imedi /  24 მარტი 2018, 01:19 / სანდო წყარო

რუსეთის წინააღმდეგ ქართველების უძველესი პეტიციის ორიგინალი იპოვეს

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიწვეულმა მკვლევარმა და პროფესორმა ბექა კობახიძემ და უნივერსიტეტის ბოდლიანის ბიბლიოთეკის ორიენტალური განყოფილების უფროსმა ჯილიან ევისონმა ქართველი ხალხის საუკუნოვან პეტიციას მიაგნეს, რომელიც რუსეთის მხრიდან 1783 წლის გიორგიევსკის ტრაქტატის დარღვევასა და ანექსიას ეხება.

დეტალურად უნიკალური აღმოჩენის შესახებ პროფესორი თავის Facebook-გვერდზე წერს.

„1907 წელს გაიმართა ჰააგის საერთაშორისო კონფერენცია. მან ბევრი ისეთი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმა დაადგინა, რომელიც დღემდე ძალაშია. ამ კონფერენციისთვის ანარქისტმა და ქართველმა ნაციონალისტმა, თავადმა ვარლამ ჩერქეზიშვილმა დაიწყო "ქართველი ხალხის პეტიციის" შედგენა. პეტიცია ბრალს სდებდა რუსეთს 1783 წლის გიორგიევსკის ტრაქტატის დარღვევაში, ანექსიაში, 1905-1906 წლებში პოგრომების მოწყობაში გურიის ტერიტორიაზე და ითხოვდა ტრაქტატის მუხლების საფუძველზე საქართველოსთვის პოლიტიკური ავტონომიის მინიჭებას. საჯაროდ ასე იყო ცნობილი, რომ ტექსტი შეადგინა მომავალში ეროვნულ-დემოკრატმა, იურისტმა გოგიტა გვაზავამ.

ჯერ კიდევ 5 წლის წინ ვნახე ოქსფორდის ბოდლიანის ბიბლიოთეკაში, რომ ტექსტის რედაქტირებაზე და მისთვის საბოლოო სახის მიცემაზე მუშაობდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ოლივერ უორდროპი. მან ისიც მოახერხა, რომ ტექსტი მოხვედრილიყო კონფერენციის მონაწილეთა მაგიდაზე, მაგრამ საკუთარ მონაწილეობას, გასაგებ მიზეზთა გამო, ბოლომდე ასაიდუმლოებდა.
ვარლამ ჩერქეზიშვილმა ასე შეაფასა ეს მოვლენა: "ასი წლის შემდეგ პირველად იყო, რომ ქვეყნიერებამ საქართველოზე დაილაპარაკა."

სამიათასამდე ხელმოწერა ჰქონდა ტექსტსო, გადმოცემით ვიცოდით, მაგრამ სად იყო ეს ხელმოწერები არ გვენახა. 2013 წელსაც ვეძებდი და ვერ ვიპოვე ოქსფორდში. როგორც ხდება ხოლმე, არასწორი სახელით აღმოჩნდა კატალოგიზირებული. ახლა კიდევ ერთხელ მოძებნა მთხოვა ბატონმა ოთარ ჯანელიძემ და ისევ ვერ მოვძებნიდი, რომ არა გილიან ევისონი, რომელიც ამ კოლექციას კურირებს და იცის სად რა ეშმაკი შეიძლება იყოს დამალული. თავიდან ვერც მან მოძებნა, მაგრამ განმეორებითი და განმეორებითი ძებნის შემდეგ მივაკვლიეთ", - წერს ბექა კობახიძე.

„25 ფურცელი, ხელმოწერებით სავსე. ეს არის ქართველი ხალხის პეტიცია, ნამდვილად, ამ პრინციპითაც შედგა ის:

1. არც ერთი პოლიტიკოსის და პოლიტიკურად აქტიური ადამიანის ხელმოწერა ზედ არ არის;

2. საზოგადო და კულტურულ მოღვაწეთა უმრავლესობა (ოცხელი, ვუკოლ ბერიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, კოტე მაყაშვილი და ა.შ.), მღვდლები (კარბელაშვილები), მუშები, გლეხები, მასწავლებლები, თავადაზნაურობა ლამის სრული შემადგენლობით, მრეწველები და "ახალშობილი" ქართული ბურჟუაზია;

3. სხვადასხვა ზომისა და ფორმის ფურცლებზეა ხელმოწერები გაკეთებული, რეგიონული პრინციპით. ცალკეა კახეთის ხელმოწერები, ცალკე იმერეთის და ა.შ.

