imedi /  01 მაისი 2018, 00:19 / სანდო წყარო

ფაჯრის საერთაშორისო კინოფესტივალზე 6 ქართული ფილმი აჩვენეს

19-27 აპრილს თეირანი ტრადიციულად მასპინძლობდა ფაჯრის საერთაშორისო კინოფესტივალს, სადაც ქართულ კინოს სპეციალური რეტროსპექტივა მიეძღვნა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

ფესტივალზე აჩვენეს შემდეგი ქართული ფილმები

  • გიორგი ოვაშვილის "ხიბულა"
  • გიორგი ბარაბაძის "ლუკა"
  • რუსუდან გლურჯიძის "სხვისი სახლი"
  • ანა ურუშაძის "საშიში დედა"
  • მარიამ ხაჭვანის "დედე"

გარდა ამისა, გიორგი ოვაშვილის "ხიბულა" და ნათია ნიკოლაშვილის ანიმაციური ფილმი "ლილე" კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში Eastern Vista იყო წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ ფაჯრის კინოფესტივალის ერთ-ერთი სექციის ჟიურის წევრი იყო ქართველი მსახიობი სალომე დემურია. მან და რეჟისორმა ირაკლი ბაღათურიამ პანელ დისკუსიაშიც მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ქართული კინოს ბოლოდროინდელ წარმატებებს ეძღვნებოდა.

ყველა სიახლე

ანდრეი პლენკოვიჩი

26 იანვარი 2022, 11:16

მსოფლიო

ხორვატიის პრემიერმა უკრაინის საკითხზე ქვეყნის პრეზიდენტის განცხადების გამო ბოდიში მოიხადა

ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა უკრაინის საკითხზე ქვეყნის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის მიერ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.

ივანე ჩხაიძე

26 იანვარი 2022, 11:11

COVID19

ივანე ჩხაიძე: შეიძლება, 1 თვის განმავლობაში, ნახევარი მილიონი ინფიცირებული ადამიანი გვყავდეს - ეს რიცხვი დაემატება ვაქცინირებულთა და კოვიდგადატანილთა რაოდენობას და პოპულაციური იმუნიტეტთან მიახლოებულ მაჩვენებელს მივიღებთ

იმუნიზაციის საბჭოს ტექნიკური ჯგუფის მრჩეველი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ მრავალი ადამიანის ინფიცირების შემთხვევაში, არსებობს ალბათობა, რომ მოსახლეობაში პოპულაციური იმუნიტეტი გამომუშავდეს.

ირაკლი ბერაია

26 იანვარი 2022, 11:11

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და ჩვენი ამოცანაა, ეს გადაწყვეტილება რაც შეიძლება მოკლე დროში და გონივრულ ვადებში იყოს სისრულეში მოყვანილი

საქართველოს პარლამენტის ახალარჩეული თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პირველი სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში შედგება. შალვა პაპუაშვილი დღეს დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია შედიან, ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ზურაბ აზარაშვილი

26 იანვარი 2022, 11:10

პოლიტიკა

ზურაბ აზარაშვილი პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ხვდება

ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტშია. ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ხვდება. შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი უნდა განიხილონ, მათ შორის, ბუნებრივია, საუბარი შეეხება ეპიდვითარებას ქვეყანაში და წამლების ფასს.

26 იანვარი 2022, 11:08

COVID19

სამხრეთ კორეაში კორონავირუსზე რეაგირების ახალი სისტემა დანერგეს

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ახალი სისტემა დაინერგა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ახალი სისტემის მიხედვით, მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტები PCR-ტესტებს აბარებენ, დანარჩენი პაციენტები კი ანტიგენ-ტესტებს. კარანტინის ხანგრძლივობა სრულად ვაქცინირებული პაციენტებისთვის 10-დან 7 დღემდე შემცირდა.

26 იანვარი 2022, 10:53

COVID19

საქართველოში 999 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე, საქართველოში 999 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 283 პირი იმყოფება. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე, 999 მძიმე პაციენტიდან თბილისში 409, აჭარაში - 132, იმერეთში - 269. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მყოფი 283 პირიდან თბილისშია 154, აჭარაში - 51, იმერეთში - 25. 2 023 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 201 - თბილისში, 656 - აჭარაში. 93 339 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

26 იანვარი 2022, 10:53

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 9 487 თბილისში, 1 990 იმერეთში, 1 958 კი აჭარაში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 530 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 487 შემთხვევა, აჭარა - 1 958, იმერეთი - 1 990, ქვემო ქართლი - 831, შიდა ქართლი - 877, გურია - 240, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 680, კახეთი -704, მცხეთა-მთიანეთი - 391, სამცხე-ჯავახეთი - 310, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -62“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

26 იანვარი 2022, 10:50

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 7 661 ადამიანი აიცრა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 092 684 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 977 832, გარდაიცვალა 14 813 პაციენტი.

26 იანვარი 2022, 10:48

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 22.42%-ია

25 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 22.42%-ია, ბოლო 14 დღის - 15.32%, ბოლო 7 დღის - 19.58%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 092 684 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 977 832, გარდაიცვალა 14 813 პაციენტი.

26 იანვარი 2022, 10:46

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 17 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 092 684 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 977 832, გარდაიცვალა 14 813 პაციენტი.

26 იანვარი 2022, 10:45

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 39 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 39 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 092 684 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 977 832, გარდაიცვალა 14 813 პაციენტი.

26 იანვარი 2022, 10:45

COVID19

COVID 19-ის ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებისა და მოცვის მაჩვენებლის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

მოქალაქეებს ინფორმაცია მიეწოდებათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული ფულადი წახალისების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს 50 წელს ზემოთ ასაკის პირის პირველი დოზით ვაქცინაციის შემთხვევაში 200 ლარის, ხოლო ბუსტერდოზის გაკეთების შემთხვევაში 100 ლარის გაცემას. ამ მიზნით, აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, მოქალაქეებთან, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა ქობულეთის მუნიციპალიტეტში გამართა.

26 იანვარი 2022, 10:38

საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრმა ფარმაცევტული საწარმოების წარმომადგენლებთან GMP სტანდარტზე გადასვლის საკითხები განიხილა

შეხვედრას ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე, ჯანდაცვის მინისტრის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი გიორგი ჩერქეზიშვილი, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე, ფარმაცევტული კომპანიებისა და ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მიხეილ სარჯველაძე

26 იანვარი 2022, 10:37

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში მუშაობის გაგრძელებაზე: ორი წელია ამაზე გაუთავებლად მიმდინარეობს კამათი - უნდა მიხვდნენ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ საკითხს წერტილი დაუსვან

„რომ შედის რის მაქნისია ამას არ ეუბნება ხალხს და რომ არ შედის კიდევ უფრო მეტად უკვირს მათ ამომრჩეველს. ვფიქრობ, ასეთ ფონზე უნდა მიხვდნენ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ საკითხს წერტილი დაუსვან“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გადარჩენილი კაცი გადაბრუნებულ ნავზე

26 იანვარი 2022, 10:35

მსოფლიო

ფლორიდის სანაპიროსთან 40-მდე ადამიანს ეძებენ

აშშ-ის სანაპირო დაცვის თანამშრომლები ეძებენ 39 ადამიანს, რომელთა ნავიც ფლორიდის სანაპიროსთან გადაბრუნდა. შემთხვევისას გადარჩენილი ერთი კაცი მეთევზემ ქალაქ პორტ პირსის ნაპირიდან 72 კილომეტრის მოშორებით შენიშნა და სამაშველო სამსახურს შეატყობინა.

26 იანვარი 2022, 10:19

COVID19

ინგლისში, „ომიკრონით“ ინფიცირებულთა 67% ამბობს, რომ კორონავირუსი უკვე ჰქონია

ინგლისში ჩატარებული კვლევის თანახმად, კორონავირუსის ახალი შტამით - „ომიკრონით“ ინფიცირებულთა 2/3 ანუ დაახლოებით 67% ამბობს, რომ კორონავირუსი უკვე ჰქონია.

26 იანვარი 2022, 10:18

საზოგადოება

იტალიაში მე-5 დღეა ახალგაზრდა ქართველ ქალს ეძებენ

მე-5 დღეა იტალიაში ახალგაზრდა ქართველ ქალს ეძებენ. ემიგრანტებმა გუშინ საპროტესტო აქცია გამართეს და სამართალდამცველებსა და საქართველოს საელჩოს სამძებრო სამუშაოების გააქტიურებისკენ მოუწოდეს.

26 იანვარი 2022, 10:10

საზოგადოება

ეპიდმდგომარეობის გამო თბილისში 48 საბავშვო ბაღია დახურული

სრულად დაკეტილი ბაღების გარდა, დახურულია ცალკეული ბაღების 115 ჯგუფი. ამასთან, როგორც სააგენტოში აცხადებენ, კორონავირუსით ინფიცირებულია 206 თანამშრომელი და 83 აღსაზრდელი.

26 იანვარი 2022, 10:10

პოლიტიკა

ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს მოუსმენენ

„ეს იძლევა საუკეთესო საშუალებას, რომ დავსვათ ნებისმიერი საინტერესო კითხვა, რაც არსებობს არა მხოლოდ დეპუტატებს შორის, არამედ პირველ რიგში საზოგადოებაში., მივიღოთ ამაზე კვალიფიციური ან არაკვალიფიციური პასუხები და გამოვიტანოთ არგუმენტირებული გადაწყვეტილება“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ივანე ჩხაიძე

26 იანვარი 2022, 09:48

COVID19

ივანე ჩხაიძე: გვაქვს მოლოდინი, რომ შესაძლებელია ერთი დღის განმავლობაში ინფიცირების 15 ათასი შემთხვევა საქართველოსთვის მაქსიმუმი არ იყოს

„20 დეკემბრიდან თუ გადავთვლით ერთ თვეს, სწორედ ახლა, იანვრის ბოლოს - თებერვლის დასაწყისში იქნება საქართველოში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ამიტომ, მოლოდინი გვაქვს, რომ შემდეგი დღეების განმავლობაში ზრდა ისევ იქნება და ასევე გვაქვს მოლოდინი, რომ შესაძლებელია ერთი დღის განმავლობაში ინფიცირების 15 ათასი შემთხვევა საქართველოსთვის არ იყოს მაქსიმუმი. ძნელია, პრაქტიკულად შეუძლებელია ზუსტი პროგნოზის გაკეთება თუ რამდენი იქნება მეექვსე ტალღის მაქსიმუმი, ოღონდ ჩვენ ვიღებთ ევროპის ქვეყნების გამოცდილებას, სადაც 3-დან 5-მდე გაიზარდა ადრე არსებული მაჩვენებელი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ 20-25 ათასი ინფიცირებული შეიძლება გვყავდეს საქართველოში“, - მიიჩნევს იმუნიზაციის საბჭოს ტექნიკური ჯგუფის მრჩეველი ივანე ჩხაიძე.