კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ილმაზლოში არქეოლოგიური კვლევები გრძელდება
ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზლოსთან მდებარე მრავალფენიანი ნამოსახლარის არქეოლოგიურ სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი, ექსპედიციის ხელმძღვანელ გიორგი გოგოჭურთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
ილმაზლოს ნამოსახლარის კვლევა 2020 წლიდან დაიწყო და პერიოდულად გრძელდება. ამჟამად გათხრილია დაახლოებით 700 კვ. მ ფართობი. არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილი კულტურული ფენები და სტრუქტურები ექვს სხვადასხვა ეპოქას განეკუთვნება, რაც ძეგლს განსაკუთრებულ სამეცნიერო მნიშვნელობას ანიჭებს.
ყველაზე ადრეული აღმოჩენები ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებს მიეკუთვნება და წარმოდგენილია საკურთხევლითა და სამეურნეო ორმოთი. შემდეგი ქრონოლოგიური ჯგუფი რკინის ხანას განეკუთვნება და ძვ. წ. VIII–VII საუკუნეებით თარიღდება. აღმოჩენილია ანტიკური ხანის დასასრულისა და ელინისტური ეპოქის პერიოდის სამარხებიც.
ნამოსახლარი 2011 წელს, ახალი მშენებლობის პროცესში გამოვლინდა; იგი მტკვრისპირა ბუნებრივ ბორცვზე მდებარეობს. მკვლევართა ვარაუდით, ნამოსახლარის ბორცვზე აღნიშნული ეპოქების სამშენებლო ფენებიც უნდა არსებობდეს, რომელთა გამოვლენაც შემდგომი არქეოლოგიური კვლევების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი იქნება.
ილმაზლოს მრავალფენიანი ნამოსახლარის სისტემური შესწავლა მნიშვნელოვანია არამხოლოდ კონკრეტული ძეგლის ისტორიისა და არქეოლოგიური კულტურების კვლევის თვალსაზრისით, არამედ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ქვემო ქართლის ისტორიული განვითარების პროცესების უკეთ შესასწავლადაც.
ილმაზლოს მრავალფენიანი ნამოსახლარის არქეოლოგიურ კვლევაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი მუშაობს.
ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ყველა სიახლე
01 ოქტომბერი 2026, 16:05
მსოფლიო
ფაშინიანი არ გამორიცხავს, რომ სომხეთი ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არ გამორიცხა, რომ ერევანი ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება.
01 ოქტომბერი 2026, 16:02
საზოგადოება
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზეა
კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის ფარგლებში წყალმომარაგებისა და წყალაირინების ქსელების განახლების დასკვნითი ეტაპის სამუშაოებს ასრულებს, - ინფორმაციას ჯივიპი ავრცელებს.
01 ოქტომბერი 2026, 15:59
ეკონომიკა
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს პარიზის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში IFTM Top Resa 2026 მიიღო მონაწილეობა. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად საქართველოს ეროვნულ სტენდზე 8 ქართული კომპანია და ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი.
01 ოქტომბერი 2026, 15:59
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი განშტოებების მიერ 1-ელ ოქტომბერს აქციების დაანონსება სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების ისტორიული მეხსიერების აბუჩად აგდება და იმ მილიონზე მეტი მოქალაქის შეურაცხყოფა, რომელმაც 14 წლის წინ მოძალადე რეჟიმს საბოლოო ვერდიქტი გამოუტანა
ამ სიმბოლურ დღეს იმ ძალის წარმომადგენლები, რომლებმაც წლების განმავლობაში საკუთარი მოქალაქეების ტერორში ყოფნით გაითქვეს სახელი, კვლავ ცდილობენ პოლიტიკური პროვოკაციების მოწყობას, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას.
01 ოქტომბერი 2026, 15:53
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: როდესაც ირაკლი კუპრაძე და „ლელოს“ წარმომადგენლები ეკონომიკურ მდგომარეობასა და ხალხზე ზრუნვაზე ლაპარაკობენ, საზოგადოებას კარგად ახსოვს, თუ ვინ დგას ამ პარტიის უკან და რა წარსული აკავშირებთ მათ საქართველოს მოქალაქეებთან
ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი „ლელოს“ გენერალური მდივნის ირაკლი კუპრაძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მისამართით წამოყენებული ბრალდებები რეალობას აბსოლუტურად აცდენილია და მხოლოდ იაფფასიან პოლიტიკურ პოპულიზმს ემსახურება.
01 ოქტომბერი 2026, 15:48
საზოგადოება
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს პარიზის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში IFTM Top Resa 2026 მიიღო მონაწილეობა. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოს ეროვნულ სტენდზე 8 ქართული კომპანია და ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი, - ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
01 ოქტომბერი 2026, 15:41
რეგიონი
გარდაბნის ცენტრალურ პარკში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა
გარდაბნის ცენტრალურ პარკში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა
01 ოქტომბერი 2026, 15:37
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
ბანკია მონაცემებით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, -32.4 მლრდ აშშ დოლარი (-85.8 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს -79.7%-ია (2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით იგივე მაჩვენებელი -81.5% იყო). წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 265.2 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა.
01 ოქტომბერი 2026, 15:36
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი: საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 28.2 მლრდ აშშ დოლარი (74.5 მლრდ ლარი) შეადგინა
მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის“ - 2003, შესაბამისად, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
01 ოქტომბერი 2026, 15:36
სამართალი
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ, ინგლისისა და უელსის სამართლის საზოგადოებასთან თანამშრომლობით, ინგლისური სამართლის ფორუმს უმასპინძლა
ღონისძიებაში ქართველი, ბრიტანელი და ესპანელი იურისტები, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
01 ოქტომბერი 2026, 15:26
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა
იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.
01 ოქტომბერი 2026, 15:26
საზოგადოება
ComCom-მა „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევისთვის 10 000 ლარით დააჯარიმა
კომუნიკაციების კომისიამ, 14 სექტემბრიდან 16 სექტემბრის პერიოდში, მონიტორინგი ჩაატარა, რომლის შედეგადაც, „ფორმულას“ 17-საათიან ახალი ამბების პროგრამებში წამყვანებისა და კორესპონდენტების მხრიდან პირადი მოსაზრებების გავრცელებისა და მიუკერძოებლობის კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტები გამოიკვეთა.
01 ოქტომბერი 2026, 15:08
საზოგადოება
საქართველოს საზღვრიდან 20კმ-ში 4.1(ML) სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
საქართველოს საზღვრიდან 20კმ-ში 4.1(ML) სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს. „დღეს თბილისის დროით 14:51-ზე აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 16კმ-ში მოხდა 4.2(ML) სიმძლავრის მიწისძვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
01 ოქტომბერი 2026, 15:06
მსოფლიო
ძალადობის ყველა მონაწილე კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს - საფრანგეთის განათლების მინისტრი სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ მძიმე ინციდენტებს ეხმაურება და აცხადებს, რომ განხორციელებული ძალადობა ყოველგვარ ზღვარს სცდება
საფრანგეთის განათლების მინისტრი, ედუარ ჟეფრე სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ მძიმე ინციდენტებს ეხმაურება და აცხადებს, რომ განხორციელებული ძალადობა ყოველგვარ ზღვარს სცდება.
01 ოქტომბერი 2026, 15:03
სამართალი
გივი ამილახვარი, რომელმაც სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა დავით ნარმანიას ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ 1 500 ლარით დააჯარიმა
გივი ამილახვარი, რომელმაც სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა დავით ნარმანიას, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ 1 500 ლარით დააჯარიმა. უფლებადამცველის თქმით, ის ადასტურებს რომ პოსტი გვერდიდანაა გაზიარებული, თუმცა არ აღიარებს, რომ ეს ფაქტი თვითონ ჩაიდინა.
01 ოქტომბერი 2026, 14:55
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი მზია ამაღლობელისთვის ლეხ ვალენსას ჯილდოს გადაცემაზე: საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებია, იმ ადამიანის სახელის შეურაცხყოფაა, ვისი სახელობის ჯილდოც გადასცეს
საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებია, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი სოსიაშვილი მზია ამაღლობელისთვის ლეხ ვალენსას სახელობის „სოლიდარობის პრიზის“ გადაცემას.
01 ოქტომბერი 2026, 14:48
მსოფლიო
მარსელში, ვიქტორ ჰიუგოს ლიცეუმისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობისას, სკოლის ხელმძღვანელებს ბენზინი შეასხეს
მარსელში მდებარე ვიქტორ ჰიუგოს ლიცეუმისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობისას, სკოლის ხელმძღვანელებს ბენზინი შეასხეს. ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონის განათლების სამმართველო ავრცელებს.
01 ოქტომბერი 2026, 14:46
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტის - ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატაში მოქმედ საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
01 ოქტომბერი 2026, 14:41
საზოგადოება
საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სისხლის დონაციის აქციაში მიიღეს მონაწილეობა
დღეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) სისხლის დონაციის აქცია გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, ცესკოს აპარატისა და საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებმა საჭიროების მქონე პაციენტებისთვის სისხლი უანგაროდ გაიღეს, - ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.


