მია ფეროუს ვაჟი ვუდი ალენის წინააღმდეგ აგორებულ სკანდალში დედას ადანაშაულებს
მია და მოზეს ფეროუები
ფოტო: youtube
მსახიობ მია ფეროუს და რეჟისორ ვუდი ალენის შვილად აყვანილმა ვაჟმა მოზეს ფეროუმ საკუთარ ბლოგზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მხარი მამას დაუჭირა.
1992 წელს მია ფეროუმ ალენი მათი შვილობილის, 7 წლის დილანის მიმართ სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. საქმე სასამართლომდე არ მისულა, რადგან ფეროუმ ჩათვალა, რომ ეს ტრავმული იქნებოდა მისი ქალიშვილისთვის.
2014 წელს დილან ფეროუმ თავად დაწერა სვეტი, სადაც ალენი საჯაროდ პირველად დაადანაშაულა ძალადობაში. სამი წლის შემდეგ მან კიდევ გაიხსენა ეს ამბავი და ჰოლივუდი უმოქმედობაში დაადანაშაულა.
ალენი ამ ბრალდებას უარყოფს. მოზეს ფეროუც მიიჩნევს, რომ რეჟისორი უდანაშაულოა და ამტკიცებს, რომ მია ფეროუ თავად იყენებდა ბავშვებს და მანიპულირებდა მათი საშუალებით.
მსახიობმა მია ფეროუმ სულ 14 ბავშვი გაზარდა (მათგან სამი ამ დროისთვის გარდაცვლილია). ოთხი მისი ბიოლოგიური შვილი იყო, დანარჩენი 10 კი იშვილა. მოზესი მან 1980 წელს იშვილა. დაახლოებით ამ დროს დაიწყო მან ვუდი ალენთან შეხვედრები. მიუხედაად იმისა, რომ ისინი არასდროს ყოფილან დაქორწინებულნი და არც ერთად უცხოვრიათ, რეჟისორი დიდ დროს ატარებდა მიას შვილებთან. 1992 წელს მიას შუამდგომლობით ვუდი ალენს მოზესის და დილანის მამობის უფლება მიეცა. მალე მსახიობმა შეიტყო ვუდი ალენის და მიას კიდევ ერთი შვილობილის, 21 წლის სუნ-ის რომანის შესახებ და მოზესის თქმით, სწორედ ამ დროიდან დაარქვა მიამ ალენს „მონსტრი“ და „სატანა“, შვილებისგან კი მოითხოვა, მათი ცხოვრებიდან ორივე ამოეშალათ.
მოზესი განმარტავს, რომ სუნ-ი მიამ სხვა ქორწინებისას იშვილა და ის ალენის შვილობილი არ ყოფილა. რეჟისორთან კი მან რომანი სრულწლოვნების შემდეგ გააბა.
მოზესის თქმით, ბავშვობაში სუნ-ის არავითარი ურთიერთობა არ ჰქონია ვუდი ალენთან. ეს ურთიერთობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ფეროუმ ალენს უკვე სრულწლოვან სუნ-ისთან მეტი დროის გატარება სთხოვა და მასაც გოგო დაჰყავდა „ნიუ-იორკ ნიქსის“ საკალათბურთო კლუბის მატჩებზე.
„მართალია, მათი ურთიერთობა უხერხული და დამანგრეველი იყო ჩვენი ოჯახისთვის და ამან საშინელი ტკივილი მიაყენა დედაჩემს, მაგრამ არც ისეთი დამღუპველი იყო ჩვენთვის, როგორც დედაჩვენის დაჟინება, რომ ეს ჩვენი ცხოვრების ცენტრი გამხდარიყო“, - წერს მოზესი.
მია ფეროუს ოჯახი იქ ვუდი ალენის გამოჩენამდეც არ ყოფილა ბედნიერი, - ამტკიცებს მოზესი და იხსენებს, თუ როგორ სასტიკად სჯიდა ის ბავშვებს, მათ შორის ინვალიდებსაც.
„ვხედავდი, როგორ მიათრევდნენ ჩემს და-ძმებს კიბეებზე და კეტავდნენ საძინებელში, ან საკუჭნაოში. ერთხელ მან ღამით სარდაფში ჩემი ძმა თადეუსიც კი ჩაკეტა, რომელიც გადატანილი პოლიომიელითის შემდეგ ნაწილობრივ პარალიზებული იყო“, - იხსენებს მოზესი.
