ცნობილია, რომელ ქართულ ფილმებს აჩვენებენ მელბურნის საერთაშორისო კინოფესტივალზე
ფოტო: facebook
2-19 აგვისტოს ავსტრალია მელბურნის საერთაშორისო კინოფესტივალს უმასპინძლებს, სადაც ქართული ფილმები იქნება წარმოდგენილი.
კინოფესტივალზე 7 და 12 აგვისტოს აჩვენებენ ანა ურუშაძის მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელ ფილმს „საშიში დედა“, 9 და 17 აგვისტოს კი რატი წითელაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის „სოციუმის პატიმარი“ ჩვენება გაიმართება. აღსანიშნავია, რომ „სოციუმის პატიმარი“ ევროპული კინოაკადემიის ნომინანტია. ევროპული კინოაკადემიის რიგით 31-ე დაჯილდოვების ცერემონია 15 დეკემბერს, ესპანეთის ქალაქ სევილიაში გაიმართება.
მელბურნის საერთაშორისო კინოფესტივალი, კანის და ბერლინის კინოფესტივალების მსგავსად, მსოფლიოს ერთ-ერთ უძველესი ფესტივალია, რომელიც 1952 წლიდან იმართება.
ყველა სიახლე
05 მარტი 2026, 15:05
კულტურა
ცნობილი ბრიტანული გამომცემლობა „Cyberwit“-ი დათო მაღრაძის ახალი ლექსების კრებულს „ჰამლეტის სარკეს“ აქვეყნებს
ცნობილი ბრიტანული გამომცემლობა „Cyberwit“-ი დათო მაღრაძის ახალი ლექსების კრებულს „ჰამლეტის სარკეს“ აქვეყნებს.
05 მარტი 2026, 14:54
მსოფლიო
მედია: ნახიჩევანის აეროპორტზე ირანული დრონის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა
აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონში მდებარე აეროპორტზე ირანული დრონების ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
05 მარტი 2026, 14:49
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე The Hill-ის სტატიაზე: ყველა განცხადება, აუცილებლად უნდა იყოს გამყარებული ძალიან მყარი არგუმენტებით და ფაქტებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას მოვუწოდებ, მსგავსი განცხადებებისგან თავი შეიკავოს
ყველა ასეთი განცხადება, აუცილებლად უნდა იყოს გამყარებული ძალიან მყარი არგუმენტებით და ფაქტებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას მოვუწოდებ, მსგავსი განცხადებებისგან თავი შეიკავოს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ „ზი ჰილში“ გამოქვეყნებულ სტატიაზე საუბრისას.
05 მარტი 2026, 14:42
საზოგადოება
ლევილის ქართველთა მამულში ვაზის გაშენების სამეცნიერო-მეთოდურ მხარდაჭერას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი უზრუნველყოფს
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე შპს „შატო ზეგაანის“ წარმომადგენლებთან ერთად, საფრანგეთში, ლევილის ქართველთა მამულში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, - ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.
05 მარტი 2026, 14:40
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი ხიდაშელზე: საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი მოქმედებს ტაივანის ინტერესებით. ეს რეალობაა და ის, რომ საქართველოში მოქმედებს უნივერსიტეტი, რომელიც ტერორისტებს ამზადებს, არის სიცრუე
ის, რომ საქართველოში მოქმედებს ინსტიტუტი, უნივერსიტეტი, რომელიც ტერორისტებს ამზადებს, არის სიცრუე, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. „საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით ფუნქციონირებს კონკრეტული ადამიანი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელიც მოქმედებს ტაივანის ინტერესებით. ეს რეალობაა და ის, რომ საქართველოში მოქმედებს ინსტიტუტი, უნივერსიტეტი, რომელიც ტერორისტებს ამზადებს, არის სიცრუე. აქედან გამომდინარე დასკვნები უნდა გავაკეთოთ, ვისთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
05 მარტი 2026, 14:37
მსოფლიო
უნგრეთი მოსალოდნელი ტერორისტული საფრთხის გამო უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროპაში მოსალოდნელია ახლო აღმოსავლეთიდან შემოსული ტერორისტული ქსელების გააქტიურება, რის გამოც მან კონტრტერორისტულ უწყებებს უსაფრთხოების ზომების გამკაცრება უბრძანა.
05 მარტი 2026, 14:31
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ოპოზიციამ იცის, რომ თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრები ურთიერთობების განვითარების წინაპირობას ქმნის, რაც მათ ისტერიკას იწვევს
ოპოზიციამ იცის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში საპარლამენტო დელეგაციის მაღალი დონის შეხვედრები არათუ რამეს ნიშნავს, არამედ სწორედ ის ქმედებაა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებისთვის წინაპირობას ქმნის და მათ ისტერიკას იწვევს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.
05 მარტი 2026, 14:30
საზოგადოება
eTwinning-ის პროგრამის ფარგლებში 500-მდე მასწავლებლისთვის ტრენინგები ჩატარდა
ტრენინგები როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ ფორმატში გაიმართა. მონაწილე მასწავლებლებისთვის რეგიონული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, აღმოსავლეთ საქართველოს მასწავლებლებისთვის ტრენინგი ჩატარდა თბილისში, ხოლო დასავლეთ საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქუთაისის ოფისში.
05 მარტი 2026, 14:29
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: როდესაც აღმოსავლეთ ევროპაში ცეცხლის ალი ტრიალებს, როდესაც ჩვენი ქვეყნის გარშემოც საომარი მოქმედებებია, არაა გასაკვირი, რომ თავდასხმის ობიექტია ჩვენი ქვეყანა მათი მხრიდან, ვისაც მხოლოდ პასპორტი აქვს ქართული
მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ ევროპაში ცეცხლის ალი ტრიალებს, მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის გარშემოც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, საერთოდ არ არის გასაკვირი, რომ განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტია ჩვენი ქვეყანა და მისი პოლიტიკა, იმ ქართველი ადამიანების მხრიდან, რომლებსაც მხოლოდ და მხოლოდ პასპორტი აქვთ ქართული, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
05 მარტი 2026, 14:28
პოლიტიკა
ნინო წილოსანი The Hill-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე: ეს სრული დეზინფორმაციაა - რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, რომ ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში საქართველო გახდეს ამ ცეცხლის ალის ნაწილი
დეზინფორმაციას უწოდებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი გამოცემა The Hill-ში გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით - „საქართველო ირანისთვის სანქციებისთვის თავის არიდების ცენტრად იქცევა“. მისი შეფასებით, ეს დეზინფორმაცია დღევანდელ ურთულეს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.
05 მარტი 2026, 14:26
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარასა და გურიაში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბათუმის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოავლინეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში მცხოვრები ფიზიკური პირი ზ. გ., რომელსაც ცხოველების სადგომში კუსტარულად ჰქონდა მოწყობილი ფრინველთა სასაკლაო, სადაც ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით კლავდა ფრინველს. გარდა ამისა, პირი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე.
05 მარტი 2026, 14:03
მსოფლიო
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმის შესახებ: სრული პასუხისმგებლობა ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეკისრება
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ნახიჩევანის რეგიონზე დრონებით თავდასხმაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ირანის ისლამურ რესპუბლიკას.
05 მარტი 2026, 14:00
მსოფლიო
იტალია სპარსეთის ყურის ქვეყნებში საჰაერო თავდაცვით სისტემებს გაგზავნის
„გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის მსგავსად, იტალიაც აპირებს დახმარება გაუწიოს ყურის ქვეყნებს თავდაცვის, კერძოდ კი საჰაერო თავდაცვის სფეროში“, - განაცხადა მელონიმ რადიოსადგურ RTL 102.5-თან საუბრისას.
