imedi /  14 აპრილი 2024, 01:33 / სანდო წყარო

ABC News: ირანმა ისრაელის მიმართულებით 400-დან 500-მდე დრონი გაუშვა

ირანმა ისრაელის მიმართულებით 400-დან 500-მდე დრონი გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია ABC News-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე ისრაელის თავდაცვით ძალებში დაადასტურეს, რომ ირანმა ისრაელის წინააღმდეგ დრონების გამოყენებით თავდასხმა დაიწყო

„ცოტა ხნის წინ ირანმა თავისი ტერიტორიიდან ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა“, - ნათქვამია თავდაცვითი ძალების განცხადებაში.

ისრაელის არმიაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ყველა სამიზნეს აკონტროლებენ.

ყველა სიახლე

ირაკლი ქადაგიშვილი

21 აგვისტო 2026, 17:15

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: მათი გაგებით საქართველო ეს არის დიდი საერთაშორისო პროექტის ნაწილი, ამიტომ ამ პროექტის მიზნებია მთავარი და არა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები

გვახსოვს ყველა მათი განცხადება და განსაკუთრებით სიმბოლურად დარჩენილი სიტყვები, რომ ამ სირცხვილის წვიმას, იმიტომ რომ საქართველო არ ერთვება ანტირუსულ ისტერიაში, ჯობია რომ რუსული ბომბები ცვიოდეს ჩვენს თავსო, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.

უკრაინის საელჩო საქართველოში

21 აგვისტო 2026, 17:13

პოლიტიკა

საქართველოში უკრაინის საელჩო უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის სტატიას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც კარი გაუღო ათასობით უკრაინულ ოჯახს

საქართველოში უკრაინის საელჩო, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, სტატიას აქვეყნებს. წერია, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც კარი გაუღო ათასობით უკრაინულ ოჯახს, საქართველოში უკრაინისთვის ჰუმანიტარული და სოციალური მხარდაჭერა ნამდვილად საერთო ეროვნული გახდა.

თენგიზ შარმანაშვილი

21 აგვისტო 2026, 17:12

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი რადიკალების მიერ ბოდიშის მოხდაზე: რომც მოინდომონ და შეიკრიბონ, ბოდიშის უფლებას პატრონები არ მისცემენ, იმიტომ რომ მათი ბოდიში იმათ ბოდიშს ნიშნავს, ვინც მათ აფინანსებს

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ლევან მაჭავარიანის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, აცხადებს, რომ აგენტურულ ოპოზიციას, მათთან აფილირებულ არასამთავრობო სექტორსა და აქტივისტებს საზოგადოებისთვის ბოდიში აქვთ მოსახდელი, როგორც „რუსული კანონის“ კამპანიის, ისე რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გამართული აქციებისა და საზოგადოებაზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის.

21 აგვისტო 2026, 17:03

კულტურა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრებისას, იშვიათი ანტიკური პერიოდის მონეტა აღმოაჩინეს

აჭარაში, გონიო-აფსაროსის ციხეზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შედეგად, საქართველოში პირველად აღმოჩენილია ნეოკესარიის ნახევრად ავტონომიური, მცირე ტირაჟით მოჭრილი ბრინჯაოს მონეტა, რომელიც 184-185 წლებით თარიღდება, - აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასუდ პეზეშკიანი

21 აგვისტო 2026, 17:00

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტის განცხადებით, „საუკეთესო გამოსავალი“ ომის ახლავე დასრულება იქნებოდა, ვიდრე თეირანი ძლიერ პოზიციას ინარჩუნებს

ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, „საუკეთესო გამოსავალი“ ომის ახლავე დასრულება იქნებოდა, ვიდრე თეირანი ძლიერ პოზიციას ინარჩუნებს.

21 აგვისტო 2026, 16:12

რეგიონი

გიორგი ჯინჭარაძე მესტიაში აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, მესტიაში, აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტს დაესწრო. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

21 აგვისტო 2026, 16:08

მსოფლიო

POLITICO: ნატო ემზადება იმ სრულიად რეალური სცენარისთვის, რომ საფრანგეთის მომავალმა პრეზიდენტმა ალიანსის ერთიანობა შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს და მას სერიოზული ბზარი გაუჩინოს

ნატო ემზადება იმ სრულიად რეალური სცენარისთვის, რომ საფრანგეთის მომავალმა პრეზიდენტმა ალიანსის ერთიანობა შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს და მას სერიოზული ბზარი გაუჩინოს, - წერს გამოცემა POLITICO.

21 აგვისტო 2026, 15:19

მსოფლიო

Euronews: 2026 წელს ევროპული გაზის ღირებულება 130%-ით გაიზარდა - საცავებში მცირე მარაგები და მიწოდების შეფერხების საფრთხე ევროპას ფინანსურად მძიმე ზამთარს უქადის

2026 წელს ევროპული გაზის ღირებულება 130%-ით გაიზარდა - საცავებში მცირე მარაგები და მიწოდების შეფერხების საფრთხე ევროპას ფინანსურად მძიმე ზამთარს უქადის, - წერს Euronews-ი.

21 აგვისტო 2026, 14:46

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით, შემოსავლების სამსახურში 196 ვაკანსია ცხადდება

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ბაკალავრიატის ბოლო კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტს, ასევე კურსდამთავრებულს, რომელმაც 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დაასრულა ბაკალავრიატი ან მაგისტრატურა.

პენიტენციურის ლოგო

21 აგვისტო 2026, 14:31

სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებული ზვიად ცეცხლაძე ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ რამდენიმე თვეა, ელოდება სამედიცინო მომსახურებას. აღნიშნული სერვისით ის ყოველთვის უზრუნველყოფილია. ავრცელებს ცილისმწამებლურ ინფორმაციას, როდესაც დაწესებულების ადმინისტრაციას არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ ზვიად ცეცხლაძის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების სიცრუეში შეყვანას, პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას და წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციულ ქმედებას, - აღნიშნულია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

21 აგვისტო 2026, 14:27

რეგიონი

მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში კონცერტი გაიმართა

მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, კონცერტი გაიმართა. „აფხაზეთმა“ და „შავნაბადამ“ მაყურებელს ქართული სიმღერისა და ცეკვის მრავალფეროვანი პროგრამა წარუდგინეს.

21 აგვისტო 2026, 14:25

რეგიონი

Chiatura Management Company ჭიათურაში ახალი დასახლების შექმნას გეგმავს

Chiatura Management Company ჭიათურაში ახალი დასახლების შექმნას გეგმავს. შუქრუთის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა და მათ საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების მიზნით ახალი დასახლების შექმნის პროექტი წარუდგინეს. საწყის ეტაპზე დაგეგმილია ადგილის შერჩევა და არქიტექტურული კონცეფციის შემუშავება.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 აგვისტო 2026, 14:23

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ების განცხადებაზე: ეს განცხადება არის რეფლექსია იმასთან დაკავშირებით, რომ მუდმივად, ყველა მნიშვნელოვან სიტუაციაში თავიანთი ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია უნდათ დააფიქსირონ

ეს განცხადება არის რეფლექსია იმასთან დაკავშირებით, რომ მუდმივად, ყველა მნიშვნელოვან სიტუაციაში თავიანთი ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია უნდათ დააფიქსირონ, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

თენგიზ შარმანაშვილი

21 აგვისტო 2026, 14:19

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: რომ ავალებ, ის ხომ უნდა შეისწავლო, ამ ხალხის ნათქვამს ქართულ საზოგადოებაზე რაიმე გავლენა აქვს თუ არა?! არავითარი სამოქალაქო საზოგადოება არ არის. ეს არის ჩვეულებრივი, უცხოური გავლენის აგენტები

ამ ხალხს რომ ამას ავალებ, ის ხომ უნდა შეისწავლო, მათ ნათქვამს ქართულ საზოგადოებაზე რაიმე გავლენა აქვს თუ არა?! არავითარი სამოქალაქო საზოგადოება არ არის. ეს არის ჩვეულებრივი, უცხოური გავლენის აგენტები, - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილმა.

ირაკლი ზარქუა

21 აგვისტო 2026, 14:14

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ების განცხადებაზე: სააკაშვილი რომ დარბოდა და სტრატეგიულ ობიექტებს აძლევდა რუსებს, მაშინ სად იყვნენ? გიგაურის ბელადი საზღვარზე რუსებს რომ ეპატიჟებოდა მობრძანდითო, ჩვენი ბიჭების ცხედრები ჯერ კიდევ ბრძოლის ველზე ეყარა - ეს მაშინ არ იყო შეშფოთების საფუძველი?!

სააკაშვილი რომ დარბოდა და სტრატეგიულ ობიექტებს აძლევდა რუსებს, მაშინ სად იყვნენ? ომი არ იყო დამთავრებული, რუსთაველზე რომ ტაშ-ფანდური გამართა, შეშფოთება რატომ არ გამოთქვეს გიგაურებმა და ხიდაშელებმა?, - ასე გამოეხმაურა დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ების განცხადებას, სადაც საკუთარ თავს „საქართველოს პატრიოტებს" უწოდებენ და ხელისუფლების რიტორიკას აკრიტიკებენ.

21 აგვისტო 2026, 14:12

სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსს, ქრისტინე გრიგორიანს უმასპინძლა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსს, ქრისტინე გრიგორიანს უმასპინძლა.

21 აგვისტო 2026, 14:12

მსოფლიო

გერმანული მედია: ბერლინთან ახლოს იპოვეს იარაღის სამალავი, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებს უკავშირდება

გერმანულმა სპეცსამსახურებმა ბერლინთან ახლოს, ბრანდენბურგის ტყეში, იარაღის პროფესიონალურად მოწყობილი სამალავი აღმოაჩინეს.

გიორგი გაბუნია

21 აგვისტო 2026, 14:11

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: სასაცილოა, როდესაც გიგაური და მისი კოლეგა „ენჯეოების“ წარმომადგენლები საკუთარ თავს პატრიოტებს უწოდებენ - ადამიანები, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას წლების განმავლობაში იმის სანაცვლოდ, რომ ქვეყანაში რევოლუციური პროცესები განვითარებულიყო

სასაცილოა, როდესაც გიგაური და მისი კოლეგა „ენჯეოების“ წარმომადგენლები საკუთარ თავს პატრიოტებს უწოდებენ - ადამიანები, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას წლების განმავლობაში იმის სანაცვლოდ, რომ ქვეყანაში რევოლუციური პროცესები განვითარებულიყო, - განაცხადა კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ.

დავით ქართველიშვილი

21 აგვისტო 2026, 13:52

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: რადიკალურ ოპოზიციას მოქმედი ხელისუფლების პირობებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რუსეთთან დიპლომატიური კავშირების ნორმალიზება არ აწყობს, რადგან ეს მათ მთავარ პოლიტიკურ ინსტრუმენტსა და ეგზისტენციალურ ნარატივს დააკარგვინებს

მარია ზახაროვას გუშინდელი მორიგი განცხადება იმის შესახებ, თითქოს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა მხოლოდ „სააკაშვილის ტრაგიკული მემკვიდრეობის ნაწილია“, შერჩევითი ისტორიული მეხსიერების კლასიკური მაგალითია, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

21 აგვისტო 2026, 13:31

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში მცენარეთა დაცვის საშუალებების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური შემოწმების ფარგლებში, პესტიციდების და აგროქიმიკატების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტები გამოავლინეს.