ფეროუმ ერთხელ ისიც დასაჯა, როდესაც მის ოთახში ნახა ნივთი, რომელსაც დიდხანს ეძებდა. მან ბიჭს არ დაუჯერა, რომ მას არ აუღია. „სახეში დამარტყა და სათვალეები გამიტეხა. განმიცხადა, რომ ვტყუივარ და მაიძულა ჩემი და-ძმებისთვის მეთქვა, რომ მე ავიღე“, - წერს მოზესი და იხსენებს, თუ როგორ არეპეტიციებდა დედა მტირალ ბავშვს, როგორ შევიდოდა ის ოთახში, მოზესი კი ეტყოდა, რომ ნანობს საქციელს და ამას არასდროს ჩაიდენს. მას ფეროუმ ეს უამრავჯერ გაამეორებინა.
სხვა დროს დედამ ის აიძულა შიშველი დამდგარიყო ცალ ფეხზე და-ძმის წინაშე მხოლოდ იმიტომ, რომ მან ჯინსების ქამარს პეტლები თვითნებურად დააჭრა.
„პარადოქსულია, მაგრამ ასეთი აღზრდით, მე მისი ერთგული გავხდი, მაგრამ ამავდოულად სასტიკად მეშინოდა“, - წერს მოზესი.
დედისგან ყველაზე მეტი სუნ-ის ხვდებოდა, რომელსაც დამოუკიდებელი ხასიათი ჰქონდა. მოზესი იხსენებს, თუ როგორ ესროლა მას ერთხელ ფეროუმ ფაიფურის ლარნაკი და საბედნიეროდ, ააცილა. სხვა დროს კი მას ტელეფონის ყურმილით სცემა.
„თუნდაც არ ყოფილიყო მისი ურთიერთობა ვუდი ალენთან ტრადიციული, ამან მას სახლიდან გაქცევის შესაძლებლობა მისცა. სხვებს ნაკლებად გაუმართლა“, - წერს ფეროუს შვილობილი.
ის მსახიობის სამი აყვანილი შვილის გარდაცვალებასაც ოჯახის პრობლემებს უკავშირებს. მისი და ლარკი 2008 წელს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით 2008 წელს გარდაიცვალა, მეორე და, ტამი ტაბლეტების ზედოზირებით დაიღუპა. მოზესი ამტკიცებს, რომ ის დედასთან კონფლიქტის შემდეგ დიდხანს იყო დეპრესიაში და ბოლოს თავი მოიკლა, რაც შეეხება თადეუსს, რომელმაც მას ტამის ამბავი უამბო, 2016 წელს ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა.
მოზესის თქმით, 1992 წლის 4 აგვისტოს, როდესაც ეს სავარაუდო ძალადობა მოხდა, მია ფეროუ მეგობართან ერთად საყიდლებზე წავიდა. სახლში ალენის და 7 წლის დილანის გარდა იყვნენ 4 წლის რონანი, 14 წლის მოზესი, ფეროუს დაქალების სამი შვილი და ორი ძიძა. დედამ მოზესს ალენისთის თვალყურის დევნება დაავალა. იმ დროისთვის მან უკვე იცოდა ალენის სუნ-ისთან რომანის შესახებ.
დილან ფეროუ ამტკიცებდა, რომ იმ დღეს ალენმა ის სხვენში აიყვანა. თუმცა, მოზესის თქმით, ის დედის დავალებას ასრულებდა, ყურადღებით აკვირდებოდა ალენს და არ შეუმჩნევია, რომ ის და დილანი მისაღები ოთახიდან გასულიყვნენ. ამასთან, მაშინ სხვენი გაურემონტებელი იყო და იქ ვერ იქნებოდა სათამაშო რკინიგზა, რის შესახებ დილანი თავის ჩვენებაში ამბობს (დილანის თქმით, ალენმა მატარებლით გაართო და სწორედ ამ დროს იძალადა), მაგრამ არა 1992 წელს, არამედ მოგვიანებით. პირველად მას ეს რკინიგზა არცკი გახსენებია.
დილანი ვუდი ალენთან მეორე დღესაც ჩვეულებრივ ურთიერთობდა. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ფეროუს იმ მეგობარმა დაურეკა, ვისთან ერთადაც საყიდლებზე იყო წასული. მან უამბო ძიძის მონათხრობი, რომ დივანზე მჯდარ დილანს ალენი მუხლებზე ადებდა თავს. ფეროუმ ამის შემდეგ გამოკითხა დაწვრილებით დილანი და ჩაიწერა ჩვენება სექსუალურ ძალადობაზე.
მოზესი იხსენებს, თუ როგორ მოითხოვა დედამ შვილებისგან მხარდაჭერა.
„მე დავწერე წერილი, სადაც ვთქვი, რომ მისი საქციელი საშინელი და უპატიებელი იყო და ის ჟურნალისტებსაც წავუკითხე. ვიცოდი, რომ ამით დედის კეთილგანწყობას მოვიპოვებდი. თუმცა, მამის საჯაროდ გაკრიტიკება ჩემი სინანულის მიზეზი გახდა“, - წერს მოზესი და განმარტავს, რომ იმ დროისთვის მას არ ჰქონია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიციის მოთხოვნით, კონექტიკუტში Yale New Haven-ის კლინიკაში დილანს ფსიქოლოგიური ექპერტიზა ჩაუტარდა, რომელმაც ძალადობა არ დაადასტურა.
მოზესი აცხადებს, რომ 20 წლის შემდეგ დედისგან თავის დაღწევა მოახერხა და ამაში მას ფსიქოთერაპია დაეხმარა, რის შედეგადაც საკუთარი ბავშვობის გაანალიზება მოახერხა.
ყველა სიახლე
11 სექტემბერი 2026, 15:18
მსოფლიო
პოლონელმა დეპუტატმა გჟეგოჟ ბრაუნმა პოლონეთში „უკრაინის მეამბოხე არმიის“ ობელისკი დააზიანა
ევროპარლამენტარმა, პოლონეთის სეიმის ყოფილმა დეპუტატმა გჟეგოჟ ბრაუნმა პოლონეთში დამონტაჟებული „უკრაინის მეამბოხე არმიის“ ობელისკი განგებ დააზიანა და ქვეყნის ხელისუფლებას მის სრულ დემონტაჟს სთხოვს.
11 სექტემბერი 2026, 15:03
სამართალი
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 2 640 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ერთი ადამიანი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 2 640 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ერთი ადამიანი დააკავა.
11 სექტემბერი 2026, 14:53
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: ერთმანეთს ამხელენ უსამშობლობაში, არაქართულ პოზიციაში, კორუფციაში, საქართველოს ინტერესების დაუცველობაში. ზუსტად ამას ვამბობდით ჩვენ
დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა რადიკალურ ოპოზიციაში ანა წითლიძესა და ნიკა გვარამიას შორის მიმდინარე დაპირისპირებას გამოეხმაურა.
11 სექტემბერი 2026, 14:49
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს მუსტაფა თურქერ არის შეხვდა
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები, აქცენტი გაკეთდა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე, ეკონომიკური კავშირების ზრდისა და გამყარების კუთხით.
11 სექტემბერი 2026, 14:46
მსოფლიო
დონალდ ტუსკი: თუ ენერგიის ფასები ასეთი მაღალი დარჩება, ზღაპარი იქნება ჩინეთთან და შეერთებულ შტატებთან კონკურენციაზე ოცნება
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა „ვიშეგრადის ოთხეულის“ შეხვედრაზე ევროკავშირში ენერგომატარებლების მაღალი ფასები მკაცრად გააკრიტიკა.
11 სექტემბერი 2026, 14:36
საზოგადოება
პატრიარქი: ვევედროთ წმინდა იოანე ნათლისმცემელს, მისი ლოცვით ღმერთმა გვასწავლოს ჩვენ სინანული, გვასწავლოს ლოცვა და მოგვცეს ძალა და სიმამაცე სიმართლის თქმისა და სიმართლისთვის ცხოვრებისა, შეგვეწიოს, რომ გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება
იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წირვა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. შიო მესამემ მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა.
11 სექტემბერი 2026, 14:29
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: მათი დაცემა დაიწყო მაშინ, როდესაც მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი და გარედან თანხები შემოელიათ
განულებულები, მიწასთან გასწორებულები არიან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით.
11 სექტემბერი 2026, 14:26
სამართალი
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 4 სამართალდარღვევის ოქმი განიხილა. კანონდამრღვევებს 500-დან 1500 ლარამდე ჯარიმების გადახდა დაეკისრათ
მათ ნაწილს პოლიტიკოსის შეურაცხყოფას, ნაწილს კი სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის გამოყენებას ედავებოდნენ.
11 სექტემბერი 2026, 14:23
ეკონომიკა
„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელ გზაზე: ეს იქნება 18-კილომეტრიანი სრულიად ახალი ხაზი. ასევე აშენდება ახალი სარკინიგზო სადგური
„მნიშვნელოვანი პროექტია და საკმაოდ მოცულობითი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. ვფიქრობთ ტენდერი მსოფლიო ბანკის რეგულაციებით გამოცხადდება. სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ეს იქნება 18-კილომეტრიანი სრულიად ახალი ხაზი. ასევე აშენდება ახალი სარკინიგზო სადგური. ხაზი სრულიად ელექტოფიცირებული იქნება. ეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ანაკლიის პორტს დააკავშირებს არსებულ სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან“, - აღნიშნა აბაშიძემ.
11 სექტემბერი 2026, 14:22
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: როდესაც გაზეთი, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, ფაქტების გარეშე დეზინფორმაციას ავრცელებს, ამას ჟურნალისტიკასთან არაფერი აქვს საერთო. ეს არის პირდაპირი ცილისწამების და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანია
რა თქმა უნდა, როდესაც გაზეთი, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, ფაქტების გარეშე დეზინფორმაციას ავრცელებს, ამას ჟურნალისტიკასთან არაფერი აქვს საერთო. ეს არის პირდაპირი ცილისწამების კამპანია და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანია, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე.
11 სექტემბერი 2026, 14:20
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ქალბატონ მარტა კოსს რომ დავუჯეროთ, ევროკავშირის ყველა წევრი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას წყვეტს. სხვანაირად რა ლოგიკაა, რომ კანდიდატ ქვეყნებს აუკრძალო ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ ადმინისტრაციასთან ურთიერთობა, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები აგრძელებენ ამ ურთიერთობას
არჩილ გორდულაძე აღნიშნავს, რომ კანდიდატ წევრებს ჯერ კიდევ გაწევრიანებამდე უყენებენ წინაპირობებს, რომ მათ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა არ უნდა აწარმოონ.
11 სექტემბერი 2026, 14:19
სამართალი
პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა.
11 სექტემბერი 2026, 14:16
სამართალი
სგპ „სარფის" მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს.
11 სექტემბერი 2026, 14:12
მსოფლიო
Reuters: იემენელმა „ჰუსიტებმა“ სტრატეგიულ კუნძულზე კონტროლი დაამყარეს - საზღვაო გადაზიდვებს საფრთხე ემუქრება
იემენში ირანის მოკავშირე „ჰუსიტებმა“ დღეს ბაბ-ელ-მანდების სრუტეში მდებარე სტრატეგიული კუნძული პერიმი დაიკავეს. ინფორმაციას Reuters-ი იემენის მთავრობის ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 14:09
საზოგადოება
რევაზ სოხაძემ სამშენებლო პროექტებში ხარჯთაღრიცხვის ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მოადგილეებთან, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელებთან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, სამშენებლო სექტორის ხარჯთაღმრიცხველებს შეხვდა.
11 სექტემბერი 2026, 13:51
პოლიტიკა
საქართველოსა და კავკასიის ბუნების ფონდს შორის დაცული ტერიტორიების კუთხით განახლებული თანამშრომლობის ფარგლებში 11 მილიონი დოლარი დაიხარჯება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ მორისონმა დაცული ტერიტორიების განვითარების კუთხით თანამშრომლობის მემორანდუმის განახლებას მოაწერეს ხელი.
11 სექტემბერი 2026, 13:51
პოლიტიკა
თეა ახვლედიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩთან ფაბიენ ვასერმანთან
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ახლად დანიშნულ ელჩთან ფაბიენ ვასერმანთან.
11 სექტემბერი 2026, 13:35
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა
დედაქალაქში ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა კრიტიკული შეუსაბამობები, ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესების დარღვევები გამოავლინეს. ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ, ბიზნესოპერატორები კი დაჯარიმდნენ.
11 სექტემბერი 2026, 13:34
პოლიტიკა
სოფლის მეურნეობის კომიტეტმა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინა
საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინა.
11 სექტემბერი 2026, 13:34
მსოფლიო
ტრამპი ირანთან ომს არ ნანობს - "არჩევნების შემთხვევაშიც იმავეს გავაკეთებდი"
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომის დაწყებას არ ნანობს, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტმა შესაძლოა ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე გავლენა მოახდინოს.


