2018 წლის საუკეთესო სერიალები. სია
ფოტო: shutterstock.com
2018 წელს საინტერესო სერიალები თითქმის ყოველ კვირას გამოდიოდა. ამ სიაში 52 საუკეთესო სატელევიზიო სერიალია. ჩამონათვალთან ერთად გთავაზობთ მომხმარებლების შეფასებებს ვებგვერდიდან RottenTomatoes ან რეიტინგებს ვებგვერდიდან IMDb.com.
You („შენ“) - რეიტინგი RottenTomatoes: 88%
სერიალი წლის ბოლოს გამოვიდა. ეს არის რომანტიკული ტრილერი ნიუიორკელი ბიბლიოთეკარის და შეყვარებული პოეტი სტუდენტი გოგოს შესახებ. მანიპულატორი გმირების ისტორიის ყურება არამხოლოდ საინტერესო, არამედ შემცნებითიცაა - ისინი ნიუ-ორკის მცხოვრებლებს ძალიან რეალისტურად განასახიერებენ.
Seven Seconds („შვიდი წამი“) - რეიტინგი RottenTomatoes: 84%
ჯერსი-სიტიში მცხოვრები შავკანიანი ოჯახი პოლიციური განუკითხაობის მსხვერპლი ხდება. ამ ქალაქს ცივილიზებული ნიუ-იორკისგან მდინარე აშორებს. მთავარ როლშია რეჯინა კინგი ფილმიდან „სამხრეთ ტერიტორიები“.
Castle Rock („კასლ როკი“) - რეიტინგი RottenTomatoes: 80%
სერიალმა თავის თავში გააერთიანა ერთდროულად რამდენიმე სიუჟეტი სტივენ კინგის ნაწარმოებებიდან და ის ჩვენს დროში გადმოიტანა. სერიალში ბევრი მართლაც საშიში სცენაა და კარგი მსახიობები, მაგალითად, ბილ სკარგსგარდი და სისი სპეისეკი.
Camping („კემპინგი“) - რეიტინგი RottenTomatoes: 13%
სახალისო მინი-სერიალი რამდენიმე ოჯახის შესახებ, რომლებმაც შაბათ-კვირას ბუნებაში დასვენება გადაწყვიტეს. მთავარ როლებს ჯენიფერ გარნერი და დევიდ ტენანტი თამაშობენ. „კემპინგის“ დაბალი რეიტინგის მიზეზად სახელდება ის რომ სერიალი „გოგოების“ ავტორმა ლინა დანემმა შექმნა, რომლისგანაც უფრო მეტს ელოდნენ.
First („პირველები“) - რეიტინგი RottenTomatoes: 80%
„ბანქოს სახლის“ სცენარისტის ბო უილიმონის ახალი სერიალი ამჯერად კოსმოსური ამბიციების მქონე გმირებზეა. მოვლენათა ცენტრში - ასტრონავტები არიან, რომლებიც მარსის დაპყრობისთვის ემზადებიან, ემშვიდობებიან ახლობლებს დედამიწაზე და ასაფლავებენ უიღბლო წინაპრებს. მთავარ როლებში არიან შონ პენი და ნატაშა მაკელჰოუნი ფილმიდან „სოლარისი“.
The Alienist („ალიენისტი“) - რეიტინგი RottenTomatoes: 77%
„მფატრავის ქუჩების“ ამერიკული ანალოგი, რომელშიც დაკოტა ფანინგი, დენიელ ბრიული და ლიუკ ევანსი თამაშობენ. კალებ კარას იმავე სახელწოდების ეკრანიზაცია გამომძიებლების უცნაურ სამეულზეა, რომლებიც ცდილობენ მე-19 საუკუნის მიწურულის სასტიკი მკვლელობების სერიის გამოძიებას.
Perfume („პარფიუმი“) - IMDb: 7
პატრიკ ზიუსკინდის „პარფიუმერის“ ძალიან პირობითი ეკრანიზაცია, რომელიც უფრო „ნამდვილ დეტექტივს“ ჰგავს. მოქმედება თანამედროვე გერმანიაში ხდება, სადაც სასტიკი მკვლელის (ან მკვლელების) კვალს გამომძიებელი გოგო ეძებს. მას ფრედერიკე ბეხტი თამაშობს (ჰანა არენდტის როლის შესრულებელი 2012 წლის ბიოგრაფიული ფილმიდან). სერიალში ყველაზე საინტერესო - ოთხი კაცის და ერთი ქალის პათოლოგიური ურთიერთობებია. ზიუსკინდთან კავშირი აქ ამ სიყვარულის ავადმყოფურ ბუნებაში იგრძნობა.
Nightflyers („ღამით მფრინავები“) - რეიტინგი RottenTomatoes: 67%
ჯორჯ მარტინის სამეცნიერო-ფანტასტიკური (და ნაწილობრივ მისტიკური) ნაწარმოების ეკრანიზაცია კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟის შესახებ, რომლის წევრებიც გაემგზავრნენ უცხოპლანეტელებთან შესახვედრად დედამიწაზე გავრცელებული მორიგი ჭირის საწინააღმდეგო წამლის მოსაძებნად. განსხვავებით წიგნისა და 1980 წელს გადაღებული ფილმისაგან, ექსპედიციის დასასრული სერიალის დასაწყისშივე ცნობილი ხდება, მაგრამ მისი ყურება მაინც საინტერესოა სიუჟეტის დეტექტიური ხაზის გამო.
Yellowstone („იელსტოუნი“) - რეიტინგი RottenTomatoes: 86%
თანამედროვე ვესტერნი ფერმერების დინასტიის შესახებ, რომლებიც ამერიკაში ყველაზე მსხვილი მიწის ნაკვეთის მფლობელები არიან. მთავარ როლშია კევინ კოსტნერი, რეჟისორია 2017 წლის კანის ფესტივალის პრიზიორი ტეილორ შერიდანი და პირველივე სერიაში ვერტმფრენებით კავბოების ინდიელებზე გრანდიოზული თავდასხმაა.
Wellington Paranormal („პარანორმალური ველინგტონი“) - IMDb: 7,6
ძალიან სასაცილო შოუ, რომლის პროდიუსერი ტაიკა ვაიტიტია. სერიალის გმირები უიღბლო პოლიციელები არიან, რომლებიც მოჩვენებებს, უცხოპლანეტელებს და ათას ბნელ ძალას უპირისპირდებიან.
God Friended Me - რეიტინგი RottenTomatoes: 85%
ბოლო წლების ერთ-ერთი ახალი სატელევიზიო ჟანრი - ეგზისტენციალური კომედიებია, რომელშიც გმირები, რომლებიც მასლოუს პირამიდის მწვერვალს მიაღწევენ, აღარ ეძებენ მეგობრებს და სიყვარულს, არამედ ეძებენ ცხოვრების არსს. სერიალი ათეისტის ისტორიის შესახებაა, რომელსაც სოცქსელში თავად ღმერთმა მისწერა. ეს არის თანამედროვე ახალგაზრდების რწმენის ინსტიტუტთან ურთიერთობაზე შექმნილი მსუბუქი და საინტერესო კომედია.
McMafia („მაკმაფია“) - რეიტინგი RottenTomatoes: 86%
ისტორია ლონდონში რუსული მაფიის შესახებ, რომელიც „ნათლიმამას“ სიუჟეტს იმეორებს: პრინცს, რომელსაც სურდა „ოჯახის“ საქმეებისგან დისტანცირება, დამხობილი მეფის ადგილის დაკავება და შურისძიება უწევს. სერიალში ბრიტანელი და რუსი მსახიობები თამაშობენ.
Trust („ტრასტი“) - რეიტინგი RottenTomatoes: 75%
დენიელ ბოილის სერიალი 1973 წელს მილიარდერ ჯონ გეტის შვილიშვილის მოტაცების შესახებ. სერიალის წარმატების შემადგენლებია - ფული, ამბიციები, ძალაუფლება, სექსი და მსახიობების ძლიერი გუნდი: დონალდ საზერლენდი, ჰილარი სუონკი, ბრენდან ფრეიზერი.
Tom Clancyʼs Jack Ryan („ჯეკ რაიანი“) - რეიტინგი RottenTomatoes: 88%
ჯაშუშური ბლოკბასტერი Amazon-ისგან, ძალიან მომხიბვლელი მსახიობით, ჯონ კრასინსკით მთავარ როლში.
Condor („კონდორი“) - რეიტინგი RottenTomatoes: 91%
კლასიკური ტრილერის მრავალსერიანი ვერსია CIA-ს ანალიტიკოსის შესახებ, რომელზეც საკუთარი უწყება ნადირობს. ფილმის „კონდორის სამი დღე“ სიუჟეტში ფაქტობრივად არაფერია ნათქვამი მთავარ გმირის დევნის მიზეზის შესახებ, განსხვავებით სერიალისგან, რომელშიც მაკს აირონსი თამაშობს და სიუჟეტი ბევრად დეტალიზებულია.
Genius: Picasso („გენიოსი: პიკასო“) - რეიტინგი RottenTomatoes: 62%
National Geographic-ს მიერ გადაღებული ბიოგრაფიული ალმანახის მეორე სეზონი, რომლის გმირიც ამჯერად პაბლო პიკასოა. ეს არა სერიალი, არამედ ტიპური ტელებიოგრაფიაა, რომელიც შედგება პირადი ცხოვრების პიკანტური დეტალებისგან და რომელშიც აქცენტი თავისუფლების მოყვარული მხატვრის ტოტალიტარულ რეალობასთან ბრძოლაზე კეთდება.
