23 მაისი 2026, 15:51 / სანდო წყარო

კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, რუსთაველის ეროვნულ თეატრში მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, რუსთაველის ეროვნულ თეატრში მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს და სამუზეუმო წელი შეაჯამეს საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ, სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსმა, სალომე ჯამბურიამ, სასახლე-მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კალანდიამ და ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ.

თინათინ რუხაძემ სამუზეუმო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „წლის მუზეუმელის“ ჯილდო 20 მუზეუმელს გადასცა.

დაჯილდოებულთა შორის არიან:

ირაკლი ზამბახიძე - სსიპ საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორის მოადგილე;

ქეთევან ბაიაშვილი - სსიპ საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების საკითხებში;

ლალი ხოსიტაშვილი - სსიპ საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო პროგრამების სამმართველოს უფროსი;

ლალი ჭითანავა - სსიპ საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ყოფისა და ეთნოგრაფიის ფონდის მცველი;

სოფო კოტრიკაძე - სსიპ საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების საგამოფენო დარბაზების სპეციალისტი;

მარიკა პირველი - სსიპ საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების დავით და გიორგი ერისთავების სასახლე-მუზეუმის ფონდის მთავარი მცველი;

ნიკა ჯოლოგუა - სსიპ საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების ზუგდიდის ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრის მენეჯერი;

ნანა რუსიშვილი - სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ლ. დავითაშვილის სახელობის პალეოანთროპოლოგიისა და პალეობიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი;

ჟანნა სარუხანოვა - სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეის ფონდის კურატორი;

ელდარ ნადირაძე - სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეთნოლოგიისა და ისტორიის კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი;

მარინა დგებუაძე - სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფონდის კურატორი;

ჯუმბერ დვალი - სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დაცვა-აღრიცხვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი;

რუსუდან ჯაფარიძე - სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მმართველი;

იროდი მჭედლიშვილი - სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გრემის მუზეუმის ექსკურსიამძღოლი;

ნარგიზა ხუხია - სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ექსპოზიციის მეთვალყურე;

ვლადიმერ თაქთაქიძე - სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ფონდის მცველი;

გიგუცა თათრიშვილი - სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ექსკურსიამძღოლი;

ნანა ფირანიშვილი - სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის ატრიბუციის სპეციალისტი;

ციცინო მუმლაძე - სსიპ ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ხელნაწერ და ძველნაბეჭდ წიგნთა კოლექციების განყოფილების კურატორი;

მზია ზარნაძე - სსიპ ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ფოტო-ფონო ფონდისა და ახალი ისტორიის განყოფილების კურატორი.

„სასიხარულოა, რომ საქართველო აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო სამუზეუმო კვირეულში, რომლის ფარგლებშიც, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი მუზეუმები განსაკუთრებულ პროგრამებს სთავაზობენ საზოგადოებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დღეს წლის მუზეუმელები დავაჯილდოვეთ, რითაც მრავალწლიანი შრომისთვის მადლობა გადავუხადეთ ადამიანებს, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში შეინარჩუნეს და მომავალ თაობებს შეუნახეს ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საგანძური.

ქვეყანაში მიმდინარეობს მასშტაბური სამუზეუმო რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს როგორც მუზეუმების განვითარებას, ისე მუზეუმის თანამშრომლების როლის მეტად წარმოჩენასა და დაფასებას, რადგან ყოველწლიურად, სწორედ ეს ადამიანები მასპინძლობენ მილიონობით ვიზიტორს და მნიშვნელოვან, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტებს ახორციელებენ. ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ჩართულობა მსოფლიო მნიშვნელობის კვლევაში, რომელიც ხორბლის 8000 წლიან ისტორიას ეხება“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თბილისისა და რეგიონული მუზეუმების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

მიმდინარე წელს, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მუზეუმების საერთაშორისო კვირეული საქართველოს მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებით აღინიშნა.

მუზეუმების საერთაშორისო დღე 1977 წელს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) ინიციატივით დაარსდა და იგი ყოველი წლის 18 მაისს, საზოგადოებაში მუზეუმის მნიშვნელობის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის მიზნით აღინიშნება.

ყველა სიახლე

ლევან ახობაძე

23 მაისი 2026, 17:08

სამართალი

ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ, სუსის ყოფილი უფროსის მოადგილეს, ლევან ახობაძეს პატიმრობა შეეფარდა

მოსამართლე ნანა შამათავამ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებობს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისთვის საკმარისი მტკიცებულებები და გარემოებები. სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება დაცვის მხარე.

23 მაისი 2026, 17:05

საზოგადოება

აფხაზეთობასთან და სვიმონ კანანელის ხსენების დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინა

ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და მშვიდობისა და ერთობის პარაკლისი გადაიხადა.

23 მაისი 2026, 16:58

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის პერმის ოლქში ერთ-ერთი უმსხვილესი ქიმიური საწარმო დაბომბეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონების საშუალებით რუსეთის პერმის ოლქში მდებარე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქიმიური საწარმო Metafrax Chemicals-ი დაბომბა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

23 მაისი 2026, 16:37

ჯანდაცვა

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ჟენევაში, მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეის ფარგლებში, ინსულტის მართვის საკითხებზე გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

ირაკლი სასანიამ ხაზი გაუსვა ინსულტის პრევენციის, დროული მკურნალობისა და რეაბილიტაციის მნიშვნელობას. მან აღნიშნა, რომ 2023 წლიდან სამინისტრომ დანერგა ინსულტის მოვლის ორდონიანი მოდელი, რომელიც მოიცავს პირველადი ინსულტის ცენტრებსა და მრავალპროფილურ ნეიროვასკულურ ცენტრებს.

23 მაისი 2026, 16:36

მსოფლიო

Reuters: აშშ-ში მცხოვრებ უცხოელებს „მწვანე ბარათის“ მოსაპოვებლად სამშობლოში დაბრუნება და განაცხადის იქიდან გაკეთება მოუწევთ

აშშ-ის ხელისუფლება ქვეყანაში მყოფ „მწვანე ბარათის“ გათამაშებაში მონაწილეობის მსურველ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს განაცხადის შესატანად საკუთარ ქვეყნებში დაბრუნდნენ. ინფორმაციას Reuters-ი.

თინათინ რუხაძე

23 მაისი 2026, 16:25

საზოგადოება

კულტურის მინისტრის თინათინ რუხაძის განცხადებით, 26 მაისს სამინისტროს ეგიდით, ღონისძიებები თბილისსა და რეგიონებშია დაგეგმილი

„მთელი ქვეყნის მასშტაბით, 12 დიდ ქალაქში იქნება ფიცის დადება და ეს იქნება ეკლესია-მონასტრების ფონზე, იმ უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ფონზე, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია.

23 მაისი 2026, 16:20

მსოფლიო

ლატვიაში ტბაში დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა

ლატვიაში დრიდზისის ტბაში ამოუცნობი დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

23 მაისი 2026, 16:04

ეკონომიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრებმა, აგროსექტორში არსებული გამოწვევების შესახებ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლებთან შეხვედრა გამართეს

„საქართველოს შიდა ბაზრის განვითარებისა და ბაზრის სტაბილიზაციისთვის აუცილებელი და საჭიროა იმპორტდამოკიდებულების ჩანაცვლება შიდა პროდუქციით. ბაზარზე, რაც შეიძლება მეტი პროცენტი უნდა იყოს საქართველოში ნაწარმი პროდუქცია“, - განაცხადა „ქრონიკასთან“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა.

23 მაისი 2026, 15:45

საზოგადოება

საქართველოს დელეგაციამ ტაშკენტში მიგრაციის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ტაშკენტში საერთაშორისო მიგრაციის რიგით პირველი საერთაშორისო ფორუმი (TIMF) გაიმართა. ღონისძიებაში 50-ამდე ქვეყნის 600-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ლევან მოსეშვილი

23 მაისი 2026, 15:43

საზოგადოება

ლევან მოსეშვილი: ამბროლაურში 26 მაისს ავიაციის თემატიკის მრავალფეროვანი სივრცე მოეწყობა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება წელს 26 მაისს ამბროლაურში, ცენტრალურ ბულვარში, ავიაციის თემატიკის მრავალფეროვან სივრცეს მოაწყობს.

გიორგი გაბუნია

23 მაისი 2026, 15:40

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია პეტერ ფიშერზე: ერთი რამ მინდა მას ვუთხრა, რომელიც დღეს ასრულებს თავისი უფროსების დავალებებს, „დიფ სთეითი“ პირველ რიგში, უნდა ეძებოს თავის ქვეყანაში

„წლების განმავლობაში ერეოდა ქვეყნის საშინაო საქმეებში, პოლიტიკურ ცხოვრებაში და იჭერდა კონკრეტულ პოზიციას - რადიკალების მხარეს, რამაც ფაქტობრივად, ფიშერი, დიპლომატი გამოიყვანა წყობიდან და დღეს ჩვენ ასეთი დიდი სახელმწიფოს წარმომადგენლის სახით გვყავს აბსოლუტურად უფუნქციო და პოლიტიკურად გაკოტრებული ადამიანი.

23 მაისი 2026, 15:39

საზოგადოება

The Telegraph მკითხველს ბათუმში მოგზაურობისკენ მოუწოდებს

პრესტიჟული ბრიტანული გამოცემა The Telegraph მკითხველს ბათუმში მოგზაურობისკენ მოუწოდებს. გამოცემამ სტატია სათაურით „დახვეწილი მოგზაურის სრულყოფილი გზამკვლევი“ მაისის ნომერში გამოაქვეყნა, სადაც ბათუმი პორტუგალიის, ტაილანდის, ესპანეთის, შვეიცარიის, საბერძნეთის და სხვა ტურისტული მიმართულებების გვერდითაა დასახელებული.

ნიკოლოზ მეტრეველი

23 მაისი 2026, 15:35

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: 26 მაისის აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ და ევროკავშირის აგენტურის მიერ არის დაგეგმილი - რა თქმა უნდა, ეს აქციაც იქნება ფუჭი მცდელობა მათი მხრიდან, რადგან საზოგადოებაში არავითარი საპროტესტო მუხტი დღეს არ არსებობს

26 მაისის აქცია არის „ნაციონალური მოძრაობის“ და ევროკავშირის აგენტურის მიერ დაგეგმილი აქცია. რა თქმა უნდა, ეს აქციაც იქნება ფუჭი მცდელობა მათი მხრიდან, საზოგადოებაში არავითარი საპროტესტო მუხტი დღეს არ არსებობს, - განაცხადა ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მეტრეველმა პრესკონფერენციაზე.

23 მაისი 2026, 15:33

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი ავიაკომპანია Turkish Airlines-ის დირექტორთა საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს, მურატ შექერს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი თურქეთში ვიზიტის ფარგლებში ავიაკომპანია Turkish Airlines-ის დირექტორთა საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს, მურატ შექერს შეხვდა.

ლია გიგაური

23 მაისი 2026, 15:31

საზოგადოება

ლია გიგაური: სახელმწიფო მინისტრის აპარატი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს წელსაც ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, მარნეულსა და ახალქალაქში მასპინძლობს -აქცენტს ვაკეთებთ ერთიანობაზე და სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობაზე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საზეიმოდ აღნიშვნისთვის ემზადებიან ახალქალაქსა და მარნეულში. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, ლია გიგაურის განცხადებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს წელსაც ტრადიციულად ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, მარნეულსა და ახალქალაქში მასპინძლობს.

ნიკოლოზ მეტრეველი

23 მაისი 2026, 15:21

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა ვთხოვო მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, რომ ღიად გავხსნათ დისკუსია და ვისაუბროთ ევროკავშირის არამარტო დადებით, არამედ მანკიერ მხარეებზეც, რათა საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე და ისე მოხდეს მოვლენების შეფასება

ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არ არის და არც არასდროს ყოფილა. ჩვენ ვიცით, რომ წლების განმავლობაში პრივილეგირებული კასტა იყო შექმნილი, დასავლეთის მიერ დაფინანსებული აგენტურა, რომელიც თავს გვახვევდა გარკვეულ იდეოლოგიას და ეწეოდა პროპაგანდას ევროპის სიკეთეების შესახებ, თუმცა, რეალობა დღეს აბსოლუტურად სხვაა, - განაცხადა ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მეტრეველმა პრესკონფერენციაზე.

ირაკლი ზარქუა

23 მაისი 2026, 15:17

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა ფიშერზე და ჰერჩინსკიზე: ამდენი ხანია, ვერ დავაგმობინეთ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე თავდასხმა, ამ ხალხისგან ჩვენ რა უნდა მოვისმინოთ? ეს ხალხი როგორ იქნება გერმანულ-ქართული ურთიერთობებისკენ აქცენტირებული ან ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის გზაზე მხარდამჭერი?

ბატონ ფიშერს, რომელიც ყველა წითელ ხაზს გასცდა, შენიშვნა არაერთხელ მიუღია, მათ შორის, ჩვენგან კი არა, მათი მთავრობის მხრიდანაც იყო მის მიმართ მკაცრი ტონალობა, - განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ.

გიორგი სოსიაშვილი

23 მაისი 2026, 15:12

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი ევრობიუროკრატებზე: მათი მთავარი მიზანია თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, დევნა, რომ ადამიანებმა არ გაიგონ სიმართლე, რომ თავიანთი ნარატივი, დღის წესრიგი მოახვიონ თავზე ყველას და როგორც მათ სურთ, ისეთი განწყობა არსებობდეს საზოგადოებაში

მათი მთავარი მიზანია თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, თავისუფალი სიტყვის დევნა, რომ ადამიანებმა არ გაიგონ სიმართლე, რომ თავიანთი ნარატივი, თავიანთი დღის წესრიგი მოახვიონ თავზე ყველას და როგორც მათ სურთ, ისეთი განწყობა არსებობდეს საზოგადოებაში, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას განცხადების შეფასებისას, რომელმაც თანამოაზრეებთან ერთად, საქართველოს ყველა რეიტინგული ტელევიზიის შესწავლა მოითხოვა.

23 მაისი 2026, 15:10

მსოფლიო

მედია: ივ საკილას გარდაცვალებას ირლანდიის „ჯორჯ ფლოიდის მომენტს“ უწოდებენ - 35 წლის მამაკაცი დაცვის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით შებოჭეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

კონგოში დაბადებული, 35 წლის ივ საკილა გასულ პარასკევს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ის დაცვის თანამშრომლებმა დუბლინში, სავაჭრო ცენტრის გარეთ დააკავეს. ინფორმაციას კანადური მედია ავრცელებს.