imedi /  11 იანვარი 2019, 21:53 / სანდო წყარო

ქართველი მსახიობი ირაკლი გრძელიშვილი „გრეის ანატომიაში“ ითამაშებს

გრეის ანატომია

აშშ-ში მცხოვრები ქართველი მსახიობი ირაკლი გრძელიშვილი პოპულარული სერიალის „გრეის ანატომიის“ ახალ, მე-15 სეზონში ითამაშებს. ამის შესახებ თავად მსახიობი Facebook-ზე წერს.

ABC-ის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ სერიალს მსოფლიო მასშტაბით რამდენიმე მილიონიანი აუდიტორია ჰყავს და ტელეკომპანიის ისტორიაში ის ყველაზე რეიტინგულ სერიალად ითვლება. 

სერიალი სატელევიზიო ეთერში 14 წელია რაც გადის. მსოფლიოს რამდენიმე ათეულ ქვეყანაში მას პოპულარობა დღემდე არ დაუკარგავს. 

ყველა სიახლე

ნიკოლას მადურო

19 იანვარი 2020, 09:49

მსოფლიო

მადურომ აშშ-სთან დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა

ვენესუელის დე ფაქტო პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ აშშ-სთან პირდაპირი დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ამის შესახებ მან გამოცემა The Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ვენესუელასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დონალდ ტრამპს მისი მრჩევლები და ადმინისტრაციის წევრები უშლიან ხელს.

იემენი ჰუსიტები

19 იანვარი 2020, 09:15

მსოფლიო

იემენში სამხედრო ბაზაზე ჰუსიტების თავდასხმას 60 ადამიანი ემსხვერპლა

იემენის ქალაქ მარიბში ​მეამბოხე ჰუსიტები სამხედრო საწვრთნელ ბაზას დაესხნენ თავს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. მისი ცნობით, თავდასხმა ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების საშუალებით განხორციელდა და მას სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ათობით ადამიანი კი დაიჭრა.

ილონ მასკი

19 იანვარი 2020, 09:00

ტექნოლოგიები

ილონ მასკი 2050 წლისთვის მარსზე მილიონი ადამიანის გაგზავნას გეგმავს

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი 2050 წლისთვის მარსზე მილიონი ადამიანის გაგზავნას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Business Insider-ი ავრცელებს. ილონ მასკი ვარაუდობს, რომ 2050 წლისთვის დედამიწიდან მარსზე დღეში საშუალოდ სამი ხომალდი იფრენს.

ნათლისღება ბათუმი

19 იანვარი 2020, 08:43

საქართველო

აჭარაში ნათლისღება აღნიშნეს

ბათუმში ნათლისღება ზღვაში შესვლით აღნიშნეს. სასულიერო პირებმა ზღვა აკურთხეს, რის შემდეგაც მორწმუნეები წყალში შევიდნენ. ზღვაში შთაფვლის რიტუალი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის ინიციატივით რამდენიმე წელია სრულდება. მორწმუნეები ზღვაში სადღესასწაულო წირვის შემდეგ შედიან.

ნათლისღება

19 იანვარი 2020, 08:29

საქართველო

დღეს ნათ­ლის­ღე­ბაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება განცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა.

დონალდ ტრამპი

19 იანვარი 2020, 08:17

მსოფლიო

ტრამპის ადვოკატები: იმპიჩმენტი 2020 წლის არჩევნებში ჩარევის უტიფარი მცდელობაა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადვოკატებმა იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით პირველი ოფიციალური პასუხი გამოაქვეყნეს და მიმდინარე მოვლენებს დემოკრატიაზე სახიფათო შეტევა უწოდეს. მათი თქმით, იმპიჩმენტის მუხლები რაიმე სახის დანაშაულზე არ მიუთითებს და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის უტიფარ მცდელობას წარმოადგენს.

სელინ დიონი

19 იანვარი 2020, 00:51

კულტურა

სელინ დიონი დედის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში სცენაზე გავიდა

51 წლის კანადელი მომღერლის დედა, ტერეზა 17 იანვარს გარდაიცვალა. თუმცა ამის მიუხედავად სელინ დიონმა მისი ტურნეს ფარგლებში მაიამიში დაგეგმილი კონცერტი არ გააუქმა და თაყვანისმცემლებს მომხდარის შესახებ შოუს მსვლელობისას გულახდილად ესაუბრა.

კონცერტი პარიზში

19 იანვარი 2020, 00:13

კულტურა

პარიზის ოპერის მუსიკოსებმა საპენსიო რეფორმის საწინააღმდეგო აქციაზე კონცერტი გამართეს

საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საყოველთაო გაფიცვა 5 დეკემბერს დაიწყო. აქციები პროფკავშირების მიერ არის ორგანიზებული და 70-მდე ქალაქში იმართება, ჯამში კი 500-დან 800 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს.

ძმები მაკლინები ნიჩბოსნობა

18 იანვარი 2020, 23:35

სპორტი

შოტლანდიელმა ძმებმა ატლანტის ოკეანე გადაცურეს და 3 მსოფლიო რეკორდი დაამყარეს

ამით ძმებმა 3 მსოფლიო რეკორდი დაამყარეს. ისინი პირველი 3 ძმა გახდნენ, ვინც ოკეანე გადაცურეს, ყველაზე სწრაფი ტრიო, რომელმაც ატლანტის ოკეანე გადაკვეთა და ყველაზე ახალგაზრდა ტრიო, რომელმაც ეს ოკეანე წარმატებით დალაშქრა.

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი

18 იანვარი 2020, 23:00

ტაბლოიდი

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ტიტულებს აღარ გამოიყენებენ

შესაბამისი განცხადება დედოფლის სახელით ბუკინგემის სასახლემ გამოაქვეყნდა. წყვილი ელისაბედ მეორეს აღარ წარმოადგენს და მათი სამეფო რეზიდენციის ფროგმორ კოტეჯის რემონტზე დახარჯულ 2.4 მილიონ ფუნტს ხაზინას დაუბრუნებს.

ნატა ფერაძე

18 იანვარი 2020, 22:44

ძალოვნები

ნატა ფერაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე, რომელიც 18 იანვარს, საღამოს დააკავეს მას შემდეგ, რაც ტრანსგენდერ ქალებს გამოესარჩლა, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ინფორმაცია Imedinews შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ინფორმაციით, ფერაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

დემონსტრაცია ბეირუთში

18 იანვარი 2020, 22:27

მსოფლიო

ბეირუთში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ლიბანის დედაქალაქში შეკრებილი მომიტინგეები მიიჩნევენ, რომ მმართველმა ელიტამ ქვეყანა ისტორიაში ყველაზე საშინელ ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანა. შეტაკების შედეგად ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე ათეული დემონსტრანტი დაშავდა.

კოსმოსური ძალები უნიფორმა

18 იანვარი 2020, 21:50

მსოფლიო

აშშ-ის კოსმოსურ ძალებს ახალი უნიფორმის გამო თავის მართლება მოუწია

უწყებამ უნიფორმის ფოტო Twitter-ზე გამოაქვეყნა, რასაც მომხმარებლების მხრიდან დაცინვა მოჰყვა. კერძოდ, კრიტიკოსებს აინტერესებდათ რა საჭიროა კამუფლაჟი კოსმოსში. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კოსმოსური ძალები 2019 წლის 21 დეკემბერს დააფუძნა.

ნატა ფერაძე

18 იანვარი 2020, 21:29

ძალოვნები

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე პოლიციამ დააკავა

ინფორმაცია სამოქალაქო აქტივისტის ნატა ფერაძის დაკავების შესახებ Imedinews შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს განმარტებით ფერაძე ადმინისტრაციული წესით, 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

18 იანვარი 2020, 21:11

ძალოვნები

სურამში ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციამ სურამთან, სოფელ ბუღაურაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 ადამიანი. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპორტი

18 იანვარი 2020, 20:53

სპორტი

საქართველოს 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები დასახელდნენ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი გამოავლინა. ტიტული მიენიჭა ექვს სპორტსმენს, რომლებმაც გასულ წელს მსოფლიო ჩემპიონატებზე ოქროს მედლები მოიპოვეს.

შავი ყუთი

18 იანვარი 2020, 20:16

მსოფლიო

ირანი ჩამოგდებული ლაინერის შავ ყუთებს უკრაინას გადასცემს

თუ უკრაინელი სპეციალისტები ყუთებში არსებულ ინფორმაციას ვერ გაშიფრავენ, ყუთები საფრანგეთს გადაეცემა. თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც 176 მგზავრი ემსხვერპლა, მათ შორის კანადის მოქალაქეებიც არიან. 11 იანვარს ირანმა განაცხადა, რომ ავიალაინერი შეცდომით ჩამოაგდო,

გატაცება

18 იანვარი 2020, 19:54

ტაბლოიდი

აშშ-ში 14 წლის გოგო მოძალადეებს Messenger-ის დახმარებით გადაურჩა

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში 14 წლის გოგომ თავს Messenger Snapchat-ის მეშვეობით უშველა თავს, იუწყება CNN. გოგო 55 წლის კაცმა ორი თანამზრახველის დახმარებით გაიტაცა. მანამდე გოგოს ნარკპტიკი შესტავაზეს, შემდეგ მანქანაში ჩასვეს და ქალაქ სან-ხოსეს სასტუმროში მიიყვანეს. მოგვინებით გაირკვა, რომ მათ მოზარდზე სექსუალურად იძალადეს.

სასამართლო

18 იანვარი 2020, 19:29

ძალოვნები

სასამართლომ ზვიად კუპრავას და ლაშა ქურციკიძეს ჯარიმა დააკისრა

სასამართლომ ორივე მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დამნაშავედ ცნო, რაც ხულიგნობას გულისხმობს. დაკავებულებს მოეხსნათ ბრალდება 173-ე მუხლით, რაც კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

სახლი

18 იანვარი 2020, 19:22

ტაბლოიდი

ნიგერიაში კაცი ცოლისთვის თვითმფრინავის ფორმის სახლს 20 წელი აშენებდა

ნიგერიაში, აბუჯის მცხოვრებმა კაცმა ცოლს უცნაური საჩუქარი გაუკეთა. მან სპეციალური პროექტით თვითმფრინავის ფორმის სახლი ააშენა, რადგან ცოლს მოგზაურობა უყვარს, წერს Reuters. საიდ ჯამალს სახლის ასაშენებლად 20 წელი დასჭირდა. სახლს ბეტონის კონსტრუქცია აქვს. კაცს სახლის აშენებაში მისი ვაჟიც ეხმარებოდა.