imedi /  23 დეკემბერი 2018, 16:14 / სანდო წყარო

ცვანეს ნამოსახლარი შესაძლოა სასწავლო და ტურისტული მიმართულებითაც გამოიყენონ

კულტურული მემკვიდრეობა

ცვანეს კოლხური ნამოსახლარი

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაფინანსებით შ.პ.ს. არქეო პლიუსმა 2018 წლის ივლის-აგვისტოში, სოფელ ცვანეს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ხელოვნურ ნამოსახლარ ბორცვზე - დიხაგუძუბაზე საველე-არექოლოგიური სამუშაოები ჩაატარა.

სოფელი ცვანე მრავალი წლის განმავლობაში ხან ანაკლიის, ხანაც ერგეტის შემადგენლობაში იყო. შესაბამისად, აქ მიკვლეული არქეოლოგიური ობიექტები ანაკლიის, ერგეტის ან ანაკლია-ერგეტის არქეოლოგიურ ძეგლებთან ერთობლიობაში განიხილებოდა.

სააგენტოს განცხადებით, შესრულებული სამუშაოების შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ცვანეს დიხაგუძუბა ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული არქეოლოგიური ობიექტია. გამოკვეთილ, თითქმის იდეალურად ნახევარსფეროსებრ ბორცვზე, გარშემო თხრილით, წარმოდგენილია 2500 წლიანი რამდენიმე სხვადასხვა პერიოდის (4 კულტურული ფენა) დასახლება.

უძველესი, მეოთხე ფენა ძვ.წ. მეორე ათასწლეულის შუა ხანებით თარიღდება და ის დამწვარ-დანახშირებული ძელური ნაგებობის ნაშთებითაა წარმოდგენილი; მესამე კულტურული ფენა ძვ.წ. მეორე ათასწლეულის მიწურულით თრიღდება და ის ასევე დამწვარ-დანახშირებული და სუსტად გამოსახული ბათქაშების ფრაგმენტებითაა წარმოდგენილი; მეორე კულტურული ფენა ანტიკური ხანის დასაწყისის (ძვ.წ. VI-IV სს.) მძლავრი ძელურ-ბათქაშიანი ნაგებობების ნაშთებია და ადგილობრივ არტეფაქტებთან ერთად საბერძნეთიდან იმპორტირებულ სხვადასხვა ჭურჭლის ფრაგმენტებს მოიცავს, აღსანიშნავია ორი ცალი მთელი რკინის თოხის აღმოჩენის ფაქტიც.

პირველი კულტურული ფენა ელინისტური ხანით (ძვ.წ. III-I სს.) თარიღდება და დღეისათვის ის ყველაზე უფრო მძლავრად გამოსახული ძელურ-ბათქაშიანი ნაგებობის ნაშთებითაა წარმოდგენილი, შესაბამისი დროის არტეფაქტებით: კოლხური და ბერძნული ჭურჭელი, კრამიტები, საწაფი, რკინის ლურსმნები და სხვა.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, ცვანეს დიხაგუძუბისადმი ინტერესს ზრდის ის გარემოებაც, რომ ის ზღვიდან 4,5 კმ-ით, ხოლო სოფლის ცენტრიდან 2,5 კმ-ითაა დაშორებული და ადვილად მისადგომია. მასთან ახლოს, 200 მეტრში ცნობილი ოთხირეს მოგრძო დიხაგუძუბა და 400 მეტრში ასევე კოლხური კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია, რომელიც მეორე სამაროვნის სახელითაა ცნობილი.

სააგენტოში მიაჩნიათ, რომ აქ არქეოლოგიური გათხრების გაგრძელების შემთხვევაში, რომელიც მრავალწლიან და ფართომასტაბიან კვლევებს გულისხმობს, შესაძლებელს გახდის ის გამოყენებული იყოს არამარტო როგორც მეცნიერულად საკვლევი ობიექტი, არამედ სასწავლო და ტურისტული მიმართულებითაც. 

ყველა სიახლე

ნინო წილოსანი

22 მაისი 2026, 08:20

პოლიტიკა

ნინო წილოსანი პრემიერის ღია წერილის ადრესატებზე: ამ ადამიანების დუმილი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მათთვის ადამიანის უფლებები არაფერია

ეს ადამიანები [ურსულა ფონ დერ ლაიენი, ანტონიო კოშტა და რობერტა მეცოლა] სრულად დუმან და განცხადებებს არ აკეთებენ და ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ პრემიერ-მინისტრმა მათ საჯაროდ მიმართა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

22 მაისი 2026, 08:13

საზოგადოება

თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მთავარი ღონისძიებისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს.

თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მთავარი ღონისძიებისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. მორიგი რეპეტიცია დღეს დილის 10:00 საათიდან გაიმართება, სადაც სამხედროების საზეიმო მზადების პროცესს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი უხელმძღვანელებს. ადგილზე თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელი პირებიც იქნებიან.

22 მაისი 2026, 08:02

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

22 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +23 და ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

22 მაისი 2026, 05:00

მსოფლიო

Reuters: ირანის ომით გამოწვეული ენერგეტიკული შოკი სულ უფრო ღრმად აღწევს ევროპის ეკონომიკაში - ეს ხელმძღვანელ პირებს დილემის წინაშე აყენებს, რადგან იგი ერთდროულად აფერხებს ეკონომიკურ ზრდას და ფასების მატებას იწვევს

ირანის ომით გამოწვეული ენერგეტიკული შოკი სულ უფრო ღრმად აღწევს ევროპის ეკონომიკაში - ეს ხელმძღვანელ პირებს დილემის წინაშე აყენებს, რადგან იგი ერთდროულად აფერხებს ეკონომიკურ ზრდას და ფასების მატებას იწვევს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

22 მაისი 2026, 04:30

მსოფლიო

გერმანული გამოცემა Die Zeit უკრაინაში კორუფციულ სკანდალზე: ახლა უკვე თავად ზელენსკის კეთილსინდისიერებაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება - მერცი ამ საქმის გამო პირადად რამდენჯერმე ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს და მომხდარის სრული გამოაშკარავება მოსთხოვა

მრავალმილიონიანმა სკანდალმა უკრაინის ხელისუფლების უმაღლეს კულუარებამდე შეაღწია. სულ რამდენიმე დღის წინ, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ანდრიი იერმაკს - პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უახლოეს მრჩეველსა და ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას, - წერს გერმანული გამოცემა Die Zeit-ი.

22 მაისი 2026, 04:15

მსოფლიო

იაროსლავლის ოლქში უკრაინული დრონების თავდასხმის გამო საგანგებო რეჟიმია ამოქმედებული

იაროსლავლის ოლქში უკრაინული დრონების თავდასხმის გამო საგანგებო რეჟიმია ამოქმედებული. ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორი, მიხეილ ევრაევი საკუთარ Telegram-არხზე ავრცელებს.

22 მაისი 2026, 04:05

მსოფლიო

The Washington Post: ირანის თავდასხმებისგან ისრაელის თავდაცვის დროს, აშშ-მა THAAD-ის ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების საკუთარი არსენალის ნახევარზე მეტი გამოიყენა

ირანის თავდასხმებისგან ისრაელის თავდაცვის დროს, აშშ-მა THAAD-ის ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების საკუთარი არსენალის ნახევარზე მეტი გამოიყენა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Washington Post-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

22 მაისი 2026, 03:50

მსოფლიო

ტრამპი: აშშ პოლონეთში დამატებით 5 000 ჯარისკაცს გაგზავნის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ პოლონეთში დამატებით 5 000 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის.

22 მაისი 2026, 03:46

მსოფლიო

Reuters: ირანსა და აშშ-ს შორის შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული, თუმცა პოზიციებს შორის სხვაობა შემცირდა

ხუთშაბათის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ახალ სამშვიდობო შეთანხმებაზე კონსენსუსი კვლავ არ არის მიღწეული. თუმცა, როგორც სააგენტო Reuters-ს ირანის მაღალჩინოსანმა წყარომ განუცხადა, მხარეებს შორის არსებული აზრთა სხვაობა და პოზიციური დაშორება მკვეთრად შემცირდა.

ანდრეი სიბიგა

22 მაისი 2026, 03:39

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ ომის გარდამტეხ მომენტში ვიმყოფებით და მოსკოვზე ზეწოლა ძლიერდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ შვედეთის ქალაქ ჰელსინგბორგში გამართულ უკრაინა-ნატოს საბჭოს არაფორმალურ სხდომაზე განაცხადა, რომ „ომში გარდამტეხი მომენტი“ დგება.

22 მაისი 2026, 03:32

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ ირანის ომის გამო შესაძლოა შვილის ქორწილს ვერ დაესწროს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ უქმეებზე დაგეგმილი მისი შვილის, დონალდ ტრამპ უმცროსისა და ბეტინა ანდერსონის ქორწილის დრო სრულიად შეუფერებელია და შესაძლოა, მან ცერემონიაზე მისვლა ვერ შეძლოს.

22 მაისი 2026, 03:20

მსოფლიო

„რესპუბლიკელებმა“ გააუქმეს კენჭისყრა რეზოლუციაზე, რომელიც ტრამპს ირანიდან აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაყვანას ან ომის გასაგრძელებლად კონგრესისგან ოფიციალური თანხმობის მიღებას ავალდებულებდა - გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ნათელი გახდა, რომ მათ დოკუმენტის ჩასაგდებად საკმარისი ხმები არ ჰქონდათ

წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელებმა“ ხუთშაბათს მოულოდნელად გააუქმეს კენჭისყრა რეზოლუციაზე, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს ირანიდან აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაყვანას ან ომის გასაგრძელებლად კონგრესისგან ოფიციალური თანხმობის მიღებას ავალდებულებდა.

რუმენ რადევი

22 მაისი 2026, 03:09

მსოფლიო

ბულგარეთის პრემიერი: ამერიკის პრეზიდენტთან საუბრისას მე დაჟინებით დავაყენე ბულგარეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის სავიზო მოთხოვნების გაუქმების საკითხი

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროსაც ბულგარეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ში უვიზო მიმოსვლის საკითხი წამოჭრა.

იტამარ ბენ-გვირი

22 მაისი 2026, 03:00

მსოფლიო

POLITICO: ევროკავშირის სულ უფრო მეტი წევრი სახელმწიფო ითხოვს ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, იტამარ ბენ-გვირის დასანქცირებას იმ აქტივისტების მიმართ მოპყრობის გამო, რომლებიც ღაზის საზღვაო ბლოკადის გარღვევის მცდელობისას დააკავეს

ევროკავშირის სულ უფრო მეტი წევრი სახელმწიფო ითხოვს ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, იტამარ ბენ-გვირის დასანქცირებას იმ აქტივისტების მიმართ მოპყრობის გამო, რომლებიც ღაზის საზღვაო ბლოკადის გარღვევის მცდელობისას დააკავეს, - წერს გამოცემა POLITICO.

ანა ბრნაბიჩი

22 მაისი 2026, 02:48

მსოფლიო

სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარე: ევროკავშირის ბოლოდროინდელი მიდგომა გაფართოების მიმართ უსამართლოა

სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ევროკავშირის ბოლოდროინდელი მიდგომა გაფართოების მიმართ უსამართლოა. მისი თქმით, თამაშის წესები შეიცვალა მას შემდეგ, რაც სერბეთმა 2014 წელს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო.

22 მაისი 2026, 02:30

მსოფლიო

ირანული მედია: ირანი და აშშ ირიბ მოლაპარაკებებს პაკისტანის შუამავლობით აგრძელებენ

ირანისა და აშშ-ის დელეგაციები ირიბი მოლაპარაკებების პროცესს აგრძელებენ, სადაც მედიატორის როლს პაკისტანი ასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტო ISNA ავრცელებს.

ალექსანდრე ლუკაშენკო

22 მაისი 2026, 02:20

მსოფლიო

Reuters: ლუკაშენკომ უარყო ყოველგვარი ვარაუდი იმის შესახებ, რომ ბელარუსი უკრაინაში მიმდინარე ომში ჩაებმება, თუმცა განაცხადა, რომ რუსეთი და ბელარუსი აგრესიის შემთხვევაში თავს ერთობლივად დაიცავენ

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ უარყო ყოველგვარი ვარაუდი იმის შესახებ, რომ ბელარუსი უკრაინაში მიმდინარე ომში ჩაებმება, თუმცა განაცხადა, რომ რუსეთი და ბელარუსი აგრესიის შემთხვევაში თავს ერთობლივად დაიცავენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ოზგიურ ოზელი

22 მაისი 2026, 02:07

მსოფლიო

The Guardian: თურქეთის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც მთავარი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადააყენა

თურქეთის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც მთავარი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადააყენა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

22 მაისი 2026, 01:43

მსოფლიო

EURACTIV: გერმანიის სახელმწიფო ვალის აღების ღირებულება ბოლო 15 წლის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულამდე გაიზარდა იმის ფონზე, რომ აშშ-ირანის ომით გამოწვეული ენერგეტიკული შოკი ევროზონის უდიდეს ეკონომიკაში ინფლაციის შიშს აძლიერებს

გერმანიის სახელმწიფო ვალის აღების ღირებულება ბოლო 15 წლის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულამდე გაიზარდა იმის ფონზე, რომ აშშ-ირანის ომით გამოწვეული ენერგეტიკული შოკი ევროზონის უდიდეს ეკონომიკაში ინფლაციის შიშს აძლიერებს, - წერს გამოცემა EURACTIV-ი.

მარკო რუბიო

22 მაისი 2026, 01:25

მსოფლიო

მარკო რუბიო ირანთან შეთანხმებაზე: პოზიტიური ნიშნები შეიმჩნევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მიიჩნევს, რომ ირანთან შეთანხმების მიღწევის კუთხით „პოზიტიური ნიშნები“ შეიმჩნევა. თუმცა, მაიამიში ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ „ზედმეტად ოპტიმისტურად განწყობილი“ მაინც არ არის.