imedi /  21 მარტი 2019, 13:50 / სანდო წყარო

სამხრეთ კორეაში 30 სასტუმროს დამსვენებლებს პორნოფილმებში ფარულად იღებდნენ

სამხრეთ კორეის პოლიციამ 4 ადამიანის ვინაობა დაადგინა, რომლებიც 30-მდე სასტუმროს ვიზიტორს ფარულად უღებდნენ. დამნაშავეების მსხვერპლთა რაოდენობა დაახლოებით 1600-ია. ამის შესახებ გამოცემა The Korea Herald-ი წერს. გადაღება სასტუმროების 42 ნომერში მიმდინარეობდა, ხოლო სასტუმროები სამხრეთ კორეის სხვადასხვა პროვინციაში იყო განლაგებული. 

ეჭვმიტანილებმა სასტუმროებში პატარა ვიდეოკამერები დაამონტაჟეს. ნომრებიდან ვიდეოტრანსლაცია სხვადასხვა პორნოსაიტზე პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. სანამ ვებგვერდი არ დაბლოკეს, მომხმარებლები 30-წამიან ვიდეოებს უფასოდ უყურებდნენ, გაგრძელებისთვის კი ფულს იხდიდნენ. 

3 თვის განმავლობაში, დამნაშავეებმა 803 ვიდეო ჩაწერეს და დაახლოებით 6,2 ათასი დოლარი მოაგროვეს. არალეგალურად ვიდეოების გავრცელებისთვის მათ 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმის გადახდა მოუწევთ. ამჟამად დაკავებულია ორი, ხოლო კიდევ ორი ძებნაშია. 

მსგავსი ინციდენტი სამხრეთ კორეაში პირველად არ ხდება. ხშირად პატარა კამერებს ქალების საჯარო ტუალეტებში ამონტაჟებენ. ამასთან დაკავშირებით 2018 წელს სეულში აქცია გაიმართა, რომლის ლოზუნგი იყო - „ჩემი ცხოვრება თქვენი პორნო არ არის“.

ყველა სიახლე

საპროტესტო აქცია პარლამენტთან

20 ივნისი 2019, 23:07

საქართველო

პარლამენტში მამუკა ბახტაძე მივიდა

პარლამენტში საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე მივიდა. როგორც imedinews-ისთვის გახდა ცნობილი, პრემიერი პარლამენტში გვერდითა შესასვლელიდან შევიდა. საქართველოს პარლამენტის წინ თბილისში, სადაც ახლა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაც მივიდა.

20 ივნისი 2019, 22:59

საქართველო

ჟურნალისტებს პარლამენტის შენობას ატოვებინებენ

როგორც უწყებაში განმარატავენ ამის მიზეზი მეოთხე ხელისუფლების წარმომადგენლების უსაფრთხოებაა. ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს დეპუტატი სალომე სამადაშვილი, რომელიც მედიას მოუწოდებს არ დატოვონ ტერიტორია.

კახა კალაძე

20 ივნისი 2019, 22:52

საქართველო

კალაძე: პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებმა ანტიკონსტიტუციური ხასიათი შეიძინა

„ის, რაც ახლა პარლამენტის წინ ხდება, გასცდა გამოხატვის თავისუფლების და პროტესტის მშვიდობიან ჩარჩოებს და შეიძინა აშკარად ანტიკონსტიტუციური ხასიათი. პირდაპირ ეთერში ვაკვირდებით ძალისმიერი შტურმის მცდელობას საქართველოს პარლამენტზე“, - განაცხადა კალაძემ.

გიორგი გახარია

20 ივნისი 2019, 22:40

ძალოვნები

გახარია: როგორც კი საჭიროება იქნება, გადავდგები

შს მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას და თავდასხმა პოლიციაზე შესაბამისი შეფასება მოჰყვება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. გახარია მოუწოდებს, ყველამ პატივი სცეს პოლიციელს, რომელიც ვალდებულია, დიაცვას ყველა მოქალაქის უფლება.

მიხეილ სააკაშვილი

20 ივნისი 2019, 22:35

საქართველო

მიხეილ სააკაშვილი პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. „მოვუწოდებ ჩემს შექმნილ ქართულ პოლიციას არ დაემორჩილოს ივანიშვილს და გადავიდეს ხალხის მხარეს!“ - წერს სააკაშვილი.

20 ივნისი 2019, 22:26

საქართველო

პარლამენტთან ოქრუაშვილსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა. ვიდეო

პარლამენტის შენობასთან, სადაც ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ცდილობს, თვდაცვის ყოფილ მინისტრს, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს შორის დაპირისპირებაა.

20 ივნისი 2019, 22:21

საქართველო

შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალადობა

უწყება მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, არ აჰყვნენ პროვოკაციას, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დატოვონ პარლამენტის ტერიტორია. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია მიიღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს.

გიორგი გახარია

20 ივნისი 2019, 22:12

საქართველო

პარლამენტში გიორგი გახარია მივიდა

საქართველოს პარლამენტის წინ თბილისში, სადაც ახლა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა. „ყველას მოვუწოდებ დაემორჩილონ კანონს. ის რაც აქ ხდება, ამას ჰქვია სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი. დანარჩენს რომ გამოვალ მერე გეტყვით“, - განაცხადა გახარიამ პარლამენტის შენობაში შესვლამდე.

ირაკლი ღარიბაშვილი

20 ივნისი 2019, 22:00

საქართველო

ღარიბაშვილი არ გამორიცხავს, რომ გავრილოვის ინციდენტი „ნაციონალების“ დაგეგმილი პროვოკაციაა

ჩემი ინფორმაციით, სერგეი გავრილოვი ჯერ კიდევ მოსკოვის დროიდან გრიგოლ ვაშაძის ახლო ნაცნობია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სამარცხვინო იყო, რომ რუსი დეპუტატი ჩამოვიდა ჩვენს პარლამენტში და პარლამენტის სპიკერის სავარძელში თავხედურად დაჯდა.

ირაკლი კობახიძე

20 ივნისი 2019, 22:00

საქართველო

ირაკლი კობახიძე გადადგომას არ აპირებს

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვებას არ აპირებს. ვის ეკისრება მომხდარზე პასუხისმგებლობა, პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს, რომ თითოეული ღონისძიების მენეჯმენტზე, რა თქმა უნდა, პარლამენტის თავმჯდომარე არის პასუხისმგებელი.

ლევან ვასაძე

20 ივნისი 2019, 21:08

ძალოვნები

ლევან ვასაძე ამ დრომდე პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება

სამმართველოში შესვლამდე ვასაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას დასამალი არაფერი აქვს და მზად არის ყველაფერთან, მათ შორის საკუთარ განცხადებებთან დაკავშირებით სამართალდამცველებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს, ვინაიდან მას კანონი არ დაურღვევია.

ირმა ინაშვილი

20 ივნისი 2019, 20:33

საქართველო

ინაშვილი გავრილოვის ინციდენტს დადგმულს უწოდებს

„რუსეთი რომ ოკუპანტია, ის თავად არ უარყოფს ამას. სხდომა უნდა წაეყვანა თუ არა რუს დეპუტატს? რა თქმა უნდა, არა! მაგრამ ვინ დასვა გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილზე? „ქართულმა ოცნებამ“! ისევ ვამბობ: მთელი ეს სპექტაკლი გააზრებულად დადგეს „ქართულმა ოცნებამ“ და სააკაშვილ-ბოკერიას პოლიტჯგუფებმა“, - დაწერა ინაშვილმა Facebook-ზე.

ვატო შაქარიშვილი
ჯაბა ჯიშკარიანი

20 ივნისი 2019, 20:09

საქართველო

პარლამენტთან ვატო შაქარიშვილისა და ჯაბა ჯიშკარიანის გამოჩენას დაპირისპირება მოჰყვა. ვიდეო

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციას საკრებულოს წევრების ვატო შაქარიშვილისა და ჯაბა ჯიშკარიანის გამოჩენას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. „ისევე, როგორც საქართველოს პარლამენტი ჰქონდა ოკუპირებული რუსეთს, ისე აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ ოკუპირებული საზოგადოების ჯანსაღი პროტესტი“, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

აქცია პარლამენტთან

20 ივნისი 2019, 20:06

საქართველო

პარლამენტთან აქციაზე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. LIVE

„სირცხვილია“ ამ სახელწოდების აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს. შეკრებილებს სიტყვით „ნაციონალური მოძღაობის“ წევრები მიმართავენ. ოპოზიციის წარმომადგენლები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ. აქციის მონაწილეების ამ მოთხოვნას რუსეთის დელეგაციის საქართველოში ვიზიტით გამოწვეული ხმაური უძღოდა წინ.

საჰაერო ბურთი ლუქსორთან

20 ივნისი 2019, 19:43

მსოფლიო

ეგვიპტეში ძლიერმა ქარმა საჰაერო ბურთი მთაში გაიტაცა

ეგვიპტეში ძლიერმა ქარმა მთაში საჰაერო ბურთი გაიტაცა, რომელზეც 11 ტურისტი იმყოფებოდა. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სამინისტრო იუწყება. ინციდენტი ლუქსორის მახლობლად მოხდა. ტელეარხ Sky News Arabia-ს ინფორმაციით, საჰაერო ბურთზე ჩინეთის 5, ინდოეთის 4, დიდი ბრიტანეთის 1 და ეგვიპტის 1 მოქალაქე იმყოფებოდნენ.

გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია

20 ივნისი 2019, 19:38

საქართველო

გორისა და ატენის მიტროპოლიტი გავრილოვის ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური ასამბლეის თბილისში გამართვას საქართველოს საერთაშორისო სახისათვის დიდ მოვლენად აფასებს, რადგანაც მისი შეფასებით, მასში მონაწილეობენ სხვადასხვა კონტინენტებისა და ქვეყნების პარლამენტთა მართლმადიდებელი წევრები.

გრიგორი კარასინი

20 ივნისი 2019, 19:22

საქართველო

კარასინი: შეშფოთებულები ვართ საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების ქმედებებით

მოსკოვი შეშფოთებულია საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების ქმედებებით, რის გამოც თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობა ჩაიშალა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა.

რუსეთი

20 ივნისი 2019, 19:07

საქართველო

პარლამენტის წინ აქციის გამო გზა გადაიკეტა. ვიდეო

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები გამოდიან სიტყვით. აქციის მონაწილეები დღეს დილით პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან რუსი დეპუტატის მიერ ასამბლეის მონაწილეებისთვის სიტყვით მიმართვას აპროტესტებენ.

გავრილოვი

20 ივნისი 2019, 19:01

საქართველო

სერგეი გავრილოვმა საქართველოს ტერიტორია დატოვა

სერგეი გავრილოვმა და რუსმა დეპუტატებმა საქართველოს ტერიტორია დატოვეს. ისინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკვე გაემგზავრნენ. მანამდე სასტუმრო "რედისონიდან" რუსეთის დელეგაციის გამოსვლას ხმაურიანი შეძახილები მოჰყვა, რუსი დეპუტატების მიმართულებით ისროლეს წყლის ბოთლებიც.

ფრედი მერკური

20 ივნისი 2019, 18:53

კულტურა

YouTube-ზე ფრედი მერკურის აქამდე უცნობი სიმღერა გამოაქვეყნდა

კომპანია Universal Music-მა YouTube-ზე ჯგუფ Queen-ის ლიდერის ფრედი მერკურის აქამდე უცნობი სიმღერა „Time Waits For No One“ გამოაქვეყნა. როგორც ვიდეოს ანოტაციაშია ნათქვამი, სიმღერა მერკურის გარდაცვალებამდე 5 წლით ადრე, 1986 წელს არის ჩაწერილი და ის აუდიოს სახით არადროს გავრცელებულა.