imedi /  11 აპრილი 2018, 11:04 / სანდო წყარო

Check in Georgia-ს ფარგლებში ფოლკლორული ფესტივალი გაიმართება

აჭარა

აჭარა

პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ფოლკლორული ფესტივალი გაიმართება. ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ პრესკონფერენცია გამართეს.

ფესტივალი 15 აპრილიდან 30 სექტემბრამდე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს ექვსი თბილისური ანსამბლი -"ადილეი", "ანჩისხატი", "დიდგორი", "იალონი", "ნანინა" და "შავნაბადა". ისინი საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ხუთ-ხუთ კონცერტს გამართავენ.

თბილისურ ანსამბლებთან ერთად კონცერტებში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველო წელს უკვე მესამედ მასპინძლობს Check in Georgia-ს პროექტს, რომელიც ამ მცირე პერიოდის განმავლობაში წარმატებულ ბრენდად ჩამოყალიბდა.

წლევანდელი Check in Georgia საქართველოს დიდ ქალაქებსა და თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას ყველა კუთხე უმასპინძლებს. 

ღონისძიებები აპრილში დაიწყება და გვიან შემოდგომამდე გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კონცერტები მსოფლიო ვარსკვლავებისა და ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით.

წლევანდელი Check-in Georgia-ს ქოლგის ქვეშ გაერთიანდა თითქმის ყველა მასშტაბური ფესტივალი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში აქამდე ტარდებოდა, მათ შორის ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი, თბილისის საერთაშორისო თეატრალური და ფოტო ფესტივალები, რეგიონული თეატრების ფესტივალი, საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი ad black sea და სხვა. Check in Georgia-ს შემოუერთდნენ Open Air, 4 GB და სხვა.

CheckinGeorgia-ს ბიუჯეტი 2018 წელს 20 მილიონი ლარია. 

ყველა სიახლე

05 ივნისი 2026, 11:13

პოლიტიკა

კალიფორნიის ვიცე გუბერნატორი: საქართველოში სწორად ჩათვალეს, რომ ასეთი ინოვაციური ჰაბი ზუსტად ისეთ გამოხმაურებას მიიღებდა, როგორსაც უკვე იღებს - ინოვატორები ორივე მხრიდან აქ იკრიბებიან, რათა იდეები და გამოცდილება გაცვალონ

საქართველოში სწორად ჩათვალეს, რომ ასეთი ინოვაციური ჰაბი ზუსტად ისეთ გამოხმაურებას მიიღებდა, როგორსაც უკვე იღებს - ინოვატორები ორივე მხრიდან აქ იკრიბებიან, რათა იდეები და გამოცდილება გაცვალონ, - განაცხადა კალიფორნიის ვიცე გუბერნატორმა, ელენი კუნელაკისიმ, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა,

მაკა ბოჭორიშვილი

05 ივნისი 2026, 11:12

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: სან-ფრანცისკოს მერთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ამ ქალაქს შორის თანამშრომლობაზე. დღეს არსებული თანამშრომლობა არის კარგი, თუმცა ყოველთვის არის შესაძლებლობა უფრო მეტი გავაკეთოთ

სან-ფრანცისკოს მერთან შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოსა და ამ ქალაქს შორის თანამშრომლობაზე, იმ სიახლეზე, რომელიც გავაკეთეთ სან-ფრანცისკოში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

05 ივნისი 2026, 11:08

მსოფლიო

კიევის საფოსტო განყოფილებაში აფეთქება მოხდა. პოლიცია ტერაქტის ვერსიას განიხილავს

კიევის ობოლონის რაიონის საფოსტო განყოფილებაში დღეს დილით აფეთქება მოხდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დანიელ ლური

05 ივნისი 2026, 11:08

პოლიტიკა

სან ფრანცისკოს მერი ქართული ინოვაციების ჰაბის გახსნაზე: ეს სივრცე ქმნის პირდაპირ კავშირს საქართველოს მზარდ სტარტაპ და ტექნოლოგიურ სექტორსა და აქ სან-ფრანცისკოში მსოფლიოს წამყვან ინოვაციურ ეკოსისტემას შორის - საქართველო სწრაფად ყალიბდება მეწარმეობის ცენტრად ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე

ეს ჰაბი იქნება ადგილი, სადაც იდეები საზღვრებს გადაკვეთს და პარტნიორობები გადაიქცევა გრძელვადიან თანამშრომლობად, - განაცხადა სან-ფრანცისკოს მერმა დანიელ ლურმა ინოვაციების ჰაბის გახსნის ღონისძიებაზე.

05 ივნისი 2026, 11:07

საზოგადოება

სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ჰაბი გაიხსნა

სან-ფრანცისკოში გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ჰაბი გაიხსნა. ჰაბი ქართველ სტარტაპერებს, სტუდენტებს, მეწარმეებს და მეცნიერებს დაეხმარება მოიზიდონ ამერიკული კაპიტალი და განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები. ღონისძიებას სან-ფრანცისკოს მერი და სტარტაპ ეკოსისტემის მნიშვნელოვანი მოთამაშეები ესწრებოდნენ.

მაკა ბოჭორიშვილი

05 ივნისი 2026, 11:03

პოლიტიკა

ბოჭორიშვილი: სან-ფრანცისკო არის ინოვაციისა და კრეატიულობის გლობალური სიმბოლო - ჩვენ ვქმნით ახალ ხიდს, რომელიც იდეებს დააკავშირებს ახალ შესაძლებლობებთან და საქართველოს აქცევს ადგილად, სადაც ოცნებები გეოგრაფიით ვერ შეიზღუდება

დღეს მართლაც განსაკუთრებული დღეა. ჩვენ ვქმნით ახალ ხიდს, რომელიც იდეებს დააკავშირებს ახალ შესაძლებლობებთან და საქართველოს აქცევს ადგილად, სადაც ოცნებები გეოგრაფიით ვერ შეიზღუდება, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სან-ფრანცისკოში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ცენტრის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

05 ივნისი 2026, 10:34

მსოფლიო

POLITICO: პენტაგონმა გერმანიისთვის Tomahawk-ის რაკეტების გადაცემაზე რუსეთის გამო, შესაძლოა, უარი თქვას

პენტაგონი, სავარაუდოდ, უარს იტყვის გერმანიაში Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების განთავსების გეგმაზე, რადგან აშშ-ის ოფიციალურ პირებს აშფოთებთ, რომ რუსეთმა ეს ნაბიჯი ესკალაციად შეიძლება აღიქვას. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

05 ივნისი 2026, 10:30

რეგიონი

ქობულეთში გურამ თამაზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

ღონისძიება გურამ თამაზაშვილის დაბადებიდან 73 წლისთავს მიეძღვნა და მასში მუსიკალური ანსამბლები, სოლო შემსრულებლები, გურამ თამაზაშვილის მეგობრები და ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ. საღამოზე შესრულდა ცნობილი ქართული სიმღერები გურამ თამაზაშვილის რეპერტუარიდან.

გეკა გელაძე
ალი ნაგიევი

05 ივნისი 2026, 10:29

სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია

ვიზიტის ფარგლებში, გეკა გელაძემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ალი ნაგიევთან.

05 ივნისი 2026, 10:20

სამართალი

აჭარის პოლიციამ 3 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

05 ივნისი 2026, 10:17

რეგიონი

სამეგრელოს პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში 47 ე.წ. მაინერი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, დამატებით 47 ე.წ. მაინერი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

05 ივნისი 2026, 10:17

სამართალი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის ფარგლებში, გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) ორმხრივი მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, დააკავეს პირი, რომელიც საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა სხვადასხვა მძიმე დანაშაულის გამო. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

05 ივნისი 2026, 10:16

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე დააკავეს

დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით. ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.

05 ივნისი 2026, 10:14

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: შუა დერეფანი უკვე არა ალტერნატიული, არამედ საერთაშორისოდ მნიშვნელოვანი მარშრუტია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა საქართველოს, როგორც შუა დერეფნის მარშრუტის საკვანძო მონაწილის როლზე, ზოგადად, შუა დერეფნის მარშრუტის საერთაშორისო მნიშვნელობასა და მისი განვითარების პროცესში პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში.

05 ივნისი 2026, 10:14

სამართალი

იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 2 პირი დააკავეს.

თამარ იოსელიანი

05 ივნისი 2026, 10:13

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ქმნის ახალ შესაძლებლობებს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, რაც გააუმჯობესებს რეგიონში არსებული ტვირთების მომსახურებას და კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს როლს შუა დერეფანში

2 ივნისი იყო ნამდვილად ისტორიული დღე, როდესაც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა. ეს არის უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული პროექტი, რომელიც განხორციელდა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი ძალისხმევით. ჩვენს სატრანსპორტო ქსელს რეგიონში დაემატა სრულიად ახალი, თანამედროვე სარკინიგზო ქსელი და ინფრასტრუქტურა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, უფრო გავაღრმაოთ კავშირები ევროპასა და აზიას შორის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა გადაცემა „ბიზნეს პარტნიორში“ სტუმრობისას.

05 ივნისი 2026, 10:12

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავეს.

05 ივნისი 2026, 10:12

საზოგადოება

ისტორიის, სამოქალაქო განათლების, მათემატიკისა და გეოგრაფიის გამოცდებთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 2026 წლის გამოცდებისთვის მოსამზადებელი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში აბიტურიენტებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები ისტორიის, სამოქალაქო განათლების, მათემატიკისა და გეოგრაფიის გამოცდებთან დაკავშირებით გაიმართა. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახური ავრცელებს.

05 ივნისი 2026, 10:03

პოლიტიკა

მარიამ ლაშხმა ვიზიტის ფარგლებში კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა

კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, მარიამ ლაშხმა კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა.

05 ივნისი 2026, 09:54

მსოფლიო

The Hill: 10 ამერიკელიდან შვიდს სურს, რომ ირანთან ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს

10 ამერიკელიდან შვიდს სურს, რომ ირანთან ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ინფორმაციას გამოცემა The Hill-ი ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს.