ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი წარმატებით გაიხსნა
ფოტო: Facebook
კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ლევილის ისტორიული მამული ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილ ფესტივალს უკვე მეორედ მასპინძლობს.
ფესტივალის გახსნას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, ლევილის მერი ერიკ ბრევი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალი 24 მაისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება საქართველოდან ემიგრირებული მთავრობის მიერ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში შეძენილ მამულში, რომელიც საქართველოს საკუთრებად 2016 წელს გადმოეცა. საფესტივალო ღონისძიებები ყოველ შაბათ-კვირას გაიმართება.
„ფესტივალზე დაგეგმილ ღონისძიებებზე დასწრება ყველა მსურველისთვის უფასოა. ქართული ფესტივალის პირველ დღეს მოეწყო სამხატვრო აკადემიის სტუდენტების, მომავალი მოქანდაკეების, ნამუშევრების წარდგენა ლევილის მამულის პარკში; ხის ოსტატებმა - ნინო კოპელაშვილმა (თბილისი) და რესან ჟოჟაძემ (აჭარა) მასტერკლასები გამართეს;
ფესტივალის სტუმრების წინაშე წარდგნენ საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი და ცნობილი სოპრანო იანო ალიბეგაშვილი; ჩატარდა მსოფლიოს დიდოსტატის, ნონა გაფრინდაშვილის, მასტერკლასი ჭადრაკში ოთხ დაფაზე; ცხინვალის თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი „მარო მაყაშვილის დღიური“ (რეჟ. გოჩა კაპანაძე). პირველი საფესტივალო დღე ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტით დასრულდა.
ფესტივალის სტუმრებისთვის კომპანია ,,ფაფანაკმა“ წარმოადგინა ტრადიციული ქართული სამოსი - საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელი მრავალფეროვანი მორთულობითა და ატრიბუტიკით.
ფესტივალის პირველ კვირაში ასევე გაიმართება ევროპის ჩემპიონის, კესარია მგელაძის, მასტერკლასი ჭადრაკში. ფესტივალის სტუმრები ასევე შეხვდებიან ქართველ მორაგბეებს - გიორგი ნემსაძეს, გიორგი მელიქიძეს, სერგი აბრამიშვილს, ვასილ კაკოვინს, გიორგი ცუცქირიძეს, გურამ გოგიჩაშვილსა და გიორგი ხარაიშვილს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი ბოლო ათეული წლის მანძილზე პირველად აღინიშნება ასე მასშტაბურად ლევილის მამულში.
წელს, გასულ წელთან შედარებით, ლევილის ფესტივალის მასშტაბი, ხანგრძლივობა, მონაწილეთა რაოდენობა გაზრდილია. ფესტივალში მონაწილეობენ შემოქმედებითი ჯგუფები, კულტურისა და სპორტის სახელოვანი წარმომადგენლები საქართველოდან. კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის, ინიციატივით ფესტივალში ასევე მონაწილეობენ მუნიციპალური სახელმწიფო თეატრები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები სხვადასხვა რეგიონიდან. ორი თვის მანძილზე, სხვადასხვა დროს, ლევილში 700-ზე მეტი ხელოვანი და სპორტსმენი გაემგზავრება და იქ ქართველი და უცხოელი მაყურებლისათვის წარმოდგენებს გამართავს.
სამხატვრო აკადემიის ქანდაკების მიმართულების სტუდენტები კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ლევილის შემოქმედებითი რეზიდენციის პირველი სტუმრები არიან. ლევილის შემოქმედებითი რეზიდენცია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ დაფუძნებული პირველი შემოქმედებითი რეზიდენციაა. მაგისტრატურისა და საბაკალავრო საფეხურის შვიდი სტუდენტი უკვე ლევილის ქართველთა მამულში იმყოფება. ისინი ადგილზე მუშაობენ საკუთარი ნამუშევრების შესაქმნელად, რომლებიც მამულის პარკში სამუდამოდ განთავსდება. თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ, პროექტის ფარგლებში - „ქანდაკების სტუდენტური სიმპოზიუმი“, ლევილის შემოქმედებითი რეზიდენციის პროექტის მონაწილე ახალგაზრდა მოქანდაკეები კონკურსის წესით გამოავლინა.
წლევანდელი პროგრამის სიახლე სწორედ სპორტული აქტივობები და კულტურის სფეროს წარმომადგენლების სიმრავლეა. სტუმრებს დახვდებათ სპორტული აქტივობები: რაგბი, ფეხბურთი, ფარიკაობა, ჭადრაკი, ქართული საბრძოლო ხელოვნება (ხრიდოლი). აღსანიშნავია, რომ პირველად პროგრამაში მონაწილეობენ ხის ოსტატები, მწერლები და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები.
საფრანგეთში ქართულ დიასპორასა და ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ თანამედროვე ქართულ თეატრალურ წარმოდგენებს, ქართული ესტრადის, ფოლკლორული მუსიკისა და ცეკვის კონცერტებს, ლიტერატურულ საღამოებს, გამოფენებს, სამეცნიერო დისკუსიებს; მოეწყობა შეხვედრები მწერლებსა და ხელოვანებთან. ასევე, გაიმართება სპორტული ღონისძიებები და მასტერკლასები, რომლებშიც მონაწილეობას სპორტის სხვადასხვა სახეობის ლეგენდარული წარმომადგენლები მიიღებენ“, - აცხადებენ სამინისტროში.
ყველა სიახლე
06 მაისი 2026, 19:54
პოლიტიკა
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
„2007 წელს გახლდით, ქვემო ქართლის შს სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ამ ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მერე მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა) და დადგა ღონისძიებაში მონაწილე ბიჭების გადარჩენის საკითხი”, - წერს გიორგი გამსახურდია მეუფე ზენონის შესახებ.
06 მაისი 2026, 19:52
მსოფლიო
კატარის პრემიერი: არსებობს მაღალი ალბათობა, რომ აშშ-მა და ირანმა შეთანხმებას მიაღწიონ
არსებობს მაღალი ალბათობა, რომ აშშ-მა და ირანმა შეთანხმებას მიაღწიონ, - განუცხადა კატარის პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ აბდულრაჰმან ალ-თანიმ გამოცემა Al-Araby Al-Jadeed-ს.
06 მაისი 2026, 19:51
სამართალი
2024 წლის აქციების დროს სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობრივად გადამეტების ფაქტებზე გამოძიების ფარგლებში ელისო ჯარიაშვილი და გურამ როგავა გამოიკითხებიან
2024 წლის აქციების დროს სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობრივად გადამეტების ფაქტებზე გამოძიება ამ ეტაპზეც ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ტარდება ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება მათ შორის ძალადობაში მონაწილე შესაძლო პირთა იდენტიფიცირების მიზნით. ამის თაობაზე „ქრონიკას“ პროკურატურაში განუცხადეს.
06 მაისი 2026, 19:39
მსოფლიო
ზელენსკი: შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ რუსულმა მხარემ ჩაშალა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი
მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც უკრაინამ სამშაბათისთვის გამოაცხადა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი თავს თავისუფლად მიიჩნევს იმ ცალმხრივი ზავისგან, რომელიც კრემლმა შაბათს, მოსკოვში დაგეგმილი გამარჯვების დღის აღლუმის წინ გამოაცხადა.
06 მაისი 2026, 19:32
პოლიტიკა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2025 წლის ანგარიში განიხილა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2025 წლის ანგარიში განიხილა და მხარი დაუჭირა.
