imedi /  22 თებერვალი 2019, 15:10 / სანდო წყარო

წლის საუკეთესო ფოტორეპორტაჟის ნომინანტები ცნობილია

ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფოტოკონკურსის World Press Photo-ს ორგანიზატორებმა სხვადასხვა კატეგორიაში 2019 წლის პრემიის ნომინანტები დაასახელეს, მათ შორის - „წლის ფოტოს“ ნომინანტებიც. გამარჯვებულებს ამსტერდამში 11 აპრილს გამოაცხადებენ. 

საუკეთესო ფოტოს წოდებისთვის 6 ფოტო იბრძვის:

Victims of an Alleged Gas Attack Receive Treatment in Eastern Ghouta

ფოტო: EUROPEAN PRESSPHOTO AGENCY

მუჰამედ ბადრის ფოტო. მასზე გამოსახულები არიან აღმოსავლეთ ღუთაში მომხდარი ქიმიური თავდასხმის მსხვერპლნი. ფოტო 2018 წლის თებერვალში გადაიღეს. დამასკოს მცირე ქალაქის გადამწყვეტი შტურმის დროს, აღმოსავლეთ ღუთის მაცხოვრებლები მასობრივი სროლის და ქიმიური თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ. 

Almajiri Boy

ფოტო:CONTRASTO

მარკო გუალაზინის ფოტო სახელად „ალმაჯირელი ბიჭი“. მასზე გამოსახულია ბავშვი, ჩადის ქალაქ ბოლში. კედელზე ხატია ბომბები. ჩადში დღეს უწყვეტი კონფლიქტებია, რაც იწვევს შიმშილს და სოფლის მეურნეობის განადგურებას. ამ რეგიონში აქტიურობს რადიკალი ისლამისტების დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“.

Being Pregnant After FARC Child-Bearing Ban

ფოტო:PANOS

კატალინ მარტინ-ჩიკოს მიერ გადაღებულ ფოტოზე გამოსახულია ორსული ქალი და კოლუმბიური დაჯგუფების ყოფილი ოფიცერი. ამბოხებულები აქტიურად იღებდნენ ქალებს თავიანთ რიგებში, მაგრამ ბავშვის გაჩენის უფლება მათ არ ეძლეოდათ. ამ ქალის 5 წინა ორსულობა აბორტით დასრულდა.

The Disappearance of Jamal Kashoggi

ფოტო:CHRIS MCGRATH

კრის მაკგრატის ფოტოს „ჯამალ ჰაშაღის გაუჩინარება“ ჰქვია. მასზე გამოსახულია კაცი (სავარაუდოდ, დაცვის სამსახურის თანამშრომელი), რომელიც ცდილობს სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოსთან მისული რეპორტიორების შეკავებას.

Crying Girl on the Borde

ფოტო:JOHN MOORE

ჯონ მურის ფოტო „გოგო, რომელიც საზღვარზე ტირის“. ფოტოზე ჰონდურასელი გოგოა აღბეჭდილი, რომლის დედას ამერიკელი სამხედროები ამოწმებენ. ეს ფოტო, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის საზღვრების პოლიტიკის დასაგმობად ლიბერალური პარტიისთვის სიმბოლოდ იქცა, რადგან თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგო მშობლებს დააშორეს, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დიდხნიანი შემოწმების შემდეგ, ჰონდურასელებმა საზღვარი გადალახეს.

Akashinga - the Brave Ones

ფოტო: BRENT STIRTON

ბრენტ სტირტონის ფოტოზე 30 წლის პეტრონელა ჩიგუმბურაა გამოსახული - ჯგუფ „აკაშინგას“ წევრი, რომელიც მხოლოდ ქალებისგან შედგება, ისინი ზიმბაბვეში ბრაკონიერებს ებრძვიან. ჯგუფის წევრებს ადგილობრივებიდან ირჩევენ.

ყველა სიახლე

დიმიტრი გვრიტიშვილი

03 ივნისი 2026, 20:28

საზოგადოება

დიმიტრი გვრიტიშვილი: ჩენდლერის ინსტიტუტის კვლევა გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ როგორც მთლიანად სახელმწიფო, ისე სასამართლო სისტემა სწორი მიმართულებით ვითარდება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი ჩენდლერის ინსტიტუტის კვლევას გამოეხმაურა. საუბარია სასამართლო სისტემის ხარისხის ინდექსზე, რომლის მიხედვითაც სასამართლო სისტემის ხარისხით საქართველო მსოფლიოში 33-ე პოზიციაზეა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-15 ადგილს იკავებს.

03 ივნისი 2026, 20:27

ეკონომიკა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზი - საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის 2026 წლის მონაცემს აუმჯობესებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კიდევ ერთი დადებითი საერთაშორისო შეფასება საქართველოს ეკონომიკურ ზრდას ეხება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

03 ივნისი 2026, 20:19

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთი დაინტერესებული უნდა იყოს იმით, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდეს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მრავალი წევრი აცხადებს, რომ სურს უკრაინის ნატოში ხილვა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთობლივი შეხვედრის დროს განაცხადა.

03 ივნისი 2026, 20:17

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა

კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის პარლამენტის ისტორიულ ბიბლიოთეკას ეწვია.

03 ივნისი 2026, 20:13

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, შეხვედრა გამართა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელთან, პარლამენტის წევრ ჰედი ფრაისთან.

თენგიზ შარმანაშვილი

03 ივნისი 2026, 20:13

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: პირველად გახდა ქართველი ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი. ხალხს კვარას წარმატების საერთო სიხარულში თავისი სიხარულის წილი აქვს, შენ კი მიდიხარ და ზაბარნიზე ან სხვებზე ესაუბრები. მოგისმენს ამ საკითხზე ხალხი? - არა

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი “ტვ პირველის” ჟურნალისტის, ვიკა ბუკიას ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება, რომელსაც გაზიარებული აქვს უკრაინელი სპორტსმენის ვიდეო წარწერით: “ეს არის ნამდვილი სპორტსმენი და არა საქართველოს მსგავსი ჩვარი ფეხბურთელები“.

03 ივნისი 2026, 20:12

საზოგადოება

კიდევ ერთი მსოფლიო გიგანტის მასშტაბური პროექტი აჭარაში - ქობულეთში შვეიცარიული ბრენდის სასტუმროს მშენებლობა იწყება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

მსოფლიოში ცნობილი შვეიცარიული ბრენდი აჭარაში მასშტაბურ პროექტს იწყებს. ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო ქობულეთში შენდება. კომპლექსი საცხოვრებელ და საინვესტიციო აპარტამენტებსაც აერთიანებს, მისი საინვესტიციო მოცულობა კი, 300 მილიონი დოლარია.

03 ივნისი 2026, 20:09

ჯანდაცვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა მშობლები პრემიერთან შეხვედრას იმედის მომცემს უწოდებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა მშობლები პრემიერთან შეხვედრას იმედის მომცემს უწოდებენ.

მარკო რუბიო

03 ივნისი 2026, 20:04

მსოფლიო

რუბიო: საქართველომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რაც მიგვანიშნებს, რომ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება - ჩვენ მათ განვუმარტეთ, თუ რა იქნება ამისთვის საჭირო და რა მოთხოვნებია ამისთვის

საქართველომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რაც მიგვანიშნებს, რომ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება - ჩვენ მათ განვუმარტეთ, თუ რა იქნება ამისთვის საჭირო და რა მოთხოვნებია ამისთვის, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კონგრესმენების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

ნიკა გვარამია

03 ივნისი 2026, 19:52

პოლიტიკა

გვარამია გეგელიაზე: თუ სადმე გაიგებს, რომ ამერიკელები მოგვიწოდებენ პარლამენტში შესვლას, მეც მითარგმნონ, შემთხვევით მარტო „ლელო“ რომ არ შებრუნდეს და არ დაიღუპოს ქართული „ზომიერი“ პოლიტიკური სპექტრი და პროცედურული დემოკრატია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ტრამპის ადმინისტრაციამ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესება პირდაპირ დაუკავშირეს საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული უკუსვლის შეჩერებას და ირანთან და ჩინეთთან მზარდი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური კავშირების გაწყვეტას, - წერს “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია და “ლელოს” წევრ გრიგოლ გეგელიას ურჩევს, მარკო რუბიოს განცხადებას მოუსმინოს.

მარიამ ქვრივიშვილი

03 ივნისი 2026, 19:27

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი ამოცანაა, აჭარის ტურისტული პროდუქტი გახდეს ოთხსეზონიანი ტურისტული მიმართულება

„ტურიზმის სექტორი განსაკუთრებული როლით გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში და დღევანდელი მონაცემებით, მას 9.5%-იანი წილი უკავია ეროვნულ ეკონომიკაში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ქობულეთში პრემიუმ კლასის სასტუმრო-რეზიდენციული კომპლექსის Swissôtel Kobuleti Beach Resort პროექტის ოფიციალური წარდგენის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მარიამ ქვრივიშვილი

03 ივნისი 2026, 19:18

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: პროექტი Swissôtel Kobuleti Beach Resort ნათლად წარმოაჩენს, თუ რამდენად დინამიურად იზრდება საქართველოში ტურიზმის სექტორი და რამდენად ჯანსაღია საინვესტიციო გარემო

„დღევანდელი დღე სიმბოლურია და ასევე მნიშვნელოვანი, რადგან ნათლად წარმოაჩენს, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი განჭვრეტადი, საიმედო და ინვესტორებისთვის მეგობრული გარემო მათ სტიმულს აძლევს, ასეთი მსხვილი ინვესტიცია განახორციელონ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ქობულეთში პრემიუმ კლასის სასტუმრო-რეზიდენციული კომპლექსის Swissôtel Kobuleti Beach Resort პროექტის ოფიციალური წარდგენის ცერემონიაზე.

სალომე სამადაშვილი

03 ივნისი 2026, 19:14

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: არასდროს და არსად საარჩევნო ბოიკოტს არ მოუტანია არანაირი შედეგი, გარდა ოპოზიციის დაზიანებისა

საარჩევნო ბოიკოტს არასდროს და არავინ მსოფლიოს ცივილიზებულ დემოკრატიულ სახელმწიფოებში მხარს არ უჭერს მარტივი მიზეზით, არასდროს და არსად საარჩევნო ბოიკოტს არანაირი შედეგი გარდა ოპოზიციის დაზიანებისა არ მოუტანია, - განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას.

გვიდო კროზეტო

03 ივნისი 2026, 18:56

მსოფლიო

იტალიის თავდაცვის მინისტრი: ყველამ იცის, გერმანელების ჩათვლით, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ძალიან რთულია

იტალიის თავდაცვის მინისტრი, გვიდო კროზეტო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და მთავრობის შიგნით, Lega-სა და Forza Italia-ს შორის დაწყებულ პოლემიკას ეხმაურება.

03 ივნისი 2026, 18:54

რეგიონი

სელიმ ხიმშიაშვილის ხსოვნის პატივსაცემად ხულოში სახალხო დღესასწაული „სელიმობა“ გაიმართა

საქართველოს ერთიანობისთვის თავგანწირული მამულიშვილის, სელიმ ხიმშიაშვილის სახელის უკვდავსაყოფად, ხულოში სახალხო დღესასწაული „სელიმობა“ გაიმართა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

ვახტანგ ლომჯარია

03 ივნისი 2026, 18:47

საზოგადოება

ვახტანგ ლომჯარია: ძალიან ბევრი პარკი შეიქმნა ბოლო პერიოდში და ძალიან დიდი ეფექტი და მნიშვნელობა აქვს ეკონომიკისთვის ამ მწვანე სივრცეებს

გარდა იმისა, რომ პარკებში შეიძლება ვეწეოდეთ ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას, ამას მნიშვნელობა აქვს მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური კუთხითაც, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ.

03 ივნისი 2026, 18:45

ეკონომიკა

ვახტანგ ლომჯარია: მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება, ძალიან მნიშვნელოვანია შევაფასოთ მისი გამოწვევებიც

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება, ძალიან მნიშვნელოვანია შევაფასოთ მისი გამოწვევებიც, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ.

გიორგი კახიანი

03 ივნისი 2026, 18:30

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: მომავალ არჩევნებში პოლიტიკურმა ჯგუფებმა უნდა იცოდნენ, რომ პატივი სცენ არჩევნების შედეგებს და არ შეიქმნან ე.წ. აღქმები და ილუზიები იმის თაობაზე, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა და უნდა მოახდინონ ბოიკოტირება

2020 წლის არჩევნებზეც იგივე სურათი იყო. მაშინაც ერთი წლის განმავლობაში ახდენდნენ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ოპოზიციაზე საუბრისას.

03 ივნისი 2026, 18:24

რეგიონი

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდება

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდება. მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, პირველ მოადგილესთან ნოდარ ტატალიშვილთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრის უფროსის მოადგილესთან ცირა ნაფეტვარიძესთან და ექსპერტთან ლაშა გეგეჭკორთან ერთად პროექტის განხორციელების ეტაპები განიხილა. ხაზი გაესვა რეგიონში პრობლემის აღმოსაფხვრელად, უპატრონო და მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის აშენების მნიშვნელობასა და აუცილებლობას.

ირაკლი კობახიძე

03 ივნისი 2026, 18:23

პოლიტიკა

პრემიერი მოლდოვაზე: თვითონვე მზად არიან ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები, დათმონ ქვეყნის სუვერენიტეტი და ეს უფასდებათ კონკრეტული ძალების მხრიდან, ჩვენ გვაქვს საპირისპირო განცხადება, მიმართული - სუვერენიტეტის განმტკიცებისკენ და ლოგიკურია, რომ ეს ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ჩვენს ქვეყანას, აქებენ ხოლმე მოლდოვის ხელისუფლებას

წარმოუდგენელია, როდესაც ქვეყანაში ერთ-ერთი პირველი პირი აკეთებს განცხადებას სუვერენიტეტის დათმობის თაობაზე, თუ კი რაიმეს უნდა უფრთხილდებოდეს ქვეყნის ხელისუფალი, ეს არის სწორედ, სუვერენიტეტი, თუმცა ხედავთ, რომ მოლდოვაში სხვანაირად არის საქმე, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც მოლდოვის ვიცე-პრემიერის განცხადებას შეეხებოდა.