A$AP Rocky აცხადებს, რომ რიანა ახალ მუსიკაზე მუშაობს
რიანა და A$AP Rocky
ფოტო: Getty Images
რიანას პარტნიორი A$AP Rocky აცხადებს, რომ მომღერალი ახალ მუსიკაზე მუშაობს. „ის ახლა სტუდიაშია“, - განაცხადა რეპერმა ჯეისონ ლის პოდკასტ-ში სტუმრობისას.
პროექტის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, თუმცა A$AP Rocky-მ უარყო ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ წყვილი ორმაგ ალბომზე მუშაობს.
ბარბადოსელ მომღერალსა და სილამაზის ინდუსტრიის მაგნატს, რომლის ნამდვილი სახელიც რობინ ფენტია, 2016 წლის Anti-ს შემდეგ სრული ალბომი არ გამოუშვია.
„შენ ხარ იმის მიზეზი, ალბომი რომ არ გვაქვს?“ - ჰკითხა პოდკასტის წამყვანმა ჯეისონ ლიმ რეპერს, რომელთანაც რიანას 3 შვილი ჰყავს. რეპერმა ეს უარყო და თქვა, რომ მომღერალი სინამდვილეში ახალ მუსიკაზე მუშაობს.
„ჰო, მე ეს ვთქვი, მაპატიე ძვირფასო“, - თქვა მან და იხუმრა, რომ ამის გამო „შარს გადაეყრებოდა“.
ინტერვიუში სავარაუდო მუსიკის შესახებ სხვა დეტალები თითქმის არ გაჟღერებულა.
გასული წლის თებერვალში რიანამ თქვა, რომ ახალ ალბომთან დაკავშირებით „ძალიან ოპტიმისტურად“ იყო განწყობილი. „მგონია, რომ საბოლოოდ მივაგენი!“ - განუცხადა მან Harper's Bazaar-ის რეპორტიორს.
ბოლო ალბომის შემდეგ რიანამ რამდენიმე სინგლი გამოუშვა. მან ასევე დააფუძნა რამდენიმე ბიზნესი, მათ შორის მისი პოპულარული კოსმეტიკური ხაზი Fenty Beauty და ქალის თეთრეულის კომპანია. Forbes-ის შეფასებით, 38 წლის ვარსკვლავის ქონება მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს.
ყველა სიახლე
06 აგვისტო 2026, 12:46
საზოგადოება
გლდანის რაიონში მიმდინარე წელს ბმა-ს პროგრამით 24 სახურავი რეაბილიტირდა
გლდანის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე წელს სახურავისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაციის სამუშაოები 24 მისამართზე განხორციელდა. გაწეული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 691 000 ლარი დაიხარჯა, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
06 აგვისტო 2026, 12:46
მსოფლიო
უკრაინული მედია: ევროკავშირმა სამხედრო ასაკის მქონე უკრაინის მოქალაქეებისთვის თავშესაფრის გაცემა შეაჩერა
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები დღეიდან აღარ მისცემენ თავშესაფარს იმ უკრაინელ მამაკაცებს, რომლებსაც ჯარში გაწვევის ასაკი აქვთ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
06 აგვისტო 2026, 12:42
პოლიტიკა
თამარ ზოდელავამ გაერო-ს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის (UN-GGIM) მე-16 სესიის ფარგლებში, მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები გამართა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ გაერო-ს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის (UN-GGIM) მე-16 სესიის ფარგლებში, მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები გამართა, - ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
06 აგვისტო 2026, 12:22
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ფაქტზე საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
06 აგვისტო 2026, 12:18
ეკონომიკა
ლაშა აბაშიძე: ბოლო პერიოდის განმავლობაში, ლიანდაგსა და ინფრასტრუქტურაზე მნიშვნელოვანი კაპიტალური სამუშაოები ჩავატარეთ, რომელმაც საშუალება მოგვცა, რომ სიჩქარეები გარკვეულ მონაკვეთებზე გაგვეზარდა
თბილისი-ბათუმის და ბათუმი-თბილისის სარკინიგზო ხაზზე მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა, - აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, ლაშა აბაშიძე.
06 აგვისტო 2026, 12:15
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: მოლდოვის ხელისუფლებას აქვს უფლება მკაცრად აღკვეთოს სიძულვილის ენა ინტერნეტში, იმიტომ რომ დასავლეთის ფავორიტია, საქართველოს ხელისუფლებას კი ამის უფლება თურმე არ უნდა ჰქონდეს, თუ აშშ-ის საელჩოს და სხვა დასავლელი აქტორების „ლოგიკას“ დავეყრდნობით
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, სიძულვილის ენის გაღვივების ხელშემწყობი პოლიტიკოსების მკაცრი დასჯა მოითხოვა.
06 აგვისტო 2026, 12:08
ტექნოლოგიები
მეცნიერებმა მზის ზედაპირი უპრეცედენტო დეტალიზაციით გადაიღეს
მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე მძლავრი მზის ტელესკოპით (Inouye Solar Telescope) მზის ზედაპირის (ფოტოსფეროს) ყველაზე მაღალი რეზოლუციის ფოტოები და კადრები გადაიღეს. მასალაზე მკაფიოდ ჩანს ენერგიის მბრუნავი გრიგალები, რომელთა დაფიქსირებაც მანამდე შეუძლებელი იყო.
06 აგვისტო 2026, 12:03
რეგიონი
ლევან დარსალია: ზამთრის სეზონისთვის გუდაურში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები ხელს შეუწყობს გუდაურის ტურისტული პოტენციალის გაზრდას
„ყველა ეს პროექტი ხელს შეუწყობს როგორც ტურისტების მოზიდვას, ასევე გუდაურის ტურისტული პოტენციალის გაზრდას“, - განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან დარსალიამ, 2026-2027 წლის ზამთრის სეზონისთვის გუდაურში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.
06 აგვისტო 2026, 11:38
მსოფლიო
აშშ-ში უკრაინის ყოფილ ელჩს ოლგა სტეფანიშნას სასამართლომ 130 ათასი დოლარის ოდენობის გირაო შეუფარდა
უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ უკრაინის ყოფილ ელჩს აშშ-ში ოლგა სტეფანიშინას კორუფციის საქმეზე 6 მილიონი გრივნის (დაახლოებით 130 ათასი დოლარი) ოდენობის გირაო შეუფარდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
06 აგვისტო 2026, 11:36
სპორტი
ჯანი ინფანტინო FIFA-ს პრეზიდენტად დარჩება. მან მსოფლიო ჩემპიონატის წილის კერძო ინვესტორებისთვის მიყიდვის გეგმის გამო ბოდიში მოიხადა
„გულწრფელ ვიხდით ბოდიშს ამ შეცდომების გამო და გპირდებით, რომ ისინი აღარ განმეორდება“, - ნათქვამია წერილში. ამასთან, მასში აღნიშნულია, რომ წერილის ავტორები შეცდომად ასევე მედიაში FIFA-ს გეგმების გაჟონვას მიიჩნევენ.
06 აგვისტო 2026, 11:24
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: სამწუხაროდ, ეს ე.წ. ოპოზიცია გადაიქცა ჩვეულებრივ პოლიტიკურ დაჯგუფებად, რომლისთვისაც აბსოლუტურად არანაირი ღირებულება არ აქვს საკუთარ ქვეყანას, ქვეყნის ინტერესებს, საკუთარ მოსახლეობას
„გასული ათწლეულების პრაქტიკა და მაგალითი ნამდვილად აჩვენებს, რომ მათთვის მთავარი ამოსავალი წერტილი და სამიზნე არ ყოფილა საქართველოს ეროვნული ინტერესები. მათი გადაწყვეტილებები ყოველთვის იყო ნაკარნახევი იმით, თუ რა გეოპოლიტიკური ხმაური იყო გარშემო, რა დავალებებს იღებდნენ“, - აცხადებს მახაშვილი.
