14 აპრილი 2024, 01:21 / სანდო წყარო

„ქრონიკა“ ისრაელიდან: ირანის მიერ გაშვებული დრონები ისრაელამდე 02:00 საათიდან 04:00 საათამდე მოაღწევს, თავშესაფარში გადასვლისთვის 10 წუთი გვექნება - ილანა ჯანაშვილი

ილანა ჯანაშვილი

ილანა ჯანაშვილი

ირანის მიერ გაშვებული დრონები ისრაელამდე 02:00 საათიდან 04:00 საათამდე მოაღწევს, - იუწყება „ქრონიკის“ სპეციალური კორესპონდენტი ილანა ჯანაშვილი თელ-ავივიდან.

მისი ინფორმაციით, მოსახლეობას განგაშის სიგნალის ჩართვიდან 10 წუთი ექნება თავშესაფარში გადასვლისთვის.

„ელოდებიან, რომ დრონები ისრაელამდე ღამის 02:00 საათიდან 04:00 საათამდე მოაღწევს, რადგან რამდენიმე ჯერზე გამოუშვეს. ზუსტად რა მიმართულებითაა გამოშვებული, ცნობილი არ არის, რადგან უმისამართოდ არის გაშვებული. თუმცა, ირანი აცხადებს, რომ მისი სამიზნე სამხედრო ბაზებია. ისრაელის პრესსპიკერმა გამოაცხადა, რომ საჰაერო ძალები მზადყოფნაშია. იმ შემთხვევაში, თუ განგაშის ხმა გაისმება, სტანდარტულად, 10 წუთში უნდა შევაფაროთ თავი თავშესაფარს. პრემიერ-მინისტრთან უკვე შეიკრიბა ომის კაბინეტი და გადაწყვეტენ, როგორ გააგრძელონ მოქმედება“, - გვაცნობა ჩვენმა კორესპონდენტმა.

მისივე ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 00:30 საათიდან ისრაელში აეროპორტები დაიკეტება.

„სკოლები, ბაღები, სასწავლო დაწესებულებები ხვალისთვის დაიხურა, ჯერჯერობით, ოფისებს ეს არ ეხება. ადგილობრივი დროით 00:30 საათზე ისრაელის აეროპორტები იკეტება. ასევე ყველა მეზობელი ქვეყანა კეტავს აეროპორტებს. იორდანიამ გამოაცხადა, რომ იმ დრონებს, რომლებიც მათ სივრცეში გაიფრენს, ჩამოგდებს, რომ ისრაელამდე არ მოვიდეს“, - ამბობს ილანა ჯანაშვილი.

როგორც ცნობილია ისრაელის თავდაცვით ძალებში დაადასტურეს, რომ ირანმა ისრაელის წინააღმდეგ დრონების გამოყენებით თავდასხმა დაიწყო. „ცოტა ხნის წინ ირანმა თავისი ტერიტორიიდან ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა“, - ნათქვამია თავდაცვითი ძალების განცხადებაში.

ისრაელის არმიაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ყველა სამიზნეს აკონტროლებენ.

ყველა სიახლე

მაჰმუდ აბასი

22 მაისი 2024, 20:14

მსოფლიო

მაჰმუდ აბასი სხვა ქვეყნებს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისკენ მოუწოდებს

პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი მიესალმა ირლანდიის, ნორვეგიისა და ესპანეთის გადაწყვეტილებას პალესტინის სახელმწიფოს აღიარების თაობაზე და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, იგივე გააკეთონ.

22 მაისი 2024, 19:15

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

ჯო ბაიდენი

22 მაისი 2024, 19:06

მსოფლიო

თეთრი სახლი: პალესტინის სახელმწიფოს იდეა უნდა განხორციელდეს მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით და არა ცალმხრივი აღიარებით

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ პალესტინის სახელმწიფოს იდეა მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით და არა ცალმხრივი აღიარებით უნდა განხორციელდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა განუცხადა.

სტეფან სეჟურნე

22 მაისი 2024, 18:50

მსოფლიო

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ახლა შესაფერისი დრო არ არის პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებისთვის

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ განაცხადა, რომ ახლა შესაფერისი დრო არ არის პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ნინო წილოსანი

22 მაისი 2024, 18:36

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ევროკავშირში გაწევრიანება ნამდვილად არის ის გზა, რომლისკენაც მივდივართ, თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ გზაზე ქვეყანამ არ დაკარგოს ღირსება, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა უღირსი ფორმებით

სამწუხაროა, რომ ქვეყნის შიგნითაც ისტორია მეორდება და ადამიანები, რომლებიც თავიანთი მიდგომებით, დამოკიდებულებებით ჰყიდიან ქვეყანას, რეპუტაციულად აზიანებენ, არასწორ ინფორმაციას, ანტიკამპანიას აწარმოებენ ქვეყნის წინააღმდეგ, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

ვლადიმერ ბოჟაძე

22 მაისი 2024, 18:34

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ვენეციის კომისია პირდაპირ ამბობს, რომ ევროპული სტანდარტი და დემოკრატია გაუმჭვირვალობა ყოფილა, რაც ტყუილია

ვენეციის კომისია პირდაპირ ამბობს, რომ თურმე ევროპული სტანდარტი და დემოკრატია გაუმჭვირვალობა ყოფილა, რაც ტყუილია, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ნინო წილოსანი

22 მაისი 2024, 18:30

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: განსაკუთრებით ველოდები სალომე ზურაბიშვილი როდის ჩაუდგება სათავეში ოპოზიციას. ვიცი ამ ადამიანის დესტრუქციული ხასიათი და დარწმუნებული ვარ, პირველივე შესაძლებლობაზე ისინი დიდ დაპირისპირებაში მოვლენ ერთმანეთთან

განსაკუთრებით ველოდები, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ჩაუდგება სათავეში გაერთიანებულ ოპოზიციას, იმიტომ, რომ ვიცი ამ ადამიანის დესტრუქციული ხასიათი და დარწმუნებული ვარ, უახლოეს პირველივე შესაძლებლობაზე ისინი დიდ დაპირისპირებაში მოვლენ ერთმანეთთან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ვლადიმერ ბოჟაძე

22 მაისი 2024, 18:26

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ის ფაქტები, რომელიც კანონთან მიმართებაში იყო მოყვანილი, მანამდე აქციებთან დაკავშირებით, შეფასებების ნაწილი, არის ყველაფერი, გარდა სამართლებრივი შეფასებებისა

„დოკუმენტი, რომელიც ვიხილეთ, ნამდვილად არ ჰგავს დამოუკიდებელი ექსპერტების ნამუშევარს. ალბათ ანა წითლიძე თუ დაწერდა ასეთ ტექსტებს და გადაუგზავნიდა [კომისიას], რადგან პოლიტიკური შეფასებების ნაწილში საერთოდ არ აქვს ასეთი მანდატი კომისიას. არ მახსენდება მათი რომელიმე რეკომენდაცია ან საქართველოსთან, ან სხვა რომელიმე ქვეყანასთან, რომელიც პოლიტიკური შეფასებებით უნდა იწყებოდეს. თქვენ ნახეთ, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, მათ შორის საფრანგეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, კანადა, ყველა აპირებს ასეთი [გამჭვირვალობის შესახებ] კანონის მიღებას, რადგან საჭიროა იმ გარემოსთვის, რომელშიც ვცხოვრობთ, პრობლემებისთვის, რომელიც იგივე ევროპარლამენტის არჩევნებს შეიძლება მოჰყვეს და ფონ დერ ლაიენმა პირდაპირ ახსენა ეს საკითხი. სამწუხაროდ, საკონსულტაციო ორგანომ, რომლის ერთადერთი ამოცანაც არის და 1990 წელს ეს [ვენეციის] კომისია სწორედ ამისთვის შეიქმნა, დახმარებოდა წევრ სახელმწიფოებს, სამართლებრივ, კონსტიტუციურ საკითხებთან მიმართებაში. თქვენ თუ ნახავთ იქ [დასკვნაში] განმარტებას, ეს მუხლი ამის ნაცვლად ასე რომ ეწეროს, უკეთესი იქნებოდაო, მაშინ ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას. ის ფაქტები, რომელიც კანონთან მიმართებაში იყო მოყვანილი, მანამდე აქციებთან დაკავშირებით, შეფასებების ნაწილი, არის ყველაფერი, გარდა სამართლებრივი შეფასებებისა“

გიორგი შენგელია

22 მაისი 2024, 18:22

ეკონომიკა

გიორგი შენგელია: ტურისტული ნაკადების განსაკუთრებული მატებაა ისრაელიდან

წელს ტურისტული ნაკადი შარშანდელზე მეტია. გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესებულია სიტუაცია. ამ მდგომარეობაზე დადებითად იმოქმედა ფრენების დამატებამ და აღდგენამ, - ამის შესახებ კავკასიის ტურისტული ჰოლდინგის (GDM) გენერალური დირექტორი გიორგი შენგელია აცხადებს.

ნინო წილოსანი

22 მაისი 2024, 18:19

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: თვალნათელია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა არის გზავნილი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით აიტაცონ და ფაქტობრივად, ახალი საფუძველი შეუქმნას ვნებათაღელვას, ახალი სალაპარაკო თემა მისცეს მავნებლურ ოპოზიციას

თვალნათელია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა არის გზავნილი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით იყოს ატაცებული. ფაქტობრივად, ახალი საფუძველი შეუქმნას ვნებათა ღელვას, ახალი სალაპარაკო თემა მისცეს მავნებლურ ოპოზიციას და ახალი წინაპირობები შექმნას სხვადასხვა პროტესტისთვის, რომელიც ხშირ შემთხვევაში ძალადობრივში გადაიზრდება-ხოლმე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

22 მაისი 2024, 18:11

პოლიტიკა

რუსლან აბაშიძემ ირანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდა.

ნინო წილოსანი

22 მაისი 2024, 18:10

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: საქართველო არ გახდება ომისა და ბომბების ცვენის ადგილი

სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, რომ საერთაშორისო აქტორები და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად დგანან. ვფიქრობ, საზოგადოების უმრავლესობას უჩნდება კითხვა, რა ერთობლივ ინტერესებს ემსახურებიან ისინი. საქართველო არ გახდება ომისა და ბომბების ცვენის ადგილი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

სოზარ სუბარი

22 მაისი 2024, 18:09

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ბევრი ჩვენი მეგობარი საქართველოს არ აღიქვამს, როგორც სრულფასოვან ქვეყანას - ისინი გვიყურებენ, როგორც ერთგვარ ნახევარკოლონიას, რომელმაც პირდაპირ უნდა შეასრულოს გარედან წამოსული ბრძანებები

ყველა ეს კანონი არის ბევრად უფრო ფართო, მეტად ყოვლისმომცველი და უფრო მკაცრია სხვა ქვეყნებში, ვიდრე ქართული ანალოგია. მაინც, რატომ ატყდა ქართულ კანონზე ასეთი ხმაური?!, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა მედიასთან საუბარში განაცხადა.

ნინო წილოსანი

22 მაისი 2024, 18:00

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ვენეციის კომისია ამ კომისიის არსის საწინააღმდეგო დასკვნას აქვეყნებს, მას აქვს რეკომენდაციების გაცემის შესაძლებლობა სამართლებრივ საკითხებზე, რის ნაკლებობასაც ნამდვილად ვხედავთ ამ დოკუმენტში

ვენეციის კომისია ამ კომისიის არსის საწინააღმდეგო დასკვნას აქვეყნებს, მას აქვს რეკომენდაციების გაცემის შესაძლებლობა სამართლებრივ საკითხებზე, რის ნაკლებობასაც ნამდვილად ვხედავთ ამ დოკუმენტში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

22 მაისი 2024, 17:49

საზოგადოება

„ლიბერთი“ განათლებისთვის - ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2024 წლის ნახევარფინალისტები ცნობილია

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის ფონდი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ლიბერთი ბანკი

22 მაისი 2024, 17:35

რეგიონი

გორში დავით გურამიშვილის ქუჩაზე ბულვარი შენდება

გორში დავით გურამიშვილის ქუჩაზე ბულვარი შენდება. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

ბაჩო ოდიშარია

22 მაისი 2024, 17:24

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა კანში შეხვედრები. ეს პროცესი ვერ გააშავეს, ამიტომ დაიწყეს ცოლებსა და შვილებზე ბულინგის კამპანია, რაც უკვე მათი ჩვეული ხელწერაა

ოდიშარიას თქმით, ფოტოზე სამუშაო დღის დასრულების შემდეგ გადაღებული ოჯახური ხასიათის ერთობაა აღბეჭდილი და თითოეული ოჯახის წევრი თავად დააფინანსეს დელეგაციის წევრებმა.

ნინო წილოსანი

22 მაისი 2024, 17:23

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ყველაზე დიდი „კომპრომატი” სალომე ქურასბედიანს იცით რა უპოვეს? ელისაშვილი მდინარაძეს ვირთხასავით რომ დაესხა თავს, ბუჩუკური ცდილობდა მდინარაძის სახე ახლოდან გადაეღო, სალომემ ბუჩუკურის ეს ამორალური ქმედება შეწყვიტა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სალომე ქურასბედიანის ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმიანება.

ირაკლი ქადაგიშვილი

22 მაისი 2024, 17:21

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ფაქტობრივად, არ დარჩა სახელმწიფო, რომელიც ანალოგიური ხასიათის და შინაარსის კანონს არ იღებს

ფაქტობრივად, არ დარჩა სახელმწიფო, რომელიც ანალოგიური ხასიათის და შინაარსის კანონს არ იღებს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ინფორმაციის შეფასებისას, რომლის თანახმადაც, თურქეთი უცხოელი აგენტების კანონის საკუთარი ვერსიის მიღებას განიხილავს.

22 მაისი 2024, 17:20

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციასთან ერთად პორტუგალიაში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი კომიტეტის დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით პორტუგალიაში იმყოფება.