Imedi /  05 იანვარი 2019, 14:02 / სანდო წყარო

სერიალი „ვიკინგები“ მე-6 სეზონით სრულდება

სერიალი „ვიკინგები“

სერიალი „ვიკინგები“

მაღალრეიტინგული და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი „ვიკინგები“ მე-6 სეზონით დასრულდება. ამის შესახებ Variety წერს

ტელეარხ History-ზე სერიალის მე-5 სეზონი გადის. სეზონის ბოლო სერია 30 იანვარს გამოვა. 

მე-6 სეზონზე მუშაობა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ეპიზოდი სატელევიზიო ეთერში სავარაუდოდ 2020 წლიდან გამოჩნდება. 

„ვიკინგების“ პრემიერა 2013 წლის მარტში შედგა.

ფოტო: History

ყველა სიახლე

განათლების რეფორმა

22 მარტი 2019, 19:38

საქართველო

რას გულისხმობს დოკუმენტი, რომელიც სკოლებში უსაფრთხოების წესთან დაკავშირებით შემუშავდა

ეს არის პირველი დოკუმენტი საგანმანათლებლო სისტემაში, რომელიც მთლიანად არის ორიენტირებული უსაფრთხოებასა და პრევენციაზე და მასში დეტალურად არის გაწერილი სკოლის ტერიტორიაზე, სასკოლო დროს, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პრევენციისა და რეაგირების კუთხით განსახორციელებელი ღონისძიებები.

გოკმან ტანისი

22 მარტი 2019, 19:38

მსოფლიო

ნიდერლანდებში 3 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაული აღიარა

პროკურორების განმარტებით, ეჭვმიტანილმა სასამართლოზე განაცხადა, რომ ის ტრამვაიში განხორციელებული თავდასხმისას მარტო მოქმედებდა. 37 წლის, თურქული წარმოშობის გოკმან ტანისი ტერორისტული განზრახვით მოქალაქეების მიმართ ცეცხლის გახსნაშია ბრალდებული. თავდასხმა 18 მარტს მოხდა.

22 მარტი 2019, 19:31

ეკონომიკა

აშშ-მა და ბრიტანეთმა რუსული ევროობლიგაციები გამოისყიდეს

ევროობლიგაციების 70%, რომელიც რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ 21 მარტს საფონდო ბირჟაზე განათავსა აშშ-მა და ბრიტანეთმა გამოისყიდეს. დარჩენილი 20% აშშ-ის ხოლო 10% რუსმა ინვესტორებმა იყიდეს. დოლარში გამოშვებული ევროობლიგაციების ვალი რუსეთმა 2035 წელს უნდა დაფაროს, ხოლო ევროში გამოშვებული 2025 წელს.

პიკასოს ნახატი

22 მარტი 2019, 19:22

კულტურა

შვეიცარიული ფონდი მოქალაქეებს პიკასოს ნახატის სახლში წაღებას სთავაზობს

კონკურსში მონაწილეობის უფლება მხოლოდ შვეიცარიაში მცხოვრებ ადამიანს აქვს. მსურველებმა უნდა ახსნან, თუ რატომ უნდათ, რომ პიკასოს კუბისტურმა ნამუშევარმა მათ სახლში ერთი დღე დაჰყოს. „ახალგაზრდა პიკასო: ლურჯი და ვარდისფერი პერიოდები” - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც 16 აპრილს დაიწყება. გამარჯვებული კი 8 აპრილს გამოვლინდება.

ერგნეთი

22 მარტი 2019, 19:18

საქართველო

კოჩიევი: დავით ქაცარავა ქართველ სამართალდამცველებს რომ არ შეეჩერებინათ, ინციდენტი მოხდებოდა

ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე დღეს 11 საკითხი განიხილეს მათ შორის არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობა და დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალება. შეხვედრაზე საუბარი იყო საოკუპაციო ზოლთან ბოლო პერიოდში საქართველოს მოქალაქეების დაკავების გახშირებულ ფაქტებზეც.

