09 ივლისი 2026, 10:53 / სანდო წყარო

Emmy 2026-ის ნომინანტთა სია ცნობილია

ამერიკული სატელევიზიო პრემია Emmy-ს წლევანდელი ნომინანტების სია ცნობილია. ყველაზე მეტი - 25 ნომინაცია სერიალმა „პიტის ჰოსპიტალი“ მოიპოვა.

მეორე ადგილზე 24 ნომინაციით სერიალი „ხრიკები“ გავიდა. ლიდერებს შორის ასევე აღმოჩნდნენ პროექტები „ქვრივების ყურე“ და „პლურიბუსი“.

ნომინაციაში „საუკეთესო დრამატული სერიალი“ წარდგენილნი არიან: „დიპლომატი“, „ოქროს ხანა“, „შვიდი სამეფოს რაინდი“, „სამოთხე“, „პიტის ჰოსპიტალი“, „ერთ-ერთი მრავალთაგან“, „ნელი ცხენები“ და „მეგობრები და მეზობლები“.

კომედიურ ჟანრში გამარჯვებისთვის იბრძოლებენ: „ებოტის დაწყებითი სკოლა“, „დათვი“, „ხრიკები“, „მარგოს ფულის პრობლემები აქვს“, „ეს არავის უნდა“, „შენობაში მომხდარი მკვლელობები“, „თერაპია“ და „ქვრივების ყურე“.

დრამატულ სერიალში მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელს შემდეგი მსახიობებიდან შეარჩევენ: სტერლინგ კ. ბრაუნი („სამოთხე“), გარი ოლდმენი („ნელი ცხენები“), მარკ რუფალო („დავალება“), რუფუს სიუელი („დიპლომატი“) და ნოა უაილი („პიტის ჰოსპიტალი“). ამავე კატეგორიაში ქალებს შორის ნომინირებულნი არიან: ქერი კუნი („ოქროს ხანა“), ჩეიზ ინფინიტი („აღთქმები“), კერი რასელი („დიპლომატი“), რეი სიჰორნი („ერთ-ერთი მრავალთაგან“) და ზენდეია („ეიფორია“).

„საუკეთესო მინი-სერიალის/ანთოლოგიის“ კატეგორიაში მოხვდნენ: „შუღლი“, „მგს. სენტ-ლუისი“, „სიყვარულის ისტორია“, „ურჩხული ჩემში“ და „ყველაფერი მისი ბრალია“. ნომინანტთა სრული სიის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

დაჯილდოების ცერემონია 14 სექტემბერს გაიმართება, მისი წამყვანი კი მსახიობი მარიშკა ჰარგიტეი იქნება.

ყველა სიახლე

თამარ ბაგრატიონი

09 ივლისი 2026, 12:01

საზოგადოება

საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი, ჟენევაში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ასამბლეის ფარგლებში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი, ჟენევაში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ასამბლეის ფარგლებში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. .

ცოტნე ანანიძე

09 ივლისი 2026, 11:52

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის რეფორმები უკრაინაში ჩანს თვალნათლივ, მათ შორის, კორუფციის ნაწილში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ სთავაზობს, აირჩიონ დროებითი მართვის ორგანო, შეიქმნას რეფორმატორთა საბჭო, რომლის თავმჯდომარე თავად იქნება, ნანუკა ჟორჟოლიანი კი – აღმასრულებელი მდივანი.

პეტრ პაველი

09 ივლისი 2026, 11:51

მსოფლიო

ჩეხეთის პრეზიდენტი: უკრაინას ომის დასასრულებლად ორი თვე აქვს, შემდეგ რუსეთი ესკალაციას გააძლიერებს

უკრაინას ორი თვე აქვს, რათა დაასრულოს ომი და სამშვიდობო მოლაპარაკებები განაახლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, რუსეთმა საბრძოლო მოქმედებების ესკალაცია მოახდინოს, - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა The Telegraph-თან ინტერვიუს დროს.

09 ივლისი 2026, 11:36

კულტურა

Stray Kids-მა ახალი ალბომის თრეილერი წარადგინა

სამწუთიანმა ვიდეომ YouTube-ზე უკვე 2 მილიონამდე ნახვა დააგროვა. ზოგიერთმა თაყვანისმცემელმა აღიარა, რომ ვიდეოს სიუჟეტი ბოლომდე ვერ გაიგო, თუმცა, მათი აზრით, ეს კლიპს მხოლოდ მეტ ინტრიგას სძენს. ფანების ნაწილმა კი მიიჩნია, რომ ვიდეოს მოქმედება სიზმარში ხდება, რაც მოვლენების ჩახლართულობას ხსნის.

09 ივლისი 2026, 11:31

მსოფლიო

უკრაინამ სტავროპოლსა და ტვერში ნავთობის საცავები დაბომბა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამე რუსეთის სანავთობო ინფრასტრუქტურაზე დრონებით თავდასხმა განახორციელა და რამდენიმე რეგიონში მდებარე ნავთობის საცავები დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

09 ივლისი 2026, 11:23

რეგიონი

მუნიციპალური განვითარების ფონდი თელავის №8 საჯარო სკოლის (შალაურის კორპუსი) პროექტირება-რეაბილიტაციას განახორციელებს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კახეთის რეგიონში, ქალაქ თელავში მდებარე №8 საჯარო სკოლის (შალაურის კორპუსი) რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტს განახორციელებს, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

09 ივლისი 2026, 11:23

რეგიონი

ქვემო ქართლში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

მარნეულში გამართულ შეხვედრაზე სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ პირობებისა და მონაწილეობის კრიტერიუმების შესახებ დეტალური ინფორმაცია ადგილობრივ მეწარმეებსა და ფერმერებს გააცნეს.

09 ივლისი 2026, 11:22

სამართალი

2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნილია, პროკურატურა ორ პირს ბრალდებას წარუდგენს

2015 წელს მომხდარი, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნილია. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ორ პირს ბრალდება წარედგინება.

09 ივლისი 2026, 11:22

სპორტი

ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის წინააღმდეგ ყველა სანქცია გააუქმა

„ეს მიდგომა ასახავს FIVB-ის ერთგულებას, დაიცვას სპორტსმენების ფუნდამენტური უფლება - ჰქონდეთ წვდომა სპორტზე, მათი მოქალაქეობის მიუხედავად“, - ნათქვამია განცხადებაში.

09 ივლისი 2026, 11:18

სამართალი

სულხან თამაზაშვილმა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი სამარღანიშვილი წარუდგინა.

09 ივლისი 2026, 11:15

ტექნოლოგიები

ჯანმო: 2050 წლისთვის ყოველწლიურად გამოვლენილი კიბოს შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება

ჯანმოში აღნიშნეს, რომ ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სფეროში არსებულმა სამეცნიერო მიღწევებმა ყველა ქვეყანაში თანაბარი გაუმჯობესება არ გამოიწვია. მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოებში სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების ხელმისაწვდომობა და პაციენტების გადარჩენის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.

09 ივლისი 2026, 11:01

რეგიონი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში კულტურის სახლის განახლების მეორე ეტაპი დასრულდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში კულტურის სახლის განახლების მეორე ეტაპი დასრულდა. შესრულებულ სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურის მერთან, ზაზა დიასამიძესთან ერთად გაეცნო.

მოჰამად ბაღერ ღალიბაფი

09 ივლისი 2026, 10:52

მსოფლიო

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე: ამერიკას ჯერ კიდევ ვერ გაუგია, რომ დაშინება და პირობის დარღვევა უკვე პასუხგაუცემელი აღარ დარჩება

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამად ბაღერ ღალიბაფი სოციალურ ქსელ X-ში აშშ-თან ბოლო დღეებში არსებულ სამხედრო ესკალაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამერიკას ჯერ კიდევ ვერ გაუგია, რომ დაშინება და პირობის დარღვევა უკვე პასუხგაუცემელი აღარ დარჩება.

09 ივლისი 2026, 10:40

რეგიონი

ქუთაისში №28 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სრულდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში №28 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ასრულებს, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ზურაბ ქადაგიძე

09 ივლისი 2026, 10:39

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გაცილებით მეტია, ვიდრე ინფრასტრუქტურული პროექტი. როცა სახელმწიფო სტრატეგიულ ობიექტებში გადამწყვეტ როლს ინარჩუნებს, ის იცავს არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ ეროვნულ ინტერესებსაც

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობასა და მთავრობის გადაწყვეტილებაზე, სახელმწიფო გახდეს პორტის 100%-იანი წილის მესაკუთრე. ქადაგიძე აღნიშნავს, რომ პოლიტიკური სუვერენიტეტის საფუძველი ეკონომიკური დამოუკიდებლობაა. დეპუტატი გამოყოფს მიმართულებებს, რომლებშიც სახელმწიფომ თანმიმდევრული პოლიტიკა უნდა გაატაროს- სასურსათო უსაფრთხოება, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და ძლიერი ეროვნული ეკონომიკა:

09 ივლისი 2026, 10:33

პოლიტიკა

ინვესტიციების მოზიდვით საქართველოს მთავრობა მსოფლიოში მე-12 ადგილზეა

ინვესტიციების მოზიდვით საქართველოს მთავრობა მსოფლიოში მე-12 ადგილზეა

09 ივლისი 2026, 10:17

საზოგადოება

ComCom-ის თავმჯდომარემ WSIS 2026 სამიტში მიიღო მონაწილეობა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ ComCom-ის დელეგაციასთან ერთად, ჟენევაში გამართულ ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტის (WSIS) 2026 წლის ფორუმსა და “AI for Good” გლობალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული ღონისძიება ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU), გაეროს სააგენტოებისა (UNESCO, UNCTAD, UNDP) და შვეიცარიის კონფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებებში კომისიის თავმჯდომარესთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ComCom-ის წევრმა ეკატერინე იმედაძემ და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა ნინო გრძელიშვილმა.

დონალდ ტრამპი

09 ივლისი 2026, 10:08

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, ირანელები მას დაუკავშირდნენ და გარიგების დადება სთხოვეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანელები მას დაუკავშირდნენ და გარიგების დადება სთხოვეს.

09 ივლისი 2026, 10:03

პოლიტიკა

პარლამენტის წევრებმა ზემო აჭარაში სასკოლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა, კომიტეტის წევრებმა და ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების დელეგატმა ანზორ ბოლქვაძემ ზემო აჭარაში, ხულოსა და შუახევის საჯარო სკოლები დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ იმ საჭიროებებს, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობას უკავშირდება.