06 მაისი 2026, 19:28
მსოფლიო
Reuters: ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აშშ-ის ახალ წინადადებას განიხილავს
ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აშშ-ის ახალ წინადადებას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
06 მაისი 2026, 19:17
ეკონომიკა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინეს
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინეს, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
06 მაისი 2026, 19:16
საზოგადოება
ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა: პატრიარქმა 9 წლის წინ, როდესაც მოსაყდრე ამოირჩია მისივე სიცოცხლეში, მაშინ თქვა, რომ - წმინდა გიორგი დამეხმარა ამ საქმეშიც ისევე, როგორც სხვა ბევრ საქმეში
პატრიარქმა 9 წლის წინ, როდესაც მოსაყდრე ამოირჩია მისივე სიცოცხლეში, მაშინ თქვა, რომ - წმინდა გიორგი დამეხმარა ამ საქმეშიც ისევე, როგორც სხვა ბევრ საქმეში, - განაცხადა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ გიორგობის დღესასწაულზე ხონის წმ. გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.
06 მაისი 2026, 19:08
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: პრაგმატული თვალსაზრისით ევროპისთვის ძალიან მომგებიანია საქართველოსთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობა, არადა ევროჩინოვნიკები ორივე სახელმწიფოს წინააღმდეგ იყენებენ ძალიან არაობიექტურ და არასამართლიან პოლიტიკას
საოცარია, ევროჩინოვნიკები ებრძვიან საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც, - განაცხადა მედიასთან საუბარში „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ ევროკავშირის ორმაგ სტანდარტებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას.
06 მაისი 2026, 19:06
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ეს არის ბრძოლა გავლენებისთვის - ვინ უფრო მეტ გავლენას მოიპოვებს, ვინ მეტ დაფინანსებას მიიღებს, ვის უფრო მეტად გადაუსვამენ თავზე ხელს ევრობიუროკრატები
ოპოზიციაში დაპირისპირებაზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა. დეპუტატის თქმით, ოპოზიციაში ბრძოლა შიდა გავლენების მოსაპოვებლად მიმდინარეობს.
06 მაისი 2026, 19:02
მსოფლიო
CNN: აშშ-ში საწვავის ფასმა ბოლო თითქმის 4 წლის განმავლობაში პირველად გადააჭარბა 4.50 დოლარს
ამერიკის ავტომობილების ასოციაციის (AAA) ბოლო მონაცემებით, აშშ-ში რეგულარის ტიპის ბენზინის საშუალო ფასმა $4.54-ს მიაღწია, რაც სამშაბათის შემდეგ 5 ცენტზე მეტით გაზრდილი მაჩვენებელია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
06 მაისი 2026, 18:56
საზოგადოება
მეუფე შიო: მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად, მშვიდობიანად, სიყვარულით ჩავატაროთ
იცით, რომ მომდევნო კვირაში მოგვიწევს დიდი საეკლესიო კრების, გაფართოებული საეკლესიო კრების ჩატარება, სადაც უნდა მოხდეს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქაშუეთის ტაძარში ქადაგებისას.
06 მაისი 2026, 18:47
საზოგადოება
მეუფე შიო: წმ. გიორგის „დიდი მოწამე“ იმიტომ ეწოდება, რომ მან დაითმინა წარმოუდგენელი ტანჯვა და ისეთი დიდი მადლი მოიხვეჭა, რომ უამრავი ადამიანი მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. იგი სამუდამოდ გახდა სიმბოლო ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებისა
გილოცავთ გიორგობას. წმინდა დიდმოწამე გიორგიმ დაგლოცოთ, მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს, გააძლიეროს, გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა – საქართველო, დაიფაროს ჩვენი ეკლესია და ყოველი თქვენგანი, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქაშუეთის ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას.
06 მაისი 2026, 18:46
მსოფლიო
CNN-ის დამფუძნებელი, ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის დამფუძნებელი, ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა - ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.
06 მაისი 2026, 18:40
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: ბიუროკრატები, პოლიტიკური ჯგუფები და პოლიტიკოსები როდესაც „ნაცმოძრაობასთან“ თანამშრომლობენ, პირდაპირ დიაგნოზია, რომ მათთვის დიქტატურა არის მიღებული და ნორმალური ფორმა
ბიუროკრატები, პოლიტიკური ჯგუფები და პოლიტიკოსები როდესაც „ნაცმოძრაობასთან“ თანამშრომლობენ, პირდაპირ დიაგნოზია, რომ მათთვის დიქტატურა არის მიღებული და ნორმალური ფორმა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.
06 მაისი 2026, 18:23
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში საზღვაო სამშენებლო მიმდინარეობა ორ ნაწილად იყოფა. პროექტირებისა და სამობილიზაციო პროცედურები დასრულებულია, გადავედით აქტიურ სამშენებლო სამუშაოებზე
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში საზღვაო სამშენებლო მიმდინარეობა ორ ნაწილად იყოფა, ეს არის პროექტირება/ მობილიზაცია და შემდგომ უკვე მშენებლობა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
06 მაისი 2026, 18:19
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ვახორციელებთ უმსხვილეს ინვესტიციებს, რათა საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო ინფრასტრუქტურა სინერგიაში იყოს და გაზრდილ ტვირთნაკადებს მზად დავხვდეთ
რამდენიმე თვის განმავლობაში კონტრაქტორ კომპანიასთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს და მივაღწიეთ იმას, 52.5 მილიონი დოლარის ეკონომია გავაკეთეთ. ცალსახად ვაცხადებ, რომ ეს არ მოქმედებს არც ხარისხზე და არც სამშენებლო პარამეტრებზე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის ბიუჯეტის შემცირების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.
06 მაისი 2026, 18:10
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რგოლია - საქართველო, რომელიც მუდმივი ეკონომიკური ზრდის პროცესშია, ქმნის იმ გარდაუვალ ფაქტორს, რომელსაც ვერცერთი ევროპული ქვეყანა და ვერც მისი ლიდერი ვერ დააიგნორებს
რა არის ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების ეკონომიკური ინტერესი და როგორია მათი პოლიტიკური ქცევის მოდელი - ამ საკითხებზე ისაუბრა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა. როგორც მან აღნიშნა, ამ ორ ფაქტორს შორის აღრევას საქართველოს ხელისუფლება უკრაინაში ომის დაწყებიდან ხედავს.
06 მაისი 2026, 18:02
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: როდესაც იუკნევიჩიენე მომხსენებლად აირჩიეს, მაშინვე იყო ცნობილი, რა პოლიტიკას გაატარებდა საქართველოსთან დაკავშირებით. ის აქტიური მოკავშირე და მეგობარი იყო სააკაშვილის და მისი საძმოსი. ეს კავშირები ახლაც გრძელდება
ევროპარლამენტი - ეს არის პოლიტიკური სცენა, სადაც სხვადასხვა პოლიტიკოსი სხვადასხვა დაკვეთების მიხედვით ასრულებენ თავიანთ როლებს, - ასე ეხმაურება საქართელოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშის პროექტს, რომელსაც ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
06 მაისი 2026, 18:01
პოლიტიკა
ნინო წილოსანი ოპოზიციაზე: როგორც კი ხალხში გავიდნენ, მომენტალურად მიხვდნენ, რომ ნული აქვთ შანსი
„სამწუხაროა, რომ ადამიანების რაღაც ნაწილს ჯერ კიდევ აქვს მათი ნდობა თუ მათი არჩევის სურვილი. მაგრამ, ვფიქრობ რომ ისინიც, ადრე თუ გვიან გაათვითცნობიერებენ, რომ სწორედ „ნაცმოძრაობის“ არ არჩევამ და იმ რთულმა ქარტეხილებმა, რაც ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად გადავიარეთ ამ წლების განმავლობაში მოგვცა მოცემულობა, რომ საქართველოში არის მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა, საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური როლი“, - განაცხადა წილოსანმა.


