Imedi /  05 მაისი 2019, 20:25 / სანდო წყარო

მოსკოვის აეროპორტში ავარიული დაშვებისას თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა

მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში ავარიული დაშვებისას სამგზავრო თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.  დაღუპულია ათი ადამიანი. დაშავდა - 6. 

BBC რუსულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ თვითმფრინავი მოსკოვიდან მურმანსკში ასრულებდა რეისს, თუმცა დაუყოვნებლივ დაბრუნდა და დაშვებისას ცეცხლი გაუჩნდა.

აეროპორტში ცეცხლი სახანრძო სამსახურმა უკვე ჩააქრო. ერთ-ერთი ვერსიით, პრობლემა თვითმფრინავის ძრავას შეექმნა. ბორტზე 78 მგზავრი იმყოფებოდა.

ყველა სიახლე

დორტმუნდი

31 მარტი 2020, 16:30

COVID19

გერმანიის საფეხბურთო კლუბმა „დორტმუნდმა“ კორონავირუსის მიუხედავად ვარჯიში განაახლა

გერმანიის საფეხბურთო კლუბმა „დორტმუნდმა“ კორონავირუსის მიუხედავად ვარჯიში განაახლა. ინფორმაციას ამის შესახებ Time24news ავრცელებს. ლუსიენ ფავრის გუნდის ფეხბურთელები ვარჯიშის დროს ორ ჯგუფად გაიყვნენ, რათა მაქსიმალურად შეემცირებინათ რისკები. როცა რამდენიმე ფეხბურთელი სტადიონზე ვარჯიშობდა, მაშინ დანარჩენები სატრენეჟორო დარბაზში იყვნენ და ასე ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.

მამუკა მდინარაძე

31 მარტი 2020, 16:28

COVID19

მამუკა მდინარაძე: ახლა პოლიტიკური კინკლაობის დრო არ არის, ყველამ საერთო საქმე უნდა გავაკეთოთ და საერთო გამოწვევას ვებრძოლოთ

„ჩემი თხოვნა და მოწოდება იქნება თავი დავანებოთ ზოგადად პოლიტიკურ კინკლაობას, ამისი დრო აუცილებლად მოვა, დრო ძალიან მალე მოვა არჩევნებამდე და შემდეგ ვიჩხუბოთ პოლიტიკურად, ეს ოპონენტებსაც და ჩვენც კარგად გამოგვდის. ახლა ამისი დრო არ არის, ყველამ ერთი საერთო საქმე უნდა გავაკეთოთ და საერთო გამოწვევას ვებრძოლოთ. ამ პრობლემას რომ დავამარცხებთ მერე გავაგრძელოთ კინკლაობა“, - აცხადებს უმრავლესობის ლიდერი.

ემანუელ მაკრონი

31 მარტი 2020, 16:28

COVID19

ემანუელ მაკრონი: საფრანგეთი სრულად დამოუკიდებელი უნდა იყოს დამცავი პირბადეების წარმოების კუთხით

საფრანგეთი სრულად დამოუკიდებელი უნდა იყოს დამცავი პირბადეების წარმოების კუთხით, - lefigaro-ს ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პირბადეების საწარმოში სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, აპრილის ბოლოს საფრანგეთში პირბადეების წარმოება 10 მილიონამდე გაიზრდება. მკრონის განცხადებით, საფრანგეთი დამცავი აღჭურვილობის წარმოების კუთხით არავიზე უნდა იყოს დამოკიდებული. „საფრანგეთში, ჩვენს მიწაზე კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ წარმოება, რომ არავიზე ვიყოთ დამოკიდებულები. კრიზისამდე 3.5 მილიონ პირბადეს ვაწარმოებდით, აპრილის ბოლოს ეს მაჩვენებელი 10 მილიონამდე გაიზრდება. მსურს, რომ წლის ბოლოსთვის ჩვენ აბსოლუტურად დამოუკიდებლები ვიყოთ ამ კუთხით“, - განაცხადა მან.

31 მარტი 2020, 16:28

COVID19

ეგვიპტეში პირამიდებზე წარწერა „დარჩი სახლში“ გამოჩნდა

ეგვიპტის ხელისუფლებამ კორონავირუსთან ბრძოლაში ფარაონები „ჩართო“: პირამიდებზე ლაზერის საშუალებით გიგანტური წარწერები გამოჩნდა, რომლითაც მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს. „დარჩით სახლში, უსაფრთხოდ და მადლობა, რომ სიცოცხლის გადარჩენაში გვეხმარებით“- ასეთი იყო მთავრობის გზავნილი.

პრინცი უილიამი

31 მარტი 2020, 16:10

COVID19

პრინც უილიამს სანიტარული ავიაციის პილოტად მუშაობა სურს

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის გამო კემბრიჯის ჰერცოგს, პრინც უილიამს ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურში, სანიტარული ავიაციის პილოტად მუშაობა სურს. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.

 ნინო ცაციაშვილი

31 მარტი 2020, 16:08

COVID19

ნინო ცაციაშვილი: 21 საათიდან ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდება, იკრძალება როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება

დღეს 21 საათიდან ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აიკრძალება როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ნინო ცაციაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის პირდაპირ ეთერში ილაპარაკა.

კობა ნარჩემაშვილი

31 მარტი 2020, 16:04

COVID19

კობა ნარჩემაშვილი: ჩვენ ახლა არჩევანი გვაქვს ცუდსა და უარესს შორის

ჩვენ ახლა არ გვაქვს არჩევანი ცუდსა და უკეთესს შორის, არჩევანი გვაქვს ცუდსა და უარესს შორის. ეს პასუხისმგებლობა ყოველ ჩვენგანს ეკუთვნის, ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების, ჯანდაცვის ან მარტო ეპიდემიოლოგების სფერო, ეს არის ჩვენი ყველას პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, კობა ნარჩემაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. „ყველას მოქმედება, ვინც დღეს ჩაბმული არის შრომაში, ვისაც საშუალება არ აქვს სახლში დარჩეს, მათი მოქმედება არის გმირობის ტოლფასი, მათ შორის ჟურნალისტების. ყოველი ჩვენგანის პასუხისმგებლობის ზღვარი გადის ჩვენს ემოციაზე, რამდენად ვუფრთხილდებით მინუმუმ ოჯახის წევრებს. უნდა გავუძლოთ კიდევ 2-3 კვირა. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ გადაცემის ჯაჭვი გაწყდეს“, - აღნიშნა დეპუტატმა.

31 მარტი 2020, 16:01

COVID19

სპეცრეისით საქართველოს მოქალაქეები დღეს ამსტერდამიდან დაბრუნდებიან

საქართველოს მოქალაქეები სპეცრეისით დღეს ამსტერდამიდან დაბრუნდებიან. თბილისი-ამსტერდამი-თბილისის რეისს კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი" შეასრულებს. ყველა ჩამოსული მგზავრი სპეციალურ შემოწმებას გაივლის და კარანტინში გადავა. შემდეგი სპეცრეისი ევროპიდან 3 აპრილს იგეგმება, მოქალაქეებს ვარშავიდან ჩამოიყვანენ.

სერგი კაპანაძე

31 მარტი 2020, 16:00

COVID19

სერგი კაპანაძე: იმის გათვალისწინებით, რომ პიკი ჯერ კიდევ წინ გვაქვს, მაქსიმალური შეზღუდვების შემოღება გამართლებული სტრატეგიაა

ამ ვითარებაში და იმის გათვალისწინებით, რომ პიკი ჯერ კიდევ წინ გვაქვს, მაქსიმალური შეზღუდვების შემოღება არის გამართლებული სტრატეგია, - ამის შესახებ „ევროპული საქართელოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

31 მარტი 2020, 15:58

COVID19

ატომური წყალქვეშა ნავების ეკიპაჟებმა, შესაძლოა არც კი იცოდნენ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიაა

ატომური წყალქვეშა ნავების ეკიპაჟებმა შესაძლოა არც კი იცოდნენ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიაა. ამის შესახებ Associated Press-სთან საუბარში საფრანგეთის ატომური წყალქვეშა ნავების ყოფილმა და მოქმედმა ოფიცრებმა ისაუბრეს. მათი განცხადებით, როგორც წესი, ატომური წყალქვეშა ნავების ეკიპაჟს მისიის შესრულებისას ცუდ სიახლეებს არ აცნობენ, რათა მათი მორალური მდგომარეობა არ გაუარესდეს წყლის ქვეშ ყოფნისას. შესაბამისად, ნებისმიერმა ეკიპაჟმა, რომელმაც პორტი კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე დატოვა, შესაძლოა არც კი იცოდეს თუ რა ხდება ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით. „მათ არ ეცოდინებათ. აუცილებელია, რომ ეკიპაჟი სრულად კონცენტრირებული იყოს მისიის შესრულებაზე“, - განაცხადა თადარიგის ადმირალმა დომინიკ საკმა, რომელიც 2003-2006 წლებში საფრანგეთის ბალისტიკურ წყალქვეშა ნავს ხელმძღვანელობდა.

31 მარტი 2020, 15:57

ეკონომიკა

ქართული ღვინის კომპანიამ ხელის სადენზიფექციო ხსნარის წარმოება დაიწყო

„ბადაგონი საქართველოსთვის“- ამ სლოგანით ღვინის კომპანიამ ყურძნისეული წარმოშობის სპირტზე დაფუძნებული 80-%- იან სადენზიფეციო ხსნარის დამზადება დაიწყო. კომპანია სპეციალურ ხსნარებს კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით უსასყიდლოდ გადასცემს ჯანდაცვის და შინაგან სამეთა სამინისტროებს, ეკლესიას, კახეთის მუნიციპალიტეტის მერიებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ აქტიურად იბრძვის.

ეკატერინე დგებუაძე

31 მარტი 2020, 15:52

COVID19

არსებობს თუ არა ალბათობა, რომ ეროვნული გამოცდები ვერ შედგეს - მინისტრის მოადგილის კომენტარი

ეს ვაიანტიც შეიძლება იყოს განხილული, მხოლოდ იმ ჭრილში, რომ ყველამ, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდება, შეძლოს ონლაინ გამოცდის ჩაბარება, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაზემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში ჩართვისას განაცხადა. კითხვაზე, არსებობს, თუ არა საფრთხე, რომ ერთიანი ერთიანი ეროვნული გამოცდები ვერ შედგეს, მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ეს დამოკიდებული იქნება, თუ როგორ განვითარდება პროცესები.

ნათია მეზვრიშვილი

31 მარტი 2020, 15:46

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: ჯარიმები არის საკმაოდ მკაცრი და პოლიცია დამრღვევების მიმართ გამოიყენებს შესაბამის ზომებს

როდესაც ვსაუბრობთ სიმკაცრეზე, როდესაც ვსაუბრობთ აღსრულებაზე, მიდგომა ყველას მიმართ ერთიანი იქნება. თუ წესი დაირღვევა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმოქმედებენ, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

31 მარტი 2020, 15:42

COVID19

აშშ-ის საელჩო: მაღალკვალიფიცირებულ სამედიცინო პერსონალთან ერთად საქართველოს ჰყავს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული უსაფრთხოების ჯგუფები

მაღალკვალიფიცირებულ სამედიცინო პერსონალთან ერთად საქართველოს ჰყავს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (ქბრბ) უსაფრთხოების ჯგუფები, რომლებიც აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ გადამზადდა და სრულად აღიჭურვა - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო Facebook-გვერდზე წერს. მათივე ცნობით, იგივე ჯგუფები ახლა მარნეულში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საპასუხო ძალისხმევაში არიან ჩართული.

ბიძინა კულუმბეგოვი

31 მარტი 2020, 15:33

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: ვისაც „ბე-ცე-ჟეს“ ცნობილი იარა ეტყობა მხარზე, ბოლომდე დაიმედებული ნუ იქნებით

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, ვისაც ეს ცნობილი იარა ეტყობა მხარზე, „ბე-ცე-ჟეს“ ვაქცინა გაკეთებული აქვს, მაგრამ ამით ბოლომდე დაიმედებული ნუ ვიქნებით, ჩვენი მთავარი იმედი ახლა სოციალური დისტანცირებაა. დარჩით სახლში, რაც ყველაზე ქმედითი ღონისძიებაა - 60 პროცენტით ამცირებს დაავადების გავრცელებას და ადამიანიდან ადამიანზე გადადებას, - ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

31 მარტი 2020, 15:33

COVID19

ჯანმო: ევროპაში კორონავირუსის ეპიდემიის სტაბილიზაციის ნიშნები გამოჩნდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ევროპაში კორონავირუსის ეპიდემიის სტაბილიზაციის ნიშნები გამოჩნდა. ჯანმო-ს წარმომადგენლის, მაიკ რაიანის განცხადებით, იტალია და ესპანეთი პიკს უახლოვდებიან და რამდენიმე კვირის წინ ევროპაში დაწესებული შეზღუდვები შედეგს გამოიღებს.

31 მარტი 2020, 15:21

COVID19

ინდოელი პოლიციელები მოქალაქეებს ხელების დაბანას ცეკვით ასწავლიან - სახალისო ვიდეო

ინდოეთში პოლიციის ოფიცრებმა გადაწყვიტეს, რომ კორონავირუსისგან გამოწვეული ქაოსის დროს ხალხის მოტივირებისთვის „ხელების დაბანის ცეკვა“ შეესრულებინათ. bloomberg-ის ინფორმაციით, ამ ფორმით ისინი ხალხს ხელების სწორად დაბანას ცეკვით ასწავლიან. კერალას შტატი ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს და კორონავირუსის 20-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.

31 მარტი 2020, 15:18

COVID19

ე.წ. კომენდანტის საათის და საყოველთაო კარანტინის რეჟიმში სატრანსპორტო საშუალებებში, 3 ადამიანზე მეტი ვერ ჩაჯდება

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განმარტა, ე.წ კომენდანტის საათის და საყოველთაო კარანტინის რეჟიმში სატრანსპორტო საშუალებებში, 3 ადამიანზე მეტი რატომ ვერ ჩაჯდება.

ეკატერინე დგებუაძე

31 მარტი 2020, 15:16

COVID19

ეკატერინე დგებუაძე: ეს სასწავლო სემესტრი ნამდვილად შედგება

ეს სემესტრი ნამდვილად შედგება. ჩვენ დავასრულებთ 2019-20 სასწავლო წელს, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე ჩართვისას განაცხადა. კითხვაზე, ხომ არ არსებობს საფრთხე, რომ მიმდინარე სემესტრი ჩავარდეს, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სამინისტრო ალტერნატიულ გზებზე მუშობს და რომ „ტელესკოლის“ გარდა სხვა ახალი ონლაინ პლატფორმების შექმნაც იგეგმება.

ალესანდრე ლუკაშენკო

31 მარტი 2020, 15:16

COVID19

ლუკაშენკო: ჰოკეი, აბანო და არაყი საუკეთესო ანტივირუსული საშუალებებია

უმჯობესია ფეხზე მდგომი მოკვდე, ვიდრე მუხლებზე დაჩოქილმა იცხოვრო. აქ არანაირი ვირუსი არ არის. ეს მაცივარია, რომელიც საუკეთესოა ჯანმრთელობისთცის. სპორტზე უკეთესი არაფერია, განსაკუთრებით ყინულზე, რომელიც ნამდვილი ვირუსის საწინააღმდეგო წამალია“, - აღნიშნა ლუკაშენკომ. მისივე თქმით, კორონავირუსთან საბრძოლველად ასევე კარგია ტრადიციული აბანო და არაყი.