პირველი რესპუბლიკის პერიოდის ტფილისის 10 კაფე-რესტორანი. ფოტოისტორია
მელიკ აზარიანცის ცნობილი სახლი
ფოტო: ეროვნული არქივი
დღევანდელ თბილისში უამრავი კაფე და ბარ-რესტორანია, თუმცა საინტერესოა როგორი ვითარება იყო ამ მხრივ პირველი რესპუბლიკის პერიოდში. ამის შესახებ სტატია გამოცემა civil.ge-მ მოამზადა და პირველი რესპუბლიკის დედაქალაქში არსებული სხვადასხვა კაფე-რესტორნის შესახებ ინფორმაცია მოიძია.
გრიგოლ რობაქიძე წერდა: “ტფილისი უცნაური ქალაქია, 1919-1920 წლებში კიდევ უფრო გაუცნაურდა. გამორეკილი თუ გამოქცეული რუსები თავს აქ აფარებდნენ. სცენიდან გაისმოდა კაჩალოვის ხმა. ტფილისშივე იყო ხუდოტოვი, სცენიდან მისი ხმაც ისმოდა. კომპოზიტორი ჩერეპინი კაფეში შედიოდა მთვრალი და ნაღვლობდა რუსეთზე. მხატვარი სერგეი სუდოიკინი რესტორანს ხატავდა, რომელსაც ქართველმა პოეტებმა “ქიმერიონი” დაარქვეს. სუდოიკინმა მართლაც აავსო რესტორანი ქიმერებით. მხატვარ საველი სორინს ყელმოღერებულ თავადის ასულების პროფილები ტილოზე გადმოჰქონდა, ლამაზი, მეტად ლამაზი ხაზებით… ვინ არ იყო მაშინ ტფილისში.”
წარმოგიდგენთ 10 კაფე-რესტორანს, რომელიც მაშინდელ თბილისში გამორჩეულები იყვნენ.
1. რესტორანი "ანონა" / "ქიმერიონი"
დღევანდელი რუსთაველის თეატრის, მაშინ კი “საარტისტო საზოგადოების შენობის ისტორიაში” მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა რესტორან “ანონას”, რომლის მესაკუთრეც ვინმე ი. ტ. ბონდარენკო ყოფილა. მანანა თევზაძის მიხედვით, რესტორანი 1905 წელს, უპოვართათვის საქველმოქმედო სასადილოდ, მისი საიმპერატორო დიდებულების, ელისაბედ მავრის ასულის ლოცვა-კურთხევით გახსნილა.

ფოტო: ეროვნული არქივი
1919 წელს ქართველ მწერალთა კავშირმა ქალაქის გამგეობისაგან რესტორანი შეიძინა და იქ კაფე-რესტორან-კლუბი სახელად “ქიმერიონი” მოაწყო. მწერალთა კავშირის საბჭოს ათი სხდომა მოუნდომებია, რათა კაფესათვის სახელი დაერქმიათ. “ქიმერიონი” ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსიდან აუღიათ. ქიმერიონის კედლებს ბევრი გამოჩენილი მხატვრის მხატვრობა ამშვენებდა, მაგალითად, გუდიაშვილის, სუდეიკინის თუ თოიძეების.
2. კაფე-რესტორანი CAFE DE L’OPERA
მაშინდელი სახაზინო თეატრის, დღეს კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სკვერში Cafe de l’Opera ფუნქციონირებდა. მისი გახსნის შესახებ რეკლამა 1918 წლის 13 აგვისტოს გაზეთი “საქართველოშიც” იყო განთავსებული. რეკლამაზი ეწერა, რომ კაფეს გახსნის მიზანი წმინდა შემოსავლის 10% განათლებისათვის გადაცემა იყო.

ფოტო: ეროვნული არქივი
3. ინგლისური რესტორანი ვაკეში
თბილისთან ახლადშემოერთებულ ვაკეში, მაშინდელი წყნეთის ქუჩაზე, ანუ დღევანდელ ილია ჭავჭავაძის გამზირზე, მდებარეობდა ინგლისური რესტორანი. ვაკეში ინგლისური რესტორნის რეკლამას ვხვდებით ელისაბედ ორბელიანის თაოსნობით გამოცემული ინგლისურენოვანი გაზეთის “The Georgian Messenger”-ის 1919 წლის 25 მაისის ნომერში.

ფოტო: ეროვნული არქივი
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დამარცხებული გერმანელების ჯარები საქართველოში ინგლისელებმა ჩაანაცვლეს, სავარაუდოდ ამას უნდა უკავშირდებოდეს ინგლისურენოვანი გაზეთის გამოცემაც, “ინგლისური ჰოსპიტლის” არსებობაცა და ინგლისური რესტორნის გახსნაც თბილისში. ქართველებს სასიცოცხლოდ სჭირდებოდათ კარგი ურთიერთობები ინგლისელებთან.
4. რესტორანი "საქართველო" (ყოფილი "ამირანი")
1918 წლის 14 ივლისს, პუშკინის ქუჩაზე, ძველი სემინარიის შენობაში გაიხსნა რესტორანი “საქართველო”. რესტორანში ევროპულ და აზიურ სამზარეულო იყო წარმოდგენილი. რესტორნის შესახებ არსებული რეკლამა ამბობს, რომ რესტორანში გემრიელ საჭმელებს, განსაკუთრებით კი საცივს, ჩახოხბილს, ხარჩოსა და ღომს.

5. საჩაიე “ძმური ნუგეში”
1910-იანი წლების შუახანებში ტფილისში პოეტმა დომინიკა ერისთავმა (ფსევდონიმით განდეგილმა) დააარსა სალონი-საჩაიე ძმური ნუგეში. სალონი-საჩაიეს დაარსებამდე დომინიკა იყო “ქართველ ქალთა საზოგადოების” ერთ-ერთიუმთავრესი სულისჩამდგემლიც. სწორედ ამ საზოგადოების საქველმოქმედო მიზნების ასრულების ფინანსური უზრუნველყოფისათვის განდეგილმა და მისმა თანამოაზრეებმა ჩამოაყალიბეს “ძმური ნუგეში”, სადაც მაშინდელი კულტურული ელიტის წარმომადგენლები იყრიდნენ თავს.
1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნებამდე ხანებში ხშირად შეხვდებოდით “ძმურის ნუგეშის” რეკლამას გაზეთ “საქართველოს” ფურცლებზე. საჩაიე “საქართველოს” ფინანსურად დასახმარებლად მართავდა მხატვრულ კაბარეებს.

კაბარეში მონაწილეობდნენ ვერიკო ანჯაფარიძე და სხვა გამოჩენილი ხელოვანები. კაბარეს ცნობილი ცისფერყანწელი პოეტი პაოლო იაშვილი უძღვებოდა. 1919 წლის 26 იანვრის კაბარეს დროს საჩაიეს თბილისის გენერალ-გუბერნატორ შალვა მაღლაკელიძის ნებართვაც კი მიუღია, ღამის 3 საათამდე გაეგრძელებინათ წარმოდგენა. მოგეხსენებათ, მაშინდელი რთული პირობების გამო, ღამით გარეთ ყოფნა შეზღუდული იყო, ამიტომ გვიანობამდე გასაგრძელებელ წარმოდგენებზე გენერალ-გუბერნატორი საგანგებოდ იძლეოდა ნებართვებს.
6. კაფე “პარიზი” სასახლის ქუჩაზე
სასახლის ქუჩაზე, ანუ დღევანდელი რუსთაველის გამზირის დასაწყისში, სადღაც ამჟამინდელი "გალერია თბილისის" წინ, 1919 წლის 14 მარტს გაიხსნა კაფე-რესტორანი პარიზი. პარიზი პირველი ხარისხის რესტორანი ყოფილა, რომელიც “საქართველოს” გვერდებზე განთავსებული რეკლამა როგორც გვეუბნება, თავს იწონებდა “აზიზი საჭმელებით”. კაფეში გაუხსნიათ საგანგებო ყავა-ხანა.

"აზიზი საჭმელები გვაქვს როგორც საქართველოს ყველა კუთხისა, ასე "ევროპიულიო", ამცნობდა ტფილისელებს რესტორნის მეპატრონე გვათუა. “პარიზში” იმერელი მზარეულიც მოუწვევიათ. სურსათი “უაღრესი ღირსებისააო”, საუზმე-სადილი-ვახშმები კი მხოლოდ კარაქზე მზადდებაო – მადისაღმძვრელია, არა? თან როცა მსახურთა პროცენტის გადახდას თავად რესტორანი იღებდა თავზე.
7. “არგონავტების ნავი”
იმ პერიოდის ტფილისის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კაფე “არგონავტების ნავი” გახლდათ. “არგონავტების ნავი” რუსთაველის 16-ში მდგარი ოფიცერთა სახლის სარდაფში მდებარეობდა. კაფეში თავს იყრიდნენ 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციას გამოქცეული რუსი პოეტები: გოროდეცკი, რაფალოვიჩი, კომპოზიტორი ჩერეპინი, კორონა, ჟურნალისტი იაკობ ლვოვი. კაფე იმითაც იყო გამორჩეული, რომ იგი ლადო გუდიაშვილმა, კირილე ზდანევიჩმა და ყაჟბეუქ-მელიქოვმა მოხატეს.

ფოტო: Facebook/ "არგონავტების ნავი"
ზდანევიჩის მოხატული პანო, რომელიც დიდხანს დაკარგულად მიიჩნეოდა, სულ ახლახანს გაანადგურეს. აქტივისტების მცდელობის მიუხედავად, ზდანევიჩის მხატვრობა ვერ შენარჩუნდა.
8. სასადილო “იმედი”
იმდროინდელი ტფილისის კიდევ ერთი ცნობილი რესტორანი/სასადილო “იმედი” იყო, რომელიც ძველი სემინარიის შენობაში, პუშკინის ქუჩაზე მდებარეობდა. სასადილოში დააგემოვნებდით ქადებს, ხაჭაპურებსა და ბუტერბროდებსაც კი. სასადილოს სათავეში ედგა “ქალთა წრე”.

სასადილოში თურმე “ინტიმური საღამოებიც” იმართებოდა. კაბარე საღამოს 9-ზე იწყებოდა და ღამის 3-მდეც კი გრძელდებოდა.
9. “კარა ლიდო” ერევნის მოედანზე (თავისუფლებაზე)
დღევანდელ თავისუფლების მოედანზე, ანუ მაშინდელ ერევნის მოედანზე მდებარეობდა პირველი კლასის რესტორანი “კარა ლიდო” (ყოფილი “სოკოლნიკი”). კარა ლიდოში” დააგემოვნებდით აზიურ და ევროპულ სამზარეულოს. რესტორანში უკრავდა ორკესტრი სოლისტ-მევიოლინე შლიფერის ხელმძღვანელობით. რესტორნის რეკლამას ვხვდებით გაზეთ “ბორბას” 1919 წლის მე-6 ნომერში:

10. “26 მაისი” რუსთაველზე
1919 წელს მაშინდელ რუსთაველის 24-ში, ანუ დღევანდელ 30 ნომერში გახსნილა კაფე-რესტორანი “26 მაისი”. კაფე-რესტორნის რეკლამა, განთავსებული გაზეთ “ბორბას” 1919 წლის 25 დეკემბრის ნომერში აუწყებდა ტფილისელებს, ჩვენთვის ყოველი სტუმარი ღვთისააო. რესტორნის ადმინისტრაცია სტუმრებს საღამოობით სიმფონიური ორკესტრის მოსმენას სთავაზობდა, რომელსაც მაესტრო გაჯინი ხელმძღვანელობდა.

ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა, ცხადია, კიდევ არაერთი შესანიშნავი კაფე და რესტორანი ამშვენებდა დედაქალაქის ქუჩებს. გასახსენებლად კაფე “ინტერნაციონალიც” გვეყოფოდა. სწორედ კაფე “ინტერნაციონალში” პოეტებმა ტფილისი პოეზიის დედაქალაქად გამოაცხადესო, წერდა გრიგოლ რობაქიძე.
ყველა სიახლე
01 ივნისი 2026, 14:21
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი: სანამ სომხეთი ოფიციალურად არ შეიტანს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე ან არ მიუახლოვდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება ალოგიკურია
„სანამ სომხეთი ოფიციალურად არ შეიტანს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე ან არ მიუახლოვდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება ალოგიკურია. დღეს ეს არჩევანი თეორიულ ხასიათს ატარებს, ხოლო თეორიული არჩევანის რეფერენდუმზე გატანა, რა თქმა უნდა, არ არის ძალიან გონივრული და სწორი, მას საფუძველი არ გააჩნია“, - განაცხადა ფაშინიანმა.
01 ივნისი 2026, 14:21
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: საქართველოს მთავრობა ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იწყებს, ერთ-ერთი მსხვილი გამოწვევა ამ მიმართულებით შეეხება უკანონო კრიპტომაინინგის პროცესს მესტიის მუნიციპალიტეტში, დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება მნიშვნელოვნად აზიანებს როგორც ქვეყნის ენერგეტიკას, ასევე მესტიის ადგილობრივ მოსახლეობას და კერძო სექტორს
საქართველოს მთავრობა იწყებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
01 ივნისი 2026, 14:13
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ქართული სახელმწიფო, ქართული სპეცსამსახურები, ქართველი სამართალდამცველები და უსაფრთხოების სისტემა იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო ღონისძიებების ჩატარება - რეალური ჯაშუშური ქსელების გაშიფვრა და მათი წევრების დაკავება, რაც იმ კატეგორიის ოპერატიულ და საგამოძიებო ღონისძიებებს მიეკუთვნება, რომელიც ძალიან უჭირთ ხოლმე გაცილებით ძლიერ და დიდ სახელმწიფოებს
მინდა მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მისი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებს გასული დღეების განმავლობაში ჩატარებული ძალიან წარმატებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებებისთვის, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
01 ივნისი 2026, 14:02
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მინისტრის, ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი მიმდინარეობს. LIVE
მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მინისტრის, ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი მიმდინარეობს. ქრონიკა პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ
01 ივნისი 2026, 13:48
ტაბლოიდი
დუა ლიპა და კალუმ ტერნერი დაქორწინდნენ❤️💍
ხელმოწერის 40-წუთიანი ოფიციალური ცერემონია გუშინ, გაერთიანებულ სამეფოში, მერილებონში შედგა. მოგვიანებით კი წყვილი შეუღლებას პალერმოში დაგეგმილ სამდრიან საზეიმო წვეულებაზე აღნიშნავს, რომელსაც არსებული ინფორმაციით ელტონ ჯონი, ოლივია დინი და Charli XCX დაესწრებიან.
01 ივნისი 2026, 13:41
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე სააკაშვილის განცხადებაზე, რომ ნიკა მელიას ძალიან ბევრი რამ გაუტარა: არ ვიცით, რა გაუტარეთ ერთმანეთს, მაგრამ ვიცით, რაც ჩაუტარეთ საქართველოს. რაც არ გაგიტარათ ხალხმა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება.
01 ივნისი 2026, 13:39
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონებში, შედარებით სითბოს ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი
უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში, შედარებით სითბოს ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
01 ივნისი 2026, 13:25
საზოგადოება
სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო
თბილისის მერიამ სიონში რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. ამ ეტაპზე, ტაძრის ირგვლივ სამშენებლო ხარაჩოების მოწყობა მიმდინარეობს, - ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
01 ივნისი 2026, 13:24
თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას უმასპინძლა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროში ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც მხარეებმა ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხი განიხილეს.
01 ივნისი 2026, 13:07
პოლიტიკა
სააკაშვილი მელიაზე: ვაიგნორებდი სკეპტიკოსებს, რომლებიც მიმითითებდნენ მის განათლების არ ქონაზე და უიდეობაზე. მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც
არის ხალხი, რომლისგანაც ვერაფერი დავაყენე, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა. ასე იყო მაგალითად ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ადრე აღმოვაჩინე, თან გადავყევი, ის კი აჰყვა ამბიციებს, - წერა მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
01 ივნისი 2026, 13:05
ჯანდაცვა
ბათუმში ბავშვთა მულტიფუნქციური პედიატრიული კლინიკა შენდება
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ, ცენტრალური და ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროების თანამშრომლობით, ბავშვთა მულტიფუნქციური პედიატრიული კლინიკა შენდება. ახალი, თანამედროვე, მრავალპროფილური სამედიცინო სივრცე უზრუნველყოფს როგორც პედიატრიულ, ისე სხვადასხვა სპეციალიზებულ მომსახურებას, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
01 ივნისი 2026, 12:50
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: ვერ ვხვდები რატომ უკვირს „პრადვინუტებს“ საქართველოში სამმართველოს შექმნა, რომელიც გააკონტროლებს სიძულვილის ენას - სახელმწიფოები წლებია ქმნიან სპეციალიზებულ დანაყოფებს, რომლებიც აკვირდებიან სოციალურ ქსელებში ძალადობისკენ მოწოდებას, ტერორისტულ პროპაგანდას თუ მუქარებს
„მე ვერ ვხვდები რატომ უკვირს „პრადვინუტებს“ ის ფაქტი რომ საქართველოში შეიქმნა და დღეიდან დაიწყო მუშაობა შსს-ს სამმართველომ, რომელიც გააკონტროლებს სოცქსელებში სიძულვილის ენას და ამაზე ადეკვატურად კანონის კუთხით რეაგირება ექნება?! - დასავლეთში ასეთი პრაქტიკა საკმაოდ აქტუალურია…“, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
01 ივნისი 2026, 12:47
მსოფლიო
„როსსელხოზნადზორმა“ სომხური თევზის სერტიფიცირების შეჩერება მოითხოვა
„როსსელხოზნადზორში“ განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმ ინსპექტირების შედეგების საფუძველზე, რომელიც 21-დან 27 მაისამდე სომხეთის თევზგადასამუშავებელ საწარმოებსა და კალმახის საშენ მეურნეობებში ჩატარდა. უწყებაში ამტკიცებენ, რომ საწარმოების ნახევარმა შემოწმების გავლებაზე უარი თქვა.
01 ივნისი 2026, 12:24
პოლიტიკა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერარისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
01 ივნისი 2026, 12:17
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ყველაზე საყურადღებო იყო ის შეფასებები, რომ დღეს უკრაინა წარმოადგენს ერთგვარ ლაბორატორიას ბევრი მიმართულებით, მათ შორის ტექნოლოგიების გამოცდის და ა.შ. რაც ბევრ რაღაცაზე შეიძლება მეტყველებდეს
ყველაზე საყურადღებო იყო ის შეფასებები, რომ დღეს უკრაინა წარმოადგენს ერთგვარ ლაბორატორიას ბევრი მიმართულებით, მათ შორის ტექნოლოგიების გამოცდის და ა.შ. რაც ბევრ რაღაცაზე შეიძლება მეტყველებდეს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა, რომელიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციასთან ერთად, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, ვილნიუსში იმყოფება.
01 ივნისი 2026, 12:07
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოს დელეგაცია არის პარტნიორი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ჩვენ ამ ღონისძიებაში ვმონაწილეობთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ საქართველოსა და ნატო-ს საპარლამენტო განზომილებები
საქართველოს დელეგაცია მოგეხსენებათ, რომ არის პარტნიორი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ჩვენ ამ ღონისძიებაში ვმონაწილეობთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ საქართველოს და ნატო-ს საპარლამენტო განზომილებები, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციასთან ერთად, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, ვილნიუსში იმყოფება.
01 ივნისი 2026, 12:06
მსოფლიო
ნატოს გენმდივნის მოადგილე: დღეს უკრაინა თავდაცვითი ტექნოლოგიების ყველაზე მოწინავე ლაბორატორიაა
„დღეს ვხედავთ, რომ რუსეთს უჭირს უკრაინაში და სწორედ ამიტომ ხდებიან უფრო უგუნურები. სწორედ ამიტომაც, უფრო მეტად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას. უკრაინელების გამოცდილებიდან ძალიან ბევრს ვსწავლობთ. ისინი ინოვაციური ძალა ხდებიან და სწორედ ამიტომ, დღეს და ხვალ, ვილნიუსში ნატო-უკრაინის ინოვატორების ფორუმს გავმართავთ, რათა ვისაუბროთ ამ ცოდნისა და ძალის გამოყენების შესაძლებლობაზე. დღეს უკრაინა თავდაცვითი ტექნოლოგიების, მაღალტექნოლოგიური სისტემების, ელექტრონული ომის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დამიზნებისა და მრავალი სხვა ასპექტის ყველაზე მოწინავე, ბუნებრივი ლაბორატორიაა“, - განაცხადა მან.
01 ივნისი 2026, 12:02
ჯანდაცვა
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პედიატრიული განყოფილება ამოქმედდა
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პედიატრიული განყოფილება ამოქმედდა, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
01 ივნისი 2026, 11:48
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გენმდივნის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა გახდა სამხედრო ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორია
სესიაზე განხილვის საკითხებია რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული და კონვენციური სამხედრო საფრთხეები. ასევე, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ნატოს წევრ ქვეყნებში სამხედრო სავალდებულო სამსახურის პერიოდის გახანგრძლივება. ასევე, სამხედრო ტექნოლოგიების და ინოვაციებში უფრო მეტი ინვესტიციების ჩადება. და ზოგადად, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების გაძლიერება, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ., რომელიც დელეგაციასთან ერთად, საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს.
01 ივნისი 2026, 11:39
მსოფლიო
Euractiv: ევროკავშირი განიხილავს შესაძლებლობას, რომ გაწვევის ასაკის უკრაინელი კაცები დროებითი დაცვის გაფართოებული სქემიდან გამორიცხოს
Euractiv-ის ცნობით, აღნიშნული წინადადება ევროკავშირის დროებითი დაცვის დირექტივის მომავალი გაგრძელების განხილვისას გაჟღერდა, რომელიც უკრაინელებს საშუალებას აძლევს, ევროპაში თავშესაფრის მიღების ეროვნული სისტემებისთვის მიმართვის გარეშე იცხოვრონ და იმუშაონ.


