imedi /  19 მარტი 2019, 17:02 / სანდო წყარო

ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი გადადგა

ნურსულთან ნაზარბაევი

ნურსულთან ნაზარბაევი

ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

„მე გადავწყვიტე, რომ პრეზიდენტის სტატუსით, ჩემი უფლებამოსილება შევაჩერო. წელს ოცდამეათე წელი სრულდება, რაც მე ამ ქვეყნის ლიდერი ვარ. ხალხმა მომცა საშუალება ვყოფილიყავი დამოუკიდებელი ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი“, - განაცხადა ნაზარბაევმა. 

საპრეზიდენტო არჩევნებამდე პრეზიდენტი მოვალეობას ყაზახეთის სენატის სპიკერი კასიმ-ჯომარ ტოკაევი შეასრულებს. თვითონ ნაზარბაევი ყაზახეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარედ დარჩება და ამ პოზიციას სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნებს - ეს კანონპროექტი ყაზახეთის პარლამენტმა 2018 წლის მაისში მიიღო. 

გარდა ამისა, ნაზარბაევი პარტია „ნურ ოტანის“ ლიდერად დარჩება.

ნურსულთან ნაზარბაევი ყაზახეთს 1990 წლიდან მართავდა. 2019 წლის ივლისში ნაზარბაევს 79 წელი შეუსრულდება.

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

10 ივლისი 2020, 14:26

სამართალი

მამუკა მდინარაძე გიორგი შაქარაშვილის საქმეზე: გამოძიებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვაქვს - ამის არც ფაქტი არსებობს და არც არგუმენტი

ერთის მხრივ, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესია, რომ ობიექტირად, თითოეულ დეტალთან ჩაყოლით გამოიძიონ საქმე და დადგინდეს სიმართლე, რა მოხდა სინამდვილში, შესაბამისი კვალიფიკაცია მიეცეს და დასასჯელი დაისაჯოს - ამის შესახებ საპატლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი შაქარაშვილის საქმის შესახებ განაცხადა.

10 ივლისი 2020, 14:25

საზოგადოება

2013-დან 2019 წლამდე, შინაურ ცხოველებში ცოფის შემთხვევები 58%-ით შემცირდა

ბოლო წლებში ჩატარებული მასობრივი ღონისძიებების შედეგად ქვეყანაში ცოფის შემთხვევები მნიშვნელოვნად არის შემცირებული, კერძოდ: 2019 წელს, 2013 წელთან შედარებით, შინაურ ცხოველებში ცოფის შემთხვევები შემცირდა 58%-ით და შედეგად ადამიანებშიც.

უკრაინის ელჩთან შეხვედრა

10 ივლისი 2020, 14:22

პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ ურთიერთობასა და მეგობრობას და გამოხატა შეშფოთება უკრაინის ოფიციალური პირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული მიუღებელი განცხადებების გამო. აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებები, რაც ასევე წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს.

10 ივლისი 2020, 14:19

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიური ანგარიში წარედგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა, პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ლელა აქიაშვილმა ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმაზე, მის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და შესრულების მონიტორინგზე ისაუბრა. კომიტეტის სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვა.

ბერნი ეკლსტოუნი

10 ივლისი 2020, 14:07

სპორტი

ფორმულა 1-ის საპატიო პრეზიდენტს ბერნი ეკლსტოუნს 89 წლის ასაკში ვაჟი შეეძინა

ფორმულა 1-ის საპატიო პრეზიდენტს ბერნი ეკლსტოუნს 89 წლის ასაკში შვილი შეეძინა. ეკლსტოუნმა და თავისმა 44 წლის მეუღლემ, ფაბიანამ ახალშობილ ბიჭს ეისი დაარქვეს. ფაბიანამ შვეიცარიის ქალაქ ინტერლაკენში იმშობიარა, სადაც ყველაზე პრესტიჟული ავტორბოლის ყოფილი ხელმძღვანელი ბრაზილიიდან დაბრუნების შემდეგ ცხოვრობს.

კახა ბექაური

10 ივლისი 2020, 14:07

საზოგადოება

კახა ბექაური: ჩვენ ამ ცვლილებებით უფრო მსუბუქ ფორმას ვირჩევთ, ვიდრე ლიცენზიის ჩამორთმევა და ავტორიზაციის შეჩერებაა

მისი თქმით, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობისა და და ჯარიმები გადაუხდელობის შემთხვევაში ავტორიზაციის შეჩერების გამოყენება, არ არის ეფექტური მექანიზმი, ვერ უზრუნველყოფს საკომუნიკაციო სერვისების ჩანაცვლებას და ამით ზიანს მიიღებს მომხმარებელი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო სერვისების გარეშე შეიძლება დარჩეს.

10 ივლისი 2020, 14:04

რეგიონი

მავნებლის საწინააღმდეგო სამუშაოები უკვე ხუთ რეგიონში, 15 ათას ჰექტარზე ჩატარდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში შეწამვლით სამუშაოებს ახორციელებს და დღეისათვის 15 ათასი ჰექტარი ფართობია დამუშავებული. სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ხელს უწყობს მწვანე საფარის შენარჩუნებას.

ირაკლი კუჭავა

10 ივლისი 2020, 13:53

პოლიტიკა

კახა კუჭავა: სპეკულაცია, რომ დღეს საქართველოს სანქცია დაუწესდა და გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მოსახლეობისთვის დეზინფორმაციის მიწოდების მცდელობაა

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ განხილვა კომიტეტის დონეზე შედგა და შემდეგ, კანონპროექტი სენატის კომიტეტმაც უნდა განიხილოს, მათ შორის, უნდა მოხდეს შეთანხმებული ვერსიის წარდგენა, რის შემდეგაც, კენჭისყრა პლენარულ სესიაზე გაიმართება. მისივე თქმით, ამ პროცესს რამდენიმე თვე დასჭირდება.

ამირან გამყრელიძე

10 ივლისი 2020, 13:52

COVID19

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

აბიტურიენტს, რომელიც 7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელთა განცხადებით, კონტაქტები დადგენილია.

ჯანლუიჯი ბუფონი

10 ივლისი 2020, 13:39

სპორტი

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ჯანლუიჯი ბუფონი მწვრთნელობას დაიწყებს

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ჯანლუიჯი ბუფონი მწვრთნელობას დაიწყებს. ამის შესახებ ლეგენდარული მეკარის აგენტმა, სილვანო მარტინომ იტალიურ საინფორმაციო სააგენტოებთან საუბარში განაცხადა. ბუფონი უკვე აპირებს ეროვნული ნაკრების ბაზა „კოვერჩიანოზე“ სამწვრთნელო ლიცენზიის ასაღებად სპეციალური ტესტების ჩაბარებას და პერსპექტივაში ძალიან უნდა თავისი მშობლიური გუნდი „იუვენტუსი“ ჩაიბაროს. რამდენიმე დღის წინ, 42 წლის ფეხბურთელმა პაოლო მალდინის რეკორდი მოხსნა და იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული მატჩების რაოდენობით ყველა დროის რეკორდსმენი გახდა.

ჩინეთი

10 ივლისი 2020, 13:37

სპორტი

ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის ბოლომდე დაგეგმილი ყველა სპორტული ღონისძიება გაუქმდა

გამონაკლისი მხოლოდ ორი ტურნირია, რომელიც ოლიმპიადის სალიცენზიო შეჯიბრებად განიხილება. საუბარია 9-13 სექტემბერს პეკინში ჩასატარებელ ჩელენჯერის სერიის საჩოგბურთო ტურნირსა და ფიგურული ციგურაობის გრან-პრიზე, რომელსაც 6-დან 8 ნოემბრამდე ასევე ჩინეთის დედაქალაქი უმასპინძლებს.

თაკო ჩარკვიანი

10 ივლისი 2020, 13:35

პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი: თუ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადაწყვეტენ, რომ „ძალა ერთობაშია“დაიშალოს და მათ ცალკე უნდათ გასვლა, ბუნებრივად წარმოიქმნება ბლოკები

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დრო ითხოვა და ჩვენც ვთქვით - კი ბატონო, რადგან ახლა არ არის რაღაც ჯიბრის, ბზარის ხელოვნურად შეტანის დრო, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

10 ივლისი 2020, 13:31

სამართალი

პროკურატურა: გიორგი შაქარაშვილის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ.

გიორგუ შაქარაშვილი

10 ივლისი 2020, 13:31

სამართალი

ექსპერტიზმის დასკვნის თანხმად, გიორგი შაქარაშვილს გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს

მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს- როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ამის შესახებ ექსპერტიზის დასკვნაში წერია.

10 ივლისი 2020, 13:25

სამართალი

სუს-ი: 2019 წელს საქართველოში ექსტრემისტული იდეების გამავრცელებელი აქტიური კერები არ დაფიქსირებულა

2019 წლის განმავლობაში საქართველოში ექსტრემისტული იდეების გამავრცელებელი აქტიური კერები არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ პარლამენტარებისთვის უწყების 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

კახა ბექაური

10 ივლისი 2020, 13:17

საზოგადოება

კახა ბექაური: ყოველგვარი სპეკულაცია, თითქოს „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონი მაუწყებლებს ან მედიას ეხება, სრული სიცრუეა

როგორც კახა ბექაურმა აღნიშნა, „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების მიზანი არ არის იძულების მექანიზმის გაძლიერება კომპანიების მიმართ, ეს საჭირო არ არის, რადგან კომისიას იძულების მძლავრი მექანიზმი ისედაც აქვს.

10 ივლისი 2020, 13:17

სამართალი

2019 წელს სუს-მა კორუფციასთან დაკავშირებული 90-ზე მეტი საქმის გამოძიება დაიწყო

„კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში, 2019 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 91 საქმეზე. ხოლო, ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 135 პირი, მათ შორის, ქრთამის აღების, ქრთამის მიცემის, სამსახურებრივი გულგრილობის, თაღლითობის, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და სხვა ფაქტებზე.

გიორგი შაქარაშვილი

10 ივლისი 2020, 13:15

სამართალი

პროკურატურა: გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით

„მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების შესახებ და, აქედან გამომდინარე, მიღებული სამართლებრივი გადაწყვეტილების თაობაზე.

კახა ბექაური

10 ივლისი 2020, 13:11

საზოგადოება

კახა ბექაური: ელექტრონული კომუნიკაციების კანონის დარღვევის შემთხვევაში, მაუწყებლობა ვერ იქნება იმუნიტეტი

„დღეს მაგთიკომი და სილქნეტი ამავდროულად მაუწყებლები არიან და დამეთანხმებით, რომ მაუწყებლად გახდომა იმუნიტეტი ვერ გახდება კანონდარღვევის შემთხვევაში. კანონპროექტის მიხედვით მკაფიოდაა განსაზღვრული, რომ მაუწყებლებს ეს ცვლილება არ ეხება, მაგრამ რედაქციულად თუ არის რამე შესაცვლელი , პარლამენტი საბოლოოდ მიღებამდე თუ საჭიროდ მიიჩნევს ამ დაზუსტებას გააკეთებს. ინტენსიურად ვმუშაობთ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტთან და ჩვენი მიზანიც ის არის, რომ მხოლოდ ისეთი მნიშვნელოვანი მექანიზმი შემოვიღოთ, რომელიც ეხება კონცენტრაციას და ამან რადიკალურად შეიძლება შეცვალოს მომხმარებლის და ბაზრის ინტერესი“,- განაცხადა კახა ბექაურმა.

10 ივლისი 2020, 13:11

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 635 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 713 936-ს მიღწია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 174 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 11 017-ს აღწევს. ამასთან, 489 068 პაციენტი გამოჯანმრთელდა.