imedi /  10 მაისი 2019, 16:27 / სანდო წყარო

ჰოლივუდის რეჟისორის მკვლელი 34 წლის შემდეგ დააკავეს

ედვინ ჰაიეტი

ედვინ ჰაიეტი

34 წლის შემდეგ აშშ-ის პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც ჰოლივუდის რეჟისორი და პროდიუსერი ბარი კრეინი მოკლა. ამის შესახებ ამერიკული მედია    წერს. 

ბრალდება 52 წლის ედვინ ჰაიეტს წაუყენეს. ეს კი დნმ-ის ანალიზის საფუძველზე მოხდა. 

კრეინი 1985 წელს  საკუთარი სახლის ავტოფარეხში ნაცემი და გაგუდული იპოვეს. ის 57 წლის იყო.

კრეინი ტელესერიალებს იღებდა, მათგან ყველაზე პოპულარული გახდა „დაუჯერებელი ჰალკი“, „დალასი“ და „ქალი-საოცრება". 

ყველა სიახლე

22 ივლისი 2019, 16:42

ტექნოლოგიები

მსოფლიოში ყველაზე მოკლე IQ ტესტი 3 კითხვისგან შედგება

ექსპერიმენტის ფარგლებში ფრედერიკმა მისი ამოხსნა 3 000 ადამიანს დაავალა, რომლებიც სხვადსახვა სფეროდან და განათლების განსხვავებულ დონეზე იყვნენ. სამივე პასუხზე ყველა სწორი პასუხი მონაწილეების მხოლოდ 17%-მა გასცა.

22 ივლისი 2019, 16:41

ძალოვნები

პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებულებმა ჩვენება კვლავ არ მისცეს

მოსამართლემ დაცვის მხარე პროცესის გაჭიანურებისთვის ბოლოჯერ გააფრთხილა და ბრალდებულებს ჩვენების მისაცემად ვადა 21 აგვისტომდე მისცა. დღევანდელ პროცესზე მხარეებმა მხოლოდ დაცვის მხარის ის შუამდგომლობა განიხილა, რომლის მიხედვითაც საქმის მთავარ მტკიცებულებას, დიქტოფონს დამატებითი ექსპერტიზა ჩაუტარდება.

დელფინი

22 ივლისი 2019, 16:41

მსოფლიო

ისლანდიაში ზღვამ სანაპიროზე 50 მკვდარი დელფინი გამორიყა

სანაპიროზე შექმნილი ვითარება ვიდეოზე ტურისტმა გადაიღო და ადგილობრივ ხელისუფლებას აცნობა. თვითმხილველის თქმით, დელფინთა ნაწილზე მან ჭრილობები შენიშნა, რომელიც საზღვაო ბიოლოგის ედა ელიზაბეთ მაგნუსდოტირის მოსაზრებით, დელფინთა ერთი ჯგუფი შესაძლოა ძლიერი დინების გამო აღებულ მარშრუტს აცდა.

ევრობასკეტი 2021

22 ივლისი 2019, 16:25

სპორტი

2021 წლის ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა გაირკვა

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია. E ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები სერბეთი და ფინეთი იქნებიან, კიდევ ერთი მეტოქის ვინაობას კი 21 აგვისტომდე ერთმანეთში წინასაკვალიფიკაციო ტურნირის მონაწილეები შვეიცარია, ისლანდია და პორტუგალია გაარკვევენ. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

წყალდიდობა ინდოეთში

22 ივლისი 2019, 16:05

მსოფლიო

სამხრეთ აზიის ქვეყნებში წყალდიდობის გამო დაღუპულთა რიცხვმა 300-ს მიაღწია

ინდოეთში, ბანგლადეშსა და ნეპალში ძლიერი წვიმის შედეგად წარმოქმნილი მეწყრული პროცესებისა და წყალდიდობების გამო დაღუპულთა რიცხვმა 300-ს მიაღწია. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება. ინდოეთში, ბიჰარის შტატში წყალდიდობას 102 ადამიანი ემსხვერპლა. ბანგლადეშში გარდაცვლილია 47 ადამიანი, ნეპალში კი უგზო-უკვლოდ 120 ადამიანია დაკარგული.

პოლიცია

22 ივლისი 2019, 16:00

ძალოვნები

ბათუმში 4 არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე პოლიციამ მათი დედა და დეიდა დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები, ბოლო 1 წლის განმავლობაში, შვილებს და დისშვილებს, 6-დან 12 წლამდე ასაკის 4 არასრულწლოვანს იძულებით, ფსიქიკური ზეწოლისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენების გზით, სისტემატური მეთვალყურეობის ქვეშ, მოქალაქეებისგან მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, ხოლო მათ მიერ გამომუშავებულ თანხებს მთლიანად ითვისებდნენ.

კენია

22 ივლისი 2019, 15:56

მსოფლიო

კენიის ფინანსთა მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს

ჰენრი როტიჩს 450 მილიონი დოლარის ღირებულების ხელშეკრულების გაფორმების წესების დარღვევაში ადანაშაულებენ. ხელშეკრულება იტალიურ კომპანია CMC de Ravenna-სთან გაფორმდა და მისი მიზანი ორი კაშხლის აშენება იყო. პროკურატურას ასევე ბრძანება აქვს გაცემული ამ საქმესთან დაკავშირებით კიდევ 20 პირის დაკავების შესახებ.

ირაკლი ოქრუაშვილი

22 ივლისი 2019, 15:23

საქართველო

ოქრუაშვილმა აღიარა, რომ გორში არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ 2014 წელს ცრუ ჩვენება მისცა

"დამიკავშირდნენ, ვისაუბრეთ და გორში არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ, მან მომთხოვა ჩვენების მიცემა იმ სახით, რა სახითაც მაქვს მიცემული,“ - განაცხადა ოქრუაშვილმა. 2014 წლის 15 ივნისს, თვითმმართველობის არჩევნებში ირაკლი ოქრუაშვილი გორის მერობისთვის იბრძოდა.

ირაკლი ოქრუაშვილი

22 ივლისი 2019, 15:22

საქართველო

ოქრუაშვილი: 2003 წლის მთელი კამპანია „ვარდების რევოლუციის“ ჩათვლით მე დავაფინანსე

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, 2003 წლის მთელი კამპანია „ვარდების რევოლუციის“ ჩათვლით მისი დაფინანსებული იყო. როგორც ოქრუაშვილმა თქვა, მას ამის ბერკეტი მაშინაც ჰქონდა, ახლაც აქვს და იმედოვნებს, რომ მომავალშიც ექნება.

ძილი

22 ივლისი 2019, 15:11

ტექნოლოგიები

დაწოლამდე 90 წუთით ადრე აბაზანის მიღება უკეთ გამოძინებაში დაგეხმარებათ

ძილის წინ ადამიანის ორგანიზმის ტემპერატურა სტანდარტულზე ოდნავ მცირდება და ასეა დილამდე. შემდეგ ტემპერატურა ისევ იწყებს ზრდას და ასრულებს ბიოლოგიური საათის ფუნქციას. თბილი შხაპი ან აბაზანა ხელებსა და ფეხებში სისხლის ცირკულაციას აუმჯობესებს, რაც ხელს უწყობს სხეულიდან ჭარბი სითბოს გამოყოფას.

გემი „ივან გოლუბეცი“

22 ივლისი 2019, 14:59

საქართველო

მავრიტანიაში დამწვარ გემზე საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ

უკრაინული მედიის ინფორმაციით, საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემის „ივან გოლუბეცის“ ბორტზე ხანძრის გაჩენის დროს 90 ადამიანი იმყოფებოდა. ხანძრის შედეგად ეკიპაჟის ერთი წევრი გარდაიცვალა. ცეცხლი სამანქანო განყოფილებაში გაჩნდა და მალევე გემს მოედო. ძლიერი დაკვამლიანების გამო კაპიტანმა ეკიპაჟს გემის დატოვების ბრძანება მისცა.

ჯარჯი აქიმიძე, დავით დვალი

22 ივლისი 2019, 14:54

საქართველო

ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი: დღეს ჩვენსა და სამართლიანობის აღდგენას შორის ქიბარ ხალვაში არ დგას

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები, ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ტელევიზიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. აქიმიძე და დვალი მიიჩნევენ, რომ „რუსთავი 2“-ი პარტიული ზეგავლენისგან უნდა გათავისუფლდეს, რათა ე.წ მეოთხე ხელისუფლების ფუნქცია აღიდგინოს.

ქიბარ ხალვაში

22 ივლისი 2019, 14:52

ძალოვნები

ხალვაში ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

"ოქრუაშვილის მხრიდან ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ადგილი აქვს ქონებრივი უფლების მიღების მცდელობას. ხელმოწერების ნამდვილობასთან დაკავშირებით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დანიშნულია ექსპერტიზა, შესაბამისად, დაველოდოთ ექსპერტიზის პასუხებს, გამოძიების პასუხებს“, - განმარტა ბარაჩაშვილმა.

