imedi /  16 აგვისტო 2018, 23:56 / სანდო წყარო

წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალი დასახელდა

სკარლეტ იოჰანსონი

სკარლეტ იოჰანსონი

ამერიკელი მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი 2018 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალების რეიტინგს ლიდერობს. მათი სია ჟურნალმა Forbes-მა წარმოადგინა.

12 თვის განმავლობაში 33 წლის მსახიობმა 40,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. „შურისმაძიებლები 4“-ის გადაღების შემდეგ, რომელიც ეკრანებზე 2019 წლიდან გამოვა, მისი შემოსავლები ოთხჯერ გაიზარდა. 

მეორე ადგილზე აღმოჩნდა ანჯელინა ჯოლი, რომელმაც „მალეფისენთ 2“-ში შესრულებული როლისთვის 28 მილიონი დოლარი მიიღო. ამ ფილმის პრემიერა 2020 წელს გაიმართება.

ათეულში შევიდნენ ჯენიფერ ლოურენსი, რიზ უიზერსპუნი, ქეით ბლანშეტი, ჯულია რობერტსი და სხვები. საერთო ჯამში პირველი ათეულის მიერ გამომუშავებული თანხის საერთო რაოდენობამ 186 მილიონი დოლარი შეადგინა დაბეგვრის გარეშე.

გასული წლის რეიტინგის ლიდერი ემა სტოუნი იყო „ლა-ლა-ლენდ“-ში შესრულებული როლით, რომელმაც მას „ოსკარი მოუტანა.

ყველა სიახლე

თბილისის „ლოკომოტივი“

19 აპრილი 2019, 11:04

სპორტი

თბილისის „ლოკომოტივი“ „ატლეტიკოს“ შეხვდება

საქართველოს 19-წლამდელთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი, თბილისის „ლოკომოტივი“ ხმელთაშუაზღვის საერთაშორისო ტურნირზე MIC 2019-ზე წარმატებით ასპარეზობს. სულიკო დავითაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფში 3 შეხვედრიდან 2 მოიგო და ტურნირის ფინალურ რაუნდში გავიდა.

კამერა

19 აპრილი 2019, 10:44

საქართველო

აჭარის ტელევიზიის ოპერატორების ნაწილი გაიფიცა

აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხზე ბორდი დღეს იმსჯელებს. სხდომა 13:00 საათზეა დანიშნული. ნათია კაპანაძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას საბჭოს ორი წევრი ითხოვს, გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე. გადაყენების მიზეზებად სატელევიზიო რეიტინგის კლებას, პრიორიტეტების შეუსრულებლობას, ბორდთან კომუნიკაციის არქონას ასახელებენ.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი

19 აპრილი 2019, 10:28

საქართველო

დავით ბაგრატიონი: არ ვაპირებ სამეფო სახლის სახელი დავუტოვო გადაშენების პირას მყოფ უმცროს შტოს

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი და მისი მამა ნუგზარი ყოფილ სიძეს, დავით ბაგრატიონ მუხრანელს სასამართლოში უჩიოდნენ. სამოქალაქო დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამეფო სახლის სახელით უნებართვოდ სარგებლობის აღკვეთაზე მიმდინარეობდა, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიამ გრუზინსკების სარჩელის წარმოება შეწყვიტა.

19 აპრილი 2019, 10:18

საქართველო

მოსამართლეების არჩევის წესზე უმრავლესობის კანონპროექტის განხილვა დღეს გაგრძელდება

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, განსახილველად წარმოდგენილი კანონპროექტით, რეგულირდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის პროცედურა.

ხალიფა ჰაფტარი

19 აპრილი 2019, 09:40

მსოფლიო

ლიბიის ხელისუფლებამ ამბოხებული არმიის გენერლის დაკავების განკარგულება გასცა

ლიბიელი ამბოხებულების არმიის გენერალის ხალიფა ჰაფტარის მიერ განხორციელებული საომარი მოქმედებების შემდეგ 561 ადამიანი დაიჭრა.

19 აპრილი 2019, 09:15

მსოფლიო

კანადაში ზვავის ჩამოწოლას სავარაუდოდ სამი პროფესიონალი მთამსვლელი ემსხვერპლა

BBC-ის ინფორმაციით, ინციდენტი ალბერტას პროვინციაში, ბანის ეროვნული პარკში მოხდა, როდესაც ერთი ამერიკელი და ორი ავსტრიელი მთამსვლელი ზღვის დონიდან 3295 მეტრზე მდებარე მწვერვალ ჰოუვსის დალაშქვრას ცდილობდა.

19 აპრილი 2019, 08:55

მსოფლიო

ნოტრ-დამის ხანძრისას თავგანწირვისთვის ფრანგ მეხანძრეებს ოქროს მედლებით დააჯილდოებენ

სახურავის და შპილის ჩამონგრევის შემდეგ ტაძარში რამდენიმე ქანდაკების ჩამოშლის საფრთხე არსებობს. უსაფრთოების უზრუნველყოფის გამო მეხანძრეები საგამოძიებო უწყებებს ტაძარში შესვლის და კვლევის დაწყების უფლებას ჯერ არ აძლევენ.

გეგა გეგეშიძე
ზურაბ დათუნაშვილი

19 აპრილი 2019, 08:23

საქართველო

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის საქმის არსებითი განხილვა დღეს გაიმართება

გეგა გეგეშიძის ადვოკატი მარინა ქურციკიძე რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს. ადვოკატის ინფორმაციით, ერთ-ერთ ქვეყანაში ფიზიკური დაპირისპირების გამო, ზურაბ დათუნაშვილს შენგენის ზონის ერთ-ერთ ქვეყანაში შესვლა ერთი წლით აეკრძალა.

პეტრო პოროშენკო ვლადიმერ ზელენსკი

19 აპრილი 2019, 08:19

მსოფლიო

პოროშენკო-ზელენსკის დებატები დღეს გაიმართება

სტადიონზე, სადაც 70 ათასი ადამიანი ეტევა, ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე საპრეზიდენტო კანდიდატების დებატები თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.

19 აპრილი 2019, 08:12

საქართველო

პარლამენტში ომბუდსმენის მოსმენა დღეს იგეგმება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე სახალხო დამცველის მოსმენა გუშინ გადაიდო. სახალხო დამცველის მოსმენა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ კორექტირებული კანონპროექტის განხილვის დასრულების შემდეგ არის დაგეგმილი.

19 აპრილი 2019, 07:54

კულტურა

კანის კინოფესტივალის საკონკურსო ფილმების პროგრამა ცნობილია

შესაძლოა, საკონკურსო ფილმების სიას კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმი „ერთხელ ჰოლივუდში“ დაემატოს.სურათში მთავარ როლებს ლეონარდო დი კაპრო და ბრედ პიტი ასრულებენ. ფესტივალს ჯიმ ჯარმუშის ნამუშევარი -„მიცვალებულები არ კვდებიან“ გახსნის.

19 აპრილი 2019, 07:36

საქართველო

ზალკალიანმა დიპლომატებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო

დიპლომატები ვიზიტის ფარგლებში ისინი ადგილზე გაეცნენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ასევე მოინახულეს საოკუპაციო ხაზი ხურვალეთში და წეროვანში მდებარე იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტური დასახლება.

ფინქი

19 აპრილი 2019, 00:50

ტაბლოიდი

ფინქმა ჰოლივუდის დიდების ხეივანში თავისი ვარსკვლავი გაწმინდა

ვარსკვლავი მუხლებზე დაჩოქილი წმენდდა თავის ვარკვლავს. მისმა ქცევამ თაყვანისმცემლები გააოცა.მომღერალ ფინქს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი 2019 წლის თებერვალში გაუხსნეს. ამ ღონისძიებაზე ვარსკვლავს თან მეუღლე კერი ჰარტი და ორი შვილი ახლდა.

რობოტი წამყვანი

19 აპრილი 2019, 00:23

ტექნოლოგიები

რუსეთში ახალი ამბების წამყვანი რობოტი შექმნეს

ალექსი - ასე ჰქვია რობოტს, რომლის გამოჩენამაც ტელემაყურებლების ნაწილში გაუგებრობა გამოიწვია, რის გამოც ტელეარხი რობოტის მეშვეობით პოლიტიკური პროპაგანდის ტირაჟირებაში დაადანაშაულეს. 2018 წელს ახალი ამბების წამყვანი რობოტი ჩინეთშიც შექმნეს.

მონტე კარლოს მასტერსი

19 აპრილი 2019, 00:05

სპორტი

მონტე კარლოს მასტერსის მეოთხედფინალური წყვილები დასახელდა

მონტე კარლოს მასტერსის საპრიზო ფონდი 5,585,030 ევროა. ტურნირი სათავეს 1969 წლიდან იღებს. შეჯიბრი 13 აპრილს დაიწყო და 21 აპრილს დასრულდება. მონტე კარლოს მასტერსის რეკორდსმენი რაფაელ ნადალია. ესპანელ ჩოგბურთელს შეჯიბრი მთლიანობაში 11-ჯერ აქვს მოგებული.

CNN

18 აპრილი 2019, 23:47

მსოფლიო

CNN-მა ახალი პრომო წარადგინა. ვიდეო

აღსანიშნავია, რომ კომენტარებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გულშემატკივრები CNN-ს დეზინფორმაციის გამავრცელებელს უწოდებენ. თავად თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპიც CNN-ის მიმართ ზოგადად ნეგატიურადაა განწყობილი.

დონალდ ტრამპი

18 აპრილი 2019, 23:33

მსოფლიო

HBO ტრამპს „სამეფო კარის თამაშების“ ბანერით ტვიტების დადებას უკრძალავს

მანამდე ტრამპმა დემოკრატებზე გამარჯვება „სამეფო კარის თამაშების“ ბანერით აღნიშნა.აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა დონალდ ტრამპის „რუსული საქმის“ გამოძიების 448 გვერდიანი რედაქტირებული ანგარიში გამოაქვეყნა.

18 აპრილი 2019, 23:28

თემა

ზელენსკი თუ პოროშენკო? ვინ გახდება უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით, ვლადიმერ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 30,24% მოიპოვა, პეტრე პოროშენკომ კი - 15,95%. არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს ჩატარდება. პირველ ტურში გამარჯვების შემდეგ ვლადიმერ ზელენსკიმ პოროშენკოს კიევის ოლიმპიურ სტადიონზე დებატები შესთავაზა და თარიღად 19 აპრილი დაასახელა. კანდიდატები თავდაპირველად ამ თარიღზე ვერ შეთანხმდნენ, თუმცა მოგვიანებით ოპონენტებისშტაბებმა სტადიონის იჯარაზე ხელშეკრულება გააფორმეს. დებატი 19 აპრილს საღამოს გაიმართება. ვლადიმერ ზელენსკიმ ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მოქალაქეებიპრეზიდენტ პოროშენკოს და მის დებატებზე დასწრებას უფასოდ შეძლებენ.

თბილისის მეტრო

18 აპრილი 2019, 23:17

საქართველო

თბილისის მეტროს მუშაობის შეფერხების მიზეზი დასახელდა

ხარვეზის გამო მეტროპოლიტენის მუშაობა 22:00 საათზე, ნახევარი საათით შეფერხდა. ხარვეზის მიზეზი ძრავის გადახურება იყო, რის გამოც მატარებელი მეტროსადგურში „ისანი“ დაიცალა. ძრავის გადახურების მიზეზი ჯერ უცნობია, მომხდარს სფეროს სპეციალისტები სწავლობენ.

დავით გიორგობიანი და გიორგი ასათიანი

18 აპრილი 2019, 22:49

ტაბლოიდი

„ხარისხის არხი“: Next Level-ზე გადავდივართ

„ხარისხის არხი" სახელწოდებას იცვლის და 25 აპრილიდან „სამეფო არხი“ ეწოდება. „ხარისხის არხი“ 2012 წლიდან მაუწყებლობს. სატელევიზიო არხის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გადაცემაა „დასაბამიდან სასუფევლამდე“. გადაცემა ახალი ფორმატით 27 აპრილს გავა ეთერში.