imedi /  15 მაისი 2018, 15:44 / სანდო წყარო

19 მაისის ღამეს თითქმის ყველა მუზეუმში შესვლა უფასო იქნება

ახალციხის მუზეუმი

ახალციხის მუზეუმი

19 მაისს, აქცია - „ღამე მუზეუმში“ მოეწყობა. აქციის ფარგლებში, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი, დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ უმასპინძლებს და მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება. 

აქციას „ღამე მუზეუმში“ - საფუძველი 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ ჩაეყარა და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. 

მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აქციის „ღამე მუზეუმში“ ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა. 

მუზეუმები რეგიონებში, სადაც 19 მაისს ღამე შესვლა უფასო იქნება.

მუზეუმები თბილისში, სადაც 19 მაისს  ღამე შესვლა უფასო იქნება.

ყველა სიახლე

მაკა ბოჭორიშვილი

29 სექტემბერი 2026, 12:08

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ვიმყოფებით კანადაში და ეს შესაძლებლობა არ უნდა გაგვეშვა ხელიდან. ხშირად არ არის ორმხრივი ვიზიტების გაცვლა ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩვენ ვართ ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანა. კანადის და ევროკავშირის ურთიერთობები არის ჩვენი ყურადღების საგანი, როგორ განვითარდება ეს პარტნიორობა

ვიმყოფებით კანადაში და ეს შესაძლებლობა არ უნდა გაგვეშვა ხელიდან. ხშირად არ არის ორმხრივი ვიზიტების გაცვლა ჩვენს ქვეყნებს შორის, შესაბამისად, კარგი შესაძლებლობა იყო შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე, საერთო გამოწვევებზე, ხედვებზე, - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კანადაში.

მაკა ბოჭორიშვილი

29 სექტემბერი 2026, 11:57

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი კანადაში ვიზიტზე: ეს ჩვენთვის იყო შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა, თუ რას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს საერთაშორისო წესრიგს, უკრაინას, უკრაინელ ხალხს და რა ძალისხმევას აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინელი ბავშვებისთვის გარკვეული ნაბიჯები გადადგას

ეს ჩვენთვის იყო შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა, თუ რას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს საერთაშორისო წესრიგს, უკრაინას, უკრაინელ ხალხს და რა ძალისხმევას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ უკრაინელი ბავშვებისთვის გარკვეული ნაბიჯები გადადგას, - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კანადაში.

გურამ მაჭარაშვილი

29 სექტემბერი 2026, 11:51

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატები არ გვპატიობენ სუვერენიტეტის დაცვას - დარწმუნებული ვარ, არჩევნებამდე ქვეყანაში არეულობის მოწყობის კიდევ არაერთი უშედეგო მცდელობა იქნება

„ევრობიუროკრატები არ აპირებენ, თავი დაგვანებონ მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო მყარად იცავს სუვერენიტეტს. ისინი კვლავ ეცდებიან საქართველოში არეულობის მოწყობას. მათ არ სურთ მიიღონ ის მოცემულობა, რომ საქართველომ გაბედა და საკუთარი სუვერენიტეტი დაიცვა. მათ არეულობა გამოუვიდათ უკრაინაში და კიდევ ბევრ სხვა სახელმწიფოში; მოლდოვას ათქმევინეს - სხვა ქვეყანასთან გავერთიანდებით და ისე მიგვიღეთ ევროკავშირშიო. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ისინი სუვერენიტეტის დაცვას არ გვაპატიებენ. ევრობიუროკრატები ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს პირდაპირ ეუბნებიან, რომ, თუკი ამ კავშირის წევრები გახდებიან, არავითარი უფლება არ ექნებათ და, ფაქტობრივად, სუვერენიტეტსაც დაკარგავენ“.

დავით ჩიხელიძე

29 სექტემბერი 2026, 11:45

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: IRI-ის კვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ოპოზიციას პულსი არ ესინჯება და მას უცხოელი პარტნიორები ხელოვნურად აცოცხლებენ

ქართველმა ხალხმა ოპოზიციას კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქართველ ამომრჩეველს ოპოზიციის მიმართ ორგანული მიუღებლობა აქვს. რაც ამომრჩევლის პრობლემა კი არა, თავად ოპოზიციაში მყოფი ადამიანების ბრალია, რომლებიც ქართველ ხალხში ნდობასა და სიმპათიას ვერ იწვევენ, რადგან მათი წარსული და მათ მიერ არჩეული პოლიტიკური გზა კრიტიკას ვერ უძლებს - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ, სადაც „ქართული ოცნებას" - 36%, ხოლო ყველა ყველა სხვა ოპოზიციას ჯამში - 16% აქვს.

29 სექტემბერი 2026, 11:41

მსოფლიო

Sky News: ფიფამ ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს, უეფას ორგანიზაციის პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს დევნასა და „დეზინფორმაციის გავრცელებით“ საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში დასდო ბრალი

ფიფამ ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს, უეფას ორგანიზაციის პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს დევნასა და „დეზინფორმაციის გავრცელებით“ საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში დასდო ბრალი.

29 სექტემბერი 2026, 11:38

ჯანდაცვა

სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სარჯველაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრ ანაჰიტ ავანესიანს შეხვდა

სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სარჯველაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრ ანაჰიტ ავანესიანს შეხვდა

29 სექტემბერი 2026, 11:36

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი, გენო პეტრიაშვილი და დმანისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი სარსევანიძე სარკინეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გენო პეტრიაშვილი და დმანისის მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი სარსევანიძე, სარკინეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდნენ.

29 სექტემბერი 2026, 11:32

საზოგადოება

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები ამოქმედდა

საქართველოს პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. კანონი ახლებურად არეგულირებს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებულ პროცედურებს და დეტალურად განსაზღვრავს დარღვევის გამოვლენის, ჯარიმის დაკისრების, საურავის (მიუღებელი სარგებლის) დარიცხვის, გასაჩივრებისა და აღსრულების წესებს.

29 სექტემბერი 2026, 11:26

რეგიონი

რუხსა და ჩხოროწყუში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაუტარდათ

გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, რეგიონის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად გაეცნო.

29 სექტემბერი 2026, 11:25

პოლიტიკა

ირაკლი ხელაძე: გაიზარდა საშუალო ხელფასი, დასაქმებულთა რაოდენობა, სამუშაო ადგილები, ოჯახების ნომინალური შემოსავალი, შესაბამისად, დადგა საჭიროება, რომ ის 40-ათას ლარიანი საშემოსავლო ზღვარი აწეულიყო 100 ათას ლარამდე

გაიზარდა საშუალო ხელფასი, დასაქმებულთა რაოდენობა, სამუშაო ადგილები, ოჯახების ნომინალური შემოსავალი, შესაბამისად, დადგა საჭიროება, რომ ის 40-ათას ლარიანი საშემოსავლო ზღვარი აწეულიყო 100 ათას ლარამდე, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი ხელაძემ „ქრონიკასთან“.

პაატა კვიჟინაძე

29 სექტემბერი 2026, 11:19

ეკონომიკა

პაატა კვიჟინაძე ქონების გადასახადის ცვლილებაზე: ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მცირე შემოსავლის მქონე მოსახლეობას ქონების გადასახადი არ ჰქონდეს

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მცირე შემოსავლის მქონე მოსახლეობას ქონების გადასახადი არ ჰქონდეს, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ.

29 სექტემბერი 2026, 11:15

საზოგადოება

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრ ალი ბინაჰმედ ალ-კუვარის შეხვდა.

29 სექტემბერი 2026, 11:13

საზოგადოება

29 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 113,5 ათასამდე ტონა ყურძენი

29 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 113,5 ათასამდე ტონა ყურძენი. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ ეტაპისთვის, გადამუშავებული 113,5 ათასი ტონა ყურძნიდან - 79,1 ათას ტონამდე მაღალი კონდიციის და ხარისხიანია, მთელი მოსავლის მხოლოდ 0,7%-ია უხარისხო და მკვახე.

დავით ქართველიშვილი

29 სექტემბერი 2026, 11:09

ეკონომიკა

დავით ქართველიშვილი: კახეთი აღარ არის უბრალოდ „საქართველოს აღმოსავლეთი“ - ის ხდება იმ მარშრუტის ნაწილი, რომელიც კასპიის ზღვაზე ბევრად შორს იწყება და შავ ზღვაზე ბევრად შორს მთავრდება

მსოფლიო ბანკი და აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი ასობით მილიონ დოლარს დებენ აღმოსავლეთ საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაში ტრანსკასპიური დერეფნის ფარგლებში - მარშრუტში, რომელიც კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპულ ბაზარს უკავშირდება, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

29 სექტემბერი 2026, 11:02

მსოფლიო

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უწყებაში დაიბარა უკრაინის ელჩი - სააგენტო Yonhap-ის ცნობით, დიპლომატის დაბარების მიზეზი კიევის მიერ ჩრდილოეთკორეელი ორი ტყვის სეულისთვის გადაცემის ფაქტის გასაჯაროება გახდა

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უწყებაში დაიბარა უკრაინის დროებითი რწმუნებული ანდრიი ვიეშკინი. სააგენტო Yonhap-ის ცნობით, დიპლომატის დაბარების მიზეზი კიევის მიერ ჩრდილოეთკორეელი ორი ტყვის სეულისთვის გადაცემის ფაქტის გასაჯაროება გახდა.

29 სექტემბერი 2026, 10:32

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

29 სექტემბერი 2026, 10:31

მსოფლიო

რუსულმა ძალებმა კიევსა და ოდესაზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანეს - თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სასწავლო დაწესებულებები

რუსულმა ძალებმა კიევსა და ოდესაზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სასწავლო დაწესებულებები.

29 სექტემბერი 2026, 10:30

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, დაამზადეს ორი ერთეული ყალბი „ცნობა ყურძნის წარმოშობის შესახებ“. დოკუმენტებში შეტანილი იყო ყალბი მონაცემები, თითქოსდა რქაწითელის ჯიშის ყურძნის ადგილწარმოშობა იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭანდარი.

29 სექტემბერი 2026, 10:29

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანიტა ანანდს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და კანადის ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე.

29 სექტემბერი 2026, 10:29

სამართალი

პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი პირი

პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი პირი