Minerve

22 ივლისი 2019, 14:51

მსოფლიო

ხმელთაშუა ზღვაში 1968 წელს ჩაძირული ფრანგული წყალქვეშა ნავი იპოვეს

Minerve-ის ტიპის წყალგვეშა ნავი 1968 წლის 27 იანვარს ჩაიძირა. ავარიის დროს მის ბორტზე 52 ადამიანი იმყოფებოდა. ჩაძირვის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. სხვადასხვა ვერსიით, ის შეიძლება რაკეტის აფეთქების, შეჯახების ან ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩაძირულიყო. წყალქვეშა ნავი მცირე სიღრმეზე მიცურავდა და 4 წუთში ჩაიძირა. საფრანგეთის ხელისუფლება ნავს 1968 და 1969 წლებში ეძებდა, თუმცა მის კვალს ვერ მიაგნო.

ბანაკი

22 ივლისი 2019, 14:29

ტაბლოიდი

ინდონეზიაში ჭარბწონიანი პოლიციელები გასახდომად ბანაკში გააგზავნეს

15-26 ივლისის ფიტნესპროგრამაზე 50 პოლიციელი გააგზავნეს. პროგრამის მიზანი სხეულის მასის ინდექსის შემცირებაა. ბანაკში პროფესიონალი დიეტოლოგები, ფიტნესინსტრუქტორები და სამედიცინო თანამშრომლები მუშაობენ. პოლიციელებს ბანაკში უწევთ სირბილი, ცურვა, ასევე პროგრამაში შედის აერობიკაც.

ირაკლი ოქრუაშვილი

22 ივლისი 2019, 14:16

ძალოვნები

სასამართლომ ოქრუაშვილის სარჩელი „რუსთავი 2“-ში ქიბარ ხალვაშის წილების დაყადაღებაზე არ დააკმაყოფილა

"საქალაქო სასამართლომ უარი გვითხრა „რუსთავი 2“-ის წილებზე ყადაღის დადებაზე იურისტებისთვის სრულიად სასაცილო მოტივით, თითქოს მოთხოვნა წილებზე ყადაღის დადებაზე უნდა გაგვეკეთებინა სარჩელის შეტანასთან ერთად. ჩვენ სარჩელი არ შეგვიტანია, ვაპირებთ. კანონით 10 დღის ვადა გვქონდა იმისთვის, რომ ეს სარჩელი წარგვედგინა“,- განმარტა ოქრუაშვილმა.

იუკია ამანო

22 ივლისი 2019, 14:13

მსოფლიო

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი გარდაიცვალა

72 წლის იაპონელ დიპლომატს ბოლო წლების განმავლობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. ამ თვის (ივლისის) დასაწყისში მან ვერ შეძლო IAEA-ს საგანგებო სხდომაზე დასწრება, სადაც დადასტურდა, რომ ირანმა ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების ორი პუნქტი დაარღვია და ურანის გამდიდრება დაიწყო.

რომეო ბერიძე

22 ივლისი 2019, 14:03

სპორტი

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველმა მოჭიდავეებმა ვერცხლის ორი მედალი მოიპოვეს

ბაქოში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პირველ დღეს ქართველმა სპორტსმენებმა ვერცხლის ორი მედალი მოიპოვეს. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ნიკოლოზ სანთელაძემ (45 კგ) ჯგუფურ ეტაპზე პოლონელი ფაბიან ნიედზვიედზკი და იტალიელი პაოლო ლუმია დაამარცხა, ნახევარფინალში რუსი ელდარ ასაკაევი, ფინალში კი მასპინძელ მურად ჰაგვერდიევთან წააგო და ვერცხლის

გემი „ივან გოლუბეცი“

22 ივლისი 2019, 13:52

საქართველო

მავრიტანიის სანაპიროსთან საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემი იწვის

მავრიტანიის სანაპიროსთან საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი უკრაინული გემი „ივან გოლუბეცი“ იწვის. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. მისი ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის დროს ბორტზე 90 ადამიანი იმყოფებოდა. ხანძრის შედეგად ეკიპაჟის ერთი წევრი გარდაიცვალა. ცეცხლი სამანქანო განყოფილებაში გაჩნდა და მალევე გემს მოედო. ძლიერი დაკვამლიანების გამო კაპიტანმა ეკიპაჟს გემის დატოვების ბრძანება მისცა.

ელიზაბეთ რუდი

22 ივლისი 2019, 13:51

ეკონომიკა

ელიზაბეთ რუდმა განმარტა, რატომ არის საქართველო მისთვის განსაკუთრებული ადგილი. ვიდეო

21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აეკრძალათ. მოგვიანებით ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა მაშინ მოიხსნება, როდესაც საქართველოში ვითარების ნორმალიზება მოხდება.