imedi /  13 მაისი 2019, 10:36 / სანდო წყარო

კლიმატის ცვლილება ლონდონში დედებმა შვილებთან ერთად გააპროტესტეს

მარში

ლონდონი

კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გააქტიურების მოთხოვნით ლონდონში მორიგი მასშტაბური აქცია მოეწყო. მასში დედები შვილებთან ერთად მონაწილეობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.

ბრიტანეთის დედაქალაქში გარემოს დამცველმა აქტივისტებმა დემონსტრაციაზე 11 წლის ბავშვებიც გამოიყვანეს, რაც, მათ თქმით, 2030 წლამდე დარჩენილი 11 წლის სიმბოლოა, სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში, მეცნიერთა ნაწილის მტკიცებით, ჩვენს პლანეტას გამოუსწორებელი ზიანი მიადგება. აქცია ეძღვნებოდა გაეროს ბოლო ანგარიშს, რომლის თანახმადაც მსოფლიოში არსებული 8 მილიონამდე ბიოლოგიური სახეობიდან მილიონზე მეტს ადამიანის მიერ გარემოზე მიყენებული ზიანის გამო გადაშენება ემუქრება. სპეციალისტების განცხადებით, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დანაკარგი პლანეტისთვის.

აქციის ორგანიზატორების თქმით, საპროტესტო მარშის მიზანი არა მარტო პოლიტიკოსებისთვის, არამედ ბიზნესმენებისთვის ხმის მიწვდენა იყო, რათა მათ ისეთი პროექტების დაფინანსება შეწყვიტონ, რომლებიც გარემოს აზიანებს.

მსგავსი აქცია ბრიუსელშიც გაიმართა. 

ყველა სიახლე

ჯარიმა

16 ივლისი 2019, 16:23

საქართველო

რა უნდა იცოდეთ თუ ადმინისტრაციული წესით გაჯარიმებენ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისათვის თექვსმეტი წლის ასაკს მიღწეულ პირებს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

16 ივლისი 2019, 16:22

კულტურა

საია: ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და მწერალთა სახლის რეორგანიზაცია დაუსაბუთებელი და ნაჩქარევი იყო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და მწერალთა სახლის რეორგანიზაცია დაუსაბუთებელი და ნაჩქარევი იყო. არასამთავრობო ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ არაერთი პროექტის განხორციელება დადგა.

16 ივლისი 2019, 16:17

თემა

რისი შეტანის უფლება მაქვს ევროკავშირის ქვეყნის ტერიტორიაზე და რისი - არა? ინსტრუქცია

მათთვის, ვინც ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობას გეგმავს, საბუთების მოწესრიგებაზე არანაკლებ საყურადღებოა იმ პროდუქტების ცოდნა, რომლებმაც, შესაძლოა, საზღვარზე პრობლემა შეუქმნან. ცოტამ თუ იცის, რომ სერიოზული შეზღუდვები ეხება ცხოველური წარმოშობის პროდუქციას, რომელიც ევროკავშირის წევრ-ქვეყნებში დამზადებული არ არის. მაგალითად, გერმანიაში რძისა და ხორცის პროდუქტების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური პუნქტების მეშვეობით, სადაც მორიგე ვეტერინარები არიან და ამასთანავე, ამსაქონელსშესაბამისი დოკუმენტაცია უნდა ახლდეს.

16 ივლისი 2019, 16:01

მსოფლიო

კონგოში ებოლას ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ის გომადან ქალაქ ბუტემბოს კლინიკაში სამკურნალოდ გადაიყვანეს. ქალაქ გომაში ვირუსის გავრცელების გამო ეპიდემიის საფრთხე იზრდება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კონგოში ებოლას ვირუსმა 1600-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.

ბაჩუკი ქარდავა

16 ივლისი 2019, 15:53

ძალოვნები

ბაჩუკი ქარდავა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს

ქარდავას გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უკვე დასრულდა. მისი ინფორმაციით, შეკითხვები ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა და გამოძიებას ძირითადად აინტერესებდა იყო თუ არა 20 ივნისის აქცია ორგანიზებული, რაზეც ქარდავა პასუხობს, რომ აქცია სრულიად სპონტანური იყო. ქარდავას გამოკითხვისას პოლიტიკურ ლიდერებსა და მათ მოწოდებებზეც ჰკითხეს, თუმცა მისი თქმით, ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით შეკითხვები არ ყოფილა.

16 ივლისი 2019, 15:43

საქართველო

პარლამენტთან გამართულ აქციაზე რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს ოკუპაცია დაგმეს

პარლამენტთან გამართულ აქციაზე რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს ოკუპაცია და რუსული პროპაგანდა დაგმეს. აქციის მონაწილეთა განმარტებით, საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და მათ მიმართ რუსოფობიური დამოკიდებულება რუსული პროპაგანდის ნაწილია.

16 ივლისი 2019, 15:37

საქართველო

შსს-მ სტუდენტებს 400-მდე ვაკანსია და სტაჟირება შესთავაზა

სამინისტროს სტრუქტურულმა დანაყოფებმა ახალგაზრდებს 400-მდე აქტიური ვაკანსია და სტაჟირების პროგრამა შესთავაზეს. ფორუმის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ 17 უმაღლეს სასწავლებელთან გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროში სტუდენტთა მიერ სამუშაო პრაქტიკის გავლის საკითხებს მოიცავს.

16 ივლისი 2019, 15:27

ეკონომიკა

ბათუმის საკრებულომ „რივიერას“ განაშენიანების პროექტზე საქმის წარმოების დაწყებას მხარი დაუჭირა

გადაწყვეტილებას საკრებულოში ნაციონალური მოძრაობისა და მოქალაქეთა ჯგუფისგან ხმაური მოჰყვა. ოპოზიციამ მართველი გუნდი რეგლამენტის დარღვევაშიც დაადანაშაულა და პროტესტი მაგიდაზე ხელების ბრახუნით გამოხატა.

16 ივლისი 2019, 15:14

ვიდეო

#spendyoursummeringeorgia 🇬🇪 მიმართულება მეოთხე - სვანეთი🚩

ზაზა კოშკაძე

16 ივლისი 2019, 15:12

კულტურა

ბოიკოტის გამო მწერალ ზაზა კოშკაძეს ფესტივალზე გასამგაზვრებელ თანხას კოლეგები უგროვებენ

World Science Fiction Convention-ზე ზაზა კოშკაძის მონაწილეობა ჯერ კიდევ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის არსებობის დროს, ცენტრის სამეთვალყურეო საბჭომ გადაწყვიტა, რის შესახებაც როგორც ზაზა კოშკაძეს ისე ფესტივალის ორგანიზატორებს ოფიციალურად ეცნობათ.

16 ივლისი 2019, 15:10

ვიდეო

#spendyoursummeringeorgia მიმართულება მესამე 🇬🇪 - იმერეთი 🚩

არიანა გრანდე

16 ივლისი 2019, 15:02

ტაბლოიდი

არიანა გრანდე Givenchy-ის 2019 წლის ახალი კოლექციის სახეა

ამერიკელი მსახიობი და მომღერალი არიანა გრანდე Givenchy-ის 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციას წარადგენს. ეს არის პირველი ერთობლივი კამპანია-Arivenchy, რომლის შთამბეჭდავი ფოტოსესია კრეიგ მაკდინმა გადაიღო და შავ-თეთრი ფოტო მასალა პოპ-ვარსკვლავმა თაყვანისმცემლებს სოციალური ქსელის საშუალებით გაუზიარა.

ნაჯიბ რეზაკი

16 ივლისი 2019, 14:51

მსოფლიო

მალაიზიის ყოფილი პრემიერის საკრედიტო ბარათიდან საიუველირო ნივთებზე ერთ დღეში $800 000 დაიხარჯა

მალაიზიის ყოფილი პრემიერმინისტრის ნაჯიბ რეზაკის საკრედიტო ბარათიდან იტალიაში საიუველირო ნივთების შესაძენად, დღეში $800,000-ზე მეტი დაიხარჯა. ამის შესახებ ბანკის წარმომადგენელმა სასამართლოზე განაცხადა.

16 ივლისი 2019, 14:41

მსოფლიო

ბულგარეთში ჰაკერებმა მილიონობით ადამიანის მონაცემები მოიპარეს

მინისტრის თქმით, ჰაკერების ხელში 5 მილიონზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირის პირადი მონაცემები აღმოჩნდა. როგორც მარინოვმა განმარტა, მოპარული მონაცემები მათ ადგილობრივ მედიასაშუალებებს რუსულ სერვერზე დარეგისტრირებულები ელექტრონული ფოსტით გაუგზავნეს.

16 ივლისი 2019, 14:30

თემა

როდის და რატომ ისწავლა ადამიანმა ტირილი?

ძლიერ ემოციას ადამიანი ხშირად ტირილის გარეშე ვერ უმკლავდება. თითოეული ჩვენგანი ცდილობს, საკუთარი ცრემლები უცხო თვალს მოარიდოს. ერთი შეხედვით, ტირილში უცნაური არაფერია, მაგრამ თუ დავფიქრდებით, ეს საკმაოდ უჩვეულო მოვლენაა. საინტერესოა, რატომ ვღვრით ცრემლებს? კაცები მართლა უფრო ნაკლებად ტირიან, ვიდრე ქალები? ადამიანის გარდა სხვა სულიერი არსებებიც ტირიან?

მერაბ წკრიალაშვილი

16 ივლისი 2019, 14:05

ძალოვნები

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს

ადვოკატის განმარტებით დუმილის უფლება ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს. მისივე განცხადებით, ჯერ საქმის მასალები არ მიუღია, რადგან მისი დაცვის ქვეს მყოფისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ.

ფლოიდ ნაიმორდ ქოვი

16 ივლისი 2019, 14:02

ტაბლოიდი

ვიეტნამის ომის 78 წლის ვეტერანმა სკოლის დიპლომი აიღო

ქოვის ვიეტნამის ომში იქამდე მოუწია წასვლა, ვიდრე სკოლას დაამთავრებდა. ამის გამო კი დიპლომის გარეშე დარჩა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ერთხელ ქოვიმ სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელს იმის შესახებ უამბო, რომ დედამისი იმედგაცრუებული იყო იმ ფაქტით, რომ მას სკოლა დამთავრებული არ ჰქონდა.

16 ივლისი 2019, 13:56

მსოფლიო

მუმბაიში შენობის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

ინდოეთის ქალაქ მუმბაიში შენობის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, ნანგრევებში კი 40-მდე ადამიანია მოყოლილი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. შენობა დაახლოებით ასი წლის წინ აშენდა. კორპუსში 15 ოჯახი ცხოვრობდა.

16 ივლისი 2019, 13:25

თემა

ვინ არის ინტერნეტის „მრევლი“ და რა კავშირი აქვს მას რელიგიასთან?

წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი მე-8 საუკუნის ბაღდადში ან მედიჩის ფლორენციაში. ამ დროს და ამ ადგილებში რელიგია იყო ჰაერი, რომლითაც ადამიანები სუნთქავდნენ, წყალი, რომელსაც სვამდნენ და ეს იყო ნებისმიერი სოციალური კავშირის საფუძველი. ანტიკური ქალაქები საერთო სალოცავების - ეკლესიების ან მეჩეთების ირგვლივ შენდებოდა,სკოლებში კი ძირითადად რელიგია ისწავლებოდა. ასეთი ადგილები ქმნიდნენ სოციალურ კაპიტალს და უზრუნველყოფდნენ ორმხრივს ნდობას ადამიანებს შორის, მიუხედავად მათ შორის არსებული სხვაობისა. დღეს ამ როლს ინტერნეტი ასრულებს, რომელიც ყველგანაა და ხელმისაწვდომიa სმარტფონების მეშვეობითაც. მეცნიერული და აკადემიური აზროვნების განვითარებამ რელიგია ნამდვილად ვერ ჩაანაცვლა, თუმცა ინტერნეტის სახით მას დღეს უკვე ძლიერი მეტოქე ჰყავს.

16 ივლისი 2019, 13:13

საქართველო

მერია ახალგაზრდულ ბანაკებსა და ლაშქრობებს მოაწყობს

თბილისის მერიის ინიციატივით, ბაზალეთში ახალგაზრდული ბანაკები, თბილისის გარშემო კი ლაშქრობები მოეწყობა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახალგაზრდული პროექტები, რომელთა მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა, ტრადიციულად წელსაც განხორციელდება.