წარმოიდგინეთ რამხელა შრომა და რისკია ამ ყველაფერში ჩადებული:

1. ცარისტული რუსეთის პირობებში ეს ხალხი დადიოდა მთელი საქართველოს გარშემო და აგროვებდნენ ხელმოწერებს;

2. გლეხს და მუშას თუ ცოტა რამ ჰქონდა დასაკარგი, აი თავადაზნაურები და მრეწველები, მასობრივად, რისკის ქვეშ აყენებდნენ საკუთარ სოციალურ სტატუსსა და პრივილეგიებს, რადგან მათი ხელმოწერები უნდა წარედგინათ რუსეთის წინააღმდეგ, საერთაშორისო კონფერენციისთვის; (ახლა რობიკო სტურუა და სხვა ინტელიგენტნი აგროვებენ ხელმოწერებს რუსეთის სასარგებლოდ, მაგრამ ეს ცალკე საკითხია);

3. ვინც ფრანგულად ან ინგლისურად საუბრობდა (ასეთი ძალიან ცოტა იყო), მათ ხელი ლათინური ანბანით მოაწერეს, დანარჩენებმა ქართულად. არც ერთი რუსულენოვანი ხელმოწერა არ არის;

4. ამ ტექსტს უკეთებდნენ ინტერნაციონალიზაციას: ჩართეს უორდროპი, ჩართეს დასავლური პრესა და თქვენ წარმოიდგინეთ მაშინდელი საერთაშორისო ფემინისტური მოძრაობა ნანი დრაიჰარსტის მეთაურობით.

ხომ არაფერი ყოფილა შედეგი, ამას საქართველოს გათავისუფლება არც მოჰყოლია და ვერც მოყვებოდა, მაგრამ თვითონ კმაყოფილები იყვნენ, რომ მაქსიმუმი გააკეთეს და "ასი წლის შემდეგ პირველად იყო, რომ ქვეყნიერებამ საქართველოზე დაილაპარაკა."

ეს ხელმოწერები გვეუბნება, რომ ეროვნული თავისუფლებების მნიშვნელობა, ელიტურ ჯგუფებში მაინც, იმაზე მაღლა იყო, ვიდრე ხშირად გვგონია. სოციალური ისტორიის შესასწავლადაც საინტერესო აღმოჩენაა.

მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მეხსიერების პოლიტიკისა და მუზეუმისთვის არის ეს დოკუმენტი:

1. მასზე ყველა მეორე ქართველს შეუძლია საკუთარი გვარის ამოკითხვა და მერე იმ ამბავში ჩაძიება, რომ მისი ესა და ეს წინაპარი 111 წლის წინ ჰააგის კონფერენციისთვის წარსადგენ პეტიციას აწერდა ხელს და ამით დიდ რისკს სწევდა;

2. კარგი იქნებოდა ოკუპაციის მუზეუმში ერთი დიდი მემორიალური კედლის გაკეთება, სადაც ამ სახელებს და გვარებს ჩამოვწერდით. ხალხი მოვიდოდა და კედელზევე დაიწყებდა თავიანთი წინაპრების ძიებას, გადმოცემული ამბების მოყოლას... აქ შეიძლება ბევრი სხვა ინფორმაციაც წამოვიდეს ოჯახებიდან, რომელსაც ისინი დღემდე ყურადღებას არ აქცევდნენ", - აცხადებს ბექა კობახიძე.

ყველა სიახლე

29 სექტემბერი 2026, 11:51

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატები არ გვპატიობენ სუვერენიტეტის დაცვას - დარწმუნებული ვარ, არჩევნებამდე ქვეყანაში არეულობის მოწყობის კიდევ არაერთი უშედეგო მცდელობა იქნება

„ევრობიუროკრატები არ აპირებენ, თავი დაგვანებონ მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო მყარად იცავს სუვერენიტეტს. ისინი კვლავ ეცდებიან საქართველოში არეულობის მოწყობას. მათ არ სურთ მიიღონ ის მოცემულობა, რომ საქართველომ გაბედა და საკუთარი სუვერენიტეტი დაიცვა. მათ არეულობა გამოუვიდათ უკრაინაში და კიდევ ბევრ სხვა სახელმწიფოში; მოლდოვას ათქმევინეს - სხვა ქვეყანასთან გავერთიანდებით და ისე მიგვიღეთ ევროკავშირშიო. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ისინი სუვერენიტეტის დაცვას არ გვაპატიებენ. ევრობიუროკრატები ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს პირდაპირ ეუბნებიან, რომ, თუკი ამ კავშირის წევრები გახდებიან, არავითარი უფლება არ ექნებათ და, ფაქტობრივად, სუვერენიტეტსაც დაკარგავენ“.

