ბაიოს ცნობილ გობელენს 950 წლის შემდეგ საფრანგეთიდან პირველად გაიტანენ
ბაიოს გობელენი
ფოტო: shutterstock.com
მე-11 საუკუნის ცნობილი გობელენი ბაიოდან, რომელზეც ნორმანების მიერ ინგლისის დაპყრობა და ჰასტინგსის ბრძოლაა გამოსახული, 950 წლის შემდეგ საფრანგეთის საზღვრებიდან გავა და ბრიტანეთის ერთ-ერთ მუზეუმში გამოიფინება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ფრანგული მხარე, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, დათანხმდა, რომ ნამუშევრის ხილვის საშუალება ბრიტანელებსაც მიეცეთ. მოლაპარაკებებში საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უშუალოდ იყო ჩართული.
ბრიტანელებს უკვე ჰქონდათ ორი უშედეგო მცდელობა, საკუთარ საგამოფენო სივრცეში წარმოედგინათ ეს ნამუშევარი: 1953 წელს - დედოფლის კორონაციის აღსანიშნავად და 1966 წელს, - ჰასტინგსის ბრძოლის 900 წლის იუბილეს აღნიშვნისას.
თუმცა, ეს, შესაძლოა, 2020 წლამდე არც მოხდეს და კულტურის ნიმუში, როგორც ამას საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის წარმომადგენელი აცხადებს, 2022 წელს წაიღონ.
ასეთი დიდი დრო უძველესი გობელენის ტრანსპორტირებისთვის მომზადებას სჭირდება.
ოფიციალურად ამ გადაწყვეტილებას მაკრონი, სავარაუდოდ, დღეს, ბრიტანეთის პრემიერმინისტრთან, ტერეზა მეისთან შეხვედრის დროს გაახმოვანებს.
აქამდე გობელენი ნორმანდიის ქალაქ ბაიოში, საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთის მხარეში იყო გამოფენილი.
რედინგის მუზეუმის (ლონდონში) მონაცემებით, გობელენი, სავარაუდოდ, უილიამ დამპყრობლის ნახევარძმამ, ბაიოს ეპისკოპოსმა ოდომ 1070-იანებში, ინგლისში შეუკვეთა. თუმცა არსებობს კიდევ სხვა ვერსია, რომ ის ინგლისელმა მონაზვნებმა დაამზადეს, კენტერბერიში.
ბრიტანელი პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ გობელენის სანაცვლოდ მათაც მისცენ ფრანგებს რამე. ერთ-ერთ ვერსიად როზეტის ქვა განიხილება, რომელიც ბრიტანეთის ერთ-ერთ მუზეუმშია დაცული. რედინგის მუზეუმის მონაცემებით, ის ნაპოლენის ჯარისკაცებმა ინდოეთში, ბრიტანულ მიწებზე გალაშქრების დროს იპოვეს.
ყველა სიახლე
07 ივნისი 2026, 11:48
საზოგადოება
ახალციხეში „გემოფესტი“ გრძელდება
ახალციხეში „გემოფესტი“ გრძელდება. ფესტივალი 15:00 საათიდან დაიწყება. რაბათის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია სამეწარმეო ბაზარი, აგროზონა, კვების ობიექტები და გასართობი სივრცეები პატარებისთვის. გასტრონომიულ ფესტივალზე 13 ადგილობრივი მეწარმეა წარმოდგენილი.
07 ივნისი 2026, 11:40
რეგიონი
სეტყვამ და ძლიერმა ქარმა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა - სპეციალური კომისია ზარალს ითვლის
სეტყვამ და ძლიერმა ქარმა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. ზიანი მიადგა, პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოსაც. სტიქიამ, რომელიც რამდენიმე წუთს გაგრძელდა, ვენახები, ერთწლიანი სამეურნეო კულტურები და ხეხილის ბაღები დააზიანა.
07 ივნისი 2026, 11:39
მსოფლიო
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
რუსეთის ტერიტორიაზე სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშების შესახებ ცნობებს ავრცელებს უკრაინაც. კიევმა სანქტ-პეტერბურგში, ნავთობტერმინალზე მიტანილი იერიში დაადასტურა. ინფრასტრუქტურული ობიექტები დაიბომბა კიროვისა და კრასნოსელსკის რაიონებშიც
07 ივნისი 2026, 11:30
საზოგადოება
სამების ტაძარში დღეს საყოველთაო ნათლობა გაიმართება - დღესვე შიო მესამე შეხვდება და დალოცავს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს
ყოველთა წმინდანთა ხსენების კვირას კათოლიკოს-პატრიარქი ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში ატარებს, წირვის შემდეგ კი იქადაგებს.
07 ივნისი 2026, 11:27
მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ჰორმუზის სრუტეში ირანული დრონების ჩამოგდების შესახებ იუწყება
„დღეს ახლო აღმოსავლეთში მყოფმა ამერიკულმა ძალებმა ჩამოაგდეს ირანული წარმოების ორი მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ საერთაშორისო საზღვაო ნავიგაციას ჰორმუზის სრუტეში. ამერიკული ძალები კვლავაც საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებიან და მზად არიან, გააგრძელონ თავდაცვა ირანული აგრესიისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
07 ივნისი 2026, 11:12
საზოგადოება
მაკა ბოჭორიშვილი: დიასპორასთან ურთიერთობები ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა და წირვას დაესწრო, რომელიც სან-ფრანცისკოში, ქართული ეკლესიის წინამძღვარმა აღავლინა.
07 ივნისი 2026, 11:07
პოლიტიკა
ნიკოლ ფაშინიანი: ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან. ამაზე კარგი და ღრმა ურთიერთობა აღარ ვიცი, რა შეიძლება იყოს
„ბევრი პოლიტიკური და პოლიტიკური საკითხია, რომელზეც განვაგრძობთ თანამშრომლობას. უფრო დავაახლოებთ და გავაღრმავებთ ამ კავშირებს“, - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.
07 ივნისი 2026, 11:02
მსოფლიო
კიმ ჩენ ინის დის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა ბირთვული სახელმწიფოს სტატუსზე უარს არასოდეს იტყვის
Reuters-ის ცნობით, ეს განცხადება მან ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ჩრდილოეთ კორეაში დაგეგმილი ვიზიტის ფონზე გააჟღერა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე დაადასტურეს, რომ სი ძინპინი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველ შეხვედრას გამართავს კიმ ჩენ ინთან, რომლის დროსაც მხარეები ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ. ეს ვიზიტი მიზნად ისახავს ურთიერთობების მოწესრიგებას ჩრდილოეთ კორეასთან, რომელიც ხელშეკრულების თანახმად პეკინის ერთადერთი ოფიციალური მოკავშირეა.
07 ივნისი 2026, 11:00
საზოგადოება
დავით სონღულაშვილმა, სტამბოლში, პირველადი სურსათის დანაკარგების შემცირების საკითხებზე გამართულ მაღალი დონის მინისტერიალის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფორუმის „ნულოვანი ნარჩენი“ ფარგლებში გამართული მაღალი დონის მინისტერიალის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
07 ივნისი 2026, 10:52
რეგიონი
რუსთავში ნოიმიუნსტერის სასწავლო ცენტრის დელეგაცია იმყოფებოდა
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, სოციალური პედაგოგიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გერმანელ ექსპერტებს შეხვდნენ და რუსთავში ამ მიმართულებით დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
07 ივნისი 2026, 10:52
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთში მოქმედი გარკვეული ძალები ცდილობენ დაძაბულობა შექმნან სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში. ეს დაძაბულობა იმ მარტივი მიზეზის გამო არ იქმნება, რომ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა მაქვს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან
„მე ვერანაირ დაძაბულობას ვერ ვხედავ, ეს ხელოვნური დაძაბულობაა. ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან ინსტიტუციურია და ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა საარჩევნო უბნის გარეთ რუსი რეპორტიორის კითხვაზე პასუხისას, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
07 ივნისი 2026, 10:31
საზოგადოება
თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 8 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება
დედაქალაქის მერიის სოციალურ პროექტ „საზაფხულო ბაღებში“ აღსაზრდელთა რეგისტრაცია 8 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება და 21 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
07 ივნისი 2026, 10:26
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა მისცა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა. საარჩევნო უბნიდან გამოსვლისას მან ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
07 ივნისი 2026, 10:19
მსოფლიო
აშშ-ში ფესტივალზე სროლის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა
პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტში, სავარაუდოდ, სულ მცირე 2 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც, როგორც ჩანს, ერთმანეთს ესროდნენ. დაზარალებულთა საშუალო ასაკი 20 წელს ოდნავ აღემატება. ხელისუფლება ეჭვმიტანილების მოსაძებნად ტერიტორიას ჩხრეკს, კითხავს მოწმეებს და მობილური ტელეფონებით გადაღებულ ვიდეოებს სწავლობს.
07 ივნისი 2026, 09:40
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ პრეზიდენტ ზელენსკის წინადადებაზე უარით პუტინმა გაუშვა შანსი, გამოვიდეს მისი წაგებული ომიდან
რუსებისთვის კარგი ამბები არაა. პირდაპირ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პრეზიდენტ ზელენსკის წინადადებაზე უარით პუტინმა გაუშვა შანსი, გამოვიდეს მისი წაგებული ომიდან, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.
07 ივნისი 2026, 09:35
მსოფლიო
სომხეთში ერევნის ყოფილი მერი გაგიკ ბეგლარიანი დააკავეს
ერევნის ყოფილი მერი გაგიკ ბეგლარიანი მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში დააკავეს, - ინფორმაციას ანტიკორუფციული კომიტეტზე დაყრდნობით გამოცემა „არმენპრესი“ ავრცელებს.
07 ივნისი 2026, 09:24
მსოფლიო
სომხეთში ოპოზიციური პარტიის ექვსი წევრი დააკავეს
სომხეთში ოპოზიციური პარტიის, „ძლიერი სომხეთის“ ექვსი წევრი დააკავეს. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
07 ივნისი 2026, 09:07
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
7 ივნისს ქუთაისში მოსალოდნელია მცირე ნალექი. დღისით +24 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
07 ივნისი 2026, 08:26
მსოფლიო
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. კენჭისყრაში მონაწილეობს მოქმედი პრემიერი, ნიკოლ ფაშინიანი და მისი პარტია. მონაწილეობას ასევე იღებენ: „ძლიერი სომხეთის“ წარმომადგენელი, მილიარდერი სამველ კარაპეტიანი, „სომხეთის ალიანსი“და მისი ლიდერი, სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, ასევე, გაგიკ წარუკიანის „სომხეთის კეთილდღეობა“.
07 ივნისი 2026, 08:01
მსოფლიო
პეტერ მადიარი: შემდეგ კვირას პარლამენტს წარვუდგენთ კანონპროექტს საზოგადოებრივი მედიის სრული ტრანსფორმაციის შესახებ
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა საზოგადოებრივი მედიის სრული ტრანსფორმაციის შესახებ კანონი დააანონსა. ამის თაობაზე მან სოციალურ ქსელში დაწერა.