06 აგვისტო 2026, 11:24
საზოგადოება
საქართველოს რკინიგზამ თბილისი-ბათუმი, ბათუმი-თბილისის მიმართულებებზე სამგზავრო დრო 4 საათამდე შეამცირა
საქართველოს რკინიგზამ თბილისი-ბათუმი, ბათუმი-თბილისის მიმართულებებზე სამგზავრო დრო 4 საათამდე შეამცირა - განახლებული გრაფიკით თბილისი-ბათუმის მატარებლით მარიამ ქვრივიშვილმა და ირაკლი კობახიძემ იმგზავრეს.
06 აგვისტო 2026, 11:22
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: ეს რომ იყოს გამოუცდელი პოლიტიკოსის უბრალო წამოძახილი, ვიფიქრებდი, რომ შეცდომა დაუშვა, მაგრამ ეს არის დანაშაულებრივი განცხადება
ეს რომ იყოს გამოუცდელი პოლიტიკოსის უბრალო წამოძახილი, ვიფიქრებდი, რომ შეცდომა დაუშვა, მაგრამ ეს არის დანაშაულებრივი განცხადება, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა გიორგი ბარამიძის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ 1993 წელს ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ.
06 აგვისტო 2026, 11:21
მსოფლიო
The New York Times: აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ კუბაზე ფარული სამუშაო ჯგუფი შექმნა. ტრამპი ჰავანაზე ზეწოლას აძლიერებს
აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) ფარულად შექმნა კუბაზე მომუშავე სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელმაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნების შესაბამისად კუბის ხელისუფლებაზე უფრო კოორდინირებული ზეწოლის კამპანია უნდა წარმართოს, რათა ჰავანამ ეკონომიკური, პოლიტიკური და საკადრო ცვლილებები განახორციელოს. ინფორმაციას The New York Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
06 აგვისტო 2026, 11:15
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ
„აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
06 აგვისტო 2026, 11:11
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: ვრცელდება ყალბი ისტორიები, თითქოს საქართველოში უცხოელებისთვის ყოფნა სახიფათოა. ეს შემთხვევითი საინფორმაციო ხმაური არ არის, ეს არის ქვეყნის რეპუტაციის დაზიანების მცდელობა - უნდა დადგინდეს ვინ არის დავალების გამცემი და შემსრულებელი
სუსის მიერ საბოტაჟის მუხლით გამოძიების დაწყება უაღრესად მნიშვნელოვანია, უნდა დადგინდეს, ვინ დგას საქართველოს წინააღმდეგ, წარმოებული კამპანიის უკან, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
06 აგვისტო 2026, 11:09
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ივლისში უკანონო ტყითსარგებლობის 112 ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 ივლისიდან 31 ივლისის პერიოდში, უკანონო ტყითსარგებლობის 112 ფაქტი გამოავლინეს.
06 აგვისტო 2026, 11:06
მსოფლიო
POLITICO: აშშ-მა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა აღადგინა
აშშ-სა და უკრაინას შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება კვლავ იმავე დონეს დაუბრუნდა, რაც ადრე იყო. ინფორმაციას POLITICO უკრაინის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
06 აგვისტო 2026, 10:58
სამართალი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის ფიგურანტის, ნია იმნაძის დაკავებასთან დაკავშირებით ოპოზიციურ სპექტრში არსებულ კითხვებსა და უკმაყოფილებას, მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე ეხმიანება. კერძოდ, მან კომენტარი დაწერა ნანა ჟორჟოლიანის ფეისბუქ-პოსტზე და განაცხადა, რომ დღევანდელი "პოსტაობა" სირცხვილი და დანაშაულის ტოლფასი შეცდომაა.


