საფრანგეთის პოლიციამ მძევლები გაათავისუფლა
ფოტო: Twitter
ოთხივე ადამიანი, რომელიც შეიარაღებულმა კაცმა საფრანგეთში მძევლად აიყვანა, პოლიციამ გაათავისუფლა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
შემთხვევა საფრანგეთის ქალაქ ტულუზასთან ახლოს მდებარე ბლანიაკის კომუნაში თამბაქოს მაღაზიაში მოხდა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მძევლები ბარში აიყვანეს.
სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედი უკვე დააკავეს. ის 17 წლისაა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ყველა სიახლე
09 აპრილი 2026, 08:09
პოლიტიკა
რატომ არ აახლებენ ინფორმაციას საქართველოს შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე - „ქრონიკას“ გერმანიის საელჩოდან პასუხი ამ დრომე არ მიუღია
არაერთი მოწოდების მიუხედავად, რატომ არ აახლებენ ინფორმაციას საქართველოს შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე - ამ კითხვით „ქრონიკამ“ გერმანიის საელჩოს საქართველოში მიმართა. პასუხს ამ დრომდე ელოდება, მათ შორის კითხვაზე, თავად საელჩო აწვდის თუ არა თავისსავე მთავრობას ინფორმაციას ცვლილებების შესახებ.
09 აპრილი 2026, 08:08
საზოგადოება
დღეს ვნების შვიდეულის დიდი ხუთშაბათია
დღეს ვნების შვიდეულის დიდი ხუთშაბათია. სახარების მიხედვით, სწორედ დიდ ხუთშაბათს დააწესა მაცხოვარმა ზიარების საიდუმლო. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე 10:00 საათზე სამების ტაძარში წმინდა ბასილი დიდის წირვას აღასრულებს, 18:00 საათზე კი 12 ვნების სახარებას წაიკითხავენ.
09 აპრილი 2026, 08:06
საზოგადოება
1989 წლის 9 აპრილიდან 37-ე და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან 35-ე წლისთავი გვიან ღამით აღინიშნა რუსთავში
1989 წლის 9 აპრილიდან 37-ე და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან 35-ე წლისთავი გვიან ღამით აღინიშნა რუსთავში. დამოუკიდებლობის სახელობის სკვერში, ახალგაზრდებთან, 9 აპრილის მოვლენების მონაწილე რუსთაველებთან და სასულიერო პირებთან ერთად, მივიდნენ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის დელეგატი პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი და მერიისა და საკრებულოს სხვა წარმომადგენლები.
09 აპრილი 2026, 08:00
პოლიტიკა
მადლობა თავისუფლებისთვის! - მმართველი გუნდის წევრები სოციალურ ქსელში 37 წლის წინ მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს ეხმაურებიან
მადლობა თავისუფლებისთვის! მმართველი გუნდის წევრები სოციალურ ქსელში 37 წლის წინ მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს ეხმაურებიან და მადლიერებას გამოხატავენ მათ მიმართ, ვინც 9 აპრილს უშიშრად იდგა საქართველოს თავისუფლების სადარაჯოზე და საკუთარი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს დამოუკიდებლობას.
