imedi /  18 იანვარი 2019, 11:46 / სანდო წყარო

ბერლინალეს პროგრამაში ქართული ანიმაციური ფილმი „ომის იავნანა“ მოხვდა

ბერლინალეს პროგრამაში ქართული ანიმაციური ფილმი მოხვდა. ანიმაციური ფილმის"ომის იავნანა" შემქმნელია გერმანიაში მოღვაწე იანა უგრეხელიძე.

ნამუშევრის თემა აფხაზეთის კონფლიქტია. რეჟისორული გადაწყვეტილების მიხედვით, ომი ბავშვის თვალით არის დანახული, თავად ფილმის ინსპირაციაც ომგამოვლილი მეგობრები არიან, რომლებიც ხშირად უყვებოდნენ თავის ბავშვობაზე.

ფილმში ნაჩვენებია, თუ როგორ ტოვებს მშობლიურ ქალაქს 4 ბავშვი - ოთხი შესაძლო გზა, რომლითაც სოხუმის ადგილობრივი მცხოვრებლები, აფხაზი „ბოევიკების“ მიერ დევნილები, ხანძრით მოცული ქალაქიდან აღწევდნენ თავს: ბოლო გემით, ბოლო თვითმფრინავით, ბოლო მატარებლით და ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებით თავის დაღწევა ვერ მოასწრო მოუწია გზის გავლა ფეხით სვანეთის თოვლით დაფარული მთებით. სცენარი დაფუძნებულია 1992/1993 წლების ქართულ-აფხაზური კონფლიქტის რეალურ მოვლენებზე.

იანა უგრეხელიძემ დაამთავრა საქართველოს უნივერსიტეტი მთარგმნელ - რეფერენტის კვალიფიკაციით, შემდგომში ბაკალავრიატი კომუნიკაციურ დიზაინში პეტერ ბერენსის სამხატვრო სკოლაში დუსელდორფში და მაგისტრატურა კიოლნის სამხატვრო აკადემიაში.

მისი პირველი ანიმაციური ფილმის „ Summer Story“ის პრემიერა ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე შედგა. იანა დაჯილდოვდა, როგორც საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი სიუდად-რეალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე და 44. სტუდენტური ოსკარის ნახევარ-ფინალისტი. ანიმაციური პროექტი „Armed Lullaby“ განხორციელდა კინომედია ჩრდილოეთ ვესტფალიის ფონდის (Film- und Medien Stiftung NRW ) და სამხატვრო აკადემიის (Kunsthochschule für Medien) მხარდაჭერით.

ბერლინალე წელს 7-17 თებერვალს გაიმართება. მაყურებელს ქართული ანიმაციის ნახვა 11 თებერვალს შეეძლება.

Armed Lullaby Trailer 1 from RoshLab on Vimeo.

 

ყველა სიახლე

16 ივნისი 2021, 12:54

რეგიონი

საღორიის ტყეში სანიტარული მდგომარეობის გამოსასწორებლად სპეციალისტების მიერ შეირჩა ღონისძიებების კომპლექსი, რომლებიც სანიტარულ ჭრებს, ნარჩენებისაგან გაწმენდას და ტყის აღდგენას მოიცავს

„ქუთაისის მიმდებარედ არსებული მუხნარი ტყე მოსახლეობაში საღორიის ტყის სახელით არის ცნობილი. ეს მართლაც უნიკალური ტერიტორია, სადაც ენდემური და წითელი ნუსხის სახეობა, იმერული მუხა გვხვდება ბოლო ათწლეულების მანძილზე მუდმივ ანთროპოგენულ ზემოქმეებას განიცდის. უკანონო ჭრებმა, ნარჩენებით დაბინძურებამ და სხვა ფაქტორებმა, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავალი ათწლეულის მანძილზე ზემოქმედებდა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ტყის სანიტარულ მდგომარეობაზე.

დიმიტრი პესკოვი

16 ივნისი 2021, 12:51

მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი: რუსეთი აშშ-ის მხრიდან რიტორიკის შერბილებას ხედავს, რაც პოზიტიური სიგნალია

რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-ის მხრიდან რიტორიკის შერბილებას ხედავს, რაც პოზიტიური სიგნალია.

თბილისის მერია

16 ივნისი 2021, 12:37

სპორტი

თბილისის მერია ქალთა სპორტისა და პარასპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ახალ პროექტს იწყებს

ამ პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერია დააფინანსებს 2021 წელს დაფუძნებულ ქალთა გუნდებსა და კლუბებს, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გუნდებს და კლუბებს, რომელთა იურიდიული მისამართი და ფუნქციონირების ადგილი არის თბილისი. აღნიშნული დაფინანსება გაიცემა სპორტული ინვენტარის და ეკიპირების შესაძენად ან სავარჯიშო სივრცის იჯარის საფასურის დასაფარად. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდებიან ქალთა გუნდები და კლუბები, რომელთა ადგილსამყოფელი და ფუნქციონირების ადგილი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე და მიმდინარეობისას არის ქალაქი თბილისი. ზუსტად ამავე პირობებით და პრინციპით დაჯილდოვდებიან პარასპორტის გუნდური სახეობის საქართველოს ჩემპიონატში მიღწეული წარმატებისთვის გუნდები და კლუბები, რომელთა ადგილსამყოფელი და ფუნქციონირების ადგილი ჩემპიონატის მიმდინარეობამდე და მიმდინარეობის დროს არის თბილისი.

16 ივნისი 2021, 12:36

საზოგადოება

თბილისის განვითარების ფონდი ჯოვანი სკუდიერის ქუჩის კეთილმოწყობას იწყებს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის განვითარების ფონდი იწყებს ჯოვანი სკუდიერის ქუჩის კეთილმოწყობასა და მხატვრების პავილიონების მოწყობის სამუშაოებს.

16 ივნისი 2021, 12:33

საზოგადოება

ზონალურ-საათობრივი პარკირება კიდევ 1315 საპარკინგე ადგილზე დაინერგება

ზონალურ-საათობრივი პარკირება კიდევ 1315 საპარკინგე ადგილზე დაინერგება. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძე

16 ივნისი 2021, 12:30

საზოგადოება

კახა კალაძე დედაენის ბაღზე: როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, მეამაყება, რომ ქალაქს კიდევ ერთი ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე დაემატა

დასრულდა დედაენის და 9 მარტის ბაღების, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, ასევე მათი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც გასული წლის თებერვალში დაიწყო და ჯამში 20 მლნ 100 ათასი ლარი დაჯდა. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო, მასშტაბური პროექტი, რომლის ფარგლებში განხორციელდა ამ ტერიტორიის, სრული, კაპიტალური რეაბილიტაცია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძე

16 ივნისი 2021, 12:29

საზოგადოება

კახა კალაძე: ძველი თბილისი არის ის განძი, ის მნიშვნელოვანი სიმდიდრე, რომელიც ქალაქს აქვს

„ძველი თბილისი, ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლები არის ის განძი, ის მნიშვნელოვანი სიმდიდრე, რომელიც ქალაქს აქვს და ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანი ამაყობს ამ ძეგლებით. დიდი ნაწილი არის მძიმე მდგომარეობაში და ის მიდგომები, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომ მთლიანად უბნების განახლება და რეაბილიტაცია მოხდეს, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება საკუთარი სახლების მოწესრიგებას, განახლებას. ამ შენობების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დიდი ნაწილი მძიმე, ავარიულ მდგომარეობაშია და რა თქმა უნდა ეტაპობრივად მივყვებით და ყველაფერს განვაახლებთ, ყველაფერს მოვაწესრიგებთ და გვექნება ისეთი უბნები, როგორიც არის ახალი აღმაშენებელი, ორბელიანის მოედანი, გუდიაშვილის მოედანი, რომელიც ძალიან მალე დამთავრდება. ეს სამუშაოები მომავალში შემდეგ ქუჩებზე გადავა“, - განაცხადა მერმა.

გიორგი ანწუხელიძე

16 ივნისი 2021, 12:27

საზოგადოება

სოფელ თხინვალაში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი მოეწყობა

სოფელ თხინვალაში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი მოეწყობა. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

16 ივნისი 2021, 12:15

მსოფლიო

ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ „ტაიშანის“ ატომურ ელექტროსადგურზე მცირე ინციდენტი მოხდა

ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ „ტაიშანის“ ატომურ ელექტროსადგურზე მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რამაც რადიაციის დონის გაზრდა გამოიწვია.

16 ივნისი 2021, 12:11

საზოგადოება

ჩეხეთი საქართველოს მწვანე ურბანული დაგეგმარების კუთხით გამოცდილებას გაუზიარებს

მწვანე ურბანული დაგეგმარების კუთხით ჩეხეთის წარმატებულ გამოცდილებას ქართველ კოლეგებს ჩეხი ექსპერტები გაუზიარებენ. ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან თანამშრომლობით, გამართავს პრეზენტაციასა და დისკუსიას „მწვანე ქალაქები და ურბანული დაგეგმარება: საერთო საკითხები ჩეხეთისა და საქართველოს გამოცდილებაში“.

16 ივნისი 2021, 12:05

რეგიონი

22-26 ივნისს მონაცვლეობით გორის გვირაბებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

16 ივნისი 2021, 12:03

რეგიონი

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე არსებულ ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში, ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 17 ივნისის 00:00 სთ-დან 21 ივნისის 00:00 სთ-მდე, გვირაბის ქობულეთი-ბათუმის, ხოლო 23 ივნისის 00:00 სთ-დან 27 ივნისის 00:00 სთ-მდე, გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ლელა ჩიქოვანი
 გიომ ლაგანი

16 ივნისი 2021, 11:56

COVID19

ლელა ჩიქოვანმა საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროს წარმომადგენლებს უმასპინძლა

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ თავდაცვის სფეროში პარტნიორობა და მრავალმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ლელა ჩიქოვანმა საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის, საჰაერო თავდაცვის სისტემის, ასევე სამთო მიმართულების გაძლიერების პროცესში ფრანგული მხარის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა.

16 ივნისი 2021, 11:55

სამართალი

პროკურატურამ მცხეთის რაიონში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბ.ი.-ს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა.

კახა კუჭავა

16 ივნისი 2021, 11:43

პოლიტიკა

კახა კუჭავა: იმედია, მხარდამჭერი განცხადებები ძალიან მალე რეალურ ქმედებებში გადაიზრდება. ამას ელოდება ქართველი ხალხი

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები ძალიან მალე რეალურ ქმედებებში გადაიზრდება.

კახა კუჭავა

16 ივნისი 2021, 11:39

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ველოდებით კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საშუალებას მოგვცემს დეოკუპაციას მივაღწიოთ

„​ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გზავნილები, რაც მოვისმინეთ. საქართველო, უკრაინა ნამდვილად ყველასთვის განსახილველ საკითხს წარმოადგენს, რადგან ეს არის ორი კონკრეტული ქვეყანა, სადაც ყველა პირდაპირ აღიარებს იმ აგრესიას, რომელსაც რუსეთი ახორციელებს. ეს არ უნდა დარჩეს მხოლოდ განცხადებების დონეზე და რასაც ჩვენ ველოდებით, ეს არის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს საბოლოო მიზანს მივაღწიოთ - ეს არის დეოკუპაცია და რა თქმა უნდა რუსეთის მიერ იმ ვალდებულებების შესრულება, რაც მას მოუწევს ადრე თუ გვიან (იმედია ადრე), რომელიც როგორც ხელშეკრულებით აქვს აღებული, ისე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების მიხედვით უნდა აღასრულოს“, - განაცხადა კუჭავამ.

16 ივნისი 2021, 11:37

საზოგადოება

სომხეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლა სრულად აღდგა

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების შემდეგ, პირველმა მატარებელმა ერევანი-თბილისი-ბათუმი საქართველოს ტერიტორიაზე მგზავრები შემოიყვანა.

16 ივნისი 2021, 11:36

პოლიტიკა

ექსპერტები საგარეო პოლიტიკაში მიღწეულ შედეგებს ხელისუფლების სწორ პოლიტიკას უკავშირებენ

საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს ექსპერტთა ნაწილი გამოეხმაურა. ისინი საგარეო პოლიტიკაში მიღწეულ შედეგებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სწორ პოლიტიკას უკავშირებენ.

ანტიბიოტიკები

16 ივნისი 2021, 11:36

COVID19

შეიძლება თუ არა აცრამდე და აცრის შემდეგ ანტიბიოტიკის მიღება

„აცრის დროსაც შეიძლება ანტიბიოტიკის მიღება, რადგან არავითარი კავშირი აცრასა და ანტიბიოტიკის მიღებას შორის არ არსებობს. თუ რამე მწვავე ინფექცია გაქვთ, მხოლოდ იმ დროს არ შეიძლება აცრა, თორემ აცრის დროსაც შეგიძლიათ ანტიბიოტიკის მიღება, არავითარი კავშირი ამ ორ მოვლენას შორის არ არსებობს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

16 ივნისი 2021, 11:29

თავდაცვა

ლელა ჩიქოვანი ესპანეთის სამეფოს თავდაცვის ახალ ატაშეს შეხვდა

ლელა ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების საქმეში, ასევე ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) შესაძლებლობების განვითარებაში ესპანეთის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა. ყურადღება გამახვილდა თავდაცვის სფეროში საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე. განსაკუთრებით აღინიშნა სამხედრო განათლების კუთხით არსებული პროექტები.