დავით ჩიხელიძე

29 სექტემბერი 2026, 11:45

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: IRI-ის კვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ოპოზიციას პულსი არ ესინჯება და მას უცხოელი პარტნიორები ხელოვნურად აცოცხლებენ

ქართველმა ხალხმა ოპოზიციას კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქართველ ამომრჩეველს ოპოზიციის მიმართ ორგანული მიუღებლობა აქვს. რაც ამომრჩევლის პრობლემა კი არა, თავად ოპოზიციაში მყოფი ადამიანების ბრალია, რომლებიც ქართველ ხალხში ნდობასა და სიმპათიას ვერ იწვევენ, რადგან მათი წარსული და მათ მიერ არჩეული პოლიტიკური გზა კრიტიკას ვერ უძლებს - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ, სადაც „ქართული ოცნებას" - 36%, ხოლო ყველა ყველა სხვა ოპოზიციას ჯამში - 16% აქვს.

29 სექტემბერი 2026, 11:41

მსოფლიო

Sky News: ფიფამ ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს, უეფას ორგანიზაციის პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს დევნასა და „დეზინფორმაციის გავრცელებით“ საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში დასდო ბრალი

ფიფამ ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს, უეფას ორგანიზაციის პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს დევნასა და „დეზინფორმაციის გავრცელებით“ საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში დასდო ბრალი.

29 სექტემბერი 2026, 11:38

ჯანდაცვა

სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სარჯველაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრ ანაჰიტ ავანესიანს შეხვდა

სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სარჯველაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრ ანაჰიტ ავანესიანს შეხვდა

29 სექტემბერი 2026, 11:36

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი, გენო პეტრიაშვილი და დმანისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი სარსევანიძე სარკინეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გენო პეტრიაშვილი და დმანისის მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი სარსევანიძე, სარკინეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდნენ.

29 სექტემბერი 2026, 11:32

საზოგადოება

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები ამოქმედდა

საქართველოს პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. კანონი ახლებურად არეგულირებს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებულ პროცედურებს და დეტალურად განსაზღვრავს დარღვევის გამოვლენის, ჯარიმის დაკისრების, საურავის (მიუღებელი სარგებლის) დარიცხვის, გასაჩივრებისა და აღსრულების წესებს.

29 სექტემბერი 2026, 11:26

რეგიონი

რუხსა და ჩხოროწყუში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაუტარდათ

გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, რეგიონის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად გაეცნო.

29 სექტემბერი 2026, 11:25

პოლიტიკა

ირაკლი ხელაძე: გაიზარდა საშუალო ხელფასი, დასაქმებულთა რაოდენობა, სამუშაო ადგილები, ოჯახების ნომინალური შემოსავალი, შესაბამისად, დადგა საჭიროება, რომ ის 40-ათას ლარიანი საშემოსავლო ზღვარი აწეულიყო 100 ათას ლარამდე

გაიზარდა საშუალო ხელფასი, დასაქმებულთა რაოდენობა, სამუშაო ადგილები, ოჯახების ნომინალური შემოსავალი, შესაბამისად, დადგა საჭიროება, რომ ის 40-ათას ლარიანი საშემოსავლო ზღვარი აწეულიყო 100 ათას ლარამდე, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი ხელაძემ „ქრონიკასთან“.

29 სექტემბერი 2026, 11:15

საზოგადოება

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრ ალი ბინაჰმედ ალ-კუვარის შეხვდა.

29 სექტემბერი 2026, 11:15

პოლიტიკა

ოპოზიციის ისტორიული მინიმუმი და „ქართული ოცნების“ მაქსიმუმი - IRI-ის კვლევის შედეგები, რომელიც ოპოზიციამ დაუკვეთა და თავად დამალა

ოპოზიციის ისტორიული მინიმუმი და „ქართული ოცნების“ მაქსიმუმი - IRI-ის კვლევის შედეგები, რომელიც ოპოზიციამ დაუკვეთა და თავად დამალა

29 სექტემბერი 2026, 11:15

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციის მიერ დამალულ კვლევაზე: უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ „ფედერალისტები“ ბოკერიათი არ იზომება და არცერთი პროფესიონალი პოლსტერი, რომელსაც რეალობის გაზომვა სურს ჩერგოლეიშვილის დასახელების გარეშე ფედერალისტებს არ გაზომავს, რადგან მე ვარ პარტიის სპიკერი და არა ბოკერია

უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ „ფედერალისტები“ ბოკერიათი არ იზომება და არცერთი პროფესიონალი პოლსტერი, რომელსაც რეალობის გაზომვა სურს ჩერგოლეიშვილის დასახელების გარეშე ფედერალისტებს არ გაზომავს, რადგან მე ვარ პარტიის სპიკერი (ბოკერიასვე გადაწყვეტილებით), და არა ბოკერია, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი კვლევაზე, რომელიც ოპოზიციამ დამალა და რომელშიც „ფედერალისტების“ რეიტინგი ნულს უტოლდება.

ირაკლი ხელაძე

29 სექტემბერი 2026, 11:14

პოლიტიკა

ირაკლი ხელაძე IRI-ის კვლევაზე, სადაც რვა ოპოზიციურ პარტიას 16%-იანი მხარდაჭერა აქვს: კარგად ჩანს ამ კვლევაში ის ზიზღი, რაც საქართველოს მოსახლეობას აქვს დღევანდელი ოპოზიციის მიმართ

8 ოპოზიციურ პარტიას IRI-ის გამოკითხვით ჯამში 16%-იანი მხარდაჭერა აქვს - „ქართულ ოცნებას“ კი 36. ეს შედეგები ოპოზიციამ დამალა, არადა კვლევის ჩატარება საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე თავად დაუკვეთა.

29 სექტემბერი 2026, 11:13

საზოგადოება

29 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 113,5 ათასამდე ტონა ყურძენი

29 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 113,5 ათასამდე ტონა ყურძენი. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ ეტაპისთვის, გადამუშავებული 113,5 ათასი ტონა ყურძნიდან - 79,1 ათას ტონამდე მაღალი კონდიციის და ხარისხიანია, მთელი მოსავლის მხოლოდ 0,7%-ია უხარისხო და მკვახე.

ალქსანდრე რაქვიაშვილი

29 სექტემბერი 2026, 11:12

პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ს კვლევა ჩაუტარებია და მიდის ჩხუბი ოპოზიციაში, თურმე ქოცებს 36% აქვთ და ოპოზიციას ჯამში, ორჯერ ნაკლებიო, „ლელო“ არ იზომებაო, ჩერგო გიჟს გავსო, ნული უწერიაო

„ჰოდა, ამდენი ხანი ამომრჩეველი რომ ტყუილში აცხოვრე, „გაყალბდაო“ ყვიროდი და ვერაფერი დაამტკიცე, პროტესტის პირველი და მეორე ფაზებიო, ჯარიმებით დავღლითო, ცხელი გაზაფხულიო და ასე ტყუილი ტყუილზე და არაფერზე ბოდიში, არაფერზე მონანიება, არაფერზე აღიარება.. და რა უნდა მომხდარიყო, რეიტინგი გაიზრდებოდა?“ - წერს რაქვიაშვილი.

დავით ქართველიშვილი

29 სექტემბერი 2026, 11:09

ეკონომიკა

დავით ქართველიშვილი: კახეთი აღარ არის უბრალოდ „საქართველოს აღმოსავლეთი“ - ის ხდება იმ მარშრუტის ნაწილი, რომელიც კასპიის ზღვაზე ბევრად შორს იწყება და შავ ზღვაზე ბევრად შორს მთავრდება

მსოფლიო ბანკი და აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი ასობით მილიონ დოლარს დებენ აღმოსავლეთ საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაში ტრანსკასპიური დერეფნის ფარგლებში - მარშრუტში, რომელიც კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპულ ბაზარს უკავშირდება, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

29 სექტემბერი 2026, 11:02

მსოფლიო

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უწყებაში დაიბარა უკრაინის ელჩი - სააგენტო Yonhap-ის ცნობით, დიპლომატის დაბარების მიზეზი კიევის მიერ ჩრდილოეთკორეელი ორი ტყვის სეულისთვის გადაცემის ფაქტის გასაჯაროება გახდა

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უწყებაში დაიბარა უკრაინის დროებითი რწმუნებული ანდრიი ვიეშკინი. სააგენტო Yonhap-ის ცნობით, დიპლომატის დაბარების მიზეზი კიევის მიერ ჩრდილოეთკორეელი ორი ტყვის სეულისთვის გადაცემის ფაქტის გასაჯაროება გახდა.

29 სექტემბერი 2026, 10:32

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

29 სექტემბერი 2026, 10:31

მსოფლიო

რუსულმა ძალებმა კიევსა და ოდესაზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანეს - თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სასწავლო დაწესებულებები

რუსულმა ძალებმა კიევსა და ოდესაზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სასწავლო დაწესებულებები.

29 სექტემბერი 2026, 10:30

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, დაამზადეს ორი ერთეული ყალბი „ცნობა ყურძნის წარმოშობის შესახებ“. დოკუმენტებში შეტანილი იყო ყალბი მონაცემები, თითქოსდა რქაწითელის ჯიშის ყურძნის ადგილწარმოშობა იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭანდარი.

29 სექტემბერი 2026, 10:29

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანიტა ანანდს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და კანადის ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე.