Imedi /  08 აპრილი 2019, 21:14 / სანდო წყარო

რუმინეთის ყოფილ პრეზიდენტს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებს ედავებიან

იონ ილიესკუ

იონ ილიესკუ

რუმინეთის ყოფილ პრეზიდენტს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებს ედავებიან. საქმე ეხება იონ ილიესკუს როლზე 1989 წელს კომუნისტური რეჟიმის დამხობის ძალადობრივი აჯანყების შემდეგ. ამის შესახებ BBC წერს

იონ ილიესკუსა და ორ სხვას მათ სატელევიზიო გამოსვლებსა და მიმართვებში დეზინფორმაციის გავრცელებას ედავებიან, რის გამოც ვითარება უფრო უკონტროლო გახდა. 

ილიესკუს სათავეში მოსვლიდან 862 ადამიანი მოკლეს. ბრალდება ხანგრძლივი გამოძიების ერთგვარი დასასრულია. 

89 წლის იონ ილიესკუ ბრალდებებს უარყოფს. 

დანარჩენი ორი, რომელსაც ილიესკუსთან ერთად წაუყენეს ბრალი რუმინეთის მაშინდელი ვიცეპრემიერი ჯელუ ვოიკან ვოიკულესკუ და საჰაერო თავდაცვის ყოფილი ხელმძღვანელი იოსიფ რუსია. 

საქმეზე სასამართლო სხდომა ჯერ ჩანიშნული არ არის.

ყველა სიახლე

26 იანვარი 2021, 15:34

ეკონომიკა

კომპანია „ფრონტერასა“ და ყოფილ თანამშრომლებს შორის სახელფასო დავალიანებაზე ზეპირი შეთანხმება შედგა

რამდენიმესაათიანი საპროტესტო აქციის შემდეგ ნავთობმომპოვებელ კომპანია „ფრონტერასა“ და ყოფილ თანამშრომლებს შორის ზეპირი შეთანხმება შედგა. კომპანიის პოზიცია დედოფლისწყაროს ნავთობაზის მენეჯერმა, გიორგი ჯანიაშვილმა გაახმაურა, რომლის მიხედვითაც ყოფილ თანამშრომლებს სახელფასო დავალიანება ეტაპობრივად ჩაერიცხებათ და ეს თანხა 500 ლარი იქნება.

26 იანვარი 2021, 15:31

რეგიონი

ჩხოროწყუში, მდინარე ხობისწყლის სანაპიროზე ნაპირსამაგრი ჯებირის მოწყობა მიმდინარეობს

ქალაქ ჩხოროწყუში, მდინარე ხობისწყლის სანაპიროზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში 350 მ³ ნაპირსამაგრი ჯებირის მოწყობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, საკრებულოს თავმჯდომარე, კობა ჯიქია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯანო პერტაია გაეცნენ.

26 იანვარი 2021, 15:19

COVID19

კვლევა: ისრაელში Pfizer-ის ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან ერთ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ კორონავირუსი მხოლოდ 0.01%-მდე ადამიანს გამოუვლინდა

ისრაელის წამყვანი სამედიცინო პროვაიდერის Maccabi-ის წინასწარი მონაცემებით, Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან ერთ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ კორონავირუსი მხოლოდ 0.01%-მდე ადამიანს გამოუვლინდა.

გოგა ხაინდრავა

26 იანვარი 2021, 15:11

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ბიძინა ივანიშვილმა თავისი მოწინააღმდეგეები დაამარცხა, იმიტომ არიან ასეთი გაცეცხლებულები და გამწარებულები

„ვნახეთ ევროპის საბჭოს გუშინდელი დებატები და ანგარიში საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს თემა დაიხურა. საქართველოში პოლიტიკური ბრძოლა თავდება. ქართული და მსოფლიო საზოგადოებისთვის თემა დაიხურა, მორჩა, საქართველოში არჩევნები ჩატარდა. ჩვენ ისედაც კარგად ვიცოდით, რომ ეს ასეა. მელაძის, გვარამიასა და გრიგოლიას დონის მოაზროვნე უნდა იყო ადამიანი, რომ ჩათვალო 48 % აღებული ხელისუფლება არჩევნებს აყალბებს. ასეთი ჯერ ბუნებაში არ ყოფილა“.

26 იანვარი 2021, 15:10

საზოგადოება

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მეორე ადგილზე გასული გუნდი ,,მკვლევარი“ GITA-ს დაფინანსებით აშში-ში ტექნოლოგიების საზაფხულო ბანაკში გაემგზავრება

2020 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მეორე ადგილზე გასული გუნდი ,,მკვლევარი“ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსებით აშშ-ში ტექნოლოგიების საზაფხულო ბანაკში მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გამარჯვებულ ახალგაზრდებს ტექნოპარკში GITA-ს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ უმასპინძლა.

გოგა ხაინდრავა

26 იანვარი 2021, 15:09

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: დღეს საქართველოს აქვს დოკუმენტი, რომელიც შეიძლება, დეოკუპაციის საფუძვლად იქცეს

„სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებამ საფუძველი მისცა ქართულ სახელმწიფოს, რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე სამართლებრივად ედავოს”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

26 იანვარი 2021, 14:59

COVID19

ივანე მაჭავარიანი: პანდემიის დაწყების პირველი დღეებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მებაჟე ოფიცრების მიერ გაწეული საქმიანობა

პანდემიის დაწყების პირველი დღეებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მებაჟე ოფიცრების მიერ გაწეული საქმიანობა, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი გამართულ ონლაინ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

კახაბერ კუჭავა

26 იანვარი 2021, 14:52

პოლიტიკა

კახაბერ კუჭავა: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, ჩვენი დელეგაციის წევრებმა, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია მუშაობას აგრძელებს. დღევანდელი სესიის დღის წესრიგის საკითხს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულება წარმოადგენდა, რომელზეც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მიერ მოგებულ დავაზე ინფორმაციები წარმოადგინეს და რუსეთის მიმართ დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

26 იანვარი 2021, 14:48

საზოგადოება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კონტრაქტორების ნაწილის გაფიცვაზე განცხადებას ავრცელებს

წყლის გამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კონტრაქტორების ნაწილის გაფიცვას სპეციალური განცხადებით ეხმაურება. „კომპანიის კონტრაქტორების ერთმა ნაწილმა ორი დღეა უარი განაცხადა სამუშაოს შესრულებაზე. მათი ვალდებულებები განსაზღვრულია კონკრეტული ხელშეკრულებით, რომლის პირობებსაც არღვევენ თავიანთი ქმედებებით. ერთი მხრივ ისინი არ ასრულებენ მოვალეობებს, თანაც ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, მეორე მხრივ კი სხვებსაც ხელს უშლიან სამუშაოს შესრულებაში, რითაც აფერხებენ კომპანიის მიმდინარე საქმიანობას“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კახა კუჭავა

26 იანვარი 2021, 14:41

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ირაკლი კობახიძეს ყველა ძალიან კარგად იცნობს, როგორც ძალიან მაღალი დონის პროფესიონალს

„გუშინდელი შეხვედრის დროსაც, პრეზიდენტმა ცალსახად აღნიშნა, რომ მას იმედი აქვს ირაკლი კობახიძის აქტიური მონაწილეობის. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან მთლიანად საქართველოს დელეგაციის მხარდაჭერა არის ძალიან მაღალი“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

თენგიზ ცერცვაძე

26 იანვარი 2021, 14:20

COVID19

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მალე ამოქმედდება პროგრამა, რითაც პოსტკოვიდური სინდრომის მქონე ნებისმიერი ადამიანი უფასო გამოკვლევას ჩაიტარებს

„პოსტკოვიდური კვლევის პარალელურად, შეიქმნება პროგრამა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი გამოაცხადებს, რითაც ყველა პოსტკოვიდური სინდრომის მქონე ადამიანს განურჩევლად იმისა, არის თუ არა კვლევაში ჩართული, ყველა მათგანს შესაძლებლობა ექნება მიმართოს კლინიკას, თან არამარტო თბილისში, არამედ ნებისმიერ რეგიონში და უფასოდ ჩაუტარდება ყველა საჭირო გამოკვლევა და თუ საჭიროა, მკურნალობა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კარლოს ოლმეს ტრუხილიო

26 იანვარი 2021, 14:17

COVID19

კოლუმბიის თავდაცვის მინისტრი კორონავირუსით გარდაიცვალა

კოლუმბიის თავდაცვის მინისტრი, კარლოს ოლმეს ტრუხილიო კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ მინისტრის ოჯახი ავრცელებს.

ოზურგეთი, საპროტესტო აქცია

26 იანვარი 2021, 14:11

რეგიონი

ოზურგეთში, მოსახლეობა ფერადი ლითონების გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას აპროტესტებს

ოზურგეთში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე ადგილობრივები შეიკრიბნენ. მოსახლეობა ფერადი ლითონების გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას აპროტესტებს. საპროტესტო აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ საწარმო საფრთხეს უქმნის გარემოსა და მოსახლეობის ჯანმრთელობას, ასევე ოზუგეთისთვის მნიშვნელოვან ანასეულის წყალმომარაგების პროექტსაც, რომელიც ბიუჯეტს 7 მილიონი ლარი დაუჯდა.

ბიძინა ივანიშვილი

26 იანვარი 2021, 14:06

პოლიტიკა

Times-ი: ბიძინა ივანიშვილის ,,ქართული ოცნების“ გამარჯვებამ წერტილი დაუსვა ინდივიდუალისტი პოლიტიკოსის, სააკაშვილის მმართველობას, რომელმაც 2008 წელს ომის შედეგად ტერიტორიის 20% დაკარგა

ავტორი მიხეილ სააკაშვილს ინდივიდუალისტ პოლიტიკოსად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ მის პირობებში საქართველომ 2008 წელს რუსეთთან გამანადგურებელი ომის შედეგად დაკარგა თავისი ტერიტორიის 20%. სტატიაში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ემთხვევა საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან მომენტს.

მიხეილ სარჯველაძე ჰუბერტ ქნირში

26 იანვარი 2021, 14:06

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ქართველი ხალხი გრძნობს გერმანიის სახელმწიფოს მხრიდან უზარმაზარ დახმარებასა და ხელშეწყობას

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე გერმანიის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე იმსჯელეს რიგ საკითხებზე, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება წარიმართოს თანამშრომლობა, ისაუბრეს როგორი იქნება თანამშრომლობის ფორმები.

კახა კუჭავა

26 იანვარი 2021, 13:52

პოლიტიკა

კახა კუჭავა: საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისთვის მყარი სამართლებრივი საფუძველია

როგორც კახა კუჭავამ განმარტა, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების დარღვევა, დარღვევა მუხლისა, რომელიც უკავშირდებოდა წამების აკრძალვას, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, გადაადგილების თავისუფლება და ვალდებულება, ეთანამშრომლა სასამართლოსთან.

მარიამ ქვრივიშვილი

26 იანვარი 2021, 13:50

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლება ერთგულია ყველა ძალისხმევისა, რათა სრულყოფილად და ეფექტურად აღსრულდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები

საქართველოს ხელისუფლება ერთგულია ყველა ძალისხმევისა, რათა სრულყოფილად და ეფექტურად აღსრულდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები - ორივე სახელმწიფოთაშორისი გადაწყვეტილების აღსრულება ევროსაბჭოს თითოეული წევრის საერთო პასუხისმგებლობაა,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სტრასბურგში, ზამთრის სესიაზე განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

26 იანვარი 2021, 13:50

COVID19

თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში პოსტკოვიდური კვლევა 500 ადამიანზე იწყება

ამ კვლევის შედეგი იქნება ძალიან სერიოზული. ჩვენ გვეცოდინება საკუთარ მასალაზე და არა ინგლისელების მასალაზე, რამდენ პროცენტ შემთხვევაში ვითარდება ეს სინდრომი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შოთა ბურჯანაძე

26 იანვარი 2021, 13:50

ეკონომიკა

ბიზნესის წარმომადგენლები მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ეპიდემიოლოგებს ხვდებიან

ბიზნესის წარმომადგენლებსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შორის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ეპიდემიოლოგებიც ესწრებიან. ეკონომიკურ გუნდთან და ეპიდემიოლოგებთან შეხვედრამდე ბიზნესის წარმომადგენლებმა მედიასთან კომენტარები გააკეთეს. რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით ტურიზმის სექტორი, მათ შორის რესტორნები და სასტუმროები მზად არიან ყველა რეკომენდაციის და რეგულაციის დაცვით განაახლონ მუშაობა.

26 იანვარი 2021, 13:45

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა.