ველური ბუნების საერთაშორისო ფოტოკონკურსის „ხალხის რჩეულის“ კატეგორიის გამარჯვებული გამოვლინდა
ფოტო: Josef Stefan / Wildlife Photographer of the Year
ლონდონის ბუნებრივი ისტორიის მუზეუმმა საერთაშორისო ფოტოკონკურსის Wildlife Photographer of the Year „ხალხის რჩეულის“ კატეგორიის გამარჯვებული დასახელდა.
პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი წელს ავსტრიელი ფოტოგრაფი ჯოზეფ შტეფანი გახდა, სურათისთვის „მფრინავი მღრღნელი“, რომელზეც იბერიული ფოცხვერი და მისი ნადავლია აღბეჭდილი. ფოტო ესპანეთის სიუდად-რეალის პროვინციაშია გადაღებული.
ფოტოგრაფმა რამდენიმე დღე სპეციალურ სამალავში გაატარა, როდესაც მოულოდნელად ახალგაზრდა ფოცხვერი გამოჩნდა. მას ნადავლი ეჭირა, რომლის ჰაერში ზევით-ქვევით სროლა და ხელახლა დაჭერა დაიწყო.
წლევანდელი კონკურსის დანარჩენმა 24-მა ნომინირებულმა ფოტომ, რეკორდული რაოდენობის - 85,917 ხმა მიიღო ველური ბუნებისა და ფოტოგრაფიის მოყვარულებისგან მთელი მსოფლიოდან.
გამარჯვებული სურათის გარდა, კიდევ ოთხი ფინალისტი ფოტო განსაკუთრებული აღნიშვნით დაჯილდოვდა.
„ოჯახური დასვენება“ - კრისტოფერ პეკო (კანადა)
„სილამაზე ურჩხულის წინააღმდეგ“ - ალექსანდრ ბრისონი (შვეიცარია)
„ცეკვა ფარების შუქზე“ - უილ ნიკოლსი (დიდი ბრიტანეთი)
„დაუსრულებელი ბრძოლა“ - კოჰეი ნაგირა (იაპონია)
ხუთივე გამარჯვებული ნამუშევარი ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ რეჟიმში და გამოიფინება ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმში. გამოფენა 12 ივლისამდე გაგრძელდება.
ყველა სიახლე
25 მარტი 2026, 14:20
მსოფლიო
რომის პაპის განცხადებით, ომი ირანში „სულ უფრო და უფრო უარესდება“
რომის პაპმა, ლეო XIV-მ ირანში მზარდი შეიარაღებული დაპირისპირების გამო შეშფოთება გამოხატა და ომის დასრულების მოწოდებით კვლავ გამოვიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
25 მარტი 2026, 14:20
საზოგადოება
„ნადირობის შესახებ“ კანონპროექტის სამუშაო ვერსიის განხილვა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებში საქართველოს კანონის პროექტის „ნადირობის შესახებ“ სამუშაო ვერსია განიხილეს. კანონპროექტის სამუშაო ვერსია შეხვედრაზე ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს უფროსმა, რევაზ ბეჟაშვილმა წარადგინა.
25 მარტი 2026, 14:12
პოლიტიკა
ჩიხელიძე: ოპოზიციის გააქტიურება არა ილია II-ის სიყვარულით, არამედ, შიშით და პატრიარქის არჩევის პროცესის დისკრედიტაციით არის ნაკარნახევი - მათ აშინებთ მეუფე შიო, როგორც პატრიარქობის ერთ-ერთი ღირსეული კანდიდატი
ოპოზიციას ახალი ტაქტიკა აქვს, ისინი ერთდროულად ორ ერთმანეთთან შეუთავსებელ ნარატივს ავრცელებენ. ერთის მხრივ აცხადებენ, რომ პატრიარქი იყო გამორჩეული, მისი გარდაცვალება ყველასთვის მძიმე და მტკივნეულია, მეორეს მხრივ კი ამბობენ, რომ მეუფე შიო მიუღებელია და არ უნდა გახდეს პატრიარქი - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში. როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ოპოზიცია ცდილობს, ნებისმიერ ფასად მოერგოს საზოგადოებრივ განწყობებს და შექმნან ისეთი სურათი, რომელიც მათ პოლიტიკურ ინტერესებს მოემსახურება.
25 მარტი 2026, 14:10
საზოგადოება
საქართველოს მართლმადიდებული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით სიონის ტაძარში პარაკლისი სრულდება
დღეს, 25 მარტს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალებიდან მეცხრე დღეა. ასევე 25 მარტს საქართველოს მართლმადიდებული ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ზეიმობს. .
25 მარტი 2026, 14:09
საზოგადოება
მდინარე დიღმურას ხიდზე, 14 აპრილიდან ხუთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება
თეთრი დუქნის ქუჩაზე, მდინარე დიღმურაზე არსებული დაზიანებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახლის მშენებლობა იწყება. სამშენებლო არეალში 14 აპრილის 00:00 საათიდან, ხუთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
25 მარტი 2026, 14:03
პოლიტიკა
ფოჩხუა ოპოზიციაზე: როგორ შეიძლება გიყვარდეს უწმინდესი, მის მოღვაწეობას დადებითად აფასებდე და პარალელურად, მის რჩეულს მეუფე შიოს, რომელიც გამონაკლისის სახით, სიცოცხლეშივე მოსაყდრედ დაასახელა, შავ პიარს უგორებდე
„იმდენად ფარსია მათ მიერ წარმოთქმული თითოეული სიტყვა, ოპოზიციას ვგულისხმობ, პატრიარქის სიყვარულზე, რომ უარყოფითი ემოციის მეტს არაფერს იმსახურებენ. როგორ შეიძლება გიყვარდეს უწმინდესი, მის მოღვაწეობას დადებითად აფასებდე და პარალელურად მის რჩეულს მეუფე შიოს, რომელიც გამონაკლისის სახით, სიცოცხლეშივე მოსაყდრედ დაასახელა, შავ პიარს უგორებდე და სიცრუეს სიცრუეზე ავრცელებდე მის წინააღმდეგ. ნუთუ ამდენი ჭკუა არ აქვთ, რომ ის რაც მათ ნახეს თუ რა ხდებოდა პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მიმხვდარიყვნენ რა რეალობაა ქვეყანაში. ცუდი დამრიგებლები ჰყავთ და ისინიც ხომ უპირობო შემსრულებლები არიან მათი დავალების, მერე რა მოხდა თუ საკუთარ სამშობლოს ავნებ.“ - წერს ფოჩხუა.
25 მარტი 2026, 14:02
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში შველზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გამოვლენილ ბრაკონიერობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
25 მარტი 2026, 13:49
სპორტი
საქართველოსა და ჩინეთის სპორტის მინისტრებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპორტის მინისტრს, გაო ჭიდანს, შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ორ ქვეყანას შორის სპორტის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას გულისხმობს.
25 მარტი 2026, 13:45
საზოგადოება
ქართველიშვილი: მარგინალურ ოპოზიციაში მარტივად იპოვით ხალხს, რომელიც ფარისევლურად პატივს მიაგებს პატრიარქს, მაგრამ მეუფე შიოს უშვერი სიტყვებით ლანძღავს. ვერ აიხსნება გიყვარდეს ილია II და გძულდეს მისი არჩევანი
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „მარგინალურ ოპოზიციაში მარტივად იპოვით ხალხს, რომელიც ფარისევლურად პატივს მიაგებს პატრიარქს, მაგრამ მეუფე შიოს უშვერი სიტყვებით ლანძღავს.“
25 მარტი 2026, 13:37
მსოფლიო
ორბანის განცხადებით, უნგრეთმა უკრაინისთვის გაზის მიწოდება შეაჩერა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტმა უკრაინისთვის გაზის მიწოდება შეაჩერა.
25 მარტი 2026, 13:36
საზოგადოება
ერუშეთის ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის გამართულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ
კონკურსის მიზანი იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ) მხარდაჭერა და მათი ეკონომიკური გაძლიერება, რათა ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა საკუთარი იდეების რეალიზებისა და შემოსავლის წყაროს შექმნისთვის, - ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
25 მარტი 2026, 13:36
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
25 მარტი 2026, 13:34
საზოგადოება
ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების განხილვის მიზნით კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა
კომისიის წევრებმა საიუბილეო ღონისძიებების საორგანიზაციო საკითხები განიხილეს და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ივანე ჯავახიშვილის 150 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკისა და ახალი საკოლექციო მონეტის დამზადების პროცედურებს.
25 მარტი 2026, 13:14
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 29 ივნისს, თბილისში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ორ პირს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ერთი დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორემ დაზიანება მიიღო.
25 მარტი 2026, 13:09
მსოფლიო
რაფაელ გროსის განცხადებით, აშშ-ის და ირანის წარმომადგენლებმა, შესაძლოა, პირველი შეხვედრა უქმეებზე ისლამაბადში გამართონ
აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლებმა სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში პირველი შეხვედრა, შესაძლოა, პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში გამართონ, - განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ.
25 მარტი 2026, 12:58
სამართალი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში არალეგალური ყველის შესაბოლი საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ყველის შესაბოლი არალეგალურ საწარმო გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
25 მარტი 2026, 12:57
სამართალი
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
25 მარტი 2026, 12:54
მსოფლიო
თურქეთში ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში ბიზნესმენები, მსახიობები და მოდელები დააკავეს
თურქეთის ქალაქ სტამბოლის პროკურატურამ ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში 16 ადამიანის დაკავების ორდერი გამოსცა, რომელთაგან 14 უკვე დაკავებულია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
25 მარტი 2026, 12:54
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოზიტიური დინამიკა კვლავ გრძელდება - 2025 წელს 7,5%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, 2026 წლის იანვარში კი ზრდამ 7,9% შეადგინა. მინისტრმა ისაუბრა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც ხელს შეუწყობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდას. მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა Eagle Hills-ის უმსხვილეს ინვესტიციაზე და აღნიშნა, რომ პროექტები, რომლებიც თბილისსა და აჭარაში განხორციელდება, გაზრდის ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს და მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქვეყანას.


