imedi /  18 აპრილი 2019, 11:53 / სანდო წყარო

ბანგლადეშში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გოგო ცოცხლად დაწვეს

ნუსრათ ჯაჰან რაფი

ნუსრათ ჯაჰან რაფი

ბანგლადეშში ცოცხლად დაწვეს 19 წლის გოგო, რომელმაც ორი კვირით ადრე სკოლის დირექტორის მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ნუსრათ ჯაჰან რაფი ქალაქ ფენიში, ისლამურ სკოლაში სწავლობდა. 27 მარტს დირექტორმა ის კაბინეტში გამოიძახა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, რის შემდეგაც ნუსრათი ოთახიდან გაიქცა. უამრავი სხვა ბანგლადეშელი გოგოსგან განსხვავებით, ნუსრათი ოჯახთან ერთად პოლიციაში მივიდა და ყველაფერი სამართალდამცველებს უამბო. მისთვის მშვიდი და უსაფრთხო გარემოს შეთავაზების ნაცვლად, პოლიციელმა მას მობილურით ვიდეო გადაუღო, როდესაც ის მომხდარის შესახებ ყვებოდა. ვიდეოზე ჩანს, რომ ნუსრათი სახეზე ხელებს იფარებს, პოლიციელი კი ამბობს, რომ „სერიოზული არაფერი მომხდარა“.

იმავე დღეს პოლიციამ სკოლის დირექტორი დააკავა, თუმცა მისი გათავისუფლების მოთხოვნით ქუჩაში საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი მომხდარში ნუსრათს ადანაშაულებდნენ.

მიუხედავად ამისა 6 აპრილს, ინციდენტიდან 11 დღეში ნუსრათი სკოლაში მივიდა, რათა გამოცდა ჩაებარებინა.

ერთ-ერთმა თანასკოლელმა ნუსრათი სკოლის სახურავზე აიყვანა, სადაც 4-5 თანასკოლელი მას საჩივრის უკან გამოტანისკენ მოუწოდებდა. როდესაც ნუსრათმა უარი განაცხადა, მას ნავთი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.

მთავარი პროკურორის ბანაჯ ქუმარ მაჯუმდერის განცხადებით, მკვლელებს თვითმკვლელობის ინსცენირება სურდათ, თუმცა მათი წასვლის შემდეგ ნუსრათმა უცხო პირებისთვის მომხდარის მოყოლა მოასწრო.

„ერთ-ერთი მკვლელი მას თმით იჭერდა, რის გამოც ნუსრათს თავზე ნავთი არ მოხვედრია“, - აცხადებს მაჯუმდერი.

როდესაც ნუსრათი ადგილობრივ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ექიმებმა მას სხეულის 80%-ს დამწვრობა დაუდგინეს და ნუსრათის სხვა საავადმყოფოში გადაყვანა გადაწყვიტეს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში ნუსრათმა ძმის მობილურ ტელეფონზე განცხადების ჩაწერა მოასწრო.

„დირექტორი ხელით შემეხო, ამ დანაშაულის წინააღმდეგ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ“, - ამბობს ნუსრათი ჩანაწერში.

ნუსრათის ჯანრმთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ბანგლადეშის ყველა გამოცემა აქვეყნებდა. ნუსრათი 10 აპრილს გარდაიცვალა.

პოლიციამ გამოძიების ფარგლებში 15 ადამიანი დააკავა, 7 მათგანს მკვლელობაში მონაწილეობა ედება ბრალად. ამ დრომდე პატიმრობაში რჩება ისლამური სკოლის დირექტორიც. პოლიციელი, რომელმაც ნუსრათის განცხადება ტელეფონით გადაიღო, თანამდებობიდან გადააყენეს.

ყველა სიახლე

26 მაისი 2026, 18:31

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მარკო რუბიო

26 მაისი 2026, 18:27

მსოფლიო

რუბიოს განცხადებით, აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმებას შეიძლება კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ომის დასასრულებლად შეთანხმების მისაღწევად, შესაძლოა, „კიდევ რამდენიმე დღე“ გახდეს საჭირო.

გიორგი ვოლსკი

26 მაისი 2026, 18:23

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი რადიკალებზე: პარლამენტში გარკვეული ადგილების დაკავებაზე უარი თქვეს მხოლოდ იმიტომ, რომ რევოლუციის წარმატების იმედი ჰქონდათ

პარლამენტში გარკვეული ადგილების დაკავებაზე უარი თქვეს მხოლოდ იმიტომ, რომ რევოლუციის წარმატების იმედი ჰქონდათ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ რადიკალებთან დაკავშირებით.

26 მაისი 2026, 18:14

მსოფლიო

Der Spiegel: აშშ გეგმავს მნიშვნელოვნად შეამციროს ის სამხედრო რესურსები, რომლებიც კრიზისის დროს ევროპელი მოკავშირეების დასახმარებლად არის განკუთვნილი

აშშ გეგმავს მნიშვნელოვნად შეამციროს ის სამხედრო რესურსები, რომლებიც კრიზისის დროს ევროპელი მოკავშირეების დასახმარებლად არის განკუთვნილი. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

26 მაისი 2026, 18:12

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი საქართველო-აშშ-ს ურთიერთობაზე: ჩვენ მომავალს თანამშრომლობაში ვხედავთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არა თუ საქართველოს, არამედ კაცობრიობას არ უწერია გადარჩენა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილსა და საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. ვოლსკი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის მეგობრული ურთიერთობები განახლდება.

ირაკლი ბათიაშვილი

26 მაისი 2026, 18:12

პოლიტიკა

ირაკლი ბათიაშვილი: დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დამთმობი დღეს არავინ არის - არც ხალხი, არც ხელისუფლება

„დღეს სხვა ვითარებაა. ამ საკითხი ხელისუფლება და ხალხი აბსოლუტურად ერთიანია. რაც შეეხება დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, არავინ ამის დამთმობი დღეს არ არის და ეს აშკარად ჩანს. არც ხალხი, არც ხელისუფლება ამას არ დათმობს“, - აცხადებს ბათიაშვილი.

26 მაისი 2026, 18:05

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: 2012 წლიდან მოყოლებული რევოლუციის მუქარის ან მცდელობების რეჟიმში ვცხოვრობთ. და მაინც, არათუ გადარჩა ჩვენი ქვეყანა, არამედ მიაღწია იმ მაჩვენებელს, რომელიც შესაშურია ბევრისთვის

2012 წლიდან მოყოლებული ან რევოლუციის მუქარის ან მცდელობების რეჟიმში ვცხოვრობთ. და მაინც, არა თუ გადარჩა ჩვენი ქვეყანა, არამედ მიაღწია იმ მაჩვენებელს, რომელიც შესაშურია ბევრისთვის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „დღის ქრონიკას“.

26 მაისი 2026, 17:52

მსოფლიო

ირანში ინტერნეტი 88-დღიანი გათიშვის შემდეგ ჩაირთო

ირანში ინტერნეტთან წვდომა ეტაპობრივად აღდგა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

ირაკლი კირცხალია

26 მაისი 2026, 17:51

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია 2011 წლის 26 მაისის დარბევაზე: განსაკუთრებით მტკივნეულია დღევანდელ დღეს, როდესაც ვიხსენებთ სისხლიან ღამეს, რომლის მომსწრეც გახდა მთელი ჩვენი საზოგადოება

განსაკუთრებით მტკივნეულია დღევანდელ დღეს, როდესაც ვიხსენებთ სისხლიან ღამეს, რომლის მომსწრეც გახდა მთელი ჩვენი საზოგადოება, - განაცხადა 2011 წლის 26 მაისი დარბევის შესახებ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

ლევან მახაშვილი

26 მაისი 2026, 17:51

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: თუ გავითვალისწინებთ რა უკეთებიათ და რა მოაწყვეს 2011 წლის 26 მაისს, გასაგებია რა გეგმები და მიზნები შეიძლება ჰქონდეთ დღეს

თუ გავითვალისწინებთ რა უკეთებიათ და 26 მაისი რასთან ასოცირდება კონკრეტულად ამ პოლიტიკურ ძალასთან, რა მოაწყვეს 2011 წლის 26 მაისს, გასაგებია რა გეგმები და მიზნები შეიძლება ჰქონდეთ დღეს, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“ 2011 წლის 26 მაისზე საუბრისას.

პეტრ პაველი

26 მაისი 2026, 17:39

მსოფლიო

ჩეხეთის პრეზიდენტის განცხადებით, ჩეხეთის ინიციატივა უკრაინისთვის ჭურვების გადაცემის შესახებ 18-დან 9 ქვეყანამ დატოვა

ჩეხეთის მიერ დაფუძნებული ინიციატივა, რომელიც უკრაინისთვის მსხვილკალიბრიანი ჭურვების გადაცემას გულისხმობდა, 18 ქვეყნიდან ცხრამ უკვე დატოვა, - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტერ პაველმა Financial Times-თან ინტერვიუში.

გენო პეტრიაშვილი

26 მაისი 2026, 17:33

საზოგადოება

გენო პეტრიაშვილი: მინდა მივულოცო ჩვენს ერს და საზოგადოებას ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ლამაზი დღე და ვისურვო, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა იცხოვრონ თავისუფალ, ერთიან საქართველოში

მინდა თითოეულ მივულოცო ჩვენს ერს და საზოგადოებას ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ლამაზი დღე და ვისურვო, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა იცხოვრონ თავისუფალ, ერთიან საქართველოში, - განაცხადა პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრმა, გენო პეტრიაშვილმა.

26 მაისი 2026, 17:27

საზოგადოება

26 მაისს GITA - ს ტექნოლოგიური პავილიონი ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე იყო წარმოდგენილი

სააგენტო განსაკუთრებული, ტექნოლოგიური და ინოვაციური სტენდით დახვდა სტუმრებს. მრავალფეროვანი აქტივობები მოიცავდა 3D მოდელირების ვორქშოფს, რომლის ფარგლებშიც 26 მაისის თემატიკაზე შეიქმნა 3D მოდელები და ადგილზე იყო ნაჩვენები ბეჭდვის პროცესი, ჩატარდა ასევე ვორქშოფი თემაზე 3D მოდელირება და ბეჭდვა. ვორქშოფის მონაწილეებმა 3D პრინტერზე დაბეჭდილი 26 მაისის თემატიკის სუვენირებიც მიიღეს საჩუქრად.

გიორგი გამსახურდია

26 მაისი 2026, 17:25

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ჩარაზულია თქვენთვის თეთრი სახლის ყველა მისადგომი, სანამ პატრიოტი პრეზიდენტი ტრამპი და მისი გუნდია სათავეში, შეუშვით ეგ თქვენს ლაყე თავებში

ვის უნდა გააგონოთ ხმა თქვე უდღეურებო? - ასე მიმართავს გიორგი გამსახურდია ოპოზიციას და დონალდ ტრამპის მიერ მიხეილ ყაველაშვილისთვის გაგზავნილ დამოუკიდებლობის დღის მისალოც წერილს აქვეყნებს.

მარიამ ქვრივიშვილი

26 მაისი 2026, 17:15

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური სიძლიერე

„ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური სიძლიერე. თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურ საქმიანობაში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელშესახები გახდეს ის კეთილდღეობა, რომელიც დადებითად აისახება საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, რომელმაც თავისუფლების მოედანზე 26 მაისის სადღესასწაულო აქტივობებში მიიღო მონაწილეობა.

მარიამ ქვრივიშვილი

26 მაისი 2026, 17:15

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა წარმოადგინონ და მოახდინონ საქართველოში წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია

26 მაისი უმნიშვნელოვანესი დღეა თითოეული ჩვენგანისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თავისუფლებას, ერთიანობასა და ძლიერ სახელმწიფოებრიობას, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

26 მაისი 2026, 17:14

საზოგადოება

მთელი ქვეყნის მასშტაბით 17:10 წუთზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა - 108 წლის წინ სწორედ ამ დროს, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს მოეწერა ხელი

17 საათსა 10 ათ წუთზე მთელი ქვეყნის მასშტაბით საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა - 108 წლის წინ სწორედ ამ დროს, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს მოეწერა ხელი.

26 მაისი 2026, 17:13

მსოფლიო

მარკო რუბიოს ვიზიტი ერევანში ერთ საათში დასრულდა და ქალაქი ისე დატოვა, რომ აეროპორტიდან არც გასულა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს ვიზიტი ერევანში ერთ საათში დასრულდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

26 მაისი 2026, 16:58

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: თელავში ეკონომიკის სამინისტრო წარმოდგენილია ენერგეტიკული თემატიკის პავილიონებით, შემეცნებითი და გასართობი პროგრამით, ასევე საქართველოს ფოსტის ისტორიული რაკურსითა და სხვადასხვა სტენდებით

„სრულიად საქართველოს ვულოცავ 26 მაისის დღესასწაულს, დღეს ჩვენ ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ეს არის მართლაც ამაღლებული, საამაყო დღე თითოეული ქართველისთვის“, - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე თელავიდან მიულოცა.

26 მაისი 2026, 16:56

პოლიტიკა

დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს: ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის შესაბამის დოკუმენტს ქართულ მხარეს, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი უზიარებს.