Imedi /  25 თებერვალი 2019, 17:47 / სანდო წყარო

იური გაგარინის კალამი და ხელნაწერი აუქციონზე გაიყიდება

იური გაგარინი

იური გაგარინი

ფრანგული აუქციონის სახლი Cazo რუსი კოსმონავტის იური გაგარინის კალამს და მის ხელნაწერს ჰყიდის. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

გავრცელებული ცნობით, ლოტი, რომელიც ამ კალამსა და მეზღვაურებისადმი გაგარინის მილოცვას აერთიანებს, 15-დან 20 000 ევრომდეა შეფასებული.

გარდა ამისა, აუქციონზე გაგარინის 12 ფოტო გაიყიდება, რომელიც 1986 წლის 24 მარტს კოსმონავტის გარდაცვალებამდე 3 დღით ადრეა გადაღებული. ლოტის საწყისი ფასი 5-7 ათასი ევროა.

1961 წლის 12 აპრილს რუსი კოსმონავტი იური გაგარინი გახდა პირველი ადამიანი, რომელიც კოსმოსში ხომალდ "ვოსტოკ-1"-ით გაფრინდა.

ყველა სიახლე

19 მარტი 2026, 17:38

საზოგადოება

კუბაში საქართველოს საელჩოში უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილია სამძიმრის წიგნი

კუბაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილია სამძიმრის წიგნი.

19 მარტი 2026, 17:32

რეგიონი

დეკანოზი გიორგი პაპუნაშვილი: ერთი მლოცველი და ჩვენი ერის დიდი მეოხი შეემატა ზეციურ საქართველოს. ჩვენი პატრიარქი ისეთი ადამიანია, რომელშიც გაერთიანდა მეცნიერება და რელიგია, ასევე საქართველოს სიყვარული

ერეკლე მეფის სასახლის კარის ეკლესიაში პანაშვიდი დეკანოზმა გიორგი პაპუნაშვილმა გადაიხადა. მან პატრიარქის განვლილი წლები გაიხსენა და მის ღვაწლზე ისაუბრა.

19 მარტი 2026, 17:18

საზოგადოება

PABSEC: მისი უწმინდესობა ილია II საერთაშორისოდ იყო აღიარებული, როგორც გამორჩეული სულიერი ლიდერი, რომელმაც სიცოცხლე მშვიდობის, ერთიანობისა და თანამშრომლობის განმტკიცებას მიუძღვნა. გთხოვთ მიიღოთ ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა

„შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოსა (PABSEC) და პირადად ჩემი სახელით, მსურს გამოვხატო ღრმა მწუხარება სრულიად საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. მისი უწმინდესობა ილია II საერთაშორისოდ იყო აღიარებული, როგორც გამორჩეული სულიერი ლიდერი, რომელმაც სიცოცხლე მშვიდობის, ერთიანობისა და თანამშრომლობის განმტკიცებას მიუძღვნა, როგორც საქართველოში, ისე შავი ზღვის რეგიონში. მისმა სიბრძნემ, მორალურმა ავტორიტეტმა და დიალოგისა და ურთიერთგაგებისადმი ურყევმა ერთგულებამ უდიდესი წვლილი შეიტანა ხალხთა შორის ჰარმონიის გაძლიერებაში. თქვენო აღმატებულებავ, მწუხარების ჟამს გთხოვთ მიიღოთ ჩვენი ღრმა პატივისცემა და გულწრფელი თანაგრძნობა ქართველი ხალხის მიმართ“, - აღნიშნულია წერილში.

სკოტ ბესენტი

19 მარტი 2026, 17:16

მსოფლიო

აშშ-მა ირანულ ნავთობს, შესაძლოა, სანქციები დროებით მოუხსნას

აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის განცხადებით, ამერიკის მთავრობამ, შესაძლოა, ირანულ ნავთობს სანქციები დროებით მოუხსნას.

19 მარტი 2026, 16:54

საზოგადოება

პარლამენტის სასახლეზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ფოტოები განთავსდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის სასახლეზე ილია მეორის ბანერი განთავსდა.

კაია კალასი

19 მარტი 2026, 15:58

მსოფლიო

კაია კალასი ირანში მიმდინარე ომზე: ჩვენ გვჭირდება ომიდან გამოსვლა და არა ესკალაცია

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასის განცხადებით, საჭიროა ირანის ომიდან გამოსვლის გზების ძებნა და არა ესკალაცია.

ნიკოლ ფაშინიანი

19 მარტი 2026, 15:32

მსოფლიო

ფაშინიანი: სომხეთის ხელისუფლება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის ხელისუფლება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვის დღეს უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი.

19 მარტი 2026, 15:17

მსოფლიო

ირანში აცხადებენ, რომ მის ენერგოობიექტებზე დარტყმის შემთხვევაში, სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას სრულად გაანადგურებენ

„ჩვენ ვაფრთხილებთ მტერს: თქვენ დაუშვით დიდი შეცდომა, როდესაც თავს დაესხით ირანის ისლამური რესპუბლიკის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. თუ ეს განმეორდება, შემდგომი თავდასხმები თქვენს და თქვენი მოკავშირეების ენერგო ინფრასტრუქტურაზე არ შეწყდება მათ სრულ განადგურებამდე“, - განაცხადა ირანის სამხედრო ცენტრალური სარდლობის წარმომადგენელმა.

19 მარტი 2026, 15:04

პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა მის ქართველ კოლეგასთან, ირაკლი კობახიძესთან, რა დროსაც კიდევ ერთხელ გამოთქვა სამძიმარი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო. ინფორმაციას სომხეთის პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

პატრიარქი ილია მეორე

19 მარტი 2026, 14:55

საზოგადოება

უზენაესი სასამართლო: უწმინდესმა მთელი სიცოცხლე დაუღალავად მიუძღვნა სულიერი ტაძრის მშენებლობას, რითაც თითოეული ჩვენგანი მტკიცე რწმენითა და უანგარო სიყვარულით გაგვაერთიანა

უწმინდესმა მთელი სიცოცხლე დაუღალავად მიუძღვნა სულიერი ტაძრის მშენებლობას, რითაც თითოეული ჩვენგანი გაგვაერთიანა მტკიცე რწმენითა და უანგარო სიყვარულით ღვთისა და სამშობლოს წინაშე, - აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს სამძიმრის წერილში.

19 მარტი 2026, 14:49

საზოგადოება

რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები 21 და 22 მარტს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს, რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები ყველა მიმართულებით უფასო იქნება. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

პიტ ჰეგსეტი მარკო რუბიო

19 მარტი 2026, 14:36

მსოფლიო

The Washington Post: ბაზაზე, სადაც რუბიო და ჰეგსეტი ცხოვრობენ, უცნობი დრონები დააფიქსირეს

ვაშინგტონში მდებარე ფორტ ლესლი მაკნეირის სამხედრო ბაზაზე, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი ცხოვრობენ, უცნობი უპილოტო საფრენი აპარატები დააფიქსირეს. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.

დეკანოზი არჩილ ხაჩიძე

19 მარტი 2026, 14:33

საზოგადოება

დეკანოზი არჩილ ხაჩიძე: მისი უწმინდესობა ყოველთვის ცდილობდა იმ ტრადიციების აღდგენისთვის თუ დაფუძნებისთვის შეეწყო ხელი, რომელიც გულისხმობდა ადამიანისთვის სიხარულის ჩუქებასა და გაზიარებას

ოჯახის სიწმინდის დღე, საყოველთაო ნათლობა, ალილო, შობის დღესასწაულზე ფანჯარასთან დანთებული სანთელი - ეს ტრადიციები პატრიარქის სახელს უკავშირდება. თემაზე დეკანოზმა არჩილ ხაჩიძემ „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

19 მარტი 2026, 14:24

პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის აქვეყნებს ინფორმაციას, თუ რა უნდა გაითვალისწინონ სავიზო დეპოზიტის პროგრამასთან დაკავშირებით

„2026 წლის 2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ B1/B2 ვიზის მოთხოვნებს, დაეკისრებათ 15 000-მდე აშშ დოლარის ოდენობის დეპოზიტის გადახდა.

19 მარტი 2026, 14:19

საზოგადოება

კატარის არქიეპისკოპოსმა კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოს სამძიმარი გამოუცხადა

კატარის არქიეპისკოპოსმა არისტოვულოსმა კატარში საქართველოს საელჩოს შენობაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. ინფორმაციას საქართველოს ელჩი კატარში ვარლამ ავალიანი ავრცელებს.

ტარიელ ხალხელაური

19 მარტი 2026, 14:12

საზოგადოება

ტარიელ ხარხელაური: პატრიარქი იყო ისეთი პიროვნება, რომელთანაც ყველანაირ თემაზე შემეძლო საუბარი, მიუღებელი იყო თუ არა მართლმადიდებლობისთვის. პატრიარქი გისმენდა, გეტყოდა, შენ ასე ხედავ? და გაძლევდა ანალიზის საშუალებას

ეს გზა, რომელიც პატრიარქმა თავისი წამოსვლით და წასვლითაც გვიჩვენა, რაც შეიძლება დიდხანს უნდა შევინარჩუნოთ. ეს გაერთიანების სურვილი არ უნდა გადაცვალო პირადულ ინტერესებზე, ეს ჩვენი ქვეყნის ზრუნვა უნდა იყოს , - განაცხადა პოეტმა ტარიელ ხალხელაურმა.

19 მარტი 2026, 14:03

საზოგადოება

სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია. ქვეითად მოსიარულეებს მეტროს სადგურ „ავლაბრიდან“ სამებამდე ასვლა მესხიშვილის ქუჩის გავლით შეეძლებათ

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ვიქტორ ორბანი

19 მარტი 2026, 13:53

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: უნგრეთი უკრაინისთვის სასარგებლო არცერთ გადაწყვეტილებას „დრუჟბას“ აღდგენამდე მხარს არ დაუჭერს

„უნგრეთის პოზიცია ძალიან მარტივია. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ უკრაინას მას შემდეგ, რაც მივიღებთ ჩვენს ნავთობს, რომელსაც უკრაინა ბლოკავს. ჩვენ ველოდებით ნავთობს. ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ ზღაპარია. ამიტომ, ჩვენ მხოლოდ ფაქტების გვჯერა. ნავთობი უნდა შემოვიდეს უნგრეთში... მანამდე ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს პროუკრაინულ ვერცერთ წინადადებას“, - განაცხადა ორბანმა.

ჯოზეფ კენტი

19 მარტი 2026, 13:47

მსოფლიო

NBC News: აშშ-ის ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის ყოფილი დირექტორის, ჯოზეფ კენტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ამერიკული ტელეარხი NBC News-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის ყოფილი დირექტორის, ჯოზეფ კენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.

19 მარტი 2026, 13:44

საზოგადოება

ჩრდილოეთ ამერიკის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიის ტაძარში ილია II-ის სულის მოსახსენიებლად პანაშვიდები გადაიხადეს

ჩრდილოეთ ამერიკის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიის ტაძარში გუშინ ყოვლადსაყვარელი და მარადსახსენებელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სულის მოსახსენიებლად პანაშვიდები გადაიხადეს. ინფორმაციას ჩრდილოეთ ამერიკაში ქართული ეპარქია ავრცელებს.