The City and The City („ქალაქი და ქალაქი“) - რეიტინგი RottenTomatoes: 71%
ორიგინალური სერიალი ორი გამოგონილი ევროპული ქალაქის შესახებ, რომლის მცხოვრებლებმაც მოილაპარაკეს, რომ არ მიაქცევენ ყურადღებას იმას, რაც მათ მეზობლად ხდება. მეგაპოლისები ერთმანეთს მჭიდროდ ესაზღვებიან, მაგრამ მათ შორის არსებულ პატარა სივრცეებში საშინელება ხდება. მაგალითად, მკვლელობები და ერთ-ერთის გამოსაძიებლად პირველი ქალაქის გამომძიებელი მრავალწლიან სტატუს-კვოს დაარღვევს და საზღვარს გადალახავს.
The Terror („ტერორი“) - რეიტინგი RottenTomatoes: 86%
დენ სიმონსის მისტიკური რომანის ეკრანიზაცია, რომელშიც ნავარაუდევია, რომ ბრიტანული გემების „ერებუსის“ და „ტერორის“ რეალური გაუჩინარების უკან სასტიკი ისტორია იმალება. სერიალის მთავარი „ტეგებია“: მე-19 საუკუნე, ბრიტანეთის იმპერია, უძველესი ღვთაება, უზარმაზარი თეთრი დათვი, ტყვეობა. ნელ-ნელა ეს ისტორიული დრამა ზებუნებრივ ტრილერად გარდაიქმნება.
The Romanoffs („რომანოვები“) - რეიტინგი RottenTomatoes: 62%
„რომანოვების“ სცენარისტი მეთიუ ვაინერია, „შეშლილების“ ავტორი, რომელიც ოსტატია ისეთი ისტორიების თხრობისა, რომლებშიც ეპოქები ჯერ ადიდებენ, შემდეგ კი ანადგურებენ თავის გმირებს.
Pose („პოზა“) - რეტინგი RottenTomatoes: 82%
რაიან მერფის ახალი სერიალისთვის, მისი წინა სერიალების („მტრობა“, „საშინელებათა ამერიკული ისტორია“, „დანაშაულების ამერიკული ისტორია“) მსგავსად, დამახასიათებელია გმირების ექსტრაორდინარულობა და საზოგადოებაში ინტეგრირების პრობლემა - მახასიათებლები, რომლებიც მათ აერთიანებდა და არანორმალურ, მაგრამ მაინც ოჯახებად კრავდა. ამჯერად პერსონაჟები - 1980-იანი წლების მიწურულის ნიუიორკელი მოცეკვავეები, არტისტები, მეძავეები და ტრანსსექსუალები არიან, რომლებიც ცხოვრების საუკეთესო წლებს დიდ ქალაქში ატარებენ და ვერ ამჩნევენ, რომ ამასობაში მათ გვერდით ტრამპ-თაუერი აშენდა.
Strange Angel („უცნაური ანგელოზი“) - რეიტინგი RottenTomatoes: 94%
რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ბიოგრაფიული დრამა გამომგონებელი ჯეკ პარსონსის შესახებ, რომელიც ოცნებობდა რაკეტების მშენებლობაზე და თავისი ამბიციებისთვის „საწვავს“ ყველგან ეძებდა. მათ შორის რელიგიურ სექტაშიც. მშვიდი, მაგრამ ღრმა ფსიქოლოგიური ტრილერი მე-20 საუკუნის იკარუსის (ან ილონ მასკის) შესახებ.
A Very English Scandal („ძალიან ინგლისური სკანდალი“) - რეიტინგი RottenTomatoes: 75%
მინი-სერიალი, რომელიც თავდაპირველად აბსურდულ ბრიტანულ კომედიას ჰგავს, მაგრამ სწრაფად გარდაიქმნება ეპოქალურ ისტორიულ დრამად. მოვლენები 1960-იან წლებში ვითარდება. ჰიუ გრანტი და ბენ უიშოუ გეებს თამაშობენ, რომლებიც მალავენ თავიანთ ორიენტაციას. გრანტის პერსონაჟი პოლიტიკურ კარიერას იქმნის, უიშოუს ახალგაზრდა გმირი - ყოფილ საყვარელს აშანტაჟებს, რომელიც გამოსავალს იმაში პოულობს, რომ მკვლელს დაიქირავებს. ისტორია, ნამდვილ ამბავს ეფუძნება.
Waco - რეიტინგი RottenTomatoes: 73%
სერიალი რანჩო „მაუნტ კარმელში“ დატრიალებული მოვლენების შესახებ, როდესაც 1993 წელს FBI-ს და ტეხასურ რელიგიურ სექტას შორის 51-დღიანი დაპირისპირება მასობრივი მსხვერპლით დასრულდა. ფილმში ტეილორ კიტჩი და მაიკლ შენონი თამაშობენ. სერიალში აღწერილია რისკის დროს შეყვარებულების და ძალაუფლებით შეპყრობილი კაცების ფსიქოლოგია.
Deep State - რეიტინგი RottenTomatoes: 84%
Fox-ის პირველ ევროპულ სერიალს, გასული წლის საუკეთესო ჯაშუშურ ტრილერად მიიჩნევენ.
The Dangerous Book for Boys („სახიფათო წიგნი ბიჭებისთვის“) - რეიტინგი RottenTomatoes: 77%
ზღაპარი ბავშვების შესახებ, რომლებმაც მამა დაკარგეს, მაგრამ მემკვიდრეობით მიიღეს წიგნი, რომელიც მათ თავგადასავლებისკენ მოუწოდებს.
Collateral („თანამონაწილე“) - რეიტინგი RottenTomatoes: 72%
პოლიციური დეტექტივი კერი მილიგანის მონაწილეობით, რომლის პერსონაჟიც გამომძიებელია. მოქმედება ხდება ლონდონში, სადაც მიგრანტს კლავენ. ისტორია მთავრდება შეთქმულების მხილებით, რომელშიც მაღალჩინოსანი სამხედროები მონაწილეობენ.
Disenchantment („იმედგაცრუება") - რეიტინგი RottenTomatoes: 74%
„სიმფსონების“ და „ფუტურამას“ ავტორის, მეტ გრეინინგის ახალი მულტსერიალი. ფენტეზი შუა საუკუნეების შესახებ, რომლის გმირებიც არიან პატრიარქატის წინააღმდეგ მებრძოლი პრინცესა და მისი ამალა - ანგელოზი ელფი და ეშმაკი.
The Rain („წვიმა“) - რეიტინგი RottenTomatoes: 59%
დანიური პოსტაპოკალიფსი მოზარდების შესახებ. ისინი ხელახლა ითვისებენ სამყაროს, რომელიც ბევრი წლის წინ უცნაურმა წვიმამ გაანადგურა. მთავარი გმირები არიან და-ძმა, რომლებიც მთელი ბავშვობა მიწისქვეშა ბუნკერში იმალებოდნენ.
Barry („ბარი“) - რეიტინგი RottenTomatoes: 87%
კომედია მკვლელის შესახებ, რომელმაც ლოს-ანჯელესში მსახიობობა გადაწყვიტა, თუმცა ჯერ ჩეჩნურ მაფიასთან საქმეები უნდა მოაგვაროს. ფილმში კომიკოს ბილ ჰეიდერის ბენეფისია, ის არის სერიალის სცენარისტიც, რეჟისორიც და პროდიუსერიც.
The Kominsky Method („კომინსკის მეთოდი“) - რეიტინგი RottenTomatoes: 94%
კიდევ ერთი ეგზისტენციალური კომედია, ამჯერად სამსახიობო ხელოვნების მოხუცი პედაგოგის, მისი სევდიანი ქვრივი მეგობრის, ბრძენი ქალიშვილის და მეოცნებეების შესახებ, რომლებსაც კინოს და თეატრის ვარსკვლავობა სურთ. მთავარ როლებში არიან მაიკლ დუგლასი და ალან არკინი. სერიალის ავტორია ჩაკ ლორი - „ორნახევარი ადამიანის“ და „დიდი აფეთქების თეორიის“ შექმნელი.
The Hook Up Plan - („სიყვარულის გეგმა“) - IMDb: 7,6
ფრანგული დრამა სამი მეგობარი გოგოს შესახებ, რომლებიც პარიზში ცხოვრობენ.
The Haunting of Hill House - რეიტინგი RottenTomatoes: 91%
ოჯახის წევრები, რომლებიც ერთ დროს დაწყევლილ სახლში ცხოვრობდნენ, 26 წლის შემდეგ ხელახლა იკრიბებიან. მიზეზი სამწუხაროა: ერთ-ერთი ქალიშვილი თავს იკლავს. Netflix-მა შეძლო კულტურული ტრილერის საფარქვეშ გადაეღო სერიოზული დრამა ადამიანებზე, რომლებსაც ნათესაობა არ ახსოვთ. გამოვიდა იშვიათი ჰორორი, რომელიც ათივე სერიის განმავლობაში გაშინებს.
1983 - რეიტინგი RottenTomatoes: 83%
პოლონური ფანტასტიკა ალტერნატიული ისტორიის ჟანრში. უცნაური აფეთქებების სერია ვარშავაში, კრაკოვსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში 1983 წელს დასრულდა იმით, რომ ცივი ომი გაგრძელდა და სსრკ არ დაიშალა. მოვლენები დღევანდელ დღეს ვითარდება. პერსონაჟების უმრავლესობა ახალგაზრდები არიან, რომლებიც არჩევანს კონფორმიზმს და თავისუფლებისთვის ბრძოლას შორის აკეთებენ.
Bodyguard („მცველი“) - რეიტინგიRottenTomatoes: 84%
ბრიტანული ტრილერი ახლო აღმოსავლეთის კამპანიის ვეტერანზე, რომელიც შემთხვევით თავდაცვის მინისტრის მცველი გახდება. ფილმის გმირს პირობა აქვს დადებული, რომ გაანადგურებს მათ ვინც ის და მისი მეგობრები აიძულა ეომათ. მაგრამ მინისტრი - მიმზიდველი ქალია, რომელსაც ის მეორე შანსს აძლევს. მთავარ როლს „სამეფო კარის თამაშების“ მსახიობი რიჩარდ მედენი ასრულებს.
Sorry for Your Loss - რეიტინგი RottenTomatoes: 87%
Facebook-ის სერიალი თანმიმდევრულად იკვლევს ქალის დეპრესიას, რომელსაც ქმარი მოუკვდა. დეტექტიური ინტრიგა ამ ფსიქოლოგიურ კვლევას არამხოლოდ შემეცნებითს, არამედ გასართობს ხდის. მთავარ როლში - ელისაბედ ოლსენია.
The Rookie - რეიტინგი RottenTomatoes: 89%
სერიალი 40 წლის კაცზეა, რომელმაც პოლიციის აკადემია ახალგაზრდებთან ერთად დაამთავრა. ეს არის ზღაპარი იმის შესახებ, რომ ახალი ცხოვრების დაწყება არასდროს არის გვიან. მთავარ როლშია ნეიტან ფილიონი.
The Little Drummer Girl - რეიტინგი RottenTomatoes: 80%
ჯონ ლე კარეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯაშუშური რომანის ეკრანიზაცია - ტრილერი, რომელიც პალესტინელი ტერორისტების და ისრაელის სპეცსამსახურების დაპირისპირებას აღწერს. სერიალში თამაშობენ ფლორენს პიუ, ალექსანდრ სკარსგარდი და მაიკლ შენონი. რეჟისორია კორეელი პაკ ჩხან-უკი.
Succession („მემკვიდრეები“) - რეიტინგი RottenTomatoes: 79%
ტრაგიკომედია ამერიკული მედიაიმპერიის მემკვიდრეებზე, რომლებმაც მამის აქტივების გაყოფა მის სიკვდილამდე დაიწყეს.
Kidding - რეიტინგი RottenTomatoes: 88%
ფრანგი რეჟისორის მიშელ გონდრის პირქუში ტრაგიკომედია ჯიმ კერის მონაწილებით, რომელიც თოჯინების საბავშვო შოუს წამყვანია და იმავდროულად, საკუთარი შვილის დაღუპვას განიცდის.
Patrick Melrose („პატრიკ მელროუზი“) - რეიტინგი RottenTomatoes: 41%
ედვარდ სენტ-ობინის ხუთი წიგნი ხუთ სერიაში. მთავარ როლში ბენედიქტ კამბერბეტჩია, რომელიც ბავშვობაში ტრავმირებულ ბრიტანელ არისტოკრატს თამაშობს.
The Assassination of Gianni Versace: American Crime Story („ჯანი ვერსაჩეს მკვლელობა: დანაშაულების ამერიკული ისტორია“) - IMDb: 8,5
სერიალი ცნობილი იტალიური მოდის სახლის წარმომადგენლებზე. დონატელა ვერსაჩეს როლს პენელოპა კრუზი თამაშობს, იტალიელი დიზაინერის საყვარელს კი - რიკი მარტინი.
Sacred Games („საკრალური თამაშები“) - რეიტინგი RottenTomatoes: 95%
წლის მთავარი ინდური სერიალი, რომელიც ყველაფერში ამერიკულ კრიმინალურ და დეტექტიურ ისტორიებს ბაძავს.
Altered Carbon - რეიტინგი RottenTomatoes: 90%
მდიდრული, სექსუალური და კაშკაშა კიბერპანკი.
Escape at Dannemora („გაქცევა დანემორის ციხიდან“) - რეიტინგი RottenTomatoes: 92%
ბენ სტილერის ფსიქოლოგიური ტრილერი, რომელშიც დასასრულამდე გაურკვეველია თუ რომელი გმირი უფრო მსხვერპლია. ორი დამნაშავე სასიყვარულო რომანს გააბამს ციხის თანამშრომელ ქალთან, რათა გაქცევა შეძლოს; მაგრამ ირკვევა, რომ ამ სქემაში ქალს თავისი ინტერესი აქვს. ისტორია ნამდვილ ამბავს ეფუძნება. სერიალში თამაშობენ პოლ დანო, პატრიშა არკეტი და ბენისიო დელ ტორო.
Chilling Adventures of Sabrina - რეიტინგი RottenTomatoes: 78%
მისტიკური სერიალი მოზარდებისთვის.
Sharp Objects - რეიტინგი RottenTomatoes: 79%
გილიან ფლინის სადებიუტო რომანის ეკრანიზაცია. ჟურნალისტი ბრუნდება ბავშვობის ქალაქში, რომ თანასკოლელების მკვლელები იპოვოს და ბავშვობის ტრავმები მოიშუშოს. სერიალის რეჟისორია ჟან-მარკ ვალე.
Baby - IMDb: 7
მოქმედება ხდება იტალიაში, სიუჟეტს საფუძვლად უდევს რეალური ისტორია. ის მოგვითხრობს მდიდარ ოჯახებში მცხოვრებ მოწყენილ გოგოებზე, რომლებიც გადაწყვეტენ მაღალანაზღაურებადი მეძავეები გახდნენ.
Killing Eve - რეიტინგი RottenTomatoes: 88%
მძაფრსიუჟეტიანი ტრილერი, რომელშიც კაცები არ თამაშობენ. ბრიტანელი გამომძიებელი ქალი დაქირავებულ მკვლელს ეძებს. ისინი იმდენად არიან შეპყრობილები ერთმანეთით, რომ მათი ურთიერთობა მალე გადის პროფესიული ჩარჩოებიდან. ორივე გმირი ქალი - ჭკვიანი, მხიარული, მომხიბვლელი, სასტიკად სახიფათო და უშიშარია. ასეთ ორთაბრძოლებს მხოლოდ ერთი გამარჯვებული ჰყავს, მაგრამ სერიალის დასრულებამდე მაყურებელი ვერ წყვეტს, თუ რომელ ქალს უგულშემატკივროს.
The Looming Tower - რეიტინგი RottenTomatoes: 62%
დრამა CIA-ს და FBI-ს კონკურენციაზე 11 სექტემბრის ტერაქტებამდე. სერიალში ჯეფ დენიელსი და პიტერ სარსგაარდა თამაშობენ.
Homecoming („სახლში დაბრუნება“) - რეიტინგი RottenTomatoes: 71%
ტრილერი ჯულია რობერტსის და ბობი კანავალეს მონაწილეობით. რობერტსის გმირს ჰგონია, რომ ომის ვეტერანების რეაბილიტაციის ცენტრში თერაპევტად მუშაობს, მაგრამ არც მან, არც დაწესებულების თანამშრომლებმა და არც ჯარისკაცებმა არ იციან თუ რისთვისაა სინამდვილეში შექმნილი პროგრამა „სახლში დაბრუნება“.
Lʼamica geniale („ჩემი გენიალური მეგობარი“) - რეიტინგი RottenTomatoes: 95%
ვენეციის კინოფესტივალის ჰიტი. პროდუსერია პაოლო სორენტინო, რომელმაც HBO-სთვის სერიალი იტალიურ ენაზე, ელენა ფერანტეს ბესტსელერზე დაყრდნობით შექმნა. პირველ სერიებში მოქმედება 1950-იანი წლების ნეაპოლში ხდება. მთავარი გმირები ჯერ კიდევ პატარა გოგოები არიან, რომლებსაც შეუძლიათ ომისშემდგომი ცხოვრების საშინელებებიც კი ზღაპრებად გარდაქმნან.
Maniac („მანიაკი“) - რეიტინგი RottenTomatoes: 83%
მას მარტოობისა და სიყვარულის შესახებ გადაღებულ წლის მთავარ სერიალს უწოდებენ. მთავარ როლებში არიან ჯონ ჰილი და ემა სტოუნი. მათი გმირები თავს იცავენ 1930-იანი წლების განგსტერებისგან, ელფებისგან და პირველ რიგში სასტიკი ნათესავებისგან.
ყველა სიახლე
28 მაისი 2026, 23:51
პოლიტიკა
დავით ლორთქიფანიძე 2011 წლის 26 მაისზე: პირდაპირი მნიშვნელობით ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია, რომელიც განახორციელა მაშინდელმა სისხლიანმა რეჟიმმა და ეს მიმართული იყო იქითკენ, რომ საპროტესტო მუხტი სისხლში ჩაეხშოთ
პირდაპირი მნიშვნელობით ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია [2011 წლის 26 მაისი], რომელიც განახორციელა მაშინდელმა სისხლიანმა რეჟიმმა და ეს მიმართული იყო იქითკენ, რომ საპროტესტო მუხტი სისხლში ჩაეხშოთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” მერვე მოწვევის პარლამენტის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ. მისივე თქმით, ნაციონალების და მათი მხარდამჭერების პრობლემა ის არის, რომ ისინი ქართულ ფენომენს არ იცნობენ.
28 მაისი 2026, 23:50
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი კაია კალასის განცხადებაზე, რომ ევროპული უსაფრთხოების ინტერესშია, რუსული ჯარები არ იყვნენ საქართველოში: ეს განცხადება სწორად იქნებოდა ფორმულირებული, თუ იტყოდა, რომ ეს პირველ რიგში საქართველოს უქმნის საფრთხეს. ამ შემთხვევაშიც მისთვის საქართველო არ აღმოჩნდა საფრთხის პირველი და მთავარი ობიექტი. აღმოჩნდა შორს მყოფი ევროკავშირი, საქართველო გამოტოვა
კაია კალასის განცხადება სწორად იქნებოდა ფორმულირებული თუ იტყოდა, რომ ეს პირველ რიგში საქართველოს უქმნის საფრთხეს. ამ შემთხვევაშიც მისთვის საქართველო არ აღმოჩნდა საფრთხის პირველი და მთავარი ობიექტი. აღმოჩნდა შორს მყოფი ევროკავშირი, საქართველო გამოტოვა, - აღნიშნა გადაცემაში „იმედი LIVE“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა კაია კალასის განცხადებასთან დაკავშირებით.
28 მაისი 2026, 23:35
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი სააკაშვილზე: მისი დამოკიდებულება დღევანდელი პროცესის მიმართ არის სწორედ რადიკალური. მან ისიც იცის, რომ ამ ოპოზიციით დალაგებულ ვითარებაში არჩევნებს ვერ მოიგებს, ამიტომ მუდამ რევოლუციაზე აპელირებს
„ამდენად, მისი დამოკიდებულება დღევანდელი პროცესის მიმართ არის სწორედ ასეთი რადიკალური. მან ისიც იცის, რომ ამ ოპოზიციით დალაგებულ ვითარებაში არჩევნებს ვერ მოიგებს. ამიტომ, ის მუდამ აპელირებს იმაზე, რომ რევოლუცია, რევოლუცია, რევოლუცია... ამით მას უნდა, რომ თავისი თავი, როგორც ლიდერი წარმოაჩინოს და მეორე მხრივ, რეალურადაც ხედავს, რომ ამ ოპოზიციას დღეს არჩევნებით გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს.
28 მაისი 2026, 23:34
მსოფლიო
პეტერ მადიარი: ნატოს გენერალურ მდივანს შევატყობინე, რომ უნგრეთი უკრაინას იარაღს ან სამხედრო აღჭურვილობას არ აწვდის
ნატოს გენერალურ მდივანს შევატყობინე, რომ უნგრეთი უკრაინას იარაღს ან სამხედრო აღჭურვილობას არ აწვდის, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა.
28 მაისი 2026, 23:27
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი გორში მომხდარზე: სისტემური მიდგომაა სახელმწიფოში იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ფაქტები შესაბამის სამართლებრივ შეფასებას იმსახურებს, სწორედ ასეთი მიდგომა ძირშივე არის პრენეცია იმისა, რომ ასეთი ფაქტები არ გახდეს სისტემური ქმედება
ეს მძიმე ფაქტი [pოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება] ოპოზიციის მხრიდან გამოყენებული იქნა, პოლიციის სახელისთვის ზიანის მისაყენებლად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თამჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა. მისივე თქმით, გორში მომხდარი ფაქტისას პოლიციელების ქმედება არის კანონის უხეში დარღვევაა, რაზეც სახელმწიფო ორგანოებმა მყისიერად იმოქმედეს.
28 მაისი 2026, 23:25
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციის მთავარი პრობლემა იდეების კრიზისი და სამოქმედო გეგმის არარსებობაა. ვერ ჩამოყალიბდნენ რევოლუცია უნდთ თუ უნდა ემზადონ არჩევნებისთვის. მათ აქციებს არ აქვს მიზანი, რაც იწვევს განხიბვლას, მათ შორის აქციის მონაწილეებს შორის
პირველ რიგში მათ აქციებს არ აქვს მიზანი, რომელიც გარკვეულ ეტაპობრივ შედეგებამდე მაინც მივა. ეს აქცია აქციისთვის ან აქცია ისეთი მიზნებით, რომელსაც განხორციელება არ უწერია, იწვევს აქციის იდეის და შინაარსის დაკნინებას და განხიბვლას, მათ შორის აქციის მონაწილე ადამიანებს შორის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
28 მაისი 2026, 23:06
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის მდივანი: ომანმა აშშ დაარწმუნა, რომ ჰორმუზის სრუტეზე გადასახადს არ დააწესებს
აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ომანისგან მიიღო გარანტია, რომ ქვეყანა ჰორმუზის სრუტეზე ბაჟის დაწესებას არ გეგმავს.
28 მაისი 2026, 22:46
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის მდივანი ირანთან შეთანხმებაზე: ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რის გაკეთებას გადაწყვეტს პრეზიდენტი - პრეზიდენტი ტრამპი ამერიკელი ხალხისთვის წამგებიან გარიგებაზე არ წავა
აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის შესაძლო შეთანხმება ირანთან იმაზე იქნება დამოკიდებული, დაუჭერს თუ არა მას მხარს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
28 მაისი 2026, 22:35
რეგიონი
დავით კოდუა: ანაკლია-განმუხურის ხიდზე ხანძარი ლიკვიდირებულია - დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები დილითვე დაიწყება
ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერი დავით კოდუა შემთხვევის ადგილიდან ავრცელებს.
28 მაისი 2026, 22:31
მსოფლიო
კაია კალასი: ომის დინამიკა უკრაინის სასარგებლოდ იცვლება
მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო, ეკონომიკური და დიპლომატიური ფაქტორების გამო რუსეთი ახლა არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდა, კიევზე განხორციელებული მასირებული სარაკეტო დარტყმებით იგი დღემდე არ აჩვენებს მშვიდობისკენ სვლის რეალურ სურვილს, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.
28 მაისი 2026, 22:16
სპორტი
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ევროპის ჩემპიონატზე მინიფეხბურთის ეროვნული ნაკრების მატჩს დაესწრო
სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობის მეორე მატჩი საქართველოს მინიფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.
28 მაისი 2026, 21:00
კულტურა
საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალზე საგანგებო სტუმრის სტატუსით წარმატებით წარდგა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალზე საგანგებო სტუმრის სტატუსით წარმატებით წარდგა.
28 მაისი 2026, 20:53
საზოგადოება
ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში - მინისტრი რაჭასა და იმერეთში მიმდინარე პროექტებს გაეცნო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს სტიქიისგან დაზარალებულ სოფელ კურსებშიც. სამუშაოებს ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო.
28 მაისი 2026, 20:46
პოლიტიკა
განათლების მინისტრი ინტერპელაციის წესით, ფრაქციამ „საქართველოსთვის“ დაიბარა. გივი მიქანაძემ „გახარიას პარტიას“ კომპეტენცია დაუწუნა, უმრავლესობამ კი პოპულიზმში დაადანაშაულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
განათლების რეფორმა, დაფინანსება, საკადრო პოლიტიკა, ზოგადი განათლება - პარლამენტში გივი მიქანაძეს მოუსმინეს.
28 მაისი 2026, 20:40
საზოგადოება
„ღვინის ენოთეკა“ ღვინის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა. ალკოჰოლური სასმელების უნიკალური კოლექციის შესწავლა იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უნიკალური მემკვიდრეობა, რომელიც მე-19 საუკუნის ეროვნული არქიტექტურის ნიმუშ ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობს, ქართული მეღვინეობის საუკუნოვან ისტორიას ინახავს.
28 მაისი 2026, 20:32
პოლიტიკა
ალიანსში კონფლიქტს მიხეილ სააკაშვილი აღვივებს - „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი კრიტიკის ავტორ პატიმარს მაოხრებელ გზირს უწოდებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მელია დუმს. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი კრიტიკის ავტორ პატიმარს მაოხრებელ გზირს უწოდებს, გვარამიას კი სააკაშვილის გზავნილები, გაუგებარი და უდროო ჰგონია.
28 მაისი 2026, 20:25
პოლიტიკა
ოპოზიციისთვის ბლაჟევიჩის სცენარმაც არ გაამართლა - აქციის ორგანიზატორებს ტყუილში ადანაშაულებს მძღოლი, რომელსაც რუსთაველზე აპარატურა მიატანინეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ალიანსი შესრულებული მითითების უკუეფექტს იმკის, მხარდამჭერთა რაოდენობას კი მეორე დღეა სხვადასხვა მეთოდით ითვლის. აქციის ორგანიზატორებს ტყუილში ადანაშაულებს იმ მანქანის მძღოლი, რომელსაც რუსთაველზე აპარატურა მიატანინეს.
28 მაისი 2026, 20:21
პოლიტიკა
სამართალდარღვევის სისტემურ პრობლემად წარმოჩენის მცდელობა - რისთვის იყენებს ოპოზიცია გორში მომხდარ ფაქტს და როგორია პრემიერ-მინისტრის პოზიცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მნიშვნელობა არ აქვს ვინ ძალადობს, კანონი ყველას მიმართ უნდა აღსრულდეს - ასეთია მთავრობის მეთაურის პოზიცია. მყისიერი რეაგირების და მიმდინარე გამოძიების ფონზე, ოპოზიცია ერთი ფაქტის განზოგადებას და სისტემური პრობლემის წარმოჩენას ცდილობს.
28 მაისი 2026, 20:20
პოლიტიკა
თეა წულუკიანი გახარიას პარტიის წევრებს: ხელი აწიეთ, რამდენი იყავით ჩვენთან ერთად ბრძოლაში და სად იყავით. ზოგიერთები ჩუმად რომ ვართ, არ ნიშნავს, რომ წიხლები უნდა გვირტყათ. წიხლებს ნუ გვირტყამთ, თორემ ისეთ წიხლს გამოვიქნევთ, ფეხზე ვერ დადგებით ვერცერთი
ხელს აიქნევთ ხოლმე, გამოიქნევთ ჩემკენაც და კიდევ აქ მსხდომი ადამიანებისკენაც და იტყვით- მონები, ნაცები, თქვენ მე მართლა თვალში ხომ არ გეპატარავებით, პირდაპირი მნიშვნელობით არ გეკითხებით. მე თქვენ არ მახსოვხართ და რომ დავსვა კითხვა, რამდენი იყავით „საქართველოსთვის“ ფრაქციის წევრი ჩვენთან ერთად ბრძოლაში. ხელი აწიეთ რამდენი იყავით და სად იყავით- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თეა წულუკიანმა „საქართველოსთვის“ წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
28 მაისი 2026, 20:16
სამართალი
გორში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პოლიციელები დაკავებულები არიან - მკაცრია შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია. უწყება ყველანაირ ძალადობას გმობს და განმარტავს, რა უძღოდა წინ გორში მომხდარს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ექვსი პოლიციელი გორიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით დააკავეს. დაზარალებული მოქალაქე კლინიკიდან გაეწერა, თუმცა კომენტარს ჯერ ერიდება, „ქრონიკა“ მის მამიდას ესაუბრა.


