imedi /  09 აგვისტო 2018, 13:43 / სანდო წყარო

კონსტანტინე მელაძეს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა 2020 წლამდე აუკრძალეს

კონსტანტინე მელაძე

კონსტანტინე მელაძე

უკრაინელ პროდიუსერსა და კომპოზიტორს, კონსტანტინე მელაძეს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა 2020 წლამდე აუკრძალეს. ამის შესახებ ცნობას tv24.ua ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპოზიტორი უკრაინა-უნგრეთის საზღვარზე უნგრელმა მესაზღვრეებმა 6 აგვისტოს დააკავეს.

მელაძე „ლუჟნიკი-ბერეგშურანის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გადაკვეთას აპირებდა, თუმცა მესაზღვრეებმა გააჩერეს. როგორც მედია წერს, მათ ეჭვი შეეპარათ, რომ მელაძეს პასპორტში გაყალბებული ბეჭდები ჰქონდა, რის გამოც მას საზღვარგარეთის პასპორტი ჩამოართვეს.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

წყალი ჭიქაში

15 დეკემბერი 2018, 12:34

ეკონომიკა

დღიურად გაქირავებული ბინების წყლის საფასური ისევ საყოფაცხოვრებო ტარიფით გადაიხდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სემეკის ახალი რეგულაციების შემუშავებამდე ამ ტიპის მომხმარებლებს არ დაერიცხებათ გადასახადი არასაყოფაცხოვრებო ტარიფით. ახალი რეგულაციების ოფიციალურად ძალაში შესვლამდე მათ კომპანია საყოფაცხოვრებო ტარიფს დაარიცხავს.

თბილისი

15 დეკემბერი 2018, 12:14

საქართველო

თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედანი გადაიკეტა

დედაქალაქში წინასაახალწლო სამზადისი გრძელდება. პირველი რესპუბლიკის მოედანი უკვე გადაიკეტა და ავტომობილების გადაადგილება აიკრძალა. აქ საახალწლო სოფელის მოსაწყობად საუშაოები დაიწყო. სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

მიკ მალვენი

15 დეკემბერი 2018, 12:03

მსოფლიო

თეთრი სახლის აპარატს მიკ მალვენი უხელმძვანელებს

თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელის მოვალეობას დროებით მიკ მალვენი შეასრულებს. ამის შესახებ ცნობა თავად დონალდ ტრამპმა Twitter-ზე გაავრცელა. მალვენი დღეისათვის ადმინისტრაციულ საბიუჯეტო სამმართველოს ხელმძღვანელობს.

გიორგი მარგველაშვილი

15 დეკემბერი 2018, 11:40

საქართველო

გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტობისას სულ 767 ადამიანი დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელების 5 წლიან პერიოდში სახელმწიფო ჯილდოებით სულ 767 ადამიანის ღვაწლი აღნიშნა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მაჰინდა რაჯაპაკსე

15 დეკემბერი 2018, 11:38

მსოფლიო

შრი-ლანკის პრემიერმინისტრი გადადგა

შრი-ლანკის პრემიერმინისტრმა მაჰინდა რაჯაპაკსემ ხელი მოაწერა დოკუმენტს თანამდებობის დატოვების შესახებ. ამით ქვეყანაში რამდენიმეკვირიანი პოლიტიკური კრიზისი დასრულდება. დეკემბრის დასაწყისში შრი-ლანკის სასამართლომ პრემიერმინისტრს, მაჰინდა რაჯაპაკსეს უფლებამოსილება დროებით შეუჩერა.

15 დეკემბერი 2018, 11:36

მსოფლიო

ნიუ-იორკში ზამთრის ზღაპარი დაიწყო

ნიუ-იორკში ზამთრის ზღაპარი დაიწყო. შობა-ახალი წლისთვის მეგაპოლისის ბოტანიკურ ბაღში პირველად ჩინური ფანრების ფესტივალი მოეწყო. დამთვალიერებელს იქ 3 ათასზე მეტი თემატური ინსტალაციისა და ხელნაკეთი ფანრების დათვალიერება შეუძლია.

ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორია

15 დეკემბერი 2018, 11:18

საქართველო

ინაუგურაციის საზეიმო მიღება წინანდლის ნაცვლად თელავის თეატრში გაიმართება

ინაუგურაციის წინა დღეს თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორიაზე გენერალური რეპეტიციისთვის ემზადებიან. მასში მონაწილეობას თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების 200 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს. მათ შორის იქნებიან სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები.

ამირან პაპინაშვილი

15 დეკემბერი 2018, 11:16

სპორტი

ამირან პაპინაშვილი გუანჯოუს ტურნირის ფინალშია

ჩინეთის ქალაქ გუანჯოუს ტურნირზე ამირან პაპინაშვილმა ტატამს ამატურვშინ დაშდავა დააჭედა. პაპინაშვილი ფინალში ოქროსთვის რობერტ მშვიდობაძეს დაეჭიდება. ქართველი ძიუდოისტები ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში 15-16 დეკემბერს იჭიდავებენ.

ალენ ჟირესი

15 დეკემბერი 2018, 11:07

სპორტი

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ტუნისის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა

ფრანგი სპეციალისტი ალენ ჟირესი, რომელიც 2004-05 წლებში საქართველოს ნაკრებს წვრთნიდა, ტუნისის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მან ამ პოსტზე ფაუზი ბენზარტი შეცვალა, რომელმაც გუნდში მხოლოდ სამი თვე იმუშავა.

ლევან დავითაშვილი

15 დეკემბერი 2018, 10:58

ეკონომიკა

საქართველოში საკონსერვაციო შეთანხმებებს პირველად მოეწერა ხელი

საქართველოში პირველად მოეწერა ხელი საკონსერვაციო შეთანხმებებს, რომელიც ბიომრავალფეროვნების კონსერვაციასა და სახეობებისათვის მნიშვნელოვანი ჰაბიტატების (ბუნებრივი გარემო) დაცვის მართვის პროცესში ადიგენის 4 თემის ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურ ჩართვას ითვალისწინებს.

ზესტაფონის პოლიცია

15 დეკემბერი 2018, 10:48

ძალოვნები

ზესტაფონში ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი, 1975 წელს დაბადებული პირი დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

15 დეკემბერი 2018, 10:44

კულტურა

სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი 20 წლისაა

სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი 20 წლისაა. მგალობელთა გუნდი 1998 წელს, ილია მეორის კურთხევით შეიქმნა. გუნდმა მოღვაწეობა დაიწყო ათამდე ადამიანის შემადგენლობით. ამჟამად მასში ათობით მგალობელი ირიცხება, რომელთა უმრავლესობასაც მუსიკალური განათლება აქვს.

გუდაური

15 დეკემბერი 2018, 10:33

ეკონომიკა

გუდაურში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

გუდაურში ტურისტული სეზონი გაიხსნა. კურორტი 30 წლის იუბილეს ზეიმობს. სეზონის პირველ სტუმრებს სიტყვით მიმართა ქვეყნის პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ. ​გუდაურმა დაარსებიდან დღემდე მილიონობით ტურისტს უმასპინძლა. გუდაურს ამ დრომდე აღმოსავლეთ ევროპის ზამთრის კურორტებში მოწინავე ადგილი უჭირავს.

გორის სასამართლო

15 დეკემბერი 2018, 10:24

ტაბლოიდი

ყოფილი დედამთილის ცემაში ბრალდებულ რძალს გირაო შეეფარდა

ქალი მეუღლესთან გაშორების შემდეგ თავისი ნივთების წასაღებად მასთან მივიდა, თუმცა საყოფაცხოვრებო ნივთები დედამთილმა არ გაატანა. სწორედ ამ დროს დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც მოგვიანებით ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ყოფილმა რძალმა ყოფილ დედამთილს ხელით სახის არეში სცემა.

15 დეკემბერი 2018, 10:12

მსოფლიო

სტრასბურში ტერაქტის მსხვერპლთა მოსახსენიებელი ცერემონია გაიმართა

სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის მსხვერპლთა მოსახსენიებელი ცერემონია გაიმართა. დაღუპულთა პატივსაცემად მოწყობილი მემორიალი ყვავილებით პრეზიდენტმა მაკრონმა შეამოკო. თავდასხმისას დაღუპულებს პატივი წუთიერი დუმილით და მარსელიეზას სიმღერით მიაგეს.

ტოკიოს დინეილენდი

15 დეკემბერი 2018, 09:55

ტექნოლოგიები

მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადგილი დასახელდა

Instagram-ის თანამშრომლებმა მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ადგილის დასადგენად კვლევა ჩაატარეს. მათ მომხმარებლების მიერ გეოლოკაციების მიხედვით დასმული „სმაილები“ გამოიკვლიეს და 2018 წლის შედეგები ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნეს.

15 დეკემბერი 2018, 09:49

მსოფლიო

ლისაბონში ტრამვაი რელსებიდან გადავიდა. არიან დაშავებულები

28 ადამიანი დაშავდა პორტუგალიის დედაქალაქში მომხდარი ავარიის შედეგად. ლისაბონში ტრამვაი რელსებიდან გადავიდა. მომხდარის მიზეზად მემანქანის მიერ არასწორი დამუხრუჭება სახელდება. დაშავებულებს პირველადი დახმარება გამვლელებმა აღმოუჩინეს.

დიდი ბრიტანეთის პასპორტი

15 დეკემბერი 2018, 09:17

მსოფლიო

ბრიტანელებს ევროპაში სამოგზაუროდ ფულის გადახდა მოუწევთ

დიდ ბრიტანეთში მცხოვრებლები Brexit-ის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისთვის 7 ევროს გადაიხდიან. ამ თანხის გადახდა მათ სამ წელიწადში ერთხელ მოუწევთ. ბრიტანელები ევროპაში ძველებურად უვიზოდ იმოგზაურებენ, თუმცა მანამდე მათ განაცხადი უნდა გააკეთონ ETIAS-ის ელექტრონულ სისტემაში.

obamacare

15 დეკემბერი 2018, 08:56

მსოფლიო

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ Obamacare-ი გააუქმა

აშშ-ის ტეხასის შტატის ფორტ-უორტის ფედერალურმა სასამართლომ ჯანდაცვაში მიმდინარე რეფორმა Obamacare-ი არაკონსტიტუციურად ცნო და გააუქმა. ამ გადაწყვეტილებით შესაძლოა სამედიცინო დაზღვევა შეუწყდეს 20 მილიონ ადამიანს, რომლებიც სამედიცინო მომსახურებას სწორედ ამ რეფორმის ფარგლებში იღებდნენ

იერუსალიმი

15 დეკემბერი 2018, 08:28

მსოფლიო

ავსტრალიამ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ცნო

ავსტრალიის პრემიერმინისტრმა სკოტ მორისონმა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის ცნობის შესახებ ოფიციალურად სიდნეის ინსტიტუტში თავისი გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ავსტრალიის ხელისუფლება იერუსალიმში სავაჭრო და თავდაცვითი წარმომადგენლობის გახსნას გეგმავს.