imedi /  05 მაისი 2019, 20:26 / სანდო წყარო

ისრაელი-ღაზის ავიაიერიშების დროს დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

ღაზა

ღაზა

ღაზის სექტორში სარაკეტო იერიშების გამო დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. როგორც euronews-ი წერს, ღაზიდან მომავალმა იერიშებმა ისრაელის სამი მოქალაქე იმსხვერპლა, ხოლო ისრაელის მხრიდან განხორციელებულმა იერიშებმა 7 პალესტინელი. 

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიში მას შემდეგ გააძლიერა, რაც ღაზის სექტორის ტერიტორიიდან 24 საათში ისრაელის მიმართულებით 430 რაკეტა გაუშვეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, შაბათ-კვირას ღაზის მიმართულებით იერიში 220 სამიზნეზე მიიტანეს.

ისრაელის ტერიტორიაზე სროლები 4 მაისს დაიწყო, მას შემდეგ რაც ისრაელის სამხედროებმა 4 პალესტინელი მოკლეს. მანამდე ჰამასის სნაიპერებმა ისრაელის ორი სამხედრო დაჭრეს. 

ყველა სიახლე

იმპერატორი ნარუჰიტო

22 ოქტომბერი 2019, 20:26

მსოფლიო

იაპონიაში ტახტზე იმპერატორ ნარუჰიტოს ასვლის აღსანიშნავად 500 000-ზე მეტი პატიმარი შეიწყალეს

შეწყალებულთა სიაში მოხვდნენ ისინიც, ვინც საგზაო მოძრაობის წესების დაღვევის გამო გაასამართლეს. 59 წლის იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიალს 2 ათასამდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის, 180-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაური და სამეფო ოჯახების წარმომადგენლები.

მიხეილ დვალიშვილი

22 ოქტომბერი 2019, 20:11

ძალოვნები

აღაიანში ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულის ქმარი სასამართლომ გაათავისუფლა. გამოძიება გრძელდება

გორის სასამართლომ მიხეილ დვალიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე იმსჯელა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დვალიშვილი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.

დანია შუქურა

22 ოქტომბერი 2019, 19:57

მსოფლიო

დანიაში 120 წლის შუქურა ზღვაში ჩაძირვას გადაარჩინეს

დანიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 120 წლის შუქურა ბორბლებისა და ლიანდაგების საშუალებით ჩრდილოეთ ზღვაში ჩაძირვას გადაარჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. როდესაც 23 მეტრის სიმაღლის შუქურა 1900 წელს პირველად ჩართეს, ის ნაპირიდან 200 მეტრში მდებარეობდა, ბოლო თვეებში კი მას ჩრდილოეთ ზღვისგან მხოლოდ 6 მეტრი აშორებდა.

Boeing 737 MAX

22 ოქტომბერი 2019, 19:24

მსოფლიო

Boeing-მა ჩამოვარდნილი თვითმფრინავების მსხვერპლთა ოჯახებს $100 მილიონი გამოუყო

კომპანია Boeing-ი ინდონეზიასა და ეთიოპიაში ჩამოვარდნილი 737 MAX-ის თვითმფრინავების მსხვერპლთა ოჯახებს 100 მილიონ დოლარს გადაუხდის. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია თავის ვებგვერდზე ავრცელებს. ორი ჩამოვარდნილი Boeing 737 MAX-ის მსხვერპლთა ოჯახებს საერთო ჯამში კომპანიის წინააღმდეგ ასზე მეტი სარჩელი აქვს შეტანილი.

ბერა ივანიშვილი

22 ოქტომბერი 2019, 19:23

ტაბლოიდი

ბერამ ამაზონის ტყის გადასარჩენად $1.1 მილიონი გადარიცხა

ბერა ივანიშვილმა ამაზონის ტყის გადარჩენასთან დაკავშირებით Facebook-ზე ვიდეომიმართვა გაავრცელა. ვიდეოში ბერა ივანიშვილი ამბობს, რომ სურს ბრაზილიელ მეგობრებს მხარდაჭერა გამოუცხადოს და ამაზონის ტყის გადასარჩენად ორგანიზაცია დააფუძნა, ბერას თქმით, მან ამაზონის ტყისთვის 1.1. მილიონი აშშ დოლარი გადარიცხა.

Tinder

22 ოქტომბერი 2019, 19:13

ტაბლოიდი

პარიზის ოლიმპიური თამაშების ემბლემა Tinder-ის ლოგოს მიასგავსეს

2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების ემბლემა სოციალურ ქსელში ხუმრობის საგანი გახდა - მას სამაჟანკლო აპლიკაცია Tinder-ის ლოგოს ამსგავსებენ. სოციალურ ქსელში ბევრმა იხუმრა, რომ ეს ლოგო სამაჭანკლო აპლიკაციას ან თმის სალონს უფრო მოუხდებოდა, ვიდრე ოლიმპიურ თამაშებს.

ტორპედო

22 ოქტომბერი 2019, 18:55

სპორტი

გულშემატკივართა თხოვნით თასის ნახევარფინალში „ტორპედოს“ ძირითადი გუნდი ითამაშებს

დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალში ქუთაისის „ტორპედო“ თბილისში „საბურთალოს“ დაუპირისპირდება. „ტორპედოს“ ფეხბურთელები მატჩში მონაწილეობაზე კლუბის გულშემატკივრებმა დაითანხმეს, ამის შესახებ გუნდის ფან-კლუბის, „ჩვენ ვართ ტორპედო“ Facebook-ზე წერს.

ჯოზეფ მოული

22 ოქტომბერი 2019, 18:39

კულტურა

„სამეფო კარის თამაშების“ მსახიობი ​„ბეჭდების მბრძანებელში“ ითამაშებს

​ჯოზეფ მოული, რომელმაც HBO-ს პოპულარულ სერიალ „სამეფო კარის თამაშებში“ ბენჯენ სტარკის როლი შეასრულა, ​Amazon-ის „ბეჭდების მბრძანებელში“ ითამაშებს. ის უარყოფითი პერსონაჟის როლს შეასრულებს. ამ ეტაპზე მხოლოდ მისი სახელია ცნობილი - ორენი.

ცხვარი

22 ოქტომბერი 2019, 18:37

ტაბლოიდი

მსოფლიოში ყველაზე უხვმატყლიანი ცხვარი მოკვდა

ცხოველმა მსოფლიო ყურადღება 2015 წელს მიიქცია, როდესაც ის ველურ ბუნებაში აღმოაჩინეს. როგორც მაშინ ითქვა, ცხვარს იმხელა მატყლი ჰქონდა, რამდენიც 6 წლის განმავლობაში შეიძლება ცხოველს ჰქონდეს. მაშინ ცხვარი გაკრიჭეს და 41.1 კილოგრამამდე მატყლი მოაშორეს, რაც მსოფლიო რეკორდია.

გენერალი ალი ალ-ლამი

22 ოქტომბერი 2019, 18:35

მსოფლიო

„ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა ორი ერაყელი გენერალი მოკლეს

ერაყის ფედერალური პოლიციის ორი გენერალი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა თავდასხმას ემსხვერპლა. ამის შესახებ გამოცემა Shafaq News-ი ძალოვან უწყებებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. ბაღდადიდან 125 კილომეტრში გზაზე, რომლითაც გენერლები გადაადგილდებოდნენ, ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.

ლიბანი

22 ოქტომბერი 2019, 18:30

ტაბლოიდი

ლიბანში დემონსტრანტებმა ხმაურით შეშინებულ ბავშვს Baby Shark უმღერეს. ვიდეო

ლიბანში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მანქანაში მჯდომ 15 თვის ბავშვს ცნობილი საბავშვო სიმღერა Baby Shark უმღერეს. CNN-ის ინფორმაციით, ბავშვი დედასთან ერთად მომიტინგეებით გარშემორტყმულ მანქანაში აღმოჩნდა, რა დროსაც ხმაურმა და არეულობამ შეაშინა. დედამ კი გადაწყვიტა აქციის მონაწილეებისთვის ეთხოვა, რომ არ ეყვირათ,

ინდოეთი

22 ოქტომბერი 2019, 18:15

ტაბლოიდი

ინდოეთში დააკავეს ბრაკონიერი რომელსაც ტუჩა დათვის სასქესო ორგანოს ჭამა უყვარდა

2013 წელს მადჰია-პრადეშის შტატში, ველური ბუნების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა სპეციალური შტაბი შექმნეს მას შემდეგ, რაც რამდენიე ტუჩა დათვი სასქესო ორგანოს გარეშე იპოვეს - მათ რეპროდუქციული ორგანოები ჰქონდათ მოჭრილი.

დემონსტრაცია ერაყში

22 ოქტომბერი 2019, 18:14

მსოფლიო

ერაყის მთავრობამ მიტინგების დროს მსხვერპლზე პასუხისმგებლობა ძალოვნებს დააკისრა

ერაყის სამთავრობო კომიტეტმა, რომელიც ქვეყანაში არეულობის დროს დემონსტრანტების დაღუპვის ფაქტებს იძიებდა, ანგარიში გამოაქვეყნა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სამართალდამცველებმა გადამეტებული ძალა გამოიყენეს, რაზეც პასუხისმგებლობას მათ უშუალო ხელმძღვანელობას აკისრებენ.

ბორის ჯონსონი

22 ოქტომბერი 2019, 18:06

მსოფლიო

მედია: Brexit-​ის გადავადების შემთხვევაში ბორის ჯონსონი ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი წლის ბოლომდე ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს, თუ თემთა პალატა Brexit-​ის მორიგ გადავადებას დაუჭერს მხარს. ამის შესახებ პრემიერმინისტრის კანცელარიაში თავის წყაროზე დაყრდნობით ტელეკომპანია BBC-ის ჟურნალისტი ლორა კიუნსბერგი წერს.

ელექტროენერგია

22 ოქტომბერი 2019, 17:38

ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტრო ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად ახალ სისტემაზე მუშაობს

დავით თვალაბეიშვილმა პანელის მონაწილეებს ახალი კანონპროექტი გააცნო, რომელიც საქართველოს ენერგოსისტემის მოდერნიზაციას გულისხმობს. მისი ინფორამაციით, პროექტი ხელს შეუწყობს ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოყვანას და კონკურენციის გაზრდას.

Lilium საჰაერო ტაქსი

22 ოქტომბერი 2019, 17:36

ტექნოლოგიები

კომპანია Lilium-მა საჰაერო ტაქსის ტესტირების პირველი ეტაპი დაასრულა

გერმანულმა კომპანია Lilium-მა საჰაერო ტაქსის ტესტირების პირველი ეტაპი დაასრულა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Verge ავრცელებს. ახალ ვიდეოში საჰაერო ტაქსი არა მხოლოდ ვერტიკალურად, არამედ ჰორიზონტალურადაც დაფრინავს, რასაც ექსპერტები მთავარ სირთულეს უწოდებენ. ხუთადგილიანი საჰაერო ტაქსი 100 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს.

ზალცბურგი

22 ოქტომბერი 2019, 17:21

მსოფლიო

2020 წლის საუკეთესო ტურისტული მიმართულებები დასახელდა

პირველ ადგილზე ლეგენდარული კომპოზიტორის ვოლფგანგ ამოდეუს მოცარტის სამშობლო - ზალცბურგი გავიდა, მეორეზე კი აშშ-ის დედაქალაქი ვაშინგტონი. ლიდერთა სამეულში ეგვიპტეს კაიროც შევიდა. საუკეთესო ქალაქების ათეულში მოხვდნენ: გოლუეი, ბონი, ლა-პასი, კოჩი, ვანკუვერი, დუბაი და დენვერი.

გიორგი მიქაუტაძე

22 ოქტომბერი 2019, 17:21

საქართველო

გიორგი მიქაუტაძე: ასეთი დამოუკიდებელი სასამართლო არასდროს ყოფილა

გიორგი მიქაუტაძეს, თითქმის, 7 საათია დეპუტატები შეკითხვებს უსვამენ. გიორგი მიქაუტაძემ დეპუტატ ნინო წილოსანს უპასუხა, "ზომიერად ჰუმანური ადამიანია". მისი თქმით, გადაწყვეტილებები ჰუმანურობის პრინციპზე დაყრდნობით უნდა მიიღონ.

ალეკ ბოლდუინი

22 ოქტომბერი 2019, 17:10

ტაბლოიდი

ალეკ ბოლდუინმა პირდაპირ ეთერში შარვალი ჩაიხადა. ვიდეო

ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობმა, ალეკ ბოლდუინმა, პირდაპირ ეთერში შარვალი ჩაიხადა. ინციდენტი ჯიმი ფელონის შოუში მოხდა, სადაც მსახიობი ახალი ფილმის პრემიერასთან დაკავშირებით იყო მიწვეული. ბოლდუინმა მაყურებელს იმის შეფასება სთხოვა, თუ რამდენად უკეთ გამოიყურება წონაში დაკლების შემდეგ და ამის საილუსტრაციოდ შარვალი ჩაიხადა.

ვახტანგ გომელაური

22 ოქტომბერი 2019, 17:10

ძალოვნები

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე შს მინისტრი ვახტანგ გომელაური გამოკითხეს

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური გამოკითხეს. მაჩალიკაშვილის საქმეზე ასევე დაიკითხა გომელაურის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი.