imedi /  31 ოქტომბერი 2017, 21:37 / სანდო წყარო

თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ბიორკის კონცერტი მიმდინარეობს

თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ბიორკის პირველი კონცერტი მიმდინარეობს. ისლანდიელმა მუსიკოსმა წარმოდგენა სიმღერით Stonemilker გახსნა.

მომღერალი ქართველი მსმენელის წინაშე ჯეიმს მერის ორიგინალური კოსტიუმითა და ნიღბით წარდგა. კონცერტის განმავლობაში მუსიკოსი გაყიდვაში ჩაშვებული ბოლო ალბომში Vulnicura შესულ კომპოზიციებს შეასრულებს.

„Vulnicura” თითქმის ყველა მოწინავე მუსიკალურმა პლატფორმამ წლის საუკეთესო ალბომად დაასახელა, კრიტიკოსებმა კი ალბომს ბიორკის ყველაზე “პერსონალური“ და „გულწრფელი“ ნამუშევარი უწოდეს.

ბიორკის თბილისში დაგეგმილ კონცერტებს, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით, ისლანდიელი დირიჟორი ბარნი ფრიმან ბარნასონი ხელმძრვანელობს.

ბიორკი მეორე კონცერტს 3 ნოემბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართავს.

ბიორკის თბილისში დაგეგმილ კონცერტებს, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით, ისლანდიელი დირიჟორი ბარნი ფრიმან ბარნასონი ხელმძღვანელობს.

კონცერტების მასპინძელი მუსიკალური პლატფორმა SOU და სასტუმროების ქართული ბრენდი ROOMS HOTELS-ია.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

03 ოქტომბერი 2026, 22:54

პოლიტიკა

პრემიერი: 2023 წლის იანვარში ევროკომისიამ გამოაქვეყნა შეფასება ქულებით, სადაც პირდაპირ ჩანდა, რომ საქართველო დიდი უპირატესობით უსწრებდა მოლდოვას, უკრაინას, ბოსნიას, რომელსაც ჩვენამდე მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და საქართველოს არ მიანიჭეს სტატუსი, რითაც ჩვენი უარყოფითი მოლოდინი გამართლდა - რომ ვიღაცას უნდოდა ეს საკითხი გამოეყენებინა შანტაჟისთვის

2023 წლის იანვარში, ევროკომისიამ შეფასება გამოაქვეყნა ქულებით, სადაც პირდაპირ ჩანდა, რომ საქართველო უსწრებდა მოლდოვას დიდი უპირატესობით, ყველა პარამეტრით - დემოკრატია, ეკონომიკური საკითხები და ა.შ. უკრაინა, გასაგებია, ომში იყო, ასევე უსწრებდა ბოსნიას, რომელსაც ჩვენამდე მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ მიუხედავად ამ ობიექტური შეფასებისა, საქართველოს არ მიანიჭეს სტატუსი, რითაც ჩვენი უარყოფითი მოლოდინი გამართლდა, რომ ვიღაცას უნდოდა ეს საკითხი გამოეყენებინა შანტაჟისთვის საქართველოს წინააღმდეგ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“.

ირაკლი კობახიძე

03 ოქტომბერი 2026, 22:48

პოლიტიკა

პრემიერი 4 მუნიციპალიტეტის შუალედურ არჩევნებზე: საკმაოდ იოლი არჩევნები იყო ჩვენთვის იმიტომ, რომ „ლელოს“ საერთოდ არ აქვს საზოგადოებაში მხარდაჭერა, დაახლოებით 90% არის მხარდაჭერა, საზოგადოება ხედავს ყველაფერს და ისეთ პოლიტიკურ ძალებს არ აქვთ წარმატების რესურსი, რომლებიც მუდმივად უყურებენ გარე ძალებს და არა საკუთარ მოსახლეობას

საკმაოდ იოლი არჩევნები იყო ჩვენთვის იმიტომ, რომ „ლელოს“ საერთოდ არ აქვს საზოგადოებაში მხარდაჭერა. ერთადერთი კონკურენტი პარტია იყო და შესაბამისად, მოვიპოვეთ იოლი გამარჯვება. ჩემი მონაცემებითაც დაახლოებით 90%, ცოტა მეტი არის მხარდაჭერა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“.

ირაკლი კობახიძე

03 ოქტომბერი 2026, 22:46

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სკოლების უდიდეს უმრავლესობაში, 90%-ზე ბევრად მეტში მე-12 კლასი იყო ფიქტიური და რეალურად, მოსწავლეები არ დადიოდნენ სკოლებში, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ 11 კლასში შესაძლებელი იყო პროგრამის სრულად ჩატევა, ჩვენი მიზანია, შემუშავდეს ახალი სასწავლო პროგრამა მე-11 კლასისთვის შესაბამისი სახელმძღვანელოებით, რომელიც განკუთვნილი იქნება მათ შორის მისაღები გამოცდებისთვის მოსამზადებლად

განათლების რეფორმაზე იყო დისკუსიები, არაერთი ფორმატი, თუმცა ჩვენ მზად ვართ, რომ სხვადასხვა ფორმატში განვავრცოთ დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, უკვე გატარებულ რეფორმაშიც კი შეიძლება განხორციელდეს ცვლილებები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“.

ირაკლი კობახიძე

03 ოქტომბერი 2026, 22:44

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კულტურის სფეროში პრობლემა ბევრია, საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომ სხვადასხვა მიმართულებით გვქონდეს უკეთესი პროდუქტი, უკეთესი ხარისხი, ხელი შევუწყოთ დარგის წარმომადგენლებს

კულტურის სფეროში პრობლემა ბევრია, ინსტრუმენტები შეიძლება ყველაზე ნაკლები პრობლემა იყოს, ობიექტურად, ბევრად მეტი გამოწვევაა კულტურის სფეროში, ბევრი რამ შეიძლება უკეთესად გაკეთებულიყო ბოლო წლების განმავლობაშიც, რაღაც შეიძლება კარგად გაკეთდა, რაღაც შეიძლება კარგად ვერ გაკეთდა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“.

გიორგი კალანდარიშვილი

03 ოქტომბერი 2026, 22:43

პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი: არჩევნები მშვიდ, ორგანიზებულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდა, კონკურენტულ საარჩევნო გარემოში, სადაც ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინა

არჩევნები მშვიდ, ორგანიზებულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდა, კონკურენტულ საარჩევნო გარემოში, სადაც ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინა, - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძე

03 ოქტომბერი 2026, 22:38

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ყველაფრის მთავარი გარანტი არის ქართველი ხალხი და სწორედ ქართველ ხალხს მისცა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ იმის საშუალება, რომ სრულიად არასუვერენული და ავტორიტარული ხელისუფლება ჩაებარებინა წარსულისთვის და შეექმნა სისტემა, რომელიც დღეს არის გამორჩეული უამრავი შედეგით

მთავარი გარანტი ყველაფრის არის ქართველი ხალხი და სწორედ ქართველ ხალხს მისცა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ იმის საშუალება, რომ ეს სრულიად არასუვერენული და ავტორიტარული ხელისუფლება ჩაებარებინა წარსულისთვის და შეექმნა ის სისტემა, რომელიც არის დღეს უამრავი შედეგით გამორჩეული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“.

ირაკლი კობახიძე

03 ოქტომბერი 2026, 22:35

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის მიმართულებით მთავარი ამოცანაა ასოცირების დღის წესრიგით და DCFTA-ით გათვალისწინებული ნაბიჯების გადადგმა, დღევანდელი მაჩვენებლით, ვალდებულებების დაახლოებით 90% გვაქვს შესრულებული - ჩვენ 2028 წლის ბოლოსთვის ვიქნებით ბევრად უკეთ მზად პროცესების გასაგრძელებლად, ვიდრე ვიყავით ოთხი წლის წინ

ევროკავშირის მიმართულებით მთავარი ამოცანაა ასოცირების დღის წესრიგით და DCFTA-ით გათვალისწინებული ნაბიჯების გადადგმა, დღევანდელი მაჩვენებლით, ვალდებულებების დაახლოებით 90% გვაქვს შესრულებული , - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“.

03 ოქტომბერი 2026, 22:32

სპორტი

კონტაქტური კარატეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ დღეს, ქართველმა სპორტსმენებმა შვიდი მედალი მოიპოვეს

ლატვიის დედაქალაქ რიგაში კონტაქტურ კარატეში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობის პირველ საშეჯიბრო დღეს U16 წლამდე სპორტსმენებმა იასპარეზეს. საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების ანგარიშზე ჯამში, შვიდი - 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს, მედალია.

ირაკლი კობახიძე

03 ოქტომბერი 2026, 22:29

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი და არავითარი ახსნა ამას არ მოჰყოლია, უბრალოდ ვიღაცას უნდოდა, გამოეყენებინა ევროპული ბიუროკრატია იმისათვის, რომ დავეშანტაჟებინეთ კანდიდატის სტატუსით, ჩვენი ხელისუფლება ბოლომდე იყო ამ გზის ერთგული და ერთგულია დღესაც

მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა იმ განცხადების მიზანსა და შინაარსზე, რომელიც ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას შეეხებოდა და შემდგომ პროცესებზე, რომელიც ქვეყანაში განვითარდა.

ირაკლი კობახიძე

03 ოქტომბერი 2026, 22:23

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გარეჯის საკითხზე ვმუშაობთ მეგობრულ რეჟიმში, ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობები როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან, ორივე სახელმწიფოსთან არის საჭირო დემარკაცია-დელიმიტაციის განხორციელება და ამ საკითხზე გაგრძელდება მომავალშიც მუშაობა აბსოლუტურად მეგობრულ რეჟიმში

გარეჯის საკითხზე ჩვენ ვმუშაობთ აქტიურად მეგობრულ რეჟიმში დემარკაცია-დელიმიტაციაზე, ეს პრობლემა დაგვხვდა მემკვიდრეობით და დამძიმდა წინა ხელისუფლების პირობებში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“.

ირაკლი კობახიძე

03 ოქტომბერი 2026, 22:18

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ შვიდჯერ არის გაზრდილი ტვირთბრუნვა შუა დერეფანში, რასაც სჭირდება ახალი ინფრასტრუქტურა და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ - ეს არის ანაკლიის პორტის განვითარება, ფოთის პორტის პოტენციური გაფართოება, საავიაციო ინფრასტრუქტურა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალები, რკინიგზის მოდერნიზაცია

TRIPP-ის მარშრუტს ჩვენ კონკურენტად არ განვიხილავთ, ერთი მარტივი მიზეზის გამო - ძალიან გაზრდილია ტვირთბრუნვა შუა დერეფანში იმდენად, რომ დივერსიფიკაციის ობიექტური საჭიროება არსებობს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“.

ირაკლი კობახიძე

03 ოქტომბერი 2026, 22:07

პოლიტიკა

პრემიერი: როგორც დისტრიბუტორებს, ასევე სუპერმარკეტებს ჰქონდათ სივრცე, რომ მინიმუმ ფასები აღარ გაეზარდათ, რესურსი არსებობდა, შესაბამისად, რაც არის ჯანსაღი ზრდის მაჩვენებელი 2-3%, ამ ფარგლებშიც კი აღარ ფიქსირდება ინფლაცია, თებერვლიდან მოყოლებული, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ შევინარჩუნოთ ეს ტენდენცია

ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და ასევე საზოგადოებისთვის მტკივნეული საკითხია ფასები, რაც პირდაპირ აწვება ადამიანის ჯიბეს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურის თქმით, გასულ წელს იყო საკმაოდ მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი კონკრეტულად სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე, რაც მედიკამენტებთან ერთად ადამიანებისთვის მთავარი პროდუქტია.

03 ოქტომბერი 2026, 22:05

პოლიტიკა

ცესკომ ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნების შედეგების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა - ოთხივე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ

ცესკომ ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.

ირაკლი კობახიძე

03 ოქტომბერი 2026, 21:54

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ვეცდებით, მაქსიმალურად სწრაფად მოვაგვაროთ იალღუჯის პრობლემა, ბოლო შეხვედრა ამ თემაზე მქონდა ორი კვირის წინ, არის კონკრეტული პრობლემები, თუმცა გადაწყვეტის გზები არსებობს და ამაზე გავაგრძელებთ მუშაობას, რაც შეეხება სტუდქალაქს, უნივერსიტეტის განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სტუდქალაქისთვის ადგილი იყოს სწორედ თბილისსა და რუსთავს შორის და არა რუსთავში

ვეცდებით, მაქსიმალურად სწრაფად მოვაგვაროთ იალღუჯის პრობლემა, ბოლო შეხვედრა ამ თემაზე მქონდა ორი კვირის წინ, არის კონკრეტული პრობლემები, თუმცა გადაწყვეტის გზები არსებობს და ამაზე გავაგრძელებთ მუშაობას, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურის თქმით, უნივერსიტეტის განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სტუდქალაქისთვის ადგილი იყოს სწორედ თბილისსა და რუსთავს შორის და არა რუსთავში.

ირაკლი კობახიძე

03 ოქტომბერი 2026, 21:54

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ყოველწლიურად ასეულობით მილიონი იხარჯება თავდაცვის სისტემის გაძლიერებაში, მათ შორის შეიარაღებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით

ყოველწლიურად ასეულობით მილიონი იხარჯება თავდაცვის სისტემის გაძლიერებაში, მათ შორის შეიარაღებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თავდაცვაში დახარჯული თანხების კონკრეტიკა საიდუმლო ინფორმაციას განეკუთვნება.

ირაკლი კობახიძე

03 ოქტომბერი 2026, 21:43

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მთავარი, რაც იწვევს გახლეჩას ჩვენს საზოგადოებაში, არის უამრავი სიცრუე, რომელსაც ავრცელებს საქართველოში ე.წ. ოპოზიცია ბევრ თემასთან დაკავშირებით, მთავარია, ყველამ იმოქმედოს საკუთარი პასუხისმგებლობით, საზოგადოებას ელაპარაკოს სიმართლით და სცადოს არა სიძულვილის დათესვა, არამედ ისეთი ურთიერთობების წახალისება, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ერთიანობას

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარია, ყველამ უნდა იმოქმედოს საკუთარი პასუხისმგებლობით, საზოგადოებას ელაპარაკოს სიმართლით და სცადოს არა სიძულვილის დათესვა, არამედ ისეთი ურთიერთობების წახალისება, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ერთიანობას.

03 ოქტომბერი 2026, 21:41

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან ერთად დაესწრო სოფიკო ჭიაურელის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს - „სოფიკო 90“

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაესწრო საქართველოს სახალხო არტისტის, სოფიკო ჭიაურელის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს - „სოფიკო 90“ .

ირაკლი კობახიძე

03 ოქტომბერი 2026, 21:39

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე პატიმარ დავითაძის საქმეზე: არავინ არ შეიძლება იყოს იმის ღირსი, რაშიც ადანაშაულებდა ეს ადამიანი ხელისუფლებას, დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი

არავინ არ შეიძლება იყოს იმის ღირსი, რაშიც ადანაშაულებდა ეს ადამიანი ხელისუფლებას დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პატიმრის ოჯახის წევრები ცდილობდნენ, ადამიანი, რომელმაც არაერთი ტყვია ესროლა პოლიციელს და დაჭრა, გაემართლებინათ.

ირაკლი კობახიძე

03 ოქტომბერი 2026, 21:31

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ნიკა გვარამიასა და მისი მხარდამჭერების მიმართ პოლიტიკური თანაგრძნობა მე ვერ მექნება, რადგან ეს ადამიანები შეგნებულად აზიანებენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მათ მიმართ მე მართლა ნული პოლიტიკური თანაგრძნობა მაქვს

ნიკა გვარამიასა და მისი მხარდამჭერების მიმართ პოლიტიკური თანაგრძნობა მე ვერ მექნება, რადგან ეს ადამიანები შეგნებულად აზიანებენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვინც დგას რუსთაველის გამზირზე და გვარამიას მიჰყვება, მათ მიმართ პოლიტიკური თანაგრძნობა ნულია.

03 ოქტომბერი 2026, 21:29

თემა

ტომ კრუზი ინიარიტუს ახალ ფილმს ვერ გადაარჩენს. არის თუ არა „დიგერი“ სრული კრახი?

მექსიკელი რეჟისორის, ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს ფილმი Digger-ი (დიგერი) უკვე მსოფლიო კინოთეატრებში გადის. ეს რეჟისორის პირველი ინგლისურენოვანი ფილმია The Revenant-ის შემდეგ (ბარდო, რომელიც 2022 წელს გამოვიდა, ესპანურენოვანი იყო). ფილმში, რომელიც შავი კომედიის ჟანრშია წარმოდგენილი, მთავარ როლს ტომ კრუზი ასრულებს.