Imedi /  31 იანვარი 2019, 18:02 / სანდო წყარო

სერიალი, რომლის საშუალებითაც გერმანელებმა „ჰოლოკოსტის“ მნიშვნელობა გაიგეს

1979 წელს დასავლეთ გერმანიის ტელეეკრანებზე მაღალბიუჯეტიანი ამერიკული მინი-სერიალი გამოვიდა, რომელიც ჰოლოკოსტს ეხებოდა. მასში მთავარ როლს კი მერილ სტრიპი ასრულებდა. ამ მოვლენამ რადიკალურად შეცვალა გერმანელების მიერ თავიანთი ისტორიის აღქმა. 

სერიალის შემდეგ, ნაცისტების მიერ ჩადენილი დანაშაული ადამიანების გონებაში უფრო ნათელი გახდა, ხოლო სიტყვა „ჰოლოკოსტი“ გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ყოველდღიურ ლექსიკონში შევიდა. 

Мэрил Стрип

ამ წლის იანვარში გერმანიაში კვლავ დაიწყეს ამ სერიალის ჩვენება და ის კვლავაც აქტუალურია. 40 წლის წინ ის ნაწილობრივ იხილა დაახლოებით 20 მილიონმა ადამიანმა და ეს მაშინდელი დასავლეთ გერმანიის მესამედი ნაწილი იყო. 

ჰოლოკოსტში“ გამოგონილ ებრაულ ოჯახზეა საუბარი - წარმატებულ ბერლინელ ექიმზე კარლ ვაისსზე და მის ოჯახზე. 

27 იანვარი, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე იყო.  მემორიალურ დღესთან დაკავშირებით, Memorial Day Trust-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვით ცნობლი ხდება, რომ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 5%-ს ჰოლოკოსტის არ სჯერა, ხოლო ყოველი 12-ის აზრით, ტრაგედიის მასშტაბები გადაჭარბებულია. 

ყველა სიახლე

მაშველები შავი ზღვა

23 აგვისტო 2019, 13:19

ძალოვნები

საგანგებო სიტუაციების სამსახური ზღვაზე დამსვენებლებს აფრთხილებს

დღეს, შავი ზღვის მთელს სანაპირო ზოლზე 3-დან 4 ბალამდე შტორმი ფიქსირდება. ზღვაში შესვლა კატეგორიულად აკრძალულია, რის გამოც სანაპირო ზოლზე გამოფენილია წითელი ალმები. ადგილზე მყოფი მაშველები დამსვენებლებს შტორმის შესახებ აფრთხილებენ და სიტუაციას აკონტროლებენ.

სალომე ზურაბიშვილი

23 აგვისტო 2019, 13:17

მსოფლიო

ზურაბიშვილი: საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყეებთან ერთად

„საქართველოს გული იწვის ამაზონის ტროპიკულ ტყეებთან ერთად. ვუერთდებით ბრძოლას ჩვენი დედამიწის გადასარჩენად და მოვუწოდებთ ყველას, ამაზონის გადასარჩენად ვიმოქმედოთ“, - წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

მატარებელი ლიანდაგებიდან

23 აგვისტო 2019, 13:08

მსოფლიო

საკრამენტოში მეტროს მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა

გამოცემა Sacramento Bee-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების 15 ბრიგადა და 40 მაშველი მუშაობდა. ინციდენტის მიზეზი უცნობია, გამოძიებას ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მმართველი კომპანია აწარმოებს.

კეილორ ნავასი მეკარე

23 აგვისტო 2019, 12:59

სპორტი

კეილორ ნავასი „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას აპირებს

მეკარე კეილორ ნავასმა შესაძლოა „მადრიდის რეალი“ დატოვოს. ესპანური Marca-ს ცნობით 32 წლის კოსტარიკელი ფრანგულ „პსჟ“-ში გადასვლასთან ახლოსაა. „რეალმა“ ნავასის წასვლის სურვილი გაითვალისწინა და მის შემცვლელს უკვე ეძებს. კეილორ ნავასი „მადრიდის რეალში“ 2014 წლიდან თამაშობს.

ექიმები

23 აგვისტო 2019, 12:43

მსოფლიო

აფეთქება სევეროდვინსკთან: რუსი ექიმები სამხედროებს ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებენ

სევეროდვინსკთან აფეთქების შედეგად დაშავებულების მკურნალობა ყველანაირი წესის დარღვევით მიმდინარეობა. ამის შესახებ BBC-ის ჟურნალისტებს იმ ექიმებმა განუცხადეს, რომლებმაც დაშავებულებს დახმარება გაუწიეს. არხანგელსკის საავადმყოფოს თანამშრომლებმა გამოცემას ინტერვიუ ანონიმურობის დაცვის გარანტიით მისცეს.

სოფიო გორგოძე

23 აგვისტო 2019, 12:29

საქართველო

3000 სააპელაციო განაცხადიდან აბიტურიენტების შეფასება 648 შემთხვევაში შეიცვალა

3000 სააპელაციო განაცხადიდან 648 შემთხვევაში, აბიტურიენტების შეფასება შეიცვალა - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა. მისი თქმით, იმ 648 აბიტურიენტიდან, ვისაც ქულა შეეცვალა, უმეტეს შემთხვევაში ეს ქულა გაიზარდა, თუმცა იყო საპირისპირო შემთხვევებიც.

კონორ მაკგრეგორი

23 აგვისტო 2019, 11:38

სპორტი

კონორ მაკგრეგორს ხაბიბთან რევანშის აღება სურს

ამის შესახებ შერეულ ორთაბრძოლებში ყოფილმა ჩემპიონმა ტელეკომპანია ESPN-ის ეთერში განაცხადა. ირლანდიელის თქმით, მას ტიტულის დაბრუნება სურს. მან ასევე აღიარა, რომ ხაბიბთან ბრძოლისთვის არასწორად მოემზადა და მოწინააღმდეგე სათანადოდ არ შეაფასა. „იმ ბრძოლაში ბევრი რამ ვისწავლე“, - განაცხადა მაკგრეგორმა.

მზის ენერგია

23 აგვისტო 2019, 11:23

ტექნოლოგიები

ჰემფშირის სარკინიგზო ხაზი მსოფლიოში პირველად მზის ენერგიას გამოიყენებს

ჰემფშირის სარკინიგზო ხაზი დღეიდან მზის ენერგიითაც მომარაგდება, - ინფორმაციას Guardian ავრცელებს. მზის 100-მდე პანელით სარკინიგზო ხაზი დამატებით ენერგიას მიიღებს, რომელსაც ამ ეტაპზე სიგნალიზაციისთვის, ან განათებისთვის გამოიყენებს. მომავალში სქემის გაფართოება იგეგემება, რაც დიზელის საწვავის გამოყენების შემცირებას ითვალისწინებს.

ტყის ხანძარი

23 აგვისტო 2019, 11:04

მსოფლიო

კანარის კუნძულებზე ტყის ხანძრების გაჩენის საშიშროების გამო განგაში გამოცხადდა

განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც მთავრობამ კუნძულ გრან-კანარიაზე მძვინვარე ხანძრის სტაბილიზაციის შესახებ განაცხადა. ხანძარი 17 აგვისტოს გაჩნდა და 12 000 ჰექტარის ფართობზე იყო მოდებული, ბოლო მონაცემებით სტიქიის გამო 9.800 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამ ეტაპზე ყველა მათგანი სახლებში დაბრუნდა.

კანაფი

23 აგვისტო 2019, 10:45

ეკონომიკა

ამერიკელი ფერმერები კანაფის მოყვანაზე დიდ იმედებს ამყარებენ

ამის შესახებ სტატიას Financial Times-ი აქვეყნებს. Financial Times-ის ცნობით კანაფის ბაზრის მოცულობამ 2018 წელს $ 1.9 მილიარდს მიაღწია. თუ ამ კულტურაზე მოთხოვნის ზრდა ისეთივე აქტიური იქნება, როგორც მარიხუანაზე, რომელიც ზოგ შტატში ლეგალიზებულია, 5 წელში გაყიდვების მოცულობა $20 მილიარდამდე გაიზრდება.

Echowaves-ი

23 აგვისტო 2019, 10:27

კულტურა

ანაკლიის სანაპიროზე ფესტივალი Echowaves-ი მიმდინარეობს

ანაკლიის სანაპიროზე ფესტივალი Echowaves-ი მიმდინარეობს. განახლებულ სცენაზე წუხელ მსოფლიოში განთქმულმა დიჯეებმა დაუკრეს. მათ შორის იყვნენ ნინა კრავიცი და ეტაპ კაილი. Echowaves-ი, რომელიც უკვე მეორე წელია check in Georgia-ს ფარგლებში იმართება, 2014 და 2018 წლების ევროპის საუკეთესო ფესტივალის ტიტულის მქონე EXIT-ის მხარდაჭერით ტარდება.

რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა Patriot

23 აგვისტო 2019, 10:24

მსოფლიო

აშშ თურქეთს რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექს Patriot-ს აღარ მიჰყიდის

მის შესახებ CNN-ი წერს. როგორც გამოცემას სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განუცხადეს, ანკარა ინფორმირებული იყო იმის შესახებ, რომ რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექს S-400-ის შეძენის შემთხვევაში ვაშინგტონის წინადადებას ძალა დაეკარგებოდა. თურქეთმა S-400 ივნისში შეიძინა.

ხანძარი

23 აგვისტო 2019, 10:13

ძალოვნები

სოფელ საყავრესთან ტყის ხანძრის ჩაქრობაში მესამე ვერტმფრენიც ჩაერთო

სოფელ საყავრესთან ტყის ხანძარს სასაზღვრო პოლიციის მესამე ვერტმფრენიც აქრობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ადგილზე ცეცხლის ღია კერები აღარ არის. უწყების ინფორმაციით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მოწყობილია საველე შტაბი, საიდანაც ტყის ხანძრის ჩაქრობას ხელმძღვანელობენ. სამუშაოები მეორე დღეა სრულდება.

ფარული გადაღება

23 აგვისტო 2019, 10:10

მსოფლიო

ესპანეთში დააკავეს კაცი, რომელმაც 555 ქალს ფარულად ინტიმური ხასიათის ვიდეოები გადაუღო

სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედი დანაშაულის ჩადენის მომენტში დააკავეს, როდესაც ის ერთ-ერთ მსხვერპლს ფარულად უღებდა ვიდეოს. გამოძიების მტკიცებით, საერთო ჯამში ეჭვმიტანილმა 555 ქალის, მათ შორის არასრულწლოვნების მონაწილეობით 283 ვიდეო გადაიღო და ინტერნეტში მილიონობით ნახვა დააგროვა.

ჰონგ-კონგი

23 აგვისტო 2019, 09:52

მსოფლიო

ჰონგ-კონგის სასამართლომ საპროტესტო აქციების აკრძალვის მოქმედება გაახანგრძლივა

ჰონგ-კონგის უზენაესმა სასამართლომ განუსაზღვრელი ვადით გაახანგრძლივა აეროპორტში საპროტესტო აქციების ამკრძალავი დადგენილება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. 13 აგვისტოს ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციამ სასამართლოს საპროტესტო აქციების აკრძალვა მოსთხოვა, მას შემდეგ რაც მომიტინგეებმა აეროპორტის მუშაობა შეაფერხეს.

ხანძარი ამაზონის ტყეში

23 აგვისტო 2019, 09:30

მსოფლიო

მაკრონმა ამაზონის ტყის ხანძარს საერთაშორისო დონის კრიზისი უწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ამაზონის ტყის ხანძრები საერთაშორისო დონის კრიზისს წარმოადგენს, რომელსაც „დიდი შვიდეულის“ სამიტის დღის წესრიგში მთავარი ყურადღება უნდა დაეთმოს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

„გოჭი პეპა“

23 აგვისტო 2019, 09:13

ეკონომიკა

ამერიკული კომპანია „გოჭი პეპას“ შემქმნელ ფირმას 4 მილიარდ დოლარად შეიძენს

„გოჭი პეპას“ გარდა Hasbro ფლობს საავტორო უფლებებს ისეთ ბრენდებზე, როგორებიცაა „ჩემი პატარა პონი“ (My Little Pony), „ვარსკვლავური ომები“ (Star Wars), „მარველის ლეგენდები“ (Marvel legends), „ტრანსფორმერები“ (Transformers) და სხვ. 2017 წელს კომპანიის მოგებამ 5,2 მილიარდი დოლარი შეადგინა.

„ბათუმი რივიერა“

23 აგვისტო 2019, 08:41

საქართველო

აქტივისტები „ბათუმი რივიერას“ საკითხზე პრემიერს და ბათუმის მერს მიმართავენ

ბათუმის კონცხზე ხუთი კოშკის დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აქტივისტები და ბუნებისდამცველები პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს და ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს მიმართავენ.

მაიკლ ჯექსონი

23 აგვისტო 2019, 08:16

კულტურა

მაიკლ ჯექსონის კიდევ ერთი ანდერძის შესახებ გახდა ცნობილი

მისი თქმით, ანდერძი 2006 წლით არის დათარიღებული და მას 2002 წელს შედგენილი ამჟამად მოქმედი ანდერძი უნდა ჩაენაცვლებინა. ბეინის განცხადებით, ის პირადად ესწრებოდა მომენტს, როდესაც ანდერძს ნოტარიუსი ამოწმებდა და დოკუმენტის შინაარსსაც გაეცნო. თუმცა, ანდერძის ბედი მისთვის ახლა უცნობია.

თევზი

23 აგვისტო 2019, 08:09

ტაბლოიდი

ამერიკელმა ქალმა დაიჭირა თევზი, რომელსაც ორი პირი აქვს

აშშ-ის ქალაქ პლატსბურგში ცოლ-ქმარმა დაიჭირა თევზი, რომელსაც ორი პირი აქვს. ამის შესახებ გამოცემა Daily Star-ი წერს. ადამ გედესი და მისი მეუღლე დები შამპლეინის ტბაზე თევზაობდნენ. როდესაც დებიმ წყლიდან ტბის კალმახი ამოიყვანა, მეთევზეებმა აღმოაჩინეს, რომ თევზს ორი პირი ჰქონდა.