imedi /  21 მარტი 2019, 10:26 / სანდო წყარო

ტეხასის ციხეში ინდიელ პატიმრებს გრძელი თმით სიარულის უფლება მისცეს

ტეხასის შტატის ფედერალურმა სასამართლომ ინდიელებს, რომლებიც პატიმრობაში არიან, უფლება მისცა გაიზარდონ თმები ისე, როგორც მიღებულია მათ კულტურაში. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

მოსამართლის ვერდიქტი ვრცელდება მხოლოდ იმ სამ პატიმარზე, რომლებმაც საჩივარი შეიტანეს, მაგრამ სავარაუდოდ ეს გადაწყვეტილება იმ 5 ათას აბორიგენ ამერიკელზეც იმოქმედებს, რომლებიც ციხეში არიან. 

მოსარჩელეები აცხადებდნენ, რომ გრძელი თმა მათ ეხმარება „ახლოს იყვნენ თავიანთ შემქმნელებთან“, თმის შეჭრის აუცილებელი მოთხოვნა კი მათ გრძნობებზე მოქმედებდა. 

ყველა სიახლე

21 აპრილი 2019, 23:07

ძალოვნები

შსს-მ პანკისის მოვლენებზე გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმის და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ნიგერია

21 აპრილი 2019, 22:55

მსოფლიო

ნიგერიაში ბრიტანელი ქალი მოკლეს, სამი ადამიანი კი გაიტაცეს

შემთხვევა ნიგერიის ქალაქ კადუნაში მოხდა, სადაც ქალი ტურისტად იყო ჩასული. სააგენტოს ცნობით, მოკლული ქალი ტურისტი იყო და ის მკვლელობამდე ერთ-ერთი წვეულებიდან მოდიოდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, არ არიან იდენტიფიცირებულები არც გამტაცებლები.

21 აპრილი 2019, 22:45

ტექნოლოგიები

Facebook-ი სოციალური ქსელების დაბლოკვაზე შრი-ლანკის გადაწყვეტილებას პასუხობს

კომპანიის პრესსპიკერმა თქვა, რომ Facebook-ი ინფორმირებულია შრი-ლანკის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და კომპანია მზად არის, ამ ტრაგიკულ წუთებში დაეხმაროს ქვეყანას. შესაბამისი შინაარსის განცხადება Facebook-მა გაავრცელა.

შრი-ლანკა

21 აპრილი 2019, 22:32

მსოფლიო

შრი-ლანკაზე აფეთქებების შედეგად სულ ცოტა 8 ქვეყნის მოქალაქეები დაიღუპნენ

CNN-ის ცნობით, აფეთქებების სერიას სულ ცოტა 8 ქვეყნის მოქალაქეები ესმხვერპლნენ, მათ შორის: 5 ბრიტანელი, 3 ინდოელი, 3 დანიელი, 2 ჩინელი, 2 თურქი, 1 ჰოლანდიელი და ერთიც პორტუგალიელი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმაც ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ მსხვერპლს შორის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებიც არიან.

უკრაინა

21 აპრილი 2019, 22:15

მსოფლიო

უკრაინის მომავალი პრეზიდენტი შტაბში ეგზიტპოლის შედეგებს აღნიშნავს

ვლადიმერ ზელენსკი შტაბში გამარჯვებას ზეიმობს. ზელენსკიმ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს მიმართა და განაცხადა: "შემოგვხედეთ ჩვენ - ყველაფერი შესაძლებელია", - განაცხადა ზელენსკიმ. მან ამომრჩეველთა ხმების 73,2% მიიღო. პეტრო პოროშენკოს ხმათა 25.3% აქვს.

პანკისის ხეობა

21 აპრილი 2019, 22:00

ძალოვნები

პანკისში დაპირისპირებისას შსს-ს ბალანსზე არსებული მანქანები დაიწვა

პანკისის ხეობაში, იმ ადგილას, სადაც დღეს დაპირისპირება მოხდა და შსს-ს ბალანსზე არსებული მანქანები დაიწვა, ექსპერტკრიმინალისტები მივიდნენ.შესაბამისი მოწყობილობებით ისინი რამდენიმე საათის განამვლობაში ნივთმტკიცებებს აგროვებენ.

პრინსი

21 აპრილი 2019, 21:58

კულტურა

პრინსის 5 ყველაზე გაყიდვადი მუსიკალური ალბომი დასახელდა

პრინსი 2016 წლის 21 აპრილს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 57 წლის მომღერლის საცხოვრებელ ადგილას, პოლიციამ სხვადასხვა დანიშნულების, დიდი ოდენობით მედიკამენტები აღმოაჩინა. მისი გარდაცვალებიდან 3 წლის შემდეგ, CNN-მა პრინსის 5 ყველაზე გაყიდვადი ალბომის სია გამოაქვეყნა.

პეტრო პოროშენკო ვლადიმერ ზელენსკი

21 აპრილი 2019, 21:29

მსოფლიო

პეტრო პოროშენკომ ვლადიმერ ზელენსკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

უკრაინის მოქმედმა პერეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ვლადიმერ ზელენსკის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება მიულოცა. "თანამდებობას შემდეგი თვიდან ვტოვებ. ასე გადაწყვიტა უკრაინელების უმრავლესობამ და მე ამ გადაწყვეტილებას ვიღებ",- განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

პანკისი

21 აპრილი 2019, 21:21

საქართველო

პანკისის ხეობაში მომხდარი მოვლენების ფოტოკოლაჟი

დღეს პანკისის ხეობის მოსახლეობის ნაწილმა ჰესის მშენებლობის დაწყება გააპროტესტა, რაც საბოლოოდ სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. მათ პოლიციელებს ქვები დაუშინეს, პანკისელებმა დაზიანებული მანქანები ჯერ ხელკეტებით დაამტვრიეს, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს.

მაიკ პომპეო

21 აპრილი 2019, 21:15

მსოფლიო

პომპეომ დაადასტურა რომ შრი-ლანკაში აფეთქებებს ამერიკის მოქალაქეებიც ემსხვერპლნენ

პომპეოს თქმით, დაღუპულთა შორის ამერიკის რამდენიმე მოქალაქეა. „ამერიკის საელჩო მუშაობს, რომ ყველანაირი დახმარება გაუწიოს ამერიკის მოქალაქეებს და მათ ოჯახებს, რომლებიც შრი-ლანკაში თავდასხმისას დაშავდნენ“, - თქვა პომპეომ. თავის მხრივ, თეთრი სახლი გმობს „შრი-ლანკაში განხორციელებულ სასტიკ ტერაქტს“.

უკრაინა

21 აპრილი 2019, 21:05

მსოფლიო

ეგზიტპოლი: უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ ზელენსკი ლიდერობს

უკრაინაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. პრეზიდენტობისთვის მოქმედი პირველი პირი პეტრო პოროშენკო და შოუმენი ვლადიმერ ზელენსკი იბრძოდნენ. ეგზიტპოლის შედეგებით უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ ზელენსკი ლიდერობს. მან ამომრჩეველთა ხმების 73,2% მიიღო.

21 აპრილი 2019, 20:28

ტექნოლოგიები

შრი-ლანკის მთავრობამ სოციალური ქსელები დაბლოკა

შრი-ლანკას მთავრობამ დღეს მომხდარი აფეთქებების შემდეგ სოციალურ მედიაზე წვდომა დაბლოკა. Facebook-ის, Instagram-ის და WhatsApp-ის დაბლოკვის მიზანი დეზინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილებაა. გადაწყვეტილება შრი-ლანკის პრეზიდენტის სამდივნომ მიიღო.

დარენ ტილი

21 აპრილი 2019, 20:11

სპორტი

ბრიტანელი მებრძოლი ესპანეთის პოლიციამ ტაქსის გატაცებისთვის დააკავა

სპორტსმენი და მისი მეგობრები ჯერ ერთი სასტუმროდან გაყარეს, შემდეგ მეორეში მომსახურებაზე უარი უთხრეს. ამის შემდეგ ტილმა და მისმა მეგობრებმა ტაქსი გამოიძახეს. როგორც გამოცემები წერენ, მათ ისარგებლეს იმით, რომ მძღოლმა მანქანა ცოტა ხნით დატოვა, რათა ბარგის გადატანაში მიხმარებოდა, და ავტომობილი გაიტაცეს.

შემთხვევის ადგილი

21 აპრილი 2019, 19:56

მსოფლიო

იაპონიაში ავტობუსი ქვეითებს დაეჯახა

იაპონური მედიის ცნობით, პოლიციამ ავტობუსის 64 წლის მძღოლი შემთხვევის ადგილზე დააკავა. პოლიციის ცნობით, მძღოლმა დაამუხრუჭა, თუმცა ავტობუსი არ გაჩერდა. ამასთან ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ავტობუსი ყველა მგზავრმა დატოვა. პოლიციის ცნობით, მძღოლმა დაამუხრუჭა, თუმცა ავტობუსი არ გაჩერდა.

გიორგი გახარია

21 აპრილი 2019, 19:28

ძალოვნები

გიორგი გახარია: პანკისის ხეობის საქმეზე ჯერ დაკავებული არავინაა

შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ამ დროისთვის, პანკისის ხეობაში დღეს მომხდარი დაპირისპირების საქმეზე არავინ დაუკავებიათ. მინისტრის თქმით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები უწყება დაპირისპირების ყველა ვიდეოკადრს შეისწავლის.

შრი-ლანკა

21 აპრილი 2019, 19:23

მსოფლიო

გავრცელდა იესო ქრისტეს ქანდაკების ფოტო რომელზეც შრი-ლანკაზე დაღუპულთა სისხლია

აფეთქება მოხდა შრი-ლანკის დედაქალაქის გარეუბანში მდებარე წმინდა სებასტიანის ეკლესიაშიც. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც იესო ქრისტეს ქანდაკებაა აღბეჭდილი, ქანდაკებას კი ადამიანის სისხლისა და აფეთქების შედეგად წარმოქმნილი მტვრის კვალი აქვს.

21 აპრილი 2019, 19:15

ვიდეო

შსს პანკისის ხეობაში მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების ვიდეოკადრებს ავრცელებს

ლევან დავითაშვილი

21 აპრილი 2019, 19:12

საქართველო

ლევან დავითაშვილი: პანკისში გაგრძელდება იმ ჰესის მშენებლობა, რომელზეც კითხვები არ არსებობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პანკისში აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კომპანია პანკისის ხეობაში გააგრძელებს იმ პროექტზე მუშაობას, სადაც არ არსებობს კითხვები. დავითაშვილის განცხადებით, სამართალდამცველებზე ხელის აღმართვა მიუღებელია, გადაცდომაზე პასუხი ყველას მოეთხოვება. საკითხს გამოიძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

გიორგი გახარია

21 აპრილი 2019, 19:07

საქართველო

შს მინისტრმა პანკისში დაპირისპირების დროს დაშავებული პოლიციელები მოინახულა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში პანკისის ხეობაში, საპროტესტო აქციაზე დაპირისპირებისას დაშავებული პოლიციელები მოინახულეს.

21 აპრილი 2019, 19:00

ვიდეო

გიორგი გახარია: მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები