imedi /  11 მაისი 2018, 01:54 / სანდო წყარო

ჯგუფი „ირიაო“ ევროვიზიის ფინალში ვერ გავიდა

ლისაბონი,
პორტუგალია

ლისაბონი,
პორტუგალია

ევროვიზიის მეორე ნახევარფინალის შედეგებით, ფინალში გავიდნენ შემდეგი ქვეყნები: სერბეთი, მოლდოვა, უნგრეთი, უკრაინა, შვედეთი, ავსტრალია, ნორვეგია, დანია, სლოვენია, ჰოლანდია. საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „ირიაო“ მეორე ნახევარფინალში მე-10 ნომრად გამოვიდა, თუმცა ტური ვერ გადალახა და კონკურსს გამოეთიშა. „ირიაომ“ შეასრულა სიმღერა - „შენი გულისთვის“.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 63-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალი 8 მაისს ჩატარდა და ფინალში 10 ქვეყანა გადავიდა: ავსტრია, ესტონეთი, კვიპროსი, ლიტვა, ისრაელი, ჩეხეთი, ბულგარეთი, ალბანეთი, ფინეთი და ირლანდია. საქართველოში კონკურსი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხის პირდაპირ ეთერში გადაიცემა. 

„ევროვიზია 2018“-ის ფინალი, რომელიც პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ტარდება, 12 მაისს გაიმართება.

ყველა სიახლე

ფრიდრიხ მერცი

28 ივლისი 2026, 19:39

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროკომისიის მიერ წარდგენილი ევროკავშირის თითქმის 2-ტრილიონიანი ბიუჯეტის პროექტი ასობით მილიარდი ევროთი უნდა შეიკვეცოს, ხოლო ევროინსტიტუტებში 2 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა კი „მიუღებელია“

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროკომისიის მიერ წარდგენილი ევროკავშირის თითქმის 2-ტრილიონიანი ბიუჯეტის პროექტი ასობით მილიარდი ევროთი უნდა შეიკვეცოს, ხოლო ევროინსტიტუტებში 2 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა კი „მიუღებელია“. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

28 ივლისი 2026, 19:31

მსოფლიო

ზელენსკი: კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან ოვალურ კაბინეტში

კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან ოვალურ კაბინეტში - მადლობა ყველაფრისთვის, რასაც ერთად ვაკეთებთ უკრაინელების სიცოცხლის დასაცავად და მშვიდობის დასაახლოებლად, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ლევან ჟორჟოლიანი

28 ივლისი 2026, 18:49

ეკონომიკა

ლევან ჟორჟოლიანი: კომპრომისები ხარისხის ხარჯზე გამორიცხულია, ასევე არ ვაპირებთ, გადავიხადოთ ან ძალიან ბევრი, ან ძალიან ცოტა, ჩვენი მიზანია, გადავიხადოთ სამართლიანი, ადეკვატური ღირებულება, ბიზნესმა თავისი მიიღოს, სახელმწიფომ და მოქალაქეებმა მივიღოთ ხარისხიანი ინფრასტრუქტურა, რომელსაც არ უნდა სჭირდებოდეს რეაბილიტაცია 2-3 წლის შემდეგ, მან უნდა გაუძლოს ათწლეულებს

ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი პრინციპი, რომელიც ვუთხარით ბიზნესს - ჩვენ არ გავაკეთებთ კომპრომისებს ხარისხის ხარჯზე, ეს გამორიცხულია და ამას ამტკიცებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყოველ ნაბიჯზე, ასევე ჩვენ არ ვაპირებთ, გადავიხადოთ ან ძალიან ბევრი, ან ძალიან ნაკლები, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის კომპანიებთან გამართული შეხვედრის შესახებ.

28 ივლისი 2026, 18:45

მსოფლიო

თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დაიწყო

თეთრ სახლში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა დაიწყო. მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინაში რუსეთის ომი იქნება.

28 ივლისი 2026, 18:38

მსოფლიო

აშშ-ის სენატორთა ორპარტიული ჯგუფი ირანისა და რუსული ენერგომატარებლების მყიდველების წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტზე შეთანხმდა

აშშ-ის სენატორთა ორპარტიულმა ჯგუფმა განაცხადა, რომ მიაღწია შეთანხმებას კანონპროექტზე, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს საშუალებას მისცემს, დამატებითი შეზღუდვები დააწესოს რუსული ენერგომატარებლების მსხვილი მყიდველებისა და ირანის წინააღმდეგ.

ისრაელ კაცი

28 ივლისი 2026, 18:33

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ჩვენ ძალიან გვინდა ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმა, თუმცა აშშ ამ ეტაპზე ამის თანხმობას არ იძლევა

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ აშშ ხელს უშლის ისრაელს ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების განხორციელებაში. მისი თქმით, ვაშინგტონის ეს პოზიცია ეკონომიკური და ენერგეტიკული შეშფოთებებით არის განპირობებული.

თინათინ რუხაძე

28 ივლისი 2026, 18:28

კულტურა

კულტურის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობიდან გადაგა. განცხადება საქართველოს კულტურის სამინისტრომ გაავრცელა.

ლევან ჟორჟოლიანი

28 ივლისი 2026, 18:12

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პირველი სექტემბრიდან გამოცხადდება სტაჟირების მასშტაბური სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს, როგორც ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებს, ასევე მუნიციპალიტეტებს, იქნება 3 000-მდე ვაკანსია

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პირველი სექტემბრიდან გამოცხადდება სტაჟირების მასშტაბური სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს, როგორც ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებს, ასევე მუნიციპალიტეტებს, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“.

ვატო ქიზიყურაშვილი

28 ივლისი 2026, 18:02

პოლიტიკა

ვატო ქიზიყურაშვილი: ნეიტრალიტეტი განაპირობებს იმას, რომ საქართველოს ექნება ღირსეული, თანაბარუფლებიანი პარტნიორობა აბსოლუტურად ყველა ქვეყანასთან, მათ შორის ევროკავშირთან

ევროკავშირს, საქართველოს თანაბარ პარტნიორად აღქმაზე უარი დიდი ხანია ნათქვამი აქვს. ყველაზე კარგი მაგალითია ის, ბოლო 5 წლის განმავლობაში რა პროცესებს ვადევნებდით ქვეყნის შიგნით თავს. იყო მათ მიერ მხარდაჭერილი სხვადასხვა რევოლუციური მცდელობა და ეს კიდევ ერთხელ არის დამაფიქრებელი იმაზე, თუ რა სურთ მათ ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ საერთაშორისო მდივანმა ვატო ქიზიყურაშვილმა.

ლევან ჟორჟოლიანი

28 ივლისი 2026, 18:02

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: სტაჟირების პროგრამა მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურისთვის, ახალი თაობის შესვლა საჯარო სამსახურში არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ახალგაზრდებს აქვთ განსაკუთრებული მოტივაცია, მონდომება, მიიღონ ცოდნა, გამოცდილება და დაამტკიცონ, ის, რომ მათ შეუძლიათ ემსახურონ საკუთარ ქვეყანას

სტაჟირების პროგრამა მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურისთვის, ახალი თაობის შესვლა საჯარო სამსახურში არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ახალგაზრდებს აქვთ განსაკუთრებული მოტივაცია, მონდომება, მიიღონ ცოდნა, გამოცდილება და დაამტკიცონ, ის, რომ მათ შეუძლიათ ემსახურონ საკუთარ ქვეყანას, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

28 ივლისი 2026, 18:00

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ რეგიონებზე. ჩვენ ვთხოვეთ მუნიციპალიტეტებს, რაც შეიძლება მეტი ვაკანსია დაემატებინათ, ვინაიდან ადგილობრივ ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარ ქალაქში, დასახლებაში გაიარონ სტაჟირება

განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ რეგიონებზე. ჩვენ ვთხოვეთ მუნიციპალიტეტებს, რაც შეიძლება მეტი ვაკანსია დაემატებინათ, ვინაიდან ადგილობრივ ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარ ქალაქში, დასახლებაში გაიარონ სტაჟირება, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „დღის ქრონიკაში“.

ლიზა გეგეჭკორი

28 ივლისი 2026, 17:56

პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი ოპოზიციის მიერ სახალხო მოძრაობის კრიტიკაზე: ვინმეს რომ რაიმე ძალადობა უნდოდეს, ამას ორგანიზაციის დაფუძნება რაში სჭირდება?! გიორგი ქართველიშვილმა თქვა ის, რაც რეალურად ყველა ნამდვილი ქართველის გულშია და ყველა დაეთანხმება და რას შვრება ამ დროს ოპოზიცია, რაზე იჭრიან ვენებს და ეხეთქებიან კედლებს?

უკვირდებით, უკვე ორი დღეა რაზე წიკვინებენ? ესე იგი გამოვიდა ადამიანი, გიორგი ქართველიშვილი, რომელმაც თქვა რომ ეკლესიის გინება, სარწმუნოების გინება, ჩვენი სახელოვანი წინაპრების ლანძღვა-გინება არის მისთვის მიუღებელი და იმისთვის რომ ეს მიუღებლობა უბრალოდ მის აზრად არ დარჩეს, საზოგადოებას აცნობს გადაწყვეტილებას რომ აფუძნებს შესაბამის ორგანიზაციას, რომელიც იმოქმედებს კანონის ფარგლებში. ჯერ ვინმეს რომ რაიმე ძალადობა უნდოდეს, ამას ორგანიზაციის დაფუძნება რაში სჭირდება?! - წერს ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.

ვატო ქიზიყურაშვილი

28 ივლისი 2026, 17:55

პოლიტიკა

ვატო ქიზიყურაშვილი: საქართველოს მოსახლეობას შეიძლება ძალიან დიდი პრობლემა შეექმნას, თუ გავაგრძელებთ ამ ევროილუზიაში ყოფნას

„ის 78-ე მუხლი და ხელისუფლების მიერ გაცხადებული გეგმა ევროკავშირში 2030 წელს ინტეგრაციის შესახებ, ნაკლებად სავარაუდო და რეალისტურია დღევანდელი მოცემულობით, რადგან ვხედავთ, რომ ევროკავშირში ფუნდამენტური ცვლილებები არ ხდება. პირიქით, სიტუაცია სულ უფრო უარესდება, ეკონომიკური და პოლიტიკური კუთხითაც. ასევე, მზარდი მილიტარისტული განწყობები, რაც შეინიშნება უკვე ევროკავშირის პოლიტიკოსებში, ძალიან შემაშფოთებელია და საქართველოს მოსახლეობას შეიძლება ძალიან დიდი პრობლემა შეექმნას, თუ გავაგრძელებთ ამ ევროილუზიაში ყოფნას“, - აცხადებს ქიზიყურაშვილი.

28 ივლისი 2026, 17:52

მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ევროპაში ამერიკული ჯარის განლაგების გადახედვის პროცესი დაიწყო

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ ელბრიჯ კოლბიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ დღეიდან ამერიკის მთავრობამ ევროპაში ამერიკული ჯარის განლაგების გადახედვის პროცესი ოფიციალურად დაიწყო.

თენგიზ შარმანაშვილი

28 ივლისი 2026, 17:52

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირში კონსენსუსის პრინციპის გაუქმებაზე: თუ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ვალდებულებები და არანაირი უფლებები არ გაგვაჩნია, მაშინ ჩვენ კიდევ უფრო მეტი კითხვა გაგვიჩნდება

თუ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ვალდებულებები და არანაირი უფლებები არ გაგვაჩნია, მაშინ ჩვენ კიდევ უფრო მეტი კითხვა გაგვიჩნდება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცედურის ცვლილებისა და კონსენსუსის პრინციპის გაუქმების შესახებ საუბრისას.

თენგიზ შარმანაშვილი

28 ივლისი 2026, 17:49

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი სახალხო მოძრაობის დაფუძნებაზე: სარისკო არაფერია თვითონ იდეაში. საქართველოს კონსტიტუციით პირდაპირ არის განსაზღვრული რა ტიპის ორგანიზაცია შეუძლია შექმნას საქართველოს მოქალაქემ და როდის შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ მისი არსებობა

რა თქმა უნდა, სარისკო არაფერია თვითონ იდეაში, ეს ასე უნდათ რომ წარმოაჩინონ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა სახალხო მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით.

თენგიზ შარმანაშვილი

28 ივლისი 2026, 17:47

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი აშშ-ის საელჩოს პოზიციაზე: შეიძლება არასწორად გაიგეს მომხდარი ამბები. ქართველების გამოგონილი არ არის ბულინგის, სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენების და სიძულვილის ენის დამკვიდრების წინააღმდეგ ბრძოლა. ეს ჩვენზე ადრე გააკეთეს ევროპულმა ქვეყნებმა. ათასობით საქმე არის წარმართული

შეიძლება არასწორად გაიგეს მომხდარი ამბები და არასწორად ადევნებენ თვალს საქართველოში მიმდინარე საკითხებს. ეს საკითხები არის სამართლებრივი საკითხები. ქართველების გამოგონილი არ არის ბულინგთან ბრძოლა, სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენების და სიძულვილის ენის დამკვიდრების წინააღმდეგ ბრძოლა. ეს ჩვენზე ადრე გააკეთეს ევროპულმა ქვეყნებმა. ათასობით საქმე არის წარმართული. ასე რომ ევროპული პრაქტიკაც არსებობს ამასთან დაკავშირებით, - აღნიშნა „დღის ქრონიკასთან“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომელსაც „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს და სადაც ნათქვამია, რომ „შეშფოთებული არიან საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო გამო“.

28 ივლისი 2026, 17:47

საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნეაპოლის უნივერსიტეტის აზიის, აფრიკისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის კათედრის დოცენტ გაგა შურღაიასთან შეხვედრა გაიმართა

მისი მეცნიერული საქმიანობა მოიცავს ქართული ლიტერატურისა და კულტურის ისტორიის ვრცელ კვლევას, ასახულს ასზე მეტ პუბლიკაციასა და ოთხ მონოგრაფიაში. 2019 წელს იტალიის კულტურის ძეგლთა, კულტურულ ღონისძიებათა და ტურიზმის სამინისტრომ გაგა შურღაიას წლის ეროვნული პრემია მიანიჭა მხატვრულ თარგმანში.

ვასილ ბერიძე

28 ივლისი 2026, 17:38

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის საკრებულოსთან დაკავებული ვასილ ბერიძე პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობაში სამართალდამრღვევად ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის საკრებულოსთან დაკავებული ვასილ ბერიძე პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობაში სამართალდამრღვევად ცნო. მას 5 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ბერიძე სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა.

28 ივლისი 2026, 17:38

ჯანდაცვა

საქართველოში ჰეპატიტების მსოფლიო დღე აღინიშნა

28 ივლისს მსოფლიო ჰეპატიტების დღეს აღნიშნავს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ღონისძიება გაიმართა, სადაც B და C ჰეპატიტების სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობასა და მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.