imedi /  24 აპრილი 2019, 10:33 / სანდო წყარო

ესპანეთმა რუსეთისგან ტარიელ ონიანის ექსტრადირება მოითხოვა

ტარიელ ონიანი

ტარიელ ონიანი

ესპანეთის ანტიკორუფციულმა პროკურატურამ რუსეთს ტარიელ ონიანის ექსტრადირების შესახებ ოფიციალური მოთხოვნა გაუგზავნა. როგორც Deutsche Welle-სთვის გახდა ცნობილი, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ონიანი კრიმინალური სამყაროს ცნობილი წარმომადგენელია, რომელსაც „კანონიერი ქურდის“, „ტაროს“ სახელით იცნობენ. ესპანეთში მას დანაშაულებრივი დაჯგუფების შემადგენლობაში უკანონოდ მიღებული შემოსავლების გათეთრება ედება ბრალად და სასჯელის სახით 8,5-წლიანი პატიმრობა და 50 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა ელოდება.

ესპანეთის პროკურატურის მიერ გაგზავნილ 38-გვერდიან დოკუმენტში წერია, რომ ონიანი და მისი თანამზრახველები 1995 წლიდან 2005 წლამდე ესპანეთში უკანონოდ საქმიანობდნენ. ესპანური გამოძიების მტკიცებით, ყოფილი სსრკ-სა და ევროპის სხვა ქვეყნებში გამოძალვის, საწარმოების „გაკონტროლების“ და ნარკოტიკებით ვაჭრობის გზით მიღებულ თანხებს ონიანი ესპანეთში ლეგალურ სარესტორნო და სამშენებლო ბიზნესში აბანდებდა.

ონიანის დაკავებაზე პირველი ორდერი ესპანურმა პროკურატურამ ჯერ კიდევ 2005 წელს, ფართომასშტაბიანი საპოლიციო ოპერაციის დროს გასცა, როდესაც 30-ზე მეტი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს. თუმცა, როგორც რუსეთში ესპანეთის პროკურატურის მიერ გაგზავნილ დოკუმენტშია აღნიშნული, ონიანმა ესპანეთიდან გაქცევა რამდენიმე საათით ადრე მოასწრო.

Deutsche Welle-სთან საუბარში ესპანეთის პროკურატურაში განაცხადეს, რომ „ამჯერად რუსულ მხარესთან წარმატებული თანამშრომლობის იმედი აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი პრაქტიკულად არასდროს გადასცემს ესპანეთს ეჭვმიტანილებს. ესპანური მხარის ოპტიმიზმი იმით არის განპირობებული, რომ ტარიელ ონიანი უკვე დაკავებულია რუსეთში საერთაშორისო ორდერის საფუძველზე, რომელიც ესპანეთმა რუსეთში ინტერპოლის ხაზით გააგზავნა.

ყველა სიახლე

18 ივლისი 2026, 20:59

სპორტი

სპორტის მინისტრი მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენების ასპარეზობებს დაესწრო

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე პორტუგალიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მინისტრი ვიზიტისას ქალაქ გონდომარში მიმდინარე მაგიდის ჩოგბურთის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენების ასპარეზობას პორტუგალიის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ლევან წურწუმიასთან ერთად დაესწრო.

ირაკლი კობახიძე

18 ივლისი 2026, 20:24

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თეთრი სახლის ლიდერის გზავნილი ოფიციალურ თბილისს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების მოსალოდნელ გადატვირთვას შეეხო.

18 ივლისი 2026, 20:13

რეგიონი

სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მესამე, 12-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ოფიციალურად დასრულდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად შესაძლებელია. პროექტის ფარგლებში აშენდა 6 სახიდე გადასასვლელი და 2 უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო კვანძი. გარდა ამისა, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, მოეწყო სპეციალური გადასასვლელები შინაური ცხოველებისთვის და საველე გასასვლელები, რომლებიც მაგისტრალს ადგილობრივი მნიშვნელობის გზებთან აკავშირებს.

საბა ბუაძე

18 ივლისი 2026, 20:04

პოლიტიკა

საბა ბუაძე: ამ ქალაქს სჭირდება მიუსაფარი ცხოველებისგან თავისუფალი გარემო, სადაც ყველა უბანში დაავადებული ძაღლების ხროვა არ დადის

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საბა ბუაძე „ტვ პირველის“ ეთერში გადაცემაში „დღის ამბები“ საუბრობს, რომ ქალაქს სჭირდება მიუსაფარი ცხოველებისგან თავისუფალი გარემო.

ივანე აბაშიძე

18 ივლისი 2026, 19:10

ეკონომიკა

ივანე აბაშიძე: ანაკლიის განახლებული გენგეგმა ითვალისწინებს თანამედროვე მულტიმოდალური ნავსადგურის განვითარებას, რომელიც საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო გადაზიდვების ეფექტიან ინტეგრაციას უზრუნველყოფს

სწორედ მულტიმოდალიზმი არის ის, რაც საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნებისა და შუა დერეფნის მომავალ კონკურენტუნარიანობას განსაზღვრავს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორმა, ივანე აბაშიძემ, როტერდამის ნავსადგურში ვიზიტისას.

გიორგი ქაჯაია

18 ივლისი 2026, 18:45

პოლიტიკა

გიორგი ქაჯაია: პოლიტიკური ტერორიზმი არის სწორედ ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა 2024 წლის არჩევნების შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად აქვს შესწავლილი ბატონ რუბიოს, ჩვენს ქვეყანაში რა ხდება ამ მიმართულებით

პოლიტიკური ტერორიზმი არის სწორედ ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა 2024 წლის არჩევნების შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად აქვს შესწავლილი ბატონ რუბიოს, ჩვენს ქვეყანაში რა ხდება ამ მიმართულებით. 60-მდე ქვეყანა ესწრებოდა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი მიიწვიეს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ანალიტიკოსმა გიორგი ქაჯაიამ ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობაზე საუბრისას.

18 ივლისი 2026, 18:27

პოლიტიკა

ანალიტიკოსი გიორგი ქაჯაია: პრაგმატული და რაციონალური პოლიტიკის შედეგია, რომ ბატონი ტრამპი ცდილობს რაც შეიძლება მჭიდრო, თანასწორუფლებიანი, პარტნიორული ურთიერთობის ახალი ფურცელი დაიწყოს, რისთვისაც ქართული სახელმწიფო მზადაა

ანალიტიკოსმა, გიორგი ქაჯაიამ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გამოგზავნილი წერილი „დღის ქრონიკაში“ შეაფასა. როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, პრაგმატული და რაციონალური პოლიტიკის შედეგია, რომ დონალდ ტრამპი ცდილობს რაც შეიძლება მჭიდრო, თანასწორუფლებიანი, პარტნიორული ურთიერთობის ახალი ფურცელი დაიწყოს.

გიორგი სოსიაშვილი

18 ივლისი 2026, 18:08

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც ძალიან ბრძენი პოლიტიკოსია, თავის გუნდთან ერთად ძალიან კარგად ხედავს, რომ საქართველო გადაიქცა ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად რეგიონში და წარმატებული ქვეყნის წარმატებულ პრემიერ-მინისტრს გამოუგზავნა წერილი

მისივე თქმით, აღნიშნულით ტრამპმა დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა და მეგობრობა და ის, რომ „აშშ-ს სჭირდება სწორედ ჩვენნაირი სწორად მოფიქრალი, სწორი სტრატეგიის შემმუშავებელი ქვეყანა, რომელიც იქნება მისი მყარი პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში და ეს დადასტურდა ამ წერილით“.

გიორგი სოსიაშვილი

18 ივლისი 2026, 18:07

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილმა: ამ აგენტურაზე ძალიან დიდი ფულია დახარჯული და ცდილობენ, რომ ის ჩადებული კაპიტალი იქნებ როგორღაც გამოიყენონ, დამატებით ჟანგბადი მისცენ ამ კვდომაში წასულ ოპოზიციას და როგორღაც გამოიყენონ თავიანთი აგენტურა

ამ აგენტურაზე ძალიან დიდი ფულია დახარჯული და ცდილობენ, რომ ის ჩადებული კაპიტალი იქნებ როგორღაც გამოიყენონ, დამატებით ჟანგბადი მისცენ ამ კვდომაში წასულ ოპოზიციას და როგორღაც გამოიყენონ თავიანთი აგენტურა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ოპოზიციაზე და ევრობიუროკრატებზე საუბრისას

გიორგი სოსიაშვილი

18 ივლისი 2026, 18:03

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ძალიან კარგად ხედავს, რომ საქართველო წარმატებული ქვეყანაა, შემდგარი სახელმწიფოა - ჩვენი შეხედულებები ბევრი მიმართულებით ემთხვევა

„საქართველო განიხილება რეგიონში როგორც სერიოზული პარტნიორი, რომელიც დამაკავშირებელი რგოლია. რაც არ უნდა სცადონ გეოგრაფიული მოცემულობის შეცვლა კალასებმა და მისმა მსგავსმა ჩინოვნიკებმა, ბუნებრივია, გეოგრაფიას ვერ შეცვლიან. შუა დერეფანი ჩვენი ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია, რომელსაც საქართველო ყოველთვის გამოიყენებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა სოსიაშვილმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი ოლექსანდრ სირსკი

18 ივლისი 2026, 17:44

მსოფლიო

Financial Times: ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლებლობას განიხილავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლებლობას განიხილავს. ამგვარად ის ცდილობს გამოსავალი იპოვოს თავისი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში შექმნილი სამხედრო ხელმძღვანელობის ყველაზე სერიოზული კრიზისიდან. ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

18 ივლისი 2026, 17:33

სამართალი

„ქრონიკის“ ინფორმაციით, შეერთებული შტატების საემიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურმა საემიგრაციო კანონმდებლობის დარღვევისთვის დააკავა საქართველოს მოქალაქე დავით ხორგუაშვილი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული აშშ-ში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ოპოზიციურ აქტივობებში

„ქრონიკის“ ინფორმაციით, შეერთებული შტატების საემიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურმა საქართველოს მოქალაქე, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე დავით ხორგუაშვილი დააკავა.

არჩილ გორდულაძე

18 ივლისი 2026, 17:30

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ სევდამ და ნაღველმა დაისადგურა. მათი ნარატივი - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის შემდეგ, რომ თითქოს, საქართველო არის სრულ იზოლაციაში და არ ჰყავს არჩეული ხელისუფლება, წამიერად ჩამოშალა პრეზიდენტ ტრამპის წერილმა

„კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ სევდამ და ნაღველმა დაისადგურა. მათ გულებში ტკივილია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აშშ-ის პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გამოგზავნილ წერილს.

გიორგი სოსიაშვილი

18 ივლისი 2026, 17:12

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი ევროკავშირის საელჩოს „ქარდზე“: ეს არის ახალი კონფრონტაციის მცდელობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი ევროკავშირის საელჩოს „ქარდს“ მედიასთან აფასებს. როგორც სოსიაშვილი აღნიშნავს, ეს არის ახალი კონფრონტაციის მცდელობა.

18 ივლისი 2026, 16:44

პოლიტიკა

პარტია „ერთიანი ნეიტრალური” საქართველო განაგრძობს რეგიონული წარმომადგენლობების გახსნის კამპანიას. რიგით მე-8 რეგიონული ოფისის პრეზენტაცია ოზურგეთში, სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო” აქტიურად ემზადება 2028 წლის არჩევნებისთვის და გეგმავს, რომ პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს. პარტიული სტრუქტურების გაძლიერების პარალელურად, “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” გუნდი მუშაობს საარჩევნო პრპგრამაზე, რომელიც მორგებული იქნება თითოეული რეგიონის სპეციფიკაზე“.

18 ივლისი 2026, 16:17

მსოფლიო

CNN: ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, აშშ-ის მიერ ირანზე მიტანილი დარტყმების შედეგად, დაპირისპირების მიმდინარე ეტაპზე, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად ირანში, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, რითაც ომის ამ ბოლო ფაზის დაწყების შემდეგ დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 50-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

18 ივლისი 2026, 16:07

მსოფლიო

ქუვეითის ნავთობკორპორაციამ განაცხადა, რომ ირანული მხარის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნავთობობიექტი სერიოზულად დაზიანდა

ქუვეითის ნავთობკორპორაციამ (KPC) განაცხადა, რომ ირანული მხარის მიერ განხორციელებული განმეორებითი თავდასხმების შედეგად ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნავთობობიექტი სერიოზულად დაზიანდა.

18 ივლისი 2026, 15:59

მსოფლიო

გერმანიაში ტერორისტული საფრთხის დონე მაღალ ნიშნულამდე გაიზარდა

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ დობრინდტმა ქვეყანაში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების შესახებ განაცხადა და ტერორისტული საფრთხის დონე მაღალ ნიშნულამდე გაზარდა. აღნიშნულის შესახებ დობრინდტმა გამოცემა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში ისაუბრა.

დავით მათიკაშვილი

18 ივლისი 2026, 15:50

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: იმ შემოდინებებიდან, რომლებიც საქართველოში იყო ევროკავშირის ფონდებიდან, უდიდესი ნაწილი იყო მიზანმიმართულად გათვალისწინებული რადიკალიზმის გასაღვივებლად - თავადაც კარგად იციან, თუ სად მიედინებოდა ამ თანხებიდან უდიდესი ნაწილი

მისივე თქმით, მართლაც გასაკვირია, რატომ ცდილობს ევროკავშირის საელჩო საქართველოში, რომ აღნიშნული იმ სახით შესთავაზოს საზოგადოებას, თითქოს ევროკავშირის ფონდებიდან შემოსული თანხები მთლიანად სახელმწიფოსა და ქვეყნის განვითარებას ხმარდებოდა.

ელისო ბოლქვაძე

18 ივლისი 2026, 15:35

რეგიონი

აჭარის ხელოვნების მუზეუმში ლაზი მხატვრის ხასან ჰელიმიშის მემორიალური გამოფენა გაიხსნა

აჭარის ხელოვნების მუზეუმში თვითნასწავლი ლაზი მხატვრისა და პოეტის, ხასან ჰელიმიშის მემორიალური გამოფენა გაიხსნა, რომელიც ხელოვანის გარდაცვალებიდან 50 წლისთავს ეძღვნება. გამოფენა აჭარის კულტურის მინისტრის ელისო ბოლქვაძის ინიციატივითა და ხელოვნების მუზეუმის ორგანიზებით იმართება.