imedi /  12 მაისი 2019, 22:18 / სანდო წყარო

ეკოაქტივისტებმა პარიზში 300 ლიტრი ბუტაფორიული სისხლი დაღვარეს

ეკოლოგიური მოძრაობა Extinction Rebellion-ის აქტივისტებმა პარიზის ცენტრში საპროტესტო აქცია გამართეს. აქცია-პერფორმანსის ფარგლებში ტროკადეროს მოედანზე, შაიოს სასახლის წინ კიბეებზე 300 ლიტრამდე ბუტაფორიული სისხლი დაღვარეს. ინფორმაციას France TV ავრცელებს. 

აქტივისტებს ამ გზით სურთ საზოგადოების ყურადღება მიაპყრონ და გააპროტესტონ გაეროს ბოლო ანგარიში, რომლის მიხედვითაც გარემოზე ადამიანის გავლენის გამო ბუნებიდან მილიონზე მეტ ბიოლოგიურ სახეობას გადაშენება ემუქრება. 

პერფორმანსის ფარგლებში ერთ-ერთი აქტივისტი კიბეებზე იწვა და მასობრივ სიკვდილს გამოხატავდა.

აქციის დასრულების შემდეგ აქტივისტებმა კიბეები დაასუფთავეს. 

მსოფლიოში არსებული 8 მილიონამდე ბიოლოგიური სახეობიდან მილიონზე მეტს ადამიანის მიერ გარემოზე მიყენებული ზიანის გამო გადაშენება ემუქრება. სპეციალისტების განცხადებით, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დანაკარგი პლანეტისთვის. ამის შესახებ გაეროს ანგარიშში წერია, რომელიც 6 მაისს გამოქყვენდა. 

ყველა სიახლე

29 თებერვალი 2024, 14:48

პოლიტიკა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ავსტრიის რესპუბლიკაში, ქ. ზალცბურგში ნადირობისა და მეთევზეობის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

გამოფენის მთავარ მიზანს ნადირობისა და მეთევზეობის სფეროში მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ბიზნეს კავშირების დამყარება და ინოვაციების გაცნობა წარმოადგენს.

29 თებერვალი 2024, 14:46

საზოგადოება

3 წლის თაიას საზოგადოების დახმარება სჭირდება

3 წლის თაიას საზოგადოების დახმარება სჭირდება. ბავშვი უკვე 9 თვეა კომაშია, მას ტვინის ჰოპოქსიური დაზიანება აქვს და თურქეთის კლინიკაში მკურნალობს. თაიას ფიზიკური და ნევროლოგიური მდგომარეობა ბოლო თვეებია გაუმჯობესებულია, ექიმებს აქვთ მოლოდინი რომ ის მალე კომიდან გამოსვლას შეძლებს. თუმცა დიდი ფინანსური დავალიანების გამო, შესაძლოა კლინიკამ ბავშვის გადაყვანა სხვა საავადმყოფოში მოითხოვოს, რაც თაიას ჯანმრთელობის მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.

29 თებერვალი 2024, 14:45

მსოფლიო

CNN: თეთრ სახლში შიშობენ, რომ ისრაელი შესაძლოა ლიბანში შეიჭრას

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში შიშობენ, რომ ისრაელი შესაძლოა ლიბანში შეიჭრას. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და დაზვერვაში არ გამორიცხავენ, რომ ისრაელმა ლიბანში სახმელეთო შეჭრა მომდევნო თვეებში სცადოს.

დავით მათიკაშვილი

29 თებერვალი 2024, 14:45

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: აი რატომ არ უნდოდათ გამჭვირვალობის კანონის მიღება - იმიტომ, რომ არ ყოფილიყო გამჭვირვალე „ენჯეო“ სექტორის დაფინანსება

„საზოგადოებას შევახსენებ საუკუნის აფერას - ე.წ. გამჭვირვალობის კანონი რუსულ კანონად რომ მონათლეს შეგნებულად. აი რატომ არ უნდოდათ ამ კანონის მიღება, იმიტომ რომ არ ყოფილიყო გამჭვირვალე „ენჯეო“ სექტორის დაფინანსება“, - აცხადებს მათიკაშვილი.

გურამ იმნაძე

29 თებერვალი 2024, 14:43

პოლიტიკა

გურამ იმნაძე: თუკი პოლიტიკურ საქმიანობაში არაკეთილსინდისიერად ხდება რაღაც თანხების განკარგვა, ცხადია, ეს არ არის სწორი. თუმცა, არასწორია ასევე ის, რომ ამ მიზეზით მთლიანად სამოქალაქო სექტორის მარგინალიზება მოვახდინოთ

ნაწილს მიაჩნია, რომ თუ კონკრეტული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში ნამდვილად ხვდება, ამას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

რატი იონათამიშვილი

29 თებერვალი 2024, 14:42

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ქართულ პოლიტიკას აფინანსებენ ქართველი გადასახადის გადამხდელები. უცხოურ ფულს ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება

„ქართულ პოლიტიკას აფინანსებენ ქართველი გადასახადის გადამხდელები. უცხოურ ფულს ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. ვინც კადრულობს, რომ უცხოური დაფინანსებით აქ [საქართველოში] თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აწარმოოს და თან გამიზნულად ურევს ერთმანეთში პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციას, ამით საკუთარ დაბალ სტანდარტს, უპასუხისმგებლობას და დემოკრატიული პროცესების მტრობას ადასტურებს“

ვლადიმირ პუტინი

29 თებერვალი 2024, 14:42

მსოფლიო

The Financial Times: რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შანსი იმაზე მაღალია, ვიდრე ამას ოფიციალური მოსკოვი აღიარებს

The Financial Times-ი წერს, რომ რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შანსი იმაზე მაღალია, ვიდრე ამას ოფიციალური მოსკოვი აღიარებს. ბრიტანული გამოცემის ჟურნალისტებმა 29 საიდუმლო სამხედრო დოკუმენტი მოიპოვეს, რომლებიც რუსეთში 2008-დან 2014 წლამდე პერიოდშია შედგენილი.

ოლექსანდრ სირსკი

29 თებერვალი 2024, 14:39

მსოფლიო

უკრაინის არმიის ახალი მთავარსარდალი ფრონტის ხაზზე ჩავიდა და არსებული ვითარება შეაფასა - ყველაზე მძიმე ვითარება ავდეევკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებითაა

უკრაინის არმიის ახალი მთავარსარდალი ფრონტის ხაზზე ჩავიდა და უკრაინულ პოზიციებზე ვითარება შეაფასა. ოლექსანდრ სირსკი ადასტურებს, რომ ყველაზე მძიმე ვითარება ავდეევკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებითაა.

ანა ბუჩუკური

29 თებერვალი 2024, 14:37

პოლიტიკა

ანა ბუჩუკური: გიორგი გახარიას გუნდის ფინანსები არის სრულიად გამჭვირვალე, სხვა პარტიებმა იზრუნონ საკუთარ თავებზე

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ მისი პარტიის ფინანსები არის სრულიად გამჭვირვალე.

თამარ ხიდაშელი

29 თებერვალი 2024, 14:33

პოლიტიკა

თამარ ხიდაშელი: პოლიტიკურ პარტიასთან საზოგადოებრივი ორგანიზაციის არსებობა კანონდარღვევა არ არის

„საზღვარგარეთ, განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში არსებობს ასეთი პრაქტიკა, როდესაც პოლიტიკურ პარტიებს აქვთ საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ის, რომ პოლიტიკურ პარტიასთან არის რაღაც საზოგადოებრივი ორგანიზაცია დაფუძნებული, კანონდარღვევას არ წარმოადგენს. მთავარია, რომ აქ იყოს ფინანსური გამჭვირვალობა და ფინანსები იყოს ერთმანეთისგან გამიჯნული. ჩვენ გვაქვს ამ საკითხის მოუწესრიგებელი კანონმდებლობა და ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ ანტიკორუფციულ ბიუროს, აუდიტის სამსახურს“, - აღნიშნა ხიდაშელმა.

29 თებერვალი 2024, 14:24

პოლიტიკა

როგორ აფასებს ოპოზიცია საქართველოში „მთავრობის კეთილსინდისიერების“ მაჩვენებელის კიდევ უფრო გაუმჯობესებას

ყველა რეიტინგში, ყველა კვლევაში საერთაშორისო, ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ განხორციელებულში ნათლად წერია, რომ საქართველოში ყვავის ელიტური კორუფცია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ „მთავრობის კეთილსინდისიერების“ მაჩვენებელზე საუბრისას განაცხადა.

მიხეილ დონდუა

29 თებერვალი 2024, 14:24

ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა „ჰერითიჯის“ კვლევაზე: 2012 წელს საქართველოს შეფასება იყო 38%. ეს ნიშნავს არაკეთილსინდისიერ სტატუსს. რეპრესიულ ზონაში იყო ქვეყანა. 12-წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მოწინავეა რეგიონში და ევროპის საუკეთესო ოცეულშია

„რაც შეეხება აცდენას კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის მესვეურთა განცხადებებსა და კვლევებს შორის, ამის საფუძველი იყოს ლობისტური საქმიანობა და ლობისტური საქმიანობის შედეგად კარგად დანაყრებული კონკრეტული პირი, რომელიც მიკერძოებულია“, - აცხადებს დონდუა.

ირაკლი ქადაგიშვილი

29 თებერვალი 2024, 14:24

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: სააკაშვილი მუდმივად ახდენს შეტევას საქართველოზე, როდესაც ქვეყანას აბრალებს, რომ ის ხან აწამეს, ხან მოწამლეს, ხან არ მკურნალობენ და ა.შ. ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია გაიზარდოს

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი მუდმივად ახდენს შეტევას საქართველოზე, როდესაც საქართველოს აბრალებს, რომ ის ხან აწამეს, ხან მოწამლეს, ხან არ მკურნალობენ და ა.შ. ეს ყველაფერი არის „ფეიკი“ და მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია გაიზარდოს.

ირაკლი ქადაგიშვილი

29 თებერვალი 2024, 14:23

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ბიზნესი თავისუფალია და ის არანაირ პოლიტიკურ წნეხს არ განიცდის. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა სრულად უზრუნველყოფს ბიზნესის კანონიერი ინტერესების დაცვას

ბიზნესი თავისუფალია და ის არანაირ პოლიტიკურ წნეხს არ განიცდის. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა სრულად უზრუნველყოფს ბიზნესის კანონიერი ინტერესების დაცვას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „ჰერითიჯის“ 2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგზე საუბრისას განაცხადა.

ანა ბუჩუკური

29 თებერვალი 2024, 14:22

პოლიტიკა

ანა ბუჩუკური: ბრიუსელში ოფიციალურ შეხვედრებზე სააკაშვილის საკითხი საერთოდ არ წამოჭრილა. მათთვის პოლიტიკური თვალსაზრისით სააკაშვილი საინტერესო არ არის

„პირადად მე გუშინ დავბრუნდი ბრიუსელიდან და ბერლინიდან. საკმაოდ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან არცერთ ასეთ ოფიციალურ შეხვედრაზე სააკაშვილის საკითხი საერთოდ არ წამოჭრილა. მათთვის პოლიტიკური თვალსაზრისით სააკაშვილი საინტერესო არ არის. რაც შეეხება კონკრეტულად ფოტიგას ინიციატივას, არაა ეს დაფარული, რომ მას პერსონალური მეგობრობა აკავშირებს სააკაშვილთან და გასაგებია, რომ ჰუმანიტარული თვალსაზრისით დახმარებას ცდილობს“, - აღნიშნა ბუჩუკურმა.

მაია ბითაძე

29 თებერვალი 2024, 14:20

პოლიტიკა

მაია ბითაძე რეზოლუციაში სააკაშვილთან დაკავშირებულ ჩანაწერზე: ეს არის პირდაპირი ჩარევა როგორც ქართულ მართლმსაჯულებაში, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ფიქრობს, რომ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიერ საქართველოსთან მიმართებაში მხარდაჭერილ რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ჩანაწერი ქართულ მართლმსაჯულებასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში ჩარევაა

იაგო ხვიჩია

29 თებერვალი 2024, 14:18

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: უბრალოდ გავუშვათ მიხეილ სააკაშვილი და ამით პოლარიზაცია მორჩება - ამის ნაკლებად მჯერა

„გირჩის“ ლიდერის, დეპუტატ იაგო ხვიჩიას განცხადებით, მას არ სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების შედეგად ქვეყანაში პოლარიზაცია დასრულდება.

თინა ბოკუჩავა

29 თებერვალი 2024, 14:15

პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა: ჩვენი ქვეყნის ისტორიული, ეროვნული და ევროპული მომავლის ლოგიკა მოითხოვს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის თავისუფლებას

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ფიქრობს, რომ პრეზიდენტს შეუძლია ქართველ ხალხს აჩვენოს, რომ ის უსმენს ევროპას და მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლოს.

დავით სონღულაშვილი

29 თებერვალი 2024, 14:14

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი „ჰერითიჯის“ რეიტინგზე: როდესაც ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია დებს ასეთ შედეგებს, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად სწორად და თანმიმდევრულად ვითარდება ქვეყანა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი აცხადებს, რომ როდესაც ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია, როგორიც არის ფონდი „ჰერითიჯი“, დებს ასეთ შედეგებს მთავრობის კეთილსინდისიერების რეიტინგებთან დაკავშირებით, თავისთვად ცხადია, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად სწორად და თანმიმდევრულად ვითარდება ქვეყანა.

29 თებერვალი 2024, 13:59

რეგიონი

როგორი იქნება თელავის ახალი აეროპორტი. ფოტოგალერეა

თელავის აეროპორტი მიიღებს შიდა ფრენებს ბათუმიდან, ქუთაისიდან, ამბროლაურიდან და მესტიიდან, რაც ხელს შეუწყობს შიდა და საერთაშორისო მოგზაურების მობილობის გაზრდას რეგიონებს შორის და მეტ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს კახეთის რეგიონს.