Imedi /  04 აპრილი 2019, 21:36 / სანდო წყარო

დატყვევებული ვეშაპების გათავისუფლების მოთხოვნით რუსეთზე ზეწოლა იზრდება

ვეშაპები

ვეშაპები

რუსეთის მთავრობაზე საერთაშორისო ზეწოლა იზრდება. მიზანი იმ ვეშაპის გათავისუფლებაა, რომელიც შვიდი თვის განმავლობაში მცირე ზომის სათავსოებში არიან დატყვევებულები. ამის შესახებ BBC წერს.

ფრანგი საზღვაო მეცნიერი ჟან-მიშელ კუსტო და სფეროს სხვა სპეციალისტები რუს მაღალჩინოსნებს მოსკოვში ხვდებიან. მათ გეგმებში დატყვევებული ვეშაპების მონახულებაც შედის, რასაც ისინი 6 აპრილს გეგმავენ.

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის აღმოსავლეთით  მკვლელი, ორკასის ტიპის 11 ვეშაპი და 87 ბელუგა არის.

საქმეზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მიმდინარეობს გამოძიება.

ყველა სიახლე

08 აპრილი 2020, 08:42

COVID19

ბელარუსში კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, საფეხბურთო ჩემპიონატი არ შეწყდა

ბელარუსის საფეხბურთო ჩემპიონატის ტრანსლაციის უფლება მსოფლიოს 11-მა ქვეყანამ შეიძინა. ამის შესახებ ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა სერგეი ჟარდეცკიმ განაცხადა. ბელარუსი ევროპის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, საფეხბურთო ჩემპიონატი გრძელდება.

08 აპრილი 2020, 08:34

COVID19

იტალიაში დააჯარიმეს ქალი, რომელიც დღის განმავლობაში მაღაზიაში 11-ჯერ შევიდა

ამის შესახებ პორტალი Ilgiornale იტყობინება. ინციდენტი ქალაქ გრადოში მოხდა. სამართალდამცველებმა ქალს ორჯერ სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, სახლში დარჩენილიყო, მას შემდეგ კი რაც მაღაზიაში მეთერთმეტეჯერ დააპირა შესვლა, 280 ევროს ოდენობით ჯარიმა გამოუწერეს.

08 აპრილი 2020, 08:14

COVID19

საჩხერის სამედიცინო ცენტრის 10 მედიკოსს კორონავირუსზე კიდევ ერთი საკონტროლო ტესტი დღეს ჩაუტარდება

საჩხერის სამედიცინო ცენტრის 10 მედიკოსს, ვისაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ ინფექციონისტთან, კიდევ ერთი საკონტროლო ტესტი დღეს ჩაუტარდება. სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის თქმით, არცერთ მათგანს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არ აქვს, თუმცა ისინი კვლავ იზოლაციაში რჩებიან.

კორონავირუსი

08 აპრილი 2020, 08:07

COVID19

ძიუდოში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი კიდევ ერთხელ გადაიდო

ევროპის ძიუდოს კავშირის გადაწყვეტილებით, ტურნირი 8-10 ნოემბერს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ჩატარდება, თუმცა ყველაფერი მაინც კორონავირუსის გავრცელების რისკებზე იქნება დამოკიდებული.

ლინდსი გრემი

08 აპრილი 2020, 05:33

COVID19

სენატორი ლინდსი გრემი: მანამ, სანამ ჯანმოს ხელმძღვანელობა არ შეიცვლება, ჯანმოს დაფინანსებას მხარს არ დავუჭერ

მანამ, სანამ ჯანმოს ხელმძღვანელობა არ შეიცვლება, ჯანმოს დაფინანსებას მხარს არ დავუჭერ, - განაცხადა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა ლინდსი გრემმა. Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში სენატორმა აღნიშნა, რომ სენატის ასიგნაციების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის პოსტს გამოიყენებს, რათა ჯანმომ აშშ-სგან დაფინანსება არ მიიღოს.

მაიკ პენსი

08 აპრილი 2020, 05:13

COVID19

მაიკ პენსი: მეცნიერი არ ვარ, მაგრამ იმედის ნაპერწკალს ვხედავ

აშშ-ის ხელისუფლება კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობის სტაბილიზაციას ხედავს. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა.

08 აპრილი 2020, 04:46

COVID19

აშშ-ში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 1 939 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 1 939 ადამიანი გარდაიცვალა, რაც სიკვდილიანობის რეკორდული მაჩვენებელია. აქამდე რეკორდული მაჩვენებელი 4 აპრილს დაფიქსირდა, როდესაც დღე-ღამის განმავლობაში 1 344 ადამიანი გარდაიცვალა.

08 აპრილი 2020, 04:32

COVID19

ჯანმო: ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩრდილოეთ კორეიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე იუწყება, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არ დადასტურებულა. ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ ჩრდილოეთ კორეას კორონავირუსზე ტესტირებების ჩატარების შესაძლებლობა აქვს.

დონალდ ტრამპი

08 აპრილი 2020, 03:02

COVID19

დონალდ ტრამპი: მომდევნო კვირა მტკივნეული იქნება, თუმცა ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ეს უკვე მტკივნეული კვირაა

მომდევნო კვირა მტკივნეული იქნება, თუმცა, იცით, ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ეს უკვე მტკივნეული კვირაა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე. დონალდ ტრამპის თქმით, მომდევნო კვირა აშშ-ში რთული იქნება, თუმცა კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სიტუაცია თანდათანობით გაუმჯობესებას დაიწყებს.

დონალდ ტრამპი

08 აპრილი 2020, 02:38

COVID19

დონალდ ტრამპი: ჯანმოსთვის თანხების გამოყოფის შეჩერების საკითხს შევისწავლით

აშშ-ის ხელისუფლება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბიუჯეტში შენატანის გაკეთების შეჩერების საკითხს შეისწავლის. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

08 აპრილი 2020, 02:14

COVID19

კორონავირუსის გამო ილინოისის შტატში 1 100 პატიმარი გაათავისუფლეს

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების შეკავების მიზნით ილინოისის შტატში 1 100 პატიმარი გაათავისუფლეს. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა ჯეი რობერტ პრიცკერმა განაცხადა.

ჯეკ დორსი

08 აპრილი 2020, 01:47

COVID19

Twitter-ის დამფუძნებელი ჯეკ დორსი კორონავირუსთან საბრძოლველად 1 მილიარდ დოლარს გაიღებს

Twitter-ისა და მობილური გადახდების პროვაიდერის Square-ის დამფუძნებელი, ჯეკ დორსი კორონავირუსთან საბრძოლველად 1 მილიარდ დოლარს გაიღებს.

რონალდინიო

08 აპრილი 2020, 01:31

სპორტი

რონალდინიოსა და მის ძმას წინასწარი პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს

პარაგვაიში ყალბი საბუთების გამოყენების ბრალდებით დაკავებულ ყოფილ ფეხბურთელ რონალდინიოსა და მის ძმას, რობერტო დე ასის მორეირას წინასწარი პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიური გამოცემა G1 ავრცელებს.

08 აპრილი 2020, 01:17

COVID19

აშშ-ში კორონავირუსს 12 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილა რიცხვმა 12 ათასს გადააჭარბა. აღნიშნულს ცხადყოფს ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები. ბოლო მონაცემებით, აშშ კორონავირუსით 383 256 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 12 021 კი გარდაიცვალა.

პრაღა

08 აპრილი 2020, 00:55

COVID19

ჩეხეთის მთავრობამ კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები შეარბილა

ჩეხეთის რესპუბლიკა პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, რომელმაც კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები შეარბილა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს. კერძოდ, მოსახლეობას საშუალება მიეცა პირბადეების ტარების გარეშე ფიზიკური აქტიურობა განახორციელონ ქალაქგარეთ იმ პირობით, რომ დისტანცირების წესი დაცული იქნება.

პანდები

08 აპრილი 2020, 00:55

ტაბლოიდი

ჰონგ-კონგში კორონავირუსის გამო დაცარიელებულ ზოოპარკში 10 წლის განმავლობაში პირველად პანდები შეჯვარდნენ

ინ ინი და ლე ლე ზოოპარკში უკვე დიდი ხანია ბინადრობენ, თუმცა შეჯვარების ბუნებრივი პროცესის განხორციელებას აქამდე ვერ ახერხებდნენ. ზოოპარკის თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ მათი წარმატება ზოოპარკის კორონავირუსის პანდემიის გამო დაცარიელებამ განაპირობა.

08 აპრილი 2020, 00:45

COVID19

ინდოეთში პოლიციელებმა კორონავირუსის ფორმები ჩაიცვეს. ვიდეო

ინდოეთში პოლიციელები ახალი ეკიპირებით გამოჩნდნენ. სამართალდამცველებს კორონავირუსის ფორმები აცვიათ, რითაც მოსახლეობას შეახსენებენ, რომ ქვეყანაში კარანტინის რეჟიმი მოქმედებს.

ამანდა ჰოლდენი

08 აპრილი 2020, 00:40

COVID19

კორონავირუსის გამო კარანტინში მყოფმა ქალებმა ნაგვის გადაყრა სამეჯლისო კაბებით დაიწყეს. ფოტო

ქალები მთელ მსოფლიოში კორონავირუსის გამო კარანტინში და თვითიზოლაციაში ყოფნისას ნაგვის გადასაყრელად სამეჯლისო კაბებით გადიან და ფოტოსესიებს აწყობენ. ამის შესახებ Daily Mail წერს.

ოლაფი

08 აპრილი 2020, 00:35

კულტურა

Disney-ს ანიმატორმა მულტსერიალი „სახლში ოლაფთან ერთად“ სახლიდან გაუსვლელად შექმნა

მულტფილმის სერიები Disney-ს Twitter-სა და YouTube არხებზე იტვირთება. ჯერჯერობით უცნობია რა სიხშირით გამოვა ახალი სერიები, თუმცა პირველი ეპიზოდი „მხიარულება თოვლში“ უკვე ხელმისაწვდომია.

ირაკლი სესიაშვილი

08 აპრილი 2020, 00:16

საზოგადოება

ირაკლი სესიაშვილი ციხის ბუნტზე: არ შეიძლება რეალობა შეცვალო ტყუილებით და სიცრუით

„შეფასებები კიდევ იქნება, იმიტომ რომ არ შეიძლება რეალობა შეცვალო ტყუილებით და სიცრუით. და ჩვენ მუდმივად ვხედავთ, რომ იგივე პოლიტიკური მედიის მხრიდან მიდის მიზანმიმართული სიცრუის ტირაჟირება, სიცრუის გავრცელება, მცდელობა იმისა, რომ ეს ყველაფერი „გაპრავდეს“ - ადამიანების სიკვდილი, მკვლელობა, წამება და ეს იყო მათი ჩვეულებრივი ცხოვრების წესი“, - განაცხადა სესიაშვილმა.