imedi /  25 აპრილი 2019, 12:26 / სანდო წყარო

უმაღლესმა რადამ უკრაინული ერთადერთ სახელმწიფო ენად გამოაცხადა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ცხოვრების ყველა სფეროში უკრაინის ენის ექსკლუზიური გამოყენების შესახებ კანონი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „112-უკრაინა“ ავრცელებს.

კანონის მიღების გამო, პარლამენტის წინ პარალელურად აქცია იმართებოდა.

კანონის მიხედვით, უკრაინული ენა ხდება ერთადერთი სახელმწიფო ენა. ენას უნდა ფლობდეს უკრაინის თითოეული მოქალაქე, მასზე უნდა საუბრობდეს ყველა ჩინოსანი და სახელმწიფო სტრუქტურის ყველა ხელმძღვანელი. ასევე უკრაინულად უნდა ლაპარაკობდნენ ექიმები, ადვოკატები, უნივერსიტეტების ხელმძღვანელები, მოსამართლეები და სხვები. 

უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევში მას ხელს მოაწერს.

2012 წელს უკრაინაში ენის შესახებ პოლიტიკის კანონი მიიღეს, რომელიც რეგიონულ დონეზე და ზოგიერთ სფეროში რუსული ენის გამოყენების საშუალებას იძლეოდა. 2014 წელს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უმაღლესმა რადამ გააუქმა კანონი, მაგრამ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა ამას ხელი არ მოაწერა. კანონმა ძალა 2018 წელს დაკარგა, როდესაც ის არაკონსტიტუციურად გამოცხადდა.

ყველა სიახლე

22 მაისი 2019, 17:32

საქართველო

ჯორჯიან მანგანეზი მაღაროელთა „უკანონო გაფიცვის გამო“ სასამართლოს მიმართავს

„უკანონო გაფიცვაში დასაქმებულის მონაწილეობა არის კომპანიის მიერ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებისა და დასაქმებულის მიერ კომპანიისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძველი. ყოველივე ზემოთ მოცემულის გათვალისწინებით, კომპანია იწყებს სასამართლოსა და სამართალდამცავებისთვის მიმართვის პროცესს“.

22 მაისი 2019, 17:22

მსოფლიო

მედია: იტალიაში ტურისტული ავტობუსის ავარიისას დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან

ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში Imedinews-ს განუცხადეს, რომ მიმდინარეობს დაშავებულთა იდენტიფიცირება და იტალიაში საქართველოს საკონსულოში ოფიციალური შეტყობინება დაშავებული მოქალაქეების შესახებ არ შესულა.

22 მაისი 2019, 17:18

ძალოვნები

ბოლნისელი მოზარდი ამბობს, რომ მასზე მოძალადე სამი პოლიციელი ამოიცნო

ბოლნისელმა არასრულწლოვანმა, რომელიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს, აცხადებს, რომ სამივე სამართალდამცველი ამოიცნო. მოზარდმა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა ცოტა ხნის წინ დატოვა. გამოძიებას პროკურატურა წარმართავს. საუბარია ორი თვის წინ მომხდარ ფაქტზე. არასრულწლოვნის მტკიცებით, ის ქურდობის ბრალდებით იყო დაკავებული და აღიარების მოთხოვნით, პოლიციელებმა სცემეს და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.

გიზო გუგუნაშვილი

22 მაისი 2019, 17:12

სპორტი

საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის თასზე 8 მედალი მოიპოვა

8 მედალი მოიპოვა საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის თასზე. ტურნირი პოლონეთის ქალაქ ბიელსკო-ბიელაში გაიმართა. ქართველების ანგარიშზე 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალია.

22 მაისი 2019, 16:55

მსოფლიო

აშშ-ში McDonald's-ის თანამშრომლებმა ფილიალების ხელმძღვანელები სექსუალურ შევიწროებაში ამხილეს

აშშ-ში სწრაფი კვების ქსელ McDonald's-ის თანამშრომლებმა ფილიალების ხელმძღვანელები სექსუალურ შევიწროებაში ამხილეს. 25-მა თანამშრომელმა სექსუალური ზეწოლის შესახებ ფილიალების ადმინისტრატორებს ახალი ბრალდებები წაუყენა. ქვედა რგოლის თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათ 16-17 წლის ასაკში ხელმძღვანელები ინტიმურ ურთიერთობებს სთავაზობდნენ.

22 მაისი 2019, 16:37

საქართველო

ჰაერში ტყვიის შემცველობა თბილისის კიდევ რამდენიმე ბაღისა და სკოლის ტერიტორიაზე შემოწმდა

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე განაგრძობს. ამჯერად, ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის შესახებ რამდენიმე ადგილზე მიღებული შედეგები გამოქვეყნდა.

ფუტკრები

22 მაისი 2019, 16:37

ტაბლოიდი

ესპანეთში საცხოვრებელი სახლის კედლიდან 80 000 ფუტკარი ამოიყვანეს

ესპანეთის ქალაქ გრანადაში საცხოვრებელი სახლის კედლიდან 80 000 ფუტკარი ამოიყვანეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.ოჯახს ორი წლის განმავლობაში საძინებელ ოთახში არსებული უცნაური ხმაური არ ასვენებდა. თავიდან ისინი ფიქრობდნენ, რომ ამ ხმას რომელიმე მეზობლის სარეცხი მანქანა ან კონდიციონერი გამოსცემს.

ჯესიკა კოქსი

22 მაისი 2019, 16:34

ტექნოლოგიები

უხელო ქალმა, რომელმაც თვითმფრინავის ფეხებით მართვა ისწავლა, პილოტის ლიცენზია მიიღო

ამერიკაში, არიზონელი ქალი ლიცენზიის მქონე პირველი ქალი პილოტია, რომელმაც მკლავების არქონის გამო, თვითმფრინავის ფეხებით მართვა ისწავლა. 36 წლის ჯესიკა კოქსი დაიბადა იშვიათი დაავადებით, რომელიც კიდურების განვითარებას უშლის ხელს.

ბათუმის საკრებულო

22 მაისი 2019, 16:28

საქართველო

ბათუმში ითხოვენ უფლებამოსილება შეუწყდეს იმ დეპუტატს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, რომელიც ბათუმის საკრებულოს დეპუტატიცაა, მეორე კურსის სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. მას სტუდენტებთან აუდიტორიაში საქმიანობის უფლება შეუჩერეს. უნივერსიტეტმა ეს გადაწყვეტილება სტუდენტების მიერ აქციის გამართვის შემდეგ მიიღო.

იტალია ავარია

22 მაისი 2019, 16:27

მსოფლიო

იტალიაში ტურისტული ავტობუსი გადაბრუნდა. არის მსხვერპლი

იტალიაში ავტობუსი გადაბრუნდა, რომელშიც სავარუდოდ რუსი ტურისტები იყვნენ. შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. როგორც BBC-ის რუსული სამსახური წერს, სხვა ინფორმაციით, ავტობუსს აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ტურისტები გადაჰყავდა. ავტობუსში 60 ადამიანი იყო. იტალიური გაზეთის Corriere della Sera-ს ცნობით კი დაშავებულების რიცხვი 15- ს აღწევს.

უკრაინის უმაღლესი რადა

22 მაისი 2019, 16:02

მსოფლიო

რადამ ზელენსკის კანონპროექტი დღის წესრიგში არ შეიტანა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყნის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას ითვალისწინებდა, დღის წესრიგში არ შეიტანა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. კანონპროექტი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას და სარჩევნო ბარიერის 5-დან 3 პროცენტამდე შემცირებას ითვალისწინებდა.

22 მაისი 2019, 15:54

საქართველო

მერია ჭავჭავაძის რეაბილიტაციის პერიოდში ტრანსპორტის მოძრაობის სქემას აქვეყნებს. ვიდეო

რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე დაგეგმილია ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა ჭავჭავაძის გამზირზე ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე მონაკვეთში.სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დროებით შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემები და საზოგადობრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც.

22 მაისი 2019, 15:43

მსოფლიო

ბრაზილიაში ბაპტისტურ ეკლესიაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ბრაზილიაში ბაპტისტურ ეკლესიაში შეიარაღებულმა კაცმა 3 ადამიანი მოკლა. შემთხვევა მინას-ჟერაისის შტატში მდებარე ქალაქ პარაკატუში მოხდა. ყოფილი მფრინავი ჯერ ყოფილი მეგობარი გოგოს სახლში მივიდა, სადაც ის დანით მოკლა, შემდეგ კი ეკლესიისკენ გაემართა. ეჭვმიტანილმა ეკლესიაში 3 ადამიანი მოკლა, მათგან 2 მღვდელია.

სარა ჯესიკა პარკერისა და მეთიუ ბროდერიკი

22 მაისი 2019, 15:29

ტაბლოიდი

სარა ჯესიკა პარკერმა და მისმა მეუღლემ ქორწინების 22 წლის იუბილე აღნიშნეს

”1997 წლის 19 მაისი – 2019 წლის 19 მაისი, 22 წელი, 8,030 დღე და მილიარდი მოგონება. ბედნიერ იუბილეს გისურვებ,”- წერს პარკერი. 57 და 54 წლის მსახიობები ოფიციალურად 2007 წელს დაქორწინდნენ და 3 შვილი ჰყავთ, უფროსი 16 წლის ჯეიმსია, უმცროსი კი 9 წლის ტყუპია.

თბილისის საქალაქო სასამართლო

22 მაისი 2019, 15:17

ძალოვნები

სასამართლომ მატჩების ჩაწყობის საქმეზე დაკავებულების მიმართ ბრალდების მოთხოვნა დააკმაყოფილა

ბრალდების მხარე ნიკა დაუშვილის, ირაკლი ხუჭუას, ვახტანგ ჯაყელისა და ლაშა ჩაფიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის, ხოლო დანარჩენი 7 ბრალდებულის - გიორგი ბედიაშვილის, ირაკლი ბაჯელიძის, ჯონი შეროზიას, რობერტ იმერლიშვილის, პაატა ღუდუშაურის, ნოდარ კიკნაველიძისა და ნიკოლოზ მაისურაძისთვის 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

22 მაისი 2019, 14:47

ეკონომიკა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საბაჟო-გამშვები პუნქტები სადღესასწაულოდ გაფორმდა

გაიმართება ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთებისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვა. ასევე, „გააზიარე ცოდნა“, კამპანიის ფარგლებში, წარდგენილი იქნებიან ქართველი მეწარმეები. საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმუშავებს ლიტერატურული კაფე. იქნება სპეციალურად მოწყობილი სივრცე, ანიმატორები, საბავშვო შემეცნებითი გასართობი პროგრამა.

22 მაისი 2019, 14:37

კულტურა

სპილო გრანდის ოპერაციაზე გადაღებული ფილმის თიზერი გამოქვეყნდა. ვიდეო

ცხოველს ეშვის ამოღების ოპერაცია 31 ოქტომბერს ჩაუტარდა და მისი მიმდინარეობა BBC-ის ჯგუფმა სერიალში "დიდი ცხოველების ოპერაციები" გადაიღო. სპილო გრანდის შესახებ გადაღებული ეპიზოდის პრემიერა 6 ივნისს BBC Two-ს ეთერში ინგლისის დროით 21:00 საათზე შედგება.

კახა გულედანი

22 მაისი 2019, 14:29

საქართველო

სამგორის გამგებელი კახა გულედანი თანამდებობას ტოვებს

"კახა არის ერთ-ერთი საუკეთესო გამგებელი. სამწუხაროდ, ის ტოვებს პოსტს. მან მიიღო გადაწყვეტილება, გადავიდეს კერძო სექტორში, ბიზნესში - ამისგან ვერავის შევზღუდავ. გული გვწყდება, რომ ასეთი კადრი ტოვებს ჩვენს რიგებს. წარმატებები მას“, - განაცხადა კალაძემ.

22 მაისი 2019, 14:24

საქართველო

რა ღონისძიებები გაიმართება დამოუკიდებლობის დღეს

დამოუკიდებლობის დღეს მთავარი ღონისძიება ფიცის დადების ცერემონია იქნება. საწყისი საბრძოლო მომზადების 288 რეკრუტი სამშობლოსა და ერის წინაშე ფიცს თავისუფლების მოედანზე დადებს. თბილისის გარდა, 26 მაისს 175 რეკრუტი ფიცს ქვეყნის მასშტაბით ხუთ ლოკაციაზე დადებს: ზუგდიდში, მრავალძალში, უფლისციხეში, ანანურსა და გრემში.

YouTube

22 მაისი 2019, 14:23

ტექნოლოგიები

აგვისტოდან YouTube-ზე არხების გამომწერთა რაოდენობა დამრგვალებულად გამოჩნდება

„ახლა გამომწერთა მთვლელი არხების უმრავლესობაზეა დამრგვალებული. აგვისტოდან ეს ყველა არხს შეეხება, რომლებსაც 1000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. ვიცით, რომ გამომწერთა რიცხვი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ბლოგერებისთვის, ასევე მათი ფანებისთვის, ამიტომ გადავწყვიტეთ, ისინი წინასწარ გავაფრთხილოთ!“ - წერია განცხადებაში.