პორშე

22 მარტი 2019, 19:08

ეკონომიკა

Porsche თანამშრომლებს გულითადი მუშაობისთვის 9700 ევროს აჩუქებს

გერმანული ავტომწარმოებელი Porsche, რომელიც Volkswagen-ის შვილობილი კომპანიაა, გერმანიაში თავის თანამშრომლებს "განსაკუთრებული შრომისთვის" ფულად ჯილდოებს გადასცემს. 25 ათასი თანამშრომლიდან თითოეული 9700 ევრომდე მიიღებს.

22 მარტი 2019, 18:52

ტაბლოიდი

სტილისტებმა დაასახელეს 10 სპორტული ფეხსაცმელი რომელიც მოდიდან არ გადადის

სტილისტებმა დაასახელს 10 სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც მათი შეფასებით მოდიდან არ გადადის. სია გამოცემა Highsnobiety-ში გამოქვეყნდა. სტილისტებმა პირველი ადგილი Nike Air Force 1-ს მიანიჭეს. მეორეა Vans Old Skool , ხოლო მესამე ადგილზე adidas -ის წარმოების კეტები გავიდა.

ტაქსი

22 მარტი 2019, 18:50

ტექნოლოგიები

ოსლო იქნება პირველი ქალაქი სადაც ელექტროტაქსებს უსადენოდ დამუხტავენ

ფინური კომპანია Fortum-ი აცხადებს, რომ გზებზე თეფშების მსგავს დასამუხტ მოწყობილობებს დაამონტაჟებს, ელექტრო ავტომობილებს კი ე.წ. „რესივერები“ დაუმონტაჟდება. გეგმის მიხედვით 2023 წლიდან ოსლოში გამონაბოლქვის ნულოვანი დონე უნდა იყოს. ნორვეგიას სურს 2025 წლამდე არსებული ავტომობილები ელექტროთი ჩაანაცვლოს.

Grand Tour

22 მარტი 2019, 18:49

კულტურა

Grand Tour-ის საქართველოში მოგზაურობის სრული ეპიზოდი გამოქვეყნდა

The Grand Tour-ის ლეგენდარული წამყვანები ჯერემი კლარკსონი, რიჩარდ ჰამონდი და ჯეიმს მეი, მესამე სეზონის მე-11 სერიაში საქართველოსა და აზერბაიჯანში მოგზაურობენ. ამ ეპიზოდს „ზღვიდან უმარილო ზღვამდე“ ჰქვია. მოგზაურობას ბათუმიდან იწყებენ და ბაქოში ამთავრებენ.

22 მარტი 2019, 18:46

საქართველო

პრიორიტეტული პროფესიები 2013-2017 წლებში სტუდენტების მხოლოდ 16%-მა აირჩია

აუდიტის ანგარიშში მოყვანილია ისეთი შემთხვევა, როდესაც ოფიციალური დოკუმენტით პრიორიტეტად აღიარებულ მიმართულებაზე სტუდენტების მიღება საერთოდ არ გამოცხადებულა. მაგალითისთვის, ასეთი იყო ვეტერინარიის პროგრამა, რომელზედაც ოთხი წლის განმავლობაში აუდიტის მოკვლევის ობიექტ უნივერსიტეტებს მიღება არ გამოუცხადებია.

საფლავის ქვა

22 მარტი 2019, 18:28

კულტურა

მთაწმინდის პანთეონში მიწისქვეშ ძველი საფლავის ქვა აღმოაჩინეს

"სამუშაოების აუცილებლობა განაპირობა დატბორვის რისკებმა, ვინაიდან ამ ტერიტორიაზე სადრენაჟე ინფრასტრუქტურა არ არსებობდა. სადრენაჟე სისტემის მოწყობაზე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაახლოებით 100 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „პალიტრა“ აწარმოებს და ის ივლისში დასრულდება“, - აცხადებენ მერიაში.

22 მარტი 2019, 18:14

ეკონომიკა

სეს-მა დასავლეთ საქართველოში ფუტკრის დახოცვის მიზეზები განმარტა

სურსათის უვნებლობის სააგენტოს (სეს) განცხადებით დასავლეთ საქართველოში ფუტკრის დაცემა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ ჩატარებული წამლობის შედეგად არ მომხდარა. „საქართველოს პოფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის“ ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ზოგ რეგიონში ფუტკრის 80% განადგურდა.

ჰაკერები

22 მარტი 2019, 17:52

მსოფლიო

NYT: საუდის არაბეთმა ისრაელელი ჰაკერები ოპონენტების თვალთვალისთვის დაიქირავა

ერთ-ერთი ასეთი კომპანია ისრაელური NSO Group-ია, რომელიც გაზეთის ცნობით, საუდის არაბეთის დაკვეთით, იმ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს უთვალთვალებდა, რომლებიც ერ-რიადის წინააღმდეგ კრიტიკული განცხადებებით გამოდიან.

22 მარტი 2019, 17:50

საქართველო

ბათუმში 29 წლის გოგოს გარდაცვალებაზე რეფერალურ კლინიკაში კომენტარი გააკეთეს

" მეორე დღეს მდგომარეობა გაუმჯობესდა და პაციენტი ექიმების რეკომენდაციით გაიწერა ბინაზე. გაიცა "ფორმა ასი". დანარჩენ კითხვებს ექსპერტები უპასუხებენ," - განაცხადა ბათუმის რეფერალური კლინკის მენეჯერმა თამარ მხატვარმა.

22 მარტი 2019, 17:45

საქართველო

პრემიერმინისტრის გამოსვლა პარლამენტში. მთავარი

"იმის მაგივრად, რომ არგუმენტებზე დაყრდნობით კრიტიკა მოვისმინოთ, დავინახეთ ის, რაც დავინახეთ. ყველაზე ნაკლებად მინდა დავინახო, ქვეყანა ცხოვრობდეს წარსულზე ორიენტირებული დღის წესრიგით, მაგრამ თქვენ თქვენივე პოზიციით ცდილობთ, პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოში წარსულზე ორიენტირებული და ეს ძალიან ცუდია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში.

22 მარტი 2019, 17:38

ტაბლოიდი

მაშველებმა კატა გადაარჩინეს

რუსთავში მეხანძრე-მაშველებმა საცხოვრებელი სახლის საკვამურში ჩავარდნილი კატა უვნებლად ამოიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მუშაობდა 1 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

ავარია განაში

22 მარტი 2019, 17:37

მსოფლიო

განაში ორი ავტობუსის შეჯახების შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

დასავლეთ აფრიკაში, განას რესპუბლიკაში ორი ავტობუსის შეჯახების შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ავტოკატასტროფა ქვეყნის ცენტრალურ ტრასაზე ტამალე-კინტამპოს ტერიტორიაზე მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, ავტობუსის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა და ავარიის მიზეზიც ეს გახდა.

გაეროს შენობა ჟენევაში

22 მარტი 2019, 17:26

საქართველო

გაეროში ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის ფაქტები დაგმეს

სხდომაზე ქართულმა მხარემ წარადგინა რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“. საკუთარ გამოსვლებში დიდი ბრიტანეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ფინეთის, ბულგარეთის, რუმინეთის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების, მათ შორის გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის დაშვების აუცილებლობას.

ნათია თურნავა

22 მარტი 2019, 17:23

ეკონომიკა

„ხელედულა ჰესის“ პროექტის საჯარო განხილვა გადაიდო

მოსახლეობასა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მშენებლობა მდინარეების - ხელედულასა და დევაშის ხეობებშია დაგეგმილი. მოსახლეობის თქმით, ჰიდროელექტროსადგურისთვის კომპანია გვირაბების მოწყობას გეგმავს, რაც ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს.

დისნეი

22 მარტი 2019, 17:12

ეკონომიკა

Disney-ს Fox 2000-ის დახურვა სურს

ეს პირველი გადაწყვეტილებაა, რომელიც Disney-მ 71.3 მილიარდ დოლარად 21st Century Fox-ის ყიდვის შემდეგ მიიღო. ახლა Disney ცდილობს რაც შეიძლება მალე დაასრულოს Fox 20000-ის მიმდინარე პროექტები. არსებული ინფორმაციით, დედლაინი 2019 წლის სექტემბერია.