტრამპი

10 აპრილი 2026, 01:36

მსოფლიო

The New York Times: გზა ომისკენ - როგორ მიიღო დონალდ ტრამპმა ირანზე თავდასხმის გადაწყვეტილება

ამერიკული გამოცემა The New York Times-ი აქვეყნებს ვრცელ საგამოძიებო სტატიას სათაურით „როგორ მიიყვანა ტრამპმა აშშ ირანთან ომამდე“, რომელიც დეტალურად აღწერს თეთრ სახლში მიღებულ იმ გადაწყვეტილებებს, რამაც რეგიონი უმძიმეს სამხედრო კონფლიქტში ჩაითრია. მასალა ეფუძნება შიდა წყაროებსა და სიტუაციური ოთახიდან გამოჟონილ ინფორმაციას.

10 აპრილი 2026, 00:19

პოლიტიკა

სტეფანო ახოკე: ამერიკის პოზიციაა, რომ უნგრეთი არის მეგობარი და მოკავშირე. ეს ცვლის თამაშის წესებს. ეს მაგალითად ქმნის უნგრეთს სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც ტრადიციულ მმართველობას უჭერენ მხარს

ამერიკის პოზიციაა, რომ უნგრეთი არის მეგობარი და მოკავშირე. ეს ცვლის თამაშის წესებს. ეს მაგალითად ქმნის უნგრეთს სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც ტრადიციულ მმართველობას უჭერენ მხარს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” დუნაის უნივერსიტეტის ევროპული პოლიტიკის მკვლევარმა სტეფანო ახოკემ უნგრეთში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაზე საუბრისას.

დავით ქართველიშვილი

10 აპრილი 2026, 00:17

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოში „რუსოფობია“ უნდა იქნას შეტანილი ფსიქიატრიული გადახრების ნუსხაში და სანამ ეს ავადმყოფები ჩვენს გარშემო იმყოფებიან, უნდა შევიდეთ მათ მდგომარეობაში მაქსიმალური ჰუმანურობით

9 აპრილის გმირების მემორიალთან დღეს განვითარებულ მოვლენებს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ საქართველოში „რუსოფობია“ უნდა იქნას შეტანილი ფსიქიატრიული გადახრების ნუსხაში, ისევე როგორც აგორაფობია, სოციოფობია თუ კლაუსტროფობია.

სტეფანო ახოკე

10 აპრილი 2026, 00:12

პოლიტიკა

უნგრელი მკვლევარი: ვხედავთ არჩევანს იმ მთავრობებს შორის, რომელსაც სურს უნგრეთმა დამოუკიდებელი კურსით იაროს, რომელიც თავს არ უხრის ბრიუსელს. ან მეორე მთავრობა, რომელიც დაეთანხმება ყოველივეს, რასაც ურსულა ფონ დერ ლაიენი იტყვის

ჩვენ ვხედავთ არჩევანს იმ მთავრობებს შორის, რომელსაც სურს უნგრეთმა დამოუკიდებელი კურსით იაროს, იყოს წევრი ევროკავშირის მაგრამ პარტია, რომელიც თავს არ უხრის ბრიუსელს. ან მეორე მთავრობა, რომელიც დაეთანხმება ყოველივეს, რასაც ურსულა ფონ დერ ლაიენი იტყვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დუნაის უნივერსიტეტის ევროპული პოლიტიკის მკვლევარმა, სტეფანო ახოკემ უნგრეთში მიმდინარე საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით.

მოჯთაბა ხამენეი

10 აპრილი 2026, 00:11

მსოფლიო

ირანის უზენაესი ლიდერი აცხადებს, რომ ირანი მოწადინებულია „შური იძიოს“ მოკლული მამის გამო

ირანის უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანი კვლავ მოწადინებულია „შური იძიოს“ მისი მოკლული მამისა და ომში დაღუპული ყველა ადამიანის გამო - ნათქვამია მის ახალ განცხადებაში, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოცხადების შემდეგ გავრცელდა.

10 აპრილი 2026, 00:08

საზოგადოება

დღეს წითელი პარასკევია

ტაძრებში გარდამოხსნის წესი შესრულდება. წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღევლინება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი სრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.