09 აპრილი 2026, 01:54
პოლიტიკა
პაპუაშვილი: 35 წელია დამოუკიდებელი სახელმწიფოს მძიმე, ეკლიან და გამოცდებით სავსე გზას მივუყვებით. ამ გზაზე არაერთი შეცდომა დავუშვით, საფასური გადავიხადეთ, არაერთხელ დავმარცხდით, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ყოველ ჯერზე წამოვდექით
უკვე 35 წელია, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს მძიმე, ეკლიან და გამოცდებით სავსე გზას მივუყვებით. ამ გზაზე არაერთი შეცდომა დავუშვით, მძიმე საფასური გადავიხადეთ, არაერთხელ დავმარცხდით და წავიქეცით. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ყოველ ჯერზე წამოვდექით, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
09 აპრილი 2026, 01:49
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: დამოუკიდებლობა, თავისუფლება, სუვერენობა არ არის უბრალოდ სიტყვები. ეს არის ჩვენი იდენტობა, ჩვენი ბრძოლის შედეგი, ჩვენი აღმართული დროშა, რომელსაც ვერავინ დაგვახრევინებს
დამოუკიდებლობა, თავისუფლება, სუვერენობა არ არის უბრალოდ სიტყვები. ეს არის ჩვენი იდენტობა, ჩვენი ბრძოლის შედეგი, ჩვენი აღმართული დროშა, რომელსაც ვერავინ დაგვახრევინებს, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
09 აპრილი 2026, 01:44
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ გვაქვს ორი 9 აპრილი, 1989 წლის 9 აპრილის ღამე და 1991 წლის 9 აპრილის დღე. ეს ორი თარიღი განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ განუყოფლადაა ერთმანეთთან გადაჯაჭვული
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 9 აპრილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
09 აპრილი 2026, 01:25
რეგიონი
აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
09 აპრილი 2026, 01:12
პოლიტიკა
ანდრაშ ლასლო: 2022 წლის არჩევნებშიც ვიხილეთ ჩარევა და უნგრელებმა საკმაოდ კარგად იციან ამ ჩარევის შესახებ. ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, ძალიან ძლიერი გზავნილი გვაქვს, თავს არ დავუხრით შანტაჟს არც ბრიუსელის და არც კიევის მხრიდან
ძალიან დიდია საერთაშორისო ჩარევა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ უნგრეთში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
09 აპრილი 2026, 01:04
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი: თუ ირანი არ შეასრულებს პირობას ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდება
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ თუ ირანი არ შეასრულებს პირობას ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდება.
09 აპრილი 2026, 00:59
საზოგადოება
9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა
9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
09 აპრილი 2026, 00:40
პოლიტიკა
ანდრაშ ლასლო: ყველაზე დიდი დაძაბულობა დაიწყო ათი წლის წინ, როდესაც მიგრაციის კრიზისი მოხდა და ევროკავშირის ლიდერები აცხადებდნენ, რომ ღია კარის პოლიტიკაა საჭირო. კონსერვატიულმა მთავრობამ განვაცხადეთ - არ გვინდა უკანონო ემიგრანტები
„ყველაზე დიდი დაძაბულობა დაიწყო ათი წლის წინ, როდესაც 2016 წელს მიგრაციის კრიზისი მოხდა და ევროკავშირის ლიდერები აცხადებდნენ, რომ ღია კარი პოლიტიკაა საჭირო, ყველა ემიგრანტს უნდა მივესალმოთ მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან“, - ასე უპასუხა გადაცემაში „იმედი LIVE” ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ კითხვას, თუ რის გამო ისჯება უნგრეთი.
09 აპრილი 2026, 00:30
პოლიტიკა
ანდრაშ ლასლო: ევროპული მეინსტრიმი გულდაწყვეტილია, რომ ვიცე-პრეზიდენტი ჩამოვიდა ბუდაპეშტში, გამოვიდა სიტყვით, მხარი დაუჭირა ორბანს და კონსერვატიულ ალიანსს
ევროპული მეინსტრიმი გულდაწყვეტილია, რომ ვიცე-პრეზიდენტი ჩამოვიდა ბუდაპეშტში, გამოვიდა სიტყვით, მხარი დაუჭირა ორბანს და კონსერვატიულ ალიანსს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ ჯეი დი ვენსის ბუდაპეშტში ვიზიტზე საუბრისას. ლასლოს მიაჩნია, რომ პატრიოტები მსოფლიოს მასშტაბით ერთმანეთის გვერდით უნდა დადგნენ.
09 აპრილი 2026, 00:29
მსოფლიო
The Wall Street Journal: ტრამპი ირანის ომში მხარდაჭერის ნაკლებობის გამო ნატოს გარკვეული ქვეყნების დასჯას განიხილავს
ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს გეგმას ნატოს იმ წევრი ქვეყნების დასასჯელად, რომლებმაც ირანის ომის დროს აშშ-ს დახმარება არ გაუწიეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
09 აპრილი 2026, 00:13
საზოგადოება
პაატა სალია: საქართველო უმასპინძლებს გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმს, რაც ჩვენი ქვეყნის დამსახურების კიდევ ერთი აღიარებაა საჯარო სერვისების მიმართულებით
საქართველო უმასპინძლებს გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმს, რაც ჩვენი ქვეყნის დამსახურების კიდევ ერთი აღიარებაა საჯარო სერვისების მიმართულებით, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ „ღამის კურიერის“ ეთერში. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ მიღწევებზე, რომელთა საფუძველზეც საქართველო წელს გლობალური მასშტაბის ღონისძიების მასპინძლად შეირჩა.
09 აპრილი 2026, 00:12
კულტურა
ათენში, სტავროს ნიარხოსის ფონდის კულტურის ცენტრში არსებულ საბერძნეთის ეროვნულ ოპერაში თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის კონცერტი გაიმართა
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, სტავროს ნიარხოსის ფონდის კულტურის ცენტრში არსებულ საბერძნეთის ეროვნულ ოპერაში თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის კონცერტი გაიმართა. კონცერტზე, მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, მისივე ნაწარმოები - ,,რეკვიემი“ შესრულდა.
09 აპრილი 2026, 00:10
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრი: ეს წელი იყო წინა პერიოდში დაწყებული რეფორმების დასრულების და ახალი მნიშვნელოვანი ინოვაციების დაგეგმვის წელი
პაატა სალიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის ერთი წლის შედეგები შეაჯამა. იუსტიციის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ პროგრესზე, რასაც საქართველომ მიაღწია საჯარო სერვისების მოდერნიზაციის მიმართულებით.
09 აპრილი 2026, 00:08
პოლიტიკა
პაატა სალია: 14-18 აპრილს, იუსტიციის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში გაერო-ს ოფიციალურ ღონისძიებებში მივიღებ მონაწილეობას
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ჩემი ხელმძღვანელობით მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაში, სადაც სიტყვით წარვდგები, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გადაცემა „ღამის კურიერში“ საუბრისას.
09 აპრილი 2026, 00:07
პოლიტიკა
ანდრაშ ლასლო სოციოლოგიურ კვლევებზე: აბსოლუტურად შეშლილი კვლევები გვაქვს, ეს არის მანიპულაციის ინსტრუმენტი ჩვენი ოპონენტების სასარგებლოდ
აბსოლუტურად შეშლილი კვლევები გვაქვს, ეს არის მანიპულაციის ინსტრუმენტი ჩვენი ოპონენტების სასარგებლოდ, რომელიც მუშაობას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ. მისივე თქმით, მოქმედი ხელისუფლების ოპოზიციას სურს ყველა მხარდამჭერს ერთი პარტიის ქოლგის ქვეშ მოუყაროს თავი.
09 აპრილი 2026, 00:06
საზოგადოება
პაატა სალია: საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები აჩვენებს, რომ პენიტენციური სისტემა ეტაპობრივად ვითარდება და სრულად შესაბამისობაში მოდის თანამედროვე სტანდარტებთან, რაც მიუთითებს სისტემაში მიღწეულ პროგრესზე
პაატა სალიამ „ღამის კურიერთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) 2026 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს მიეწოდებათ სადღეღამისო სამედიცინო მომსახურება და უზრუნველყოფილნი არიან პირველად დახმარებაზე სწრაფი ხელმისაწვდომობით. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები აჩვენებს, რომ პენიტენციური სისტემა ეტაპობრივად ვითარდება და სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.


