imedi /  09 ნოემბერი 2017, 14:23 / სანდო წყარო

რიდლი სკოტის ფილმში კევინ სპეისის სცენებს ამოჭრიან

რეჟისორი რიდლი სკოტი და კინოსტუდია Sony Pictures-ი ფილმში „მსოფლიოს ყველა ფული“ მსახიობ კევინ სპეისის სცენებს ამოჭრიან და ხელახლა გადაიღებენ. კევინ სპეისის ფილმში მსახიობი კრისტოფერ პლამერი შეცვლის. ამის შესახებ Deadline წერს. 

რეჟისორმა და პროდიუსერებმა ეს გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ კევინ სპეისის გარშემო არსებული სექს-სკანდალმა შეიძლება ფილმის შემოსავალს და კინოფესტივალებზე მის წარმატებას ხელი შეუშალოს. 

როგორც ვარაუდობენ, გადაღებები დაუყოვნებლივ დაიწყება. გადაღებები, სავარაუდოდ, ფილმის დაანონსებულ პრემიერამდე დასრულდება, რომელიც 22 დეკემბერსაა დაგეგმილი. 

რიდლი სკოტის ფილმი „მსოფლიოს ყველა ფული“ ამერიკელი მილიარდერის ჟან პოლ გეტის შვილიშვილის გატაცებაზეა. სიუჟეტი 1973 წელს ვითარდება. 

30 ოქტომბერს, მსახიობმა ენტონი რაპმა ჰოლივუდის ვარსკვლავი კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. სპეისიმ განაცხადა, რომ ფაქტი არ ახსოვს, მაგრამ ბოდიში მოიხადა და აღიარა, რომ ჰომოსექსუალია. ამ ამბიდან მალევე, კომპანია Netflix-მა სერიალ "ბანქოს სახლის" ბოლო, მე-6 სეზონის გადაღება შეაჩერა. ამერიკულმა სატელევიზიო პრემია Emmy Award-მა კი გადაწყვიტა, რომ კევინ სპეისის კინოინდუსტრიაში შეტანილი შემოქმედებითი წვლილისთვის "2017 წლის საპატიო ემის" აღარ გადასცემს.

3 ნოემბერს კი კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში "ბანქოს სახლის" 9 მონაწილემ დაადანაშაულა. მსახიობი სერიალის გადაღებებიდან მოიხსნა და Netflix-მა მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.

ყველა სიახლე

15 აპრილი 2026, 21:43

სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

15 აპრილი 2026, 21:35

მსოფლიო

The Wall Street Journal: ირანის რეჟიმი შეიცვალა - უარესობისკენ

13 მარტს, თეირანის ენყელაბის მოედანზე უზარმაზარი ბილბორდი გამოჩნდა. მასზე გამოსახული იყო ირანის ახლად არჩეული უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი, რომელიც სანგარში დგას და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სარდლებს მტრების მიმართულებით რაკეტების გაშვების მითითებას აძლევს. ტექსტი მიანიშნებდა, რომ ეს მისია ღვთიური შთაგონებითაა ნაკარნახევი და ხამენეის ადარებდა იმამ ალის - მუსლიმთა შორის პატივსაცემ ფიგურას, რომელიც ებრაულ ტომებზე მოპოვებული ლეგენდარული გამარჯვებითაა ცნობილი - ირანის რეჟიმის ოპონენტებისთვის ეს გამოსახულება მათი ყველაზე საშინელი კოშმარის ვიზუალური გამოხატულებაა: მილიტარიზებული ირანი, რომელსაც უფრო ახალგაზრდა, რადიკალი ლიდერი მართავს და სადაც რევოლუციის გუშაგთა კორპუსი კიდევ უფრო დომინანტურ როლს ასრულებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი სტატიაში სათაურით ირანის რეჟიმი შეიცვალა - უარესობისკენ.

ბორის პისტორიუსი

15 აპრილი 2026, 21:03

მსოფლიო

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში Patriot-ის კომპლექსებისთვის ასეულობით რაკეტის მიღებას შეძლებს

უკრაინა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში Patriot-ის კომპლექსებისთვის ასეულობით რაკეტის მიღებას შეძლებს. როგორც UNIAN-ის კორესპონდენტი იტყობინება, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

15 აპრილი 2026, 20:53

საზოგადოება

ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია-რესტავრაცია, სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებისკენ მოძრაობის მიმართულება დროებით იცვლება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

17 აპრილიდან სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია დაიწყება.

15 აპრილი 2026, 20:50

სამართალი

პროკურატურამ ცხოველისადმი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ცხოველისადმი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 აპრილს, ქალაქ სიღნაღში, ბრალდებულმა მიუსაფარ ძაღლს რამდენჯერმე დაარტყა ბასრი საგანი, რამაც ცხოველის დასახიჩრება გამოიწვია.

15 აპრილი 2026, 20:46

საზოგადოება

როგორი იქნება ფორმა საჯარო სკოლებში? - დიზაინი დამტკიცებულია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

2026-2027 სასწავლო წლიდან, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმა სავალდებულო იქნება. დიზაინი უკვე ცნობილია.

