imedi /  04 მარტი 2019, 18:04 / სანდო წყარო

ნიუ-იორკში ქართული კულტურისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

გამოფენა

ნიუ-იორკში ქართველი ხელოვანების, მომღერალ ნუცა ნებიერიძისა და მხატვარ ბელა რომელაშვილის ერთობლივი ღონისძიება The Connections-ი გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბელა რომელაშვილი ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მხატვარია, ხოლო მომღერალ ნუცა ნებიერიძე ნიუ-იორკში მოღვაწეობს.
 
ნიუ იორკში გაიმართა ასევე ადამ მორგანშტერნის ფოტოგამოფენა სახელწოდებით Ten Stories from Georgia. ფოტოგრაფმა სტუმრებს საქართველოში მოგზაურობისას მიღებული საინტერესო გამოცდილება და მის მიერ გადაღებული ფოტოების ისტორია გაუზიარა. ნამუშევრები ასახავენ ქართულ ტრადიციებს და ღვინის წარმოების უძველეს კულტურას.

ადამ მორგანშტერნი ამერიკელი ჟურნალისტი და ფოტოგრაფია, რომლის ნამუშევრები ხშირად იბეჭდება ისეთ ცნობილ გამოცემებში, როგორებიცაა Forbes-ი, Wall Street Journal-ი და სხვა.

ყველა სიახლე

02 აპრილი 2020, 18:28

საზოგადოება

საკრებულოს უმრავლესობა თურქეთის საელჩოს მიერ შეძენილ ნობათს სამაჟორიტარო ოლქებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს დაურიგებს

თბილისის საკრებულო სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების ნივთების დარიგების კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში, საკრებულოს უმრავლესობის წევრები დღეს, საქართველოში თურქეთის საელჩოს მიერ, შეძენილ ნობათს, სამაჟორიტარო ოლქებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს დაურიგებენ. პირველადი მოხმარების ნივთები და საკვები პროდუქტი საკრებულოს პირადად თურქეთის ელჩმა ფატმა სერენ იაზგანიმმა და ადგილობრივი ბიზნეს ასოციაციების „გურთიარდისა“ და „მუსიეთის“ წარმომადგენლებმა გადასცეს.

ლევან რატიანი

02 აპრილი 2020, 18:28

COVID19

ლევან რატიანი ჟურნალისტებს: არ გაცივდეთ, თორემ მერე იტყვიან კორონა აქვთო

არ გაცივდეთ, თორემ მერე იტყვიან კორონა აქვთო- ასე მიმართა ბრიფინგის დაწყებამდე ჟურნალისტებს პირველი საუნივერისტეტო კლინიკის დირექტორმა ჟურნალისტებს. როგორც ლევან რატიანმა თქვა, რამდენიმე გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა შესაძლოა საავადმყოფო დღის ბოლოს დატოვოს, თუ მათი განმეორებითი ტესტის პასუხი უარყოფითი იქნება.

02 აპრილი 2020, 18:25

COVID19

აშშ-ში უმუშევრობის შემწეობის მიღების განაცხადი 6.65 მილიონმა ადამიანმა შეავსო

კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე აშშ-ში უმუშევრად დარჩენილმა 6.65 მილიონმა ადამიანმა დახმარების მისაღებად განაცხადი შეავსო. 26 მარტს აშშ-ში უმუშევრობის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე სამუშაოს გარეშე დარჩენილმა 3.3 მილიონმა ადამიანმა დახმარების მისაღებად განაცხადი შეავსო. წინა მაქსიმუმი 1982 წელს დაფიქსირდა და ერთი კვირის განმავლობაში 695.000 შეადგინა.

დეკანოზი შალვა

02 აპრილი 2020, 18:25

COVID19

დეკანოზი შალვა კეკელია: სააღდგომოდ მრევლს შეუძლია ეკლესიში 21:00-საათამდე მისვლა და 06:00 საათის შემდეგ სახლში წასვლა

დეკანოზი შალვა კეკელია ფიქრობს, რომ კომენდანტის საათის პირობებში სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრება შესაძლებელია. მისი თქმით, მრევლს შეუძლია ეკლესიში 21:00-საათამდე მისვლა და 06:00 საათის შემდეგ სახლში წასვლა. „მივლენ ეკლესიაში, გადანაწილდებიან, ტაძარში იქნება მონიშნული ადგილები და დილის ექვსის მერე წავლენ სახლში. პატრიარქმა და ეკლესიამ კიდევ დაადასტურეს, რომ იმ ღირებულებებს, რომლებიც ქრისტიანისთვის უმთავრესია, არ უღალატებენ. უწმინდესმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმაზე რომ აუცილებელია დისტანციის დაცვა“, - აღნიშნა დეკანოზმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას.

02 აპრილი 2020, 18:14

რეგიონი

ზესტაფონში, სოფელ არგვეთასა და ზედა საქარაში სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს

არგვეთის საჯარო სკოლის კორპუსი 240 მოსწავლეზეა გათვლილი და მისი მშენებლობა 2020 წლის ბოლომდე დასრულდება. საგანმანათლებლო დაწესებულება უახლესი სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი. მშენებლობის პროცესი ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ, მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა.

02 აპრილი 2020, 18:04

საზოგადოება

ვის უნდა მიმართოთ თბილისში მშენებლობის გაგრძელების უფლების მისღებად

„ეკონომიკური სექტორის წარმომადგენლებმა, რომლებსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეეზღუდათ სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის უფლების გაგრძელებისთვის (მშენებლობაში იგულისხმება ყველა სახის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, მათ შორის შენობა-ნაგებობების მშენებლობა) უნდა მიმართონ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ოფიციალური წერილობითი განცხადებით https://my.municipal.gov.ge/#!/guest/service-select-ზე, რომლითაც უნდა წარადგინონ ინფორმაცია იმ ობიექტების შესახებ, სადაც ესაჭიროებათ სამშენებლო სამუშაოების გაგრძელება“, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლევან რატიანი

02 აპრილი 2020, 17:58

COVID19

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა რამდენიმე გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა შესაძლოა დღის ბოლოს დატოვოს

ამ დრიოისთვის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 52 პაციენტი წევს. ის პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსი არ დაყდასტურდათ, საკარნტინო ზონაში გადაიყვანეს- ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა. მისი თქმით, საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებიდან COVID-19 23 პაციენტს დაუდასტურდა და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ირაკლი კობახიძე

02 აპრილი 2020, 17:57

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საპატრიარქოსთან მუდმივი კონსულტაციები გვაქვს და საკითხი გადაწყდება ისე, როგორც ეს შედის ქვეყნის, ჯანმრთელობის დაცვისა და ეკლესიის ინტერესებში

ხელისუფლება მთლიანად მართავს ვითარებას და ამის ნაწილია კონსულტაციები ყველასთან, ვისთანაც ეს მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც პანდემიის ფონზე, დისტანციის დაცვის პირობებში, სააღდგომო ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციაზე დაუსვეს შეკითხვა.

სტრასბურგის სასამართლო

02 აპრილი 2020, 17:47

სამართალი

სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. „ციხის ბუნტის“ საქმეზე სიცოცხლის უფლების დარღვევები დაადგინა

2006 წლის ე.წ. „ციხის ბუნტის“ დროს მოკლული 7 და დაშავებული 22 პატიმრის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ სიცოცხლის უფლების მრავლობითი დარღვევა დაადგინ. სტრასბირგის გადაწყვეტილება საქმეზე კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ დღეს გამოქვეყნდა. საქმე ეხება 2006 წლის 27 მარტს N5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ე.წ. „ციხის ბუნტის“ დროს პატიმრების: 23 ზურაბ კუხალაშვილისა და 29 წლის არსენ ბუხრაშვილის გარდაცვალებას ე.წ. „ბუნტის“ დროს მიღებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად.

ირაკლი კობახიძე

02 აპრილი 2020, 17:45

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ენზელ მკოიანის დაკავების ან მისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს

ნამდვილად არსებობს ვიდეოკადრები, სადაც ძალიან კარგად ჩანს რომ სამველ პეტროსიანი ისვრის საქართველოს პარლამენტის წევრის, ენზელ მკოიანის მისამართით, რასაც მკოიანი პასუხობს თავდაცვის მიზნით. ეს არის სურათი, რომელიც აშკარად იკვეთება ვიდეოკადრებიდან, დანარჩენი გამოძიების საქმეა- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.მისი თქმით, ვიდეოკადრებიდან პირდაპირ და აშკარად ჩანს, რომ კონფლიქტის ინიციატორი პეტროსიანია.

არჩილ მინდიაშვილი

02 აპრილი 2020, 17:44

საზოგადოება

სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორი, არჩილ მინდიაშვილი გარდაიცვალა

არჩილ მინდიაშვილი 1973 წლიდან მუშაობდა არქიტექტორად სხვადასხვა ორგანიზაციაში. იყო საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიის აკადემიკოსი.

ინგოროყვას კლინიკა

02 აპრილი 2020, 17:39

პოლიტიკა

ინგოროყვას კლინიკის თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ინგოროყვას კლინიკის თანამშრომლის ტესტის პასუხი კორონავირუსზე ცნობილია და შედეგი უარყოფითია. ეს ინფორმაცა Imedinews-ს კლინიკაში დაუდასტურეს. ტესტი მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ერთ-ერთ პაციენტს, რომელიც ამავე კლინიკაში პირად ექიმთან იყო მისული,კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ კლინიკის ადმინისტრაციულმა დირექტორი ნინო ქოჩორაშვილმა Imedinews-ს განუცხადა.

ირაკლი კობახიძე

02 აპრილი 2020, 17:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არის ოპტიმიზმის საფუძველი, რომ ზაფხულისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას, არჩევნების ჩატარებას კი 31 ოქტომბერს შევძლებთ

ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეს შევჯერდით იმ შემჭიდროვებულ ვადებზე, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია კონსტიტუციის კანონის მიღება და ეს არის დაახლოებით ორკვირიანი ვადა, როდესაც ამოიწურება საგანგებო მდგომარეობის პერიოდი.

02 აპრილი 2020, 17:23

COVID19

ონლაინ გაყიდვები თანამშრომლებისა და კლიენტების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის შემთხვევაში იქნება დაშვებული

შესაბამისი სამინისტროები, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, უახლოეს პერიოდში წარმოადგენენ ინფორმაციას ონლაინ გაყიდვების იმ კომპანიების შესახებ, რომლებიც დადგენილ წესებს დაექვემდებარებიან და შექმნიან უსაფრთხო პირობებს დასაქმებულთა და მომხმარებელთათვის, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ იქნება მიღებული გადაწყვეტილება მათთვის საქმიანობის გაგრძელების ნებართვის გაცემის თაობაზე.

02 აპრილი 2020, 17:11

საზოგადოება

დიდუბესა და დიღომში 11 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა

დიდუბესა და დიღომში 11 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში, დაზიანებული ინფრასტრუქტურა განახლდა. შეიცვალა ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები, შეიღება და დაიჭიმა არსებული მავთულბადე, გამოიცვალა დაზიანებული ხელოვნური საფარი. სამუშაოები კომპანია „პებემ“ შეასრულა და ჯამში 114 000 ლარამდე იყო გამოყოფილი.

ნინო ლომჯარია

02 აპრილი 2020, 17:10

საზოგადოება

ომბუდსმენმა პარლამენტს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ წლიური ანგარიში წარუდგინა

2020 წლის 31 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინა 432 გვერდიანი ანგარიში, რომელიც მოიცავს 335 რეკომენდაციას და 35 წინადადებას და სადაც წარმოდგენილია 2019 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი. ასევე, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობა.

02 აპრილი 2020, 17:05

საზოგადოება

ლუბლიანას ქუჩის პირველ ჩიხში 800 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი იგება

დიდუბის რაიონის გამგეობა, დიღმის მასივში, ასფალტის მოწესრიგებას განაგრძობს. ლუბლიანას ქუჩის პირველ ჩიხში 800 კავდრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი იგება და ბორდიური წესრიგდება. მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი გაეცნო. აღნიშნული სამუშაოებისთვის 40 000 ლარამდე გამოიყოფა.

ირაკლი კობახიძე

02 აპრილი 2020, 17:05

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პარლამენტსა და მთავრობაში მომდევნო სამი თვის განმვალობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის ერთ მესამედს გადარიცხავენ

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პარლამენტსა და მთავრობაში მომდევნო სამი თვის განმვალობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის ერთ მესამედს გადარიცხავენ. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, საერთაშორისო შეფასებებით აღიარებულია, რომ ხელისუფლებამ გამოწვევას თავი გაართვა.

ეკატერინე ტიკარაძე

02 აპრილი 2020, 17:01

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: პიკს ველოდებით მაისის დასაწყისში და იქნება რამდენიმე ასეული პაციენტი

შემდეგი კვირის ბოლომდე ჯერ კიდევ ველოდებით ინფიცირებულთა მომატებას იმ მოქალაქეთა შორის, რომლებიც შესაძლოა, იმპორტირებულ კოვიდ პაციენტებად იყვენენ ჩვენი ეპიდემიოლოგებისგან მოხსენიებული. ესენი არიან ის მოქალაქეები, რომლებიც ამ ეტაპისთვის იმყოფებიან საკარანტინო ზონებში და კარანტინში5 ათასზე მეტი მოქალაქეა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა POSTV-ის ეთერში განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ჯერჯერობით ძირითადად საკარანტინო ზონებში მყოფი პირების შემთხვევაში ხდება კორონავირუსის დადასტურება.

02 აპრილი 2020, 16:55

სამართალი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური: ერთ-ერთი სადაზღვეო კომპანია თანამშრომლებს 40 კამერით უთვალთვალებდა

ერთ-ერთ სადაზღვეო კომპანიაში განთავსებული 40 ერთეული კამერით მიმდინარეობდა თანამშრომელთა ვიდეოთვალთვალი სამუშაო ოთახებში, სამზარეულოსა და მომხმარებელთა მომსახურების ოთახებში, – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის 2919 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა. „შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიაში განთავსებული 40 ერთეული კამერით მიმდინარეობდა თანამშრომელთა ვიდეოთვალთვალი სამუშაო ოთახებში, სამზარეულოსა და მომხმარებელთა მომსახურების ოთახებში. აუდიომონიტორინგი მომხმარებელთა მომსახურების ოთახებში მომსახურების გაწევის ხარისხისა და მომხმარებელთან კომუნიკაციის შინაარსის შეფასებას ემსახურებოდა.