05 მარტი 2026, 13:50
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: რამდენჯერ მიუღია ღალატი ქვეყანას ამ ოპოზიციისგან, მაგრამ რაც თინა ხიდაშელმა იკადრა - მოდით, დაგვბომბეთ - საქართველოს ბოლომდე გაწირვაა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე, სოციალური ქსელით ეხმიანება ოპოზიციონერი თინა ხიდაშელის განცხადებას - „საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა, რომლის რექტორიც იყო ალი ხამენეის მემკვიდრედ გამოცხადებული ადამიანი“. ანალიტიკოსი წერს, რომ ხიდაშელის ოპოზიცია ფაქტობრივად მოუწოდებს უცხოეთს, სამხედრო იერიში საქართველოზეც მიიტანონ.
05 მარტი 2026, 13:49
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ნახიჩევანზე დარტყმა არის დარტყმა იმ ილუზიაზე, თითქოს კორიდორები შეიძლება აშენდეს გეოპოლიტიკური კონფლიქტებისგან დამოუკიდებლად
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ირანმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტი უპილოტო საფრენი აპარატით დაბომბა სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ მთავარი რესურსი რეგიონში ახლა უსაფრთხოება, პროგნოზირებადობა და ლოჯისტიკური სანდოობაა და სწორედ ამ კომპონენტზე უნდა ააგოს საქართველომ თავისი პოზიცია, რადგან კრიზისის პირობებში ყველაზე მეტ მოგებას იღებს ის ქვეყანა, რომელიც მშვიდობისა და ტრანზიტის პლატფორმად რჩება.
05 მარტი 2026, 13:48
მსოფლიო
ირანის განცხადებით, მათ მიიტანეს იერიში „სეპარატისტულ დაჯგუფებებზე“, რომლებიც ქვეყანაში დასავლეთ საზღვრებიდან შეჭრას ცდილობდნენ
ირანის დაზვერვის სამინისტროს ინფორმაციით, ირანელმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს „სეპარატისტულ დაჯგუფებებზე“, რომლებიც ირანში შეღწევას დასავლეთ საზღვრებიდან ცდილობდნენ. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
05 მარტი 2026, 13:46
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თებერვალში უკანონო ტყითსარგებლობის 191 ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 01 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, უკანონო ტყითსარგებლობის 191 ფაქტი გამოავლინეს.
05 მარტი 2026, 13:43
საზოგადოება
საგარეო საქმეთა სამინისტრო: დღეს ადგილობრივი დროით 19:00 საათზე მასკატი - თბილისის სპეციალური რეისი შესრულდება
დღეს ადგილობრივი დროით 19:00 საათზე მასკატი - თბილისის სპეციალური რეისი შესრულდება, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
05 მარტი 2026, 13:26
ეკონომიკა
ნიკოლოზ ბურდული: ნებისმიერ ბრენდს ჰყავს თავისი კონკურენტი და თაროზე ფასის მდგენელი ძირითად შემთხვევაში არის კონკურენტული ფასი. იმპორტის და ოფიციალური ბრენდების წარმომადგენელი თავის ნებით ვერ ზრდის ფასებს
„ფასის მდგენელს რომ გავყვეთ, პირველი ფასის მდგენელი არის შესასყიდი ფასი, რომელსაც იმპორტის შემთხვევაში დისტრიბუტორი უცხო ქვეყნიდან ყიდულობს უცხოურ ვალუტაში, ამას მოჰყვება ტრანსპორტირება საქართველომდე, შემდეგ მოჰყვება ვალუტის გაცვლითი კურსი და შემდეგ არის დისტრიბუტორის საოპერაციო მარჟა. მეტ მარჟაზე რომ ჩამოვიდეთ საბოლოო ჯამში პროდუქტის თვითღირებულება საწყობში და დისტრიბუტორის ფასნამატი მარკეტინგული ხარჯის გამოკლებით, ამ შემთხვევაში დაახლოებით მერყეობს 16%-დან 17%-მდე“, - ამის შესახებ სადისტრიბუციო კომპანიის „ფუდ სერვისი“ წარმომადგენელმა, ნიკოლოზ ბურდულმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ისაუბრა.
05 მარტი 2026, 13:19
მსოფლიო
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ირანული დრონებით დარტყმაზე: აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები
აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ქვეყნის ტერიტორიაზე ირანული დრონებით დარტყმასთან დაკავშირებულ განცხადებაში.