15 აპრილი 2026, 20:46

სამართალი

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე - მსჯავრდებულთა მეგობრები სასამართლოში გამოიკითხნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გიგა ავალიანის მკვლელობის რეზონანსული საქმე - მსჯავრდებულთა მეგობრები სასამართლოში გამოიკითხნენ.

15 აპრილი 2026, 20:41

რეგიონი

მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხაშურის მუნიციპალიტეტში - აშენდება 1000-კაციანი მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც ადგილობრივებს მოემსახურება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, 1000 მაყურებლისთვის განკუთვნილი მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება. პროექტი ისეთი სივრცის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ხაშურის, სურამისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას მოემსახურება. ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.

15 აპრილი 2026, 20:41

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტო ასამბლეის (AIPA) გენერალურ მდივანს, ქემ ვიდიას შეხვდა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

15 აპრილი 2026, 20:41

მსოფლიო

El Pais: ბრიუსელი ენერგეტიკული კრიზისის შესამსუბუქებლად კვირაში ერთი დღით სავალდებულო დისტანციურ მუშაობასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაიაფებას განიხილავს

ბრიუსელი ენერგეტიკული კრიზისის შესამსუბუქებლად კვირაში ერთი დღით სავალდებულო დისტანციურ მუშაობასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაიაფებას განიხილავს, - წერს ესპანური გამოცემა El Pais-ი.

მაია ბითაძე

15 აპრილი 2026, 20:38

პოლიტიკა

მაია ბითაძე: მნიშვნელოვანია 152-ე სესიის მიზანი, ეს არის მშვიდობის, სამართლიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის

მნიშვნელოვანია 152-ე სესიის მიზანი, ეს არის მშვიდობის, სამართლიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის, - განუცხადა თურქეთში ქართველ ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.

15 აპრილი 2026, 20:33

პოლიტიკა

ვის სურს ეკლესიის პოლიტიკურ მოედნად გამოყენება? - „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის განცხადება მმართველი გუნდისთვის თვალთმაქცობაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვის სურს ეკლესიის პოლიტიკურ მოედნად გამოყენება? „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ტაქტიკას უწუნებენ. თინა ბოკუჩავას განცხადება - „ერთობლივი მესიჯის პრობლემაა, რომ არ ვცდილობთ ამ მოედანზე შევიდეთ” - მმართველი გუნდისთვის თვალთმაქცობაა.

15 აპრილი 2026, 20:29

პოლიტიკა

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოშია - მაიკლ ო’ ფლაერტს მთავრობის მეთაურმა უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოშია. მაიკლ ო’ ფლაერტს მთავრობის მეთაურმა უმასპინძლა. შეხვედრები შედგა მინისტრებთან, გენერალურ პროკურორთან.

15 აპრილი 2026, 20:25

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სესიაზე, ეკონომიკური გუნდი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებზე - როგორ მიმდინარეობს აშშ-ში ვიზიტები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იუსტიციის მინისტრი შეერთებულ შტატებშია. პაატა სალია გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა, უპასუხა შეკითხვებსაც. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეებთან.

ნიკოლოზ სამხარაძე

15 აპრილი 2026, 20:24

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაზე: ამ ღონისძიების მთავარი ლაიტმოტივი არის მშვიდობა და სამართლიანობა და იმ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელშიც ვიმყოფებით, მშვიდობის ფასი ყველასთვის არის ძალიან მაღალი

იმ საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, მშვიდობის ფასი ყველასთვის არის ძალიან მაღალი. ძირითადად დისკუსია სწორედ ამ თემის ირგვლივ წარიმართება, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძე

15 აპრილი 2026, 20:21

მსოფლიო

CNN: ბოლო მონაცემების თანახმად, რეგიონში კონფლიქტის დაწყებიდან, ექვს კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ირანსა და ლიბანში 5 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ გავრცელებული ბოლო მონაცემების თანახმად, რეგიონში კონფლიქტის დაწყებიდან, ექვს კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ირანსა და ლიბანში 5 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

15 აპრილი 2026, 20:18

პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად თურქეთშია - სტამბოლი საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეას მასპინძლობს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად თურქეთშია. სტამბოლი საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეას მასპინძლობს.

15 აპრილი 2026, 20:14

პოლიტიკა

კანონმდებელთა 19 შეკითხვა და პირველი დიპლომატის ინტერპელაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პროპაგანდა და ორკესტრირებული კამპანია ქვეყნის წინააღმდეგ - საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია.

პაატა სალია

15 აპრილი 2026, 20:11

პოლიტიკა

პაატა სალიამ გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტს საჯარო სერვისების ქართული რეფორმები გააცნო

ნიუ-იორკში მიმდინარე გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის (CEPA-ს) 25-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინისტრმა საქართველოს მიერ საჯარო სერვისების სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაციის პროცესზე ისაუბრა.

15 აპრილი 2026, 19:55

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა.