28 ივლისი 2026, 12:35 / სანდო წყარო

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საგასტროლო ტურნე გაიმართა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საგასტროლო ტურნე გაიმართა.

საბალეტო დასმა „ლონდონის კოლიზეუმში“ (London Coliseum) პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტი „გედების ტბა“ 12-ჯერ წარმოადგინა.

საგასტროლო პროგრამის ფარგლებში, „ლონდონის კოლიზეუმში“ გაიხსნა ფოტოგამოფენა - „ბალეტ „გედების ტბის“ დადგმის ისტორია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში“. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თბილისის ოპერის თეატრში პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტის სხვადასხვა პერიოდის დადგმების ამსახველი ისტორიული ფოტომასალა, ასევე ნინო ანანიაშვილის საეტაპო სპექტაკლების ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა თეატრიდან.

„ლონდონის კოლიზეუმში“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი პირველად 2024 წელს წარდგა.

კულტურის სამინისტროსთვის ქართული კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო პოპულარიზაციის ხელშეწყობა პრიორიტეტული მიმართულებაა. აღნიშნული მიზნით სამინისტრო არაერთ პროექტს და მხარდამჭერ ღონისძიებას ახორციელებს.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპი

28 ივლისი 2026, 13:09

მსოფლიო

WSJ: უკრაინის ბრძოლის ველზე მიღწეული წარმატებებით მოხიბლული ტრამპი ზელენსკის მიმართ დამოკიდებულებას ცვლის

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირად საუბრებში მრჩევლებთან აცხადებდა, რომ უკრაინა ომს აგებდა.

28 ივლისი 2026, 13:03

საზოგადოება

გლდანის რაიონის გამგეობა ავჭალაში სკვერს აწყობს

პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია ბავშვთა გასართობი ზონების და ფიტნეს სივრცის მოწყობა, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დაიგება საფეხმავლო ბილიკები, ტერიტორია გამწვანდება და განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ სპორტულ მოედანს და მოეწყობა საპარკინგე სივრცეც.

28 ივლისი 2026, 12:55

რეგიონი

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც რეგიონი ბუნების მოყვარულთათვის „ნამდვილ სამოთხედ“ არის შეფასებული. სტატიის ავტორი მკითხველს პირველივე აბზაციდან აცნობს აჭარის მთავარ უპირატესობას და წერს: „დილით შავ ზღვაში ბანაობა, შუადღეს კი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის უძველეს კოლხურ ტყეებში ლაშქრობა — აჭარა, ბათუმის გარშემო მდებარე რეგიონი, ნამდვილი სამოთხეა ბუნების მოყვარულთათვის.“

28 ივლისი 2026, 12:52

თავდაცვა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში დაიწყო

ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში მიმდინარეობს, რომლის შედეგადაც სტრუქტურული ერთეულების პირველადგილოსანი გუნდები გამოვლინდებიან. საფინალო ეტაპზე გადასული საუკეთესო გუნდები 5 და 6 აგვისტოს ქუთაისში იასპარეზებენ. გამარჯვებულ გუნდს გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი გადაეცემა, ხოლო საპრიზო ადგილების მფლობელები შესაბამისი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან. ფინალურ ღონისძიებაზე დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შორის პარაკალათბურთში საჩვენებელი თამაშიც გაიმართება.

28 ივლისი 2026, 12:37

მსოფლიო

AXIOS: აშშ-ის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ სანქციებმა ირანი შესაძლოა ბომბებზე მეტად დააზიანოს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებულმა ეკონომიკურმა ზეწოლამ გაცილებით ნაკლები ყურადღება მიიპყრო, ვიდრე მისმა დაბომბვის კამპანიამ, თუმცა აშშ-ის მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ საბოლოოდ სწორედ ეკონომიკურმა ზომებმა შესაძლოა თეირანის რეჟიმს უფრო მძიმე დარტყმა მიაყენოს. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.

28 ივლისი 2026, 12:34

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფოთში რესტორანს ,,ჯარგვალი“ საწარმოო პროცესი შეუჩერა

სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს კვების ობიექტი შპს ,,ჯარგვალი 2026“ (მის: ფოთი, გურიის ქუჩა N220). ინსპექტირებისას ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები-არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. გარდა ამისა, დარღვეული იყო მიკვლევადობისა და ეტიკეტირების მოთხოვნები. ასევე, ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.

კრიშტიანუ რონალდუ

28 ივლისი 2026, 12:27

კულტურა

The Sun: კრიშტიანუ რონალდუ მხატვრულ სერიალზე მუშაობს

The Sun-ის ცნობით, სერიალი მოგვითხრობს გამოგონილ ბრიტანელ საფეხბურთო აგენტზე, სტენლი დალტონზე, რომლის როლსაც „სამშობლოსა“ და „მილიარდების“ ვარსკვლავი დემიენ ლუისი შეასრულებს. პროექტის იდეა ცნობილ საფეხბურთო აგენტს, დარენ დეინს ეკუთვნის, გადაღებები კი ლონდონში უკვე მიმდინარეობს. რონალდუსთან ერთად სერიალში ასევე გამოჩნდება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ტიერი ანრი.

28 ივლისი 2026, 12:20

მსოფლიო

იაპონიაში 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე

სამხრეთ იაპონიაში ცოტა ხნის წინ 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ არიაკესა და იაცუშიროს ზღვების სანაპიროებისთვის ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოსცა. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

28 ივლისი 2026, 12:19

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, ხოლო 6 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი „კანონიერი ქურდია"

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

28 ივლისი 2026, 12:13

მსოფლიო

გამოკითხვა: ირანთან ომს ამერიკელების მხოლოდ მესამედი უჭერს მხარს, უმეტესობა კი ტრამპის მიზნებს გაურკვევლად მიიჩნევს

სააგენტო Reuters-ის დაკვეთით კომპანია Ipsos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების მხოლოდ მესამედი უჭერს მხარს ირანთან მიმდინარე ომს. ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც კონფლიქტი ხუთი თვის წინ დაიწყო.

28 ივლისი 2026, 12:04

რეგიონი

იმერეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ პრეზენტაცია ჩატარდა

ქუთაისში იმერეთის მხარის ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობი წარმომადგენლებს, ფერმერებსა და მეწარმეებს სოფლის განვითარების სააგენტომ „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ წარუდგინა.

28 ივლისი 2026, 11:42

კულტურა

„ოდისეას“ მეკობრული ვერსია ინტერნეტში მოხვდა

კრისტოფერ ნოლანის „ოდისეა“ ინტერნეტში აიტვირთა - სრული ფილმი HD-ხარისხში სოციალურ ქსელ X-ში გამოჩნდა და სულ რაღაც 2,5 საათში 2 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. საავტორო უფლებების მფლობელების საჩივრის შემდეგ პოსტი წაშალეს, ხოლო ანგარიში, რომელმაც ფილმი განათავსა, დაბლოკეს. მომდევნო დღეს ქსელში კიდევ ერთი, შედარებით დაბალი ხარისხის ვერსია გამოჩნდა, თუმცა ისიც სწრაფად წაშალეს.

28 ივლისი 2026, 11:36

მსოფლიო

თურქეთის ანტალიის პროვინციაში ტყის ხანძარს ებრძვიან

თურქეთის ანტალიის პროვინციის ქაშის რაიონში, უზუმლუს დასახლებასთან მდებარე ტყის მასივში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

28 ივლისი 2026, 11:19

მსოფლიო

BBC: ესპანეთი და საფრანგეთი სიცხის ახალ ტალღას ელოდებიან, ხოლო ტყის ხანძარი უკვე ბორდოს უახლოვდება

ესპანეთი და საფრანგეთი სიცხის ახალ ტალღას ელოდებიან. სინოპტიკოსების პროგნოზით, ზოგიერთ რეგიონში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბებს, იუწყება BBC.

დავით სონღულაშვილი

28 ივლისი 2026, 11:13

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი: ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობის ზრდა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სომელიეთა საერთაშორისო გილდიის (ISG) პრეზიდენტს, ჯოზეფ მილერს შეხვდა.

ლარი

28 ივლისი 2026, 11:01

ტაბლოიდი

ბრიტანეთის ახალი პრემიერი თავის ძაღლს დაუნინგ-სტრიტზე კატა ლარის გამო არ გადაიყვანს 🐱

„არ მგონია, ქვეყანას ჩემთვის მადლობა გადაეხადა, ექსელი აქ რომ მომეყვანა და ლარის ჩვეული მშვიდობა დარღვეულიყო“, - აღნიშნა ბერნემმა.

28 ივლისი 2026, 10:53

საზოგადოება

დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 300-მდე ოჯახს საცხოვრებელ სახლებს შეუსყიდის

იმ ოჯახების სია, რომელთა განსახლების თაობაზე დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ და სააგენტოს წარუდგინონ.

28 ივლისი 2026, 10:51

პოლიტიკა

გივი მიქანაძემ ანკარაში ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა

ანკარაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის (Middle East Technical University – METU) მოქმედ პრეზიდენტ ენდერ ჯიეროღლუს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

28 ივლისი 2026, 10:48

ტექნოლოგიები

WSJ: ChatGPT ბიოლოგიური იარაღის შექმნისთვის ეტაპობრივ ინსტრუქციებს იძლეოდა

2026 წლის დასაწყისში მომხმარებლები ჩატბოტისგან ვირუსების მოდიფიკაციის, ტოქსიკური ნივთიერებების შექმნისა და პათოგენების გავრცელების გზების გარკვევას ცდილობდნენ. ზოგ შემთხვევაში ხელოვნურმა ინტელექტმა მათ საჭირო ინფორმაცია მიაწოდა. ენობრივი მოდელი მომხმარებლებს ეტაპობრივ სახელმძღვანელოებს აძლევდა. OpenAI-ის თანამშრომლებმა გამოცემას განუცხადეს, რომ პასუხები იმდენად მარტივ განმარტებებს შეიცავდა, რომ ისინი სკოლის მოსწავლეებისთვისაც კი გასაგები იყო. ექსპერტებმა მიღებულ მონაცემებს „სახიფათოდ ზუსტი“ უწოდეს.