ხელოვნების სასახლეში თეიმურაზ მეფის პორტრეტი გამოიფინა
თეიმურაზ მეფის პორტრეტი
ფოტო: მანანა გაბელია
დღეს ხელოვნების სასახლეში უნიკალური ექსპონატის, ცნობილი მხატვრის ალექსანდრე ანტროპოვის მიერ შესრულებული თეიმურაზ მეფის პორტრეტის დაბრუნებასთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა. მიღებას კულტურის სფეროს წარმომადგენლების და მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებოდნენ.
თეიმურაზ მეფის პორტრეტი ბაგრატიონთა სამეფო ოჯახისა და კოლექციის შემადგენელი ნაწილია. პორტრეტი საქართველოში გუშინ დაბრუნდა.
სასახლე ხვალიდან დამთვალიერებელს სამეფო საგანძურის სანახავად ელოდება - ფერწერული ნამუშევარი 257 წლის შემდეგ საქართველოს დაუბრუნდა. 2 დღის განმავლობაში მუზეუმის კარი ღია იქნება ყველა დამთვალიერებლისთვის და სამშობლოში დაბრუნებული პოეტი მეფის პორტრეტის ნახვა ყველა მსურველს უსასყიდლოდ შეეძლება.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ მნიშვნელობის და ღირებულების ექსპონატის ქვეყანაში დაბრუნება პირველი შემთხვევაა. თეიმურაზ მეფის პორტრეტი ბაგრატიონთა სამეფო ოჯახისა და კოლექციის შემადგენელი ნაწილია. პორტრეტის საქართველოში დაბრუნება ბიძინა ივანიშვილის და ფონდ „ქართუს“ დახმარებით მოხდა.
ხელოვნების სასახლის ექსპერტებმა პორტრეტის შესასყიდად 1Stdibs გალერეასთან დაიწყეს მოლაპარაკება. ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია დაუკავშირდა ფონდ „ქართუს“, რომელმაც სრული - ფინანსური და ორგანიზაციული დახმარება გასწია ნახატის შესაძენად.
საბოლოოდ, უნიკალური პორტრეტი „ქართუ ფონდმა“ 38,400 აშშ დოლარად შეისყიდა და ხელოვნების სასახლეს გადასცა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით უნიკალური განძი უსაფრთხოდ დაბრუნდა სამშობლოში. ნახატს საქართველოშიც ჩაუტარდა პირველადი საექსპერტო დათვალიერება და სარესტავრაციო შემოწმება, რითაც სრულად დასტურდება უცხოელი ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნის ყველა პირობა.
პორტრეტის ისტორია
თეიმურაზმა რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლო, ის უკანა გზაზე შეუძლოდ გახდა და გზაშივე გარდაიცვალა და სამეფო ამალამ ქართველი მეფე ასტრახანში დაკრძალა. მას შემდეგ საქართველო არაერთხელ შეეცადა გვირგვინოსნის სამშობლოში გადმოსვენებას, მაგრამ ეს ვერც ერთხელ ვერ მოხერხდა. ამდენად, პორტრეტის სამშობლოში დაბრუნება სიმბოლურია.
თეიმურაზი მეფედ 1745 წელს სვეტიცხოველში მას შემდეგ ეკურთხა, რაც 130 წლის განმავლობაში საქართველოში ქრისტიანული წესით არ კურთხეულა არც ერთი მეფე. ასევე ხაზგასასმელია, რომ 1962 წელს ასტრახანში ქართველი მეცნიერების ჩართულობით გაიხსნა მეფეების აკლდამა, რა დროსაც მეფე თეიმურაზის პრაქტიკულად უხრწნელი ცხედარი აღმოაჩინეს. მეფის ნეშტს ზუსტად ის სამოსელი ემოსა, რაც ნახატზეა გამოსახული.
1761 წლის 8 აპრილს რუსეთში მოლაპარაკებებზე ჩასულმა ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ მეორემ იმდენად მოხიბლა რუსეთის იმპერატრიცა ელისაბედი, რომ მონარქმა რუსეთის საიმპერატორო კარის ყველაზე ცნობილ მხატვარს ალექსანდრე ანტროპოვს (1716-1795) ქართველი ხელმწიფის დახატვა დაავალა.
იმავე წლის 21 ივნისს მეფე თეიმურაზმა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ტიპოგრაფია დაათვალიერა, სადაც მას ანტროპოვის ნახატის მიხედვით გაკეთებული გრავიურა საჩუქრად გადასცეს. ექსპონატის მარჯვენა კუთხეში წერია რომ ნამუშევრის გრავირება მოხდა ალექსანდრე ანტროპოვის პორტრეტის მიხედვით, ოსტატების - ვინოგრადოვისა და ეფიმოვის მიერ, 1761 წელს. თეიმურაზის გრავიურა სულ რამდენიმე ეგზემპლიარად შემორჩა, რომლებიც რუსეთის მუზეუმებშია დაცული.
აღნიშნული გრავიურა დღემდე თეიმურაზის ყველაზე ძველ და ერთადერთ გამოსახულებად ითვლებოდა. მეფის ყველა მომდევნო პერიოდის პორტრეტი (მათ შორის ეროვნულ მუზეუმში დაცული გვიანი ასლი) ზემოხსენებული გრავიურის მიხედვითაა შექმნილი.
ალექსანდრე ანტროპოვის უნიკალური ტილო დღემდე დაკარგულად ითვლებოდა. თუმცა მიმდინარე წლის ოქტომბერში მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ონლაინ გალერეამ 1Stdibs-მა 186 ათას დოლარად გასაყიდად გამოიტანა უნიკალური პორტრეტი, რომელზეც დახატული პირი ვინოგრადოვისა და ეფიმოვის მიერ 1761 წელს შექმნილ გრავიურაზე გამოსახული თეიმურაზის იდენტური იყო. დაემთხვა ყველა დეტალი: კოსტიუმი, გაფორმება, ორნამენტები თავსაბურავზე და სამოსზე, სახის ყველა დეტალი.
ლონდონში არსებული Daniel Hunt Fine Art გალერეის ექსპერტების სანდი მალლეტის (Sandy Mallet) და ცნობილი რესტავრატორის ფაბიო მაძოკინის (Fabio Mazzocchini) მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის მიხედვით, ნახატი დათარიღებული იყო 1760 წლის ახლო პერიოდით, რაც ასევე ზუსტად პასუხობდა ცნობას იმის შესახებ, რომ რუსეთის იმპერატრიცას დავალებით ქართველი მეფის პორტრეტი 1761 წელს სანქტ- პეტერბურგში დაიხატა. ამდენად, საქართველოს ხელოვნების სასახლის ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ საქმე გვქონდა უნიკალურ აღმოჩენასთან, კერძოდ, მეფე თეიმურაზის ორიგინალ პორტრეტთან რომელიც დაკარგულად ითვლებოდა.
პორტრეტის მნიშვნელობა
ისტორიული ძნელბედობის გამო ქართველი მეფეების სულ რამდენიმე თანადროული ფერწერული პორტრეტია შემორჩენილი. ესენია: მეფე ვახტანგ მეექვსის, მეფე ერეკლე მეორის, მეფე გიორგი მეთორმეტის და ამჯერად უკვე მეფე თეიმურაზისა.
პორტრეტის განსაკუთრებულ ღირებულებას განაპირობებს მხატვრის ვინაობაც. ალექსი ანტროპოვი რუსული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთ ფუძემდებლად და საერო პორტრეტების გამორჩეულ ოსტატად ითვლება.
ანტროპოვის ფერწერული ტილოები ძალიან მცირე რაოდენობით, დაახლოებით თხუთმეტ ნიმუშამდეა შემორჩენილი და შედევრებად არის შეფასებული.
ყველა სიახლე
09 აპრილი 2026, 23:46
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: კონფლიქტები არ ნელდება, საქართველოს უწევს იმპროვიზაციული პოლიტიკის წარმოება. კარგია, რომ საქართველოს ხელისუფლება ახერხებს, რომ დღეს მშვიდობის კუნძულად არის ქცეული საქართველო
კონფლიქტები არ ნელდება, საქართველოს უწევს იმპროვიზაციული პოლიტიკის წარმოება. კარგია, რომ საქართველოს ხელისუფლება ახერხებს, რომ დღეს მშვიდობის კუნძულად არის ქცეული საქართველო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE “ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ.
09 აპრილი 2026, 23:44
პოლიტიკა
ხუნდაძე: გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა შემოიტანეს ინიციატივა, რომ მინიმალური ხელფასი უნდა იყოს 1050 ლარი. „ლელო“ აყენებს საკითხს, რომ 1000 ლარამდე გაიზარდოს პენსია. ეს ხომ წარმოუდგენელია სანქციების ფონზე და ომის ვითარებაში?!
„გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა შემოიტანეს ინიციატივა, რომ მინიმალური ხელფასი უნდა იყოს 1050 ლარი. „ლელო“ აყენებს საკითხს, რომ 1000 ლარამდე გაიზარდოს პენსია და ეს ხომ წარმოუდგენელია სანქციების ფონზე და ომის ვითარებაში?!
09 აპრილი 2026, 23:38
პოლიტიკა
ხუნდაძე ოპოზიციაზე: კარგად იციან, რომ ხელისუფლებში მათი მოსვლის თეორიული შესაძლებლობა არის დესტრუქცია, აურზაური და ქვეყნის ომში ჩართვა
კარგად იციან, რომ ხელისუფლებში მათი მოსვლის თეორიული შესაძლებლობა არის დესტრუქცია, აურზაური და ქვეყნის ომში ჩართვა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ. ხუნდაძის განცხადებით ოპოზიციური ალიანსი საკუთარ პერსპექტივას სწორედ აღნიშნულში ხედავს.
09 აპრილი 2026, 23:31
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე პეტერ ფიშერზე: მისი სტუმრობა, როგორც გამოჩნდა არ იყო მხოლოდ თანაგრძნობით განპირობებული, მას ჰქონდა პოლიტიკური შემადგენელი. სწორედ ამიტომ ის მიესალმა მათ, ვინც აურზაურს ტეხდა
ეს არის კარგად ნაცნობი ქართული საზოგადოებისთვის თუ რა მიზანი აქვთ მათ, რომ ქვეყანა გახადონ მორჩილი. ასრულებენ გარე დავალებებს. პრაქტიკულად პრივატიზებას აკეთებენ. ყვავილებსაც კი დაუწყეს ბრძოლა, არა მხოლოდ თარიღს. არ მოერიდათ, რომ 9 აპრილის მონაწილეთა ოჯახის წევრების წინააღმდეგ გაილაშქრეს, -განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE “ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ 9 აპრილის მემორიალთან რადიკალების პროვოკაციებთან დაკავშირებით.
09 აპრილი 2026, 23:27
მსოფლიო
მელანია ტრამპი: მე არ ვარ ეპშტეინის მსხვერპლი - მე არასოდეს მქონია ურთიერთობა ეპშტეინთან
აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა უარყო ყოველგვარი კავშირი ჯეფრი ეპშტეინთან და განაცხადა, რომ მსგავსი ბრალდებები მას ჩირქს სცხებს.
09 აპრილი 2026, 23:27
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: რაც არ უნდა ლეგიტიმაცია მოახდინონ საიტებზე ამა თუ იმ პოლიტიკური წარმომადგენლობის, საზოგადოებაა მთავარი ლეგიტიმაციის წყარო, რომელიც მათთან არ დგას
წამყვანმა ჰკითხა, რა თამაშის ნაწილია ის, რომ გერმანიის საელჩოს ვებგვერდზე ინფორმაცია საქართველოს მთავრობის განახლებასთან დაკავშირებით 2024 წლის შემდეგ არ შეცვლილა და პრეზიდენტი ისევ სალომე ზურაბიშვილია.
09 აპრილი 2026, 23:25
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: 9 აპრილმა შეცვალა არა მხოლოდ ქართული პოლიტიკა, არამედ პოსტსაბჭოთა ისტორია
9 აპრილმა შეცვალა არა მხოლოდ ქართული პოლიტიკა, არამედ პოსტსაბჭოთა ისტორია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ. მისივე თქმით, 9 აპრილი ერთდროულად არის საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული და ერთ-ერთი ყველაზე საამაყო დღე.
09 აპრილი 2026, 23:21
მსოფლიო
პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იუწყება.
09 აპრილი 2026, 22:21
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ „ძალიან ოპტიმისტურადაა“ განწყობილი ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიმართ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ის „ძალიან ოპტიმისტურადაა“ განწყობილი ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიმართ, იმ ფონზე, როდესაც ჯეი დი ვენსის ხელმძღვანელობით დიპლომატიური დელეგაცია პაკისტანში გასამგზავრებლად ემზადება მაღალი დონის მოლაპარაკებებისთვის.
09 აპრილი 2026, 22:15
მსოფლიო
ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ მოკავშირეები ტრამპს ირანის საკითხში „უზარმაზარ მხარდაჭერას“ უწევენ
ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსის წევრები ყველაფერს აკეთებენ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოითხოვა. თუმცა, მან აღიარა, რომ ზოგიერთი მოკავშირე თავდაპირველად „ცოტათი ნელი“ იყო ირანთან ომში შეერთებული შტატების მხარდაჭერის კუთხით.
09 აპრილი 2026, 21:25
მსოფლიო
მერცი: ჩვენ არ გვსურს, მე არ მსურს, რომ ნატო დაიშალოს - ნატო ჩვენი უსაფრთხოების გარანტიაა
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ბერლინი არ მიიღებს მონაწილეობას ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მანამ, სანამ ირანში ომი არ დასრულდება.
09 აპრილი 2026, 21:07
პოლიტიკა
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებამდე 3 დღე დარჩა. „ქრონიკა“ ბუდაპეშტიდან
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებამდე 3 დღე დარჩა. მმართველი პარტია ოპოზიციის სასარგებლოდ ღია გარე ჩარევაზე ამახვილებს ყურადღებას.
09 აპრილი 2026, 20:46
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა ძლიერ ზრდას ინარჩუნებს. მსოფლიო ბანკის 2026 წლის პროგნოზი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს ეკონომიკა ძლიერ ზრდას განაგრძობს, ამას მსოფლიო ბანკი ადასტურებს და ის პროგნოზი, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს საქართველოსთან მიმართებით აქვს.
09 აპრილი 2026, 20:46
პოლიტიკა
სტანდარტები, ხარისხი და ვადები - ის, რაც სახელმწიფოსთვის პროექტებთან მიმართებით კრიტიკულად მნიშვნელოვანია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ინფრასტრუქტურის სამინისტროს წელს ამბიციური გეგმები აქვს, ეს მინისტრმა პრემიერთან შეხვედრაზეც აღნიშნა.
09 აპრილი 2026, 20:43
პოლიტიკა
გერმანიის ელჩის მხარდაჭერა პროვოკაციის ავტორებს და უარი პასუხზე - რატომ არ განაახლა საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა საქართველოში აკრედიტებული ელჩების ნაწილი. გერმანელმა დიპლომატმა პეტერ ფიშერმა აქციის იმ მონაწილეებთან მისალმება გადაწყვიტა, რომლებიც პროვოკაციას აწყობდნენ, მედიის კითხვებს კი თავი აარიდა.
09 აპრილი 2026, 20:42
ეკონომიკა
სტანდარტები, ხარისხი და ვადები - ის, რაც სახელმწიფოსთვის პროექტებთან მიმართებით კრიტიკულად მნიშვნელოვანია. პრემიერ-მინისტრი ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს შეხვდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პრემიერ-მინისტრი ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. სტანდარტები, ხარისხი და ვადები - აღინიშნა, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფოსთვის პროექტებთან მიმართებით კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
09 აპრილი 2026, 20:36
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას
„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი მსოფლიო ბანკის მიმოხილვას ეხმიანება, რომელშიც საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური პერსპექტივები დადებითად ფასდება. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ეკა სეფაშვილმა განაცხადა, ეკონომიკური ზრდა ქვეყნის ბიუჯეტში დადებითად აისახება.
09 აპრილი 2026, 20:34
მსოფლიო
ჩეხეთის პრეზიდენტი: ტრამპმა ნატოს ავტორიტეტის შესარყევად იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე პუტინმა
ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი უარყოფითად გამოეხმაურა თეთრი სახლის ლიდერის, დონალდ ტრამპის სიტყვიერ თავდასხმებს ევროპელი მოკავშირეებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მისამართით. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
09 აპრილი 2026, 20:33
პოლიტიკა
პროვოკაცია გმირების მემორიალთან და ხალხთან დაპირისპირება. თავდასხმა „იმედზე“ და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სამწუხაროდ, გმირთა მემორიალთან მხოლოდ პატივისცემისა და ერთიანობისთვის არ შეკრებილან. რუსთაველის გამზირზე დღეს ის ადამიანებიც იდგნენ, რომლებმაც მგლოვიარეთა შერჩევა სცადეს. ხალხსაც დაუპირისპირდნენ, ხელისუფლებასაც და იმ გვირგვინებსაც, რომლებიც მათ პოლიტიკურ გემოვნებას არ მოერგო.
09 აპრილი 2026, 20:20
საზოგადოება
„მადლობა თავისუფლებისთვის“ - ტრაგედია, რომელმაც ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორია დაწერა. საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი 9 აპრილიდან 37 წელი გავიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
37 წელია ეს თარიღიც და სამშობლოსთვის თავგანწირვაც მძიმე და ამავდროულად საამაყოა საქართველოს ყველა იმ მოქალაქისთვის, რომლისთვისაც ღირებულია ის, რის დაცვას რუსეთის იმპერიის მიერ ქართველთა სისხლის ღვრა მოჰყვა. ტრადიციულად, ხალხმრავლობა იყო გმირთა მემორიალთან. გადაიხადეს პანაშვიდიც.


