საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა რიო-დე-ჟანეიროს ცეკვის სკოლას - Vidancar ესტუმრა და სასწავლო პროცესს გაეცნო
ფოტო: საქართველოს კულტურის სამინისტრო
საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ზურაბ მჭედლიშვილთან და სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსთან, ზურაბ ბაკურაძესთან ერთად რიო-დე-ჟანეიროს ცეკვის სკოლას - Vidancar ესტუმრა და სასწავლო პროცესს გაეცნო.
სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამონაწილეობით, სასწავლებელში სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები ცეკვის, ხელოვნებისა და საგანმანათლებლო გაკვეთილებს უსასყიდლოდ ეუფლებიან. სასწავლებელი კლასიკური ბალეტის, ჰიპ-ჰოპის, თანამედროვე ცეკვისა და ბრეიქდანსის 500-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებს.
სასწავლებლის მრავალმა კურსდამთავრებულმა მოიპოვა სტიპენდია ისეთ პრესტიჟულ სასწავლებლებში, როგორიცაა ბოლშოის ბალეტის სკოლა (ჟუანვილი, ბრაზილია) და რიოს ცნობილი მარია ოლენევას სახელობის ცეკვის სკოლა. სასწავლებლის სამი აღსაზრდელი კი მსოფლიოს წამყვანმა საბალეტო სასწავლებლებმა - პარიზის ოპერის საბალეტო სკოლამ და მაიამის საბალეტო აკადემიამ საკუთარ საგანმანათლებლო პროგრამებში მიიღეს.
შეხვედრაზე მხარეებმა ქორეოგრაფიული განათლების სფეროში სამომავლო თანამშრომლობისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები განიხილეს.
სტუმრების პატივსაცემად სკოლის მოსწავლეებმა რამდენიმე ნომერი შეასრულეს.
ყველა სიახლე
04 ივლისი 2026, 14:33
მსოფლიო
რუსეთი დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტიკოვკის აღების შესახებ იუწყება, თუმცა უკრაინული მხარე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
რუსეთი დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტიკოვკის აღების შესახებ იუწყება, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი გავრცელებულ ინფორმაციას და ვიდეო მასალასაც მცდარს უწოდებს და ამტკიცებს, რომ ქალაქი უკრაინის თავდაცვის ძალების კონტროლის ქვეშ რჩება.
04 ივლისი 2026, 14:30
რეგიონი
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვირსხევში რობოკლუბი გაიხსნა
შიდა ქართლის სახელმწიფო აპარატის ინფორმაციით, რობოკლუბები ეტაპობრივად გაიხსნება როგორც ქალაქ გორში, ასევე მუნიციპალიტეტის კიდევ სამ სოფელში. პროექტის ფარგლებში მოზარდები შეისწავლიან LEGO რობოტექნიკას, პროგრამირების საფუძვლებსა და განივითარებენ თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობისთვის აუცილებელ პრაქტიკულ უნარებს.
04 ივლისი 2026, 14:13
რეგიონი
აჭარაში მემთეურებს უფასო სამედიცინო კვლევები უტარდებათ
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთა ჩირუხში გამართულ სამედიცინო აქციას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერთან, ომარ ტაკიძესთან და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთან, რუსუდან შავიშვილთან ერთად დაესწრო.
04 ივლისი 2026, 14:12
მსოფლიო
Euronews: დიდი ბრიტანეთის პრემიერობის კანდიდატი ენდი ბერნემი ვადამდელი არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს
დიდი ბრიტანეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი აცხადებს, რომ, თუ პრემიერის თანამდებობაზე კირ სტარმერს შეცვლის, ვადამდელ საყოველთაო არჩევნებს არ დანიშნავს. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
04 ივლისი 2026, 13:43
სამართალი
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმის ფიგურანტ გიორგი მალანიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
სასამართლომ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულ გიორგი მალანიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
04 ივლისი 2026, 13:40
მსოფლიო
Euronews: ირლანდია რუსეთში ალუმინის ექსპორტთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა
ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში საკუთარ როლს „პატიოსან შუამავლად“ ხედავს, თუმცა ქვეყანა რუსეთისთვის ალუმინის მიწოდებასთან დაკავშირებულ სკანდალს ვერ ასცდა. სტატიას ამ შინაარსით Euronews-ი ავრცელებს.
04 ივლისი 2026, 13:14
მსოფლიო
ირანმა საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი გააფრთხილა, ჰორმუზის სრუტესთან სამხედრო ძალების განლაგებისგან თავი შეიკავონ
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქაზემ ღარიბაბადიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია ისლამური რესპუბლიკა.
04 ივლისი 2026, 12:42
რეგიონი
თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ზურაბ პატარაძემ ბურსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან საქმიანი შეხვედრა გამართა
თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბურსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, იბრაჰიმ ბურქაის შეხვდა.
04 ივლისი 2026, 12:31
მსოფლიო
ტრამპის აზრით, აშშ-ის მთავარ საფრთხეს კომუნიზმის აღზევება წარმოადგენს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკის 250-ე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კომუნიზმი აღზევებას განიცდის, რაც, მისი აზრით, ქვეყნის აყვავებას საფრთხეს უქმნის. ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.
04 ივლისი 2026, 12:05
მსოფლიო
Reuters: აშშ-ში ძლიერი სიცხის გამო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ათობით ღონისძიება გაუქმდა ან გადაიდო
აშშ-ის ცენტრალურ და აღმოსავლეთ შტატებში ძლიერი სიცხის ტალღამ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას ხელი შეუშალა. მაღალი ტემპერატურის გამო ქვეყნის მასშტაბით ათობით აღლუმი, კონცერტი და ფოიერვერკი გაუქმდა ან გადაიდო, წერს Reuters-ი.
04 ივლისი 2026, 12:01
რეგიონი
თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
შეხვედრას მარმარას კავკასიის ქართული ასოციაციების ფედერაციის პრეზიდენტი, ასევე იზნიქის, ინეგოლის, ორჰანგაზის, გემლიქის, ბურსას, ბალიქესირისა და გოლჯუქის ქართული საზოგადოებების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.
04 ივლისი 2026, 11:58
კულტურა
„უღრანი ტყის ყაჩაღები" - მოზარდ მაყურებელთა თეატრში სეზონის ბოლო პრემიერა შედგა
„უღრანი ტყის ყაჩაღები" - ასე ჰქვია საბავშვო დადგმას, რომელიც რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა შექმნა. ზღაპრის ავტორმა სპექტაკლი ჯადოსნურ ამბავზე, ტყის თავგადასავლებზე, სიკეთესა და მეგობრობაზე თეატრისთვის ახალგაზრდა რეჟისორ გიორგი სულთანიშვილთან ერთად დადგა.
04 ივლისი 2026, 11:55
ეკონომიკა
უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი ანაკლიის ღმარწყლოვან პორტსა და ფოთის პორტზე: დავათვალიერეთ ობიექტები და აღფრთოვანებული ვართ ინფრასტრუქტურით, ასევე იმ სამუშაოებით, რომელიც მიმდინარეობს გლობალურ ლოჯისტიკაში საქართველოს სტრატეგიული როლის გასაფართოებლად და გასაძლიერებლად
„ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მთავრობასთან, ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და პორტების ოპერატორებთან, რათა შევიმუშაოთ კონკრეტული და მყარი გეგმა. ჩვენ მადლიერი ვართ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი ეკონომიკური ეკონომიკური პარტნიორობის გაფართოებისთვის“, - განაცხადა უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა, ლაზიზ კუდრატოვმა.
04 ივლისი 2026, 11:52
ეკონომიკა
უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტსა და ფოთის პორტზე: დღევანდელმა ვიზიტებმა აღნიშნულ სტრატეგიულ ობიექტებზე აჩვენა, რომ უზბეკეთისთვის აუცილებელია მონაწილეობა ამ სტრატეგიული ობიექტების განვითარებაში, ზოგადად, ყოფნა ამ ინფრასტრუქტურულ ობიექტებში
დღევანდელმა ვიზიტებმა აღნიშნულ სტრატეგიულ ობიექტებზე აჩვენა, რომ უზბეკეთისთვის აუცილებელია მონაწილეობა ამ სტრატეგიული ობიექტების განვითარებაში, ზოგადად, ყოფნა ამ ინფრასტრუქტურულ ობიექტებში, - განაცხადა უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრმა ილხომ მახკამოვმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოებისა და ფოთის საპორტო ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ.
04 ივლისი 2026, 11:34
მსოფლიო
Euractiv-ი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პროცესს აშარჟებს და მას „ევროპის დაუშვებელ სისულელეს“ უწოდებს
გამოცემა Euractiv-ი სატირულ-ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პროცესია მიმოხილული.
04 ივლისი 2026, 11:27
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: შედგა არაერთი მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც საქართველომ და უზბეკეთმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ იმისთვის, რომ ხელშესახებად გაიზარდოს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები
უზბეკეთი ცალსახად ადასტურებს ძალიან დიდ ინტერესს საქართველოსადმი უშუალოდ ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.
04 ივლისი 2026, 11:19
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: მადლობა რუსთაველებს ერთიანობისთვის და საქართველოს მთავრობას, შესაძლებლობისთვის, რომელმაც ჩვენი ქალაქის ისტორიული გამოწვევის დასაძლევად გაგვაერთიანა
რუსთავში, ქალაქის მთავარი ეკოლოგიური რესურსის - ჭალის ტყეების აღდგენა-განაშენიანების პირველი ეტაპი დასრულდა. უპრეცედენტო მასშტაბის ეკოლოგიურ პროექტს რუსთავის მერია და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, წინასწარ შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტის მიხედვით ახორციელებენ.
04 ივლისი 2026, 11:19
სამართალი
სასამართლო გიგა ავალიანის საქმის ფიგურანტ გიორგი მალანიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. უწყების განმარტებით, ბრალდებული ლანჩხუთში დააკავეს, სადაც მიმალვაში იყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მალანიას 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
04 ივლისი 2026, 11:01
მსოფლიო
Reuters: გერმანია 2027 წელს 203 მილიარდი ევროს მოცულობის სესხის აღებას გეგმავს. 2024 წელს ეს მაჩვენებელი 50,5 მილიარდი ევრო იყო
გერმანიის მთავრობა 2027 წელს 203 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის სესხის აღებას გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი ბიუჯეტის პროექტზე დაყრდნობით